მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდანთა სავედრებელი
ტროპარ - კონდაკები

სექტემბერი

 

1 სექტემბერი (14 სექტემბერი)

 

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

 

ტროპარი, ხმა 2: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

 

კონდაკი, ხმა 2: რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.

 

 

სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)

 

ტროპარი, ხმა 1: გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნავთსაყუდელო და შესავედრებელო კაცთა ნათესავისაო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელი მხოლო ხარ დედა და ქალწული, მარადის კურთხეული და დიდებული, ევდრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ყოვლისა სოფლისა დიდი წყალობა.

 

 

ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

 

ტროპარი, ხმა 1: სვეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა, და უჴორცოთა – მოქალაქობასა, მყოფი ჴორცთა შინა. მამაო წმიდაო სჳმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

 

კონდაკი, ხმა 2: ზენათა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელმად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

2 სექტემბერი (15 სექტემბერი)

 

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)

 

კონდაკი, ხმა 3: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხოვრება-შემოსილითა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხითა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომლენი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.

 

 

3 სექტემბერი (16 სექტემბერი)

 

მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (+302)

 

კონდაკი, ხმა 4: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალექმნილმან სამწყსოა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.

 

 

4 სექტემბერი (17 სექტემბერი)

 

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (III)

 

კონდაკი, ხმა 4: ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.

 

 

წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)

 

ტროპარი, ხმა 2: მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

 

კონდაკი, ხმა 2: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყველთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

 

კონდაკი: გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 

ღვთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680);

 

ტროპარი, ხმა 4: მაყვალსა შინა ცეცხლშემოსილსა და შეუწველსა მოსესათვის მაჩვენებელმან, ქრისტე ღმერთო, ყოვლადწმიდისა დედისა შენისამან, რომელმან შეუწველად შეიწყნარა ღმრთაებაი საშოსა თვისსა და შემდგომად შობისაცა უხრწნელებით ქალწულებაი დაიმარხა; მისითა მეოხებითა გვიხსნენ ჩუენ აწცა ვნებათაგან ფიცხელთა და დაიცევ ღმრთივდაცული ერი შენი შემწველისაგან ცეცხლისა, ვითარცა მრავალმოწყალემან.

 

 

5 სექტემბერი (18 სექტემბერი)

 

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - იოანე ნათლისმცემლის მშობლები (I)

 

ტროპარი, ხმა 4: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 3: დღეს წინასწარმეტყველმან და მღუდელმან უფლისამან, ზაქარია, მშობელმან წინა-მორბედისამან, წინა დაგვიგო ტარიგი წინასაწარ-მეტყველებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია, ამის-თვისცა იდიდა ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.

 

 

6 სექტემბერი (19 სექტემბერი)

 

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ ხონას შინა

 

ტროპარი, ხმა 4: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.

 

კონდაკი, ხმა 2: მთავარ-ანგელოსო ღმრთისაო, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხე დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარო.

 

 

7 სექტემბერი (20 სექტემბერი)

 

წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა

 

ტროპარი, ხმა 4: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა, რამეთუ სიხარულით იხარებს ყოველი და განახლდების და ერთბამად იხარებენ ცანი და ქუეყანაი, აქებდით მას, ტომნო წარმართთანო; იოაკიმ განსცხრებოდე და ანა დღესასწაულობდ და ღაღადებდ: ბერწი შობს ღმრთსმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

 

კონდაკი, ხმა 3: ქალწული დღეს ღმრთისმშობელი მარიამი, სასძლო შეუგინებელი ზეცათა სიძისა იშვების უნაყოფოსგან ღმრთისა განზრახვითა, ეტლი სიტყვისა კეთილად განიმზადების, რამეთუ ამას ეწოდა საღმრთო ბჭე და დედა ცხორებისა ჭეშმარიტისა.

 

 

წმიდა მოწამე სოზონტი (+დაახლ. 304)

 

კონდაკი, ხმა 2: ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა გამოცდილსა, შემოკრებულნი დღეს ხმამაღლად შევასხმიდეთ სოზონტის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვრველებითა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ქრისტესა ჩუენ ყოველთათვის.

 

 

8 სექტემბერი (21 სექტემბერი)

 

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

 

* დიდუბობა. გელათობა. შუამთობა. ბეთანიობა. ზორვეთლობა (ზესტაფონის რ-ნი). ნუნისობა (ხარაგაულის რაიონი).

 

ტროპარი, ხმა 4: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

 

კონდაკი, ხმა 4: იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 

 

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

 

ტროპარი: ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა, გიორგი წინაჲსწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

ტროპარი:* ნათლითა ღმრთისაითა განათლებულთა, კელაპტართა სულიერისა ცეცხლისათა, ბნელსა შინა გამობრწყინებულთა, ყუავილთა სუნნელთა, ნეფხუასა ზამთრისასა განმატფობელთა, კიპარისთა მრჩობლთა, ზეცას აღწევნულთა, ღირსთა მამათა იოანეს და იოანეს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, სიყუარულისა მოციქულისა მოსახელეთა, რაითა სოფლისა მშვიდობაი გვითხოონ ღმრთისაგან და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

კონდაკი:*

 

* ტროპარი და კონდაკი შეადგინა აწ გარდაცვლილმა მონაზონმა ნინო წერეთელმა.

 

 

9 სექტემბერი (22 სექტემბერი)

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანა (I)

 

ტროპარი: მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

სხვა ტროპარი, ხმა 1: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

 

კონდაკი, ხმა 2: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

 

 

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)

 

ტროპარი: უფროსად იდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარმწუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდედა შენდა.

 

 

10 სექტემბერი (23 სექტემბერი)

 

წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა (305-311)

 

კონდაკი, ხმა 4: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.

 

 

11 სექტემბერი (24 სექტემბერი)

 

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491);

 

კონდაკი, ხმა 2: ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.

 

 

12 სექტემბერი (25 სექტემბერი)

 

მღვდელმოწამე ავტონომესი, იტალიელი ეპისკოპოსისა († დაახ. 313);

 

კონდაკი, ხმა 2: ღმრთივგანბრძნობილო, უბიწოებით საიდუმლოთა მხილველ და მსხვერპლ შეწყნარებულ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ სასუმელი ქრისტესი შესვი, ყოვლადდიდებულო და ყოვლისა სოფლისა მნათობო, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

13 სექტემბერი (26 სექტემბერი)

 

ჯვართამაღლების წინადღესასწაული;

 

ტროპარი, ხმა 4: ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა, სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგუანიჭე ჩუენ ცოდვილთა, უფალო, შენდა შევწირავთ მეოხებად, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობლისა მიერ დიდისაებრ წყალობასა შენისა.

 

 

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624);

 

ტროპარი: დიდებულებაი საწუთოსა მოიძულე, დედოფალსა ცათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ხორცნი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთვის, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა ქართველთათვის.

 

ტროპარი, ხმა 4: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

 

 

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335);

 

ტროპარი, ხმა 4: ვითარცა ზენასა სამყაროსა შუენიერებაი, გამოაჩინე ქუენაცა ბრწყინვალედ, წმიდისა საყოფველისა დიდებისა შენისა, უფალო, და დაამტკიცე ესე უკუნითი-უკუნისამდე, და შეიწირენ ამას შინა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩუენნი, ღმრთისმშობელისა მიერ, ყოველთა ცხორებაო და აღდგომაო.

 

კონდაკი, ხმა 4: ცად ნათლად დიდად გამოსჩნდა დღეს ეკლესია ქრისტესი, განმანათლებელად მორწმუნეთა, რომელსა შინა მდგომარენი ვღაღადებთ: სახლი ესე დაამტკიცე, უფალო.

 

სხვა კონდაკი, ხმა 4: განახლებაი სულისა გულთა შინა და განწმედაი შინაგანთა ჩუენთა მოგუანიჭე სარწმუნოებით აღმასრულებელთა საღმრთოსა ტაძრისა შენისა განახლებისათა, რომელი სათნო-იჩინე აღსარებად მას შინა საღმრთოსა სახელისა შენისა, მხოლოო წმიდათა შორის დიდებულო.

 

 

14 სექტემბერი (27 სექტემბერი)

 

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფილისა ჯვარისა, ჯვართამაღლება;

 

ტროპარი, ხმა 4: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

 

კონდაკი, ხმა 4: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი (+407);

 

ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ-გვეყავნ წინაშე სამებისა.

 

ტროპარი, ხმა 4: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

 

15 სექტემბერი (28 სექტემბერი)

 

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570);

 

ტროპარი, ხმა 4: იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმან მოსცა ესე-ვითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

 

კონდაკი, ხმა 8: წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხოვრებითა შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი, და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა სიყვარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.

 

 

დიდმოწამე ნიკიტასი († დაახ. 372);

 

ტროპარი, ხმა 4: ჯუარი ქრისტესი, ვითარცა საჭურველი, გულს-მოდგინედ აღიღე და ესრეთ მბრძოლსა მას მტერსა განუხედ, და იღუაწე ქრისტესთვის, ხოლო უკანასკნელ ცეცხლისა მიერ წმიდა სული შენი ღმერთსა შევედრენ, ვინაცა ნიჭსა კურნებათასა მის მიერ მოღებად ღირს-იქმენ, დიდო მოწამეო ნიკიტა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 2: საცთურისა სიმტკიცე განკვეთე მხნედ მოღუაწებითა შენითა და ძლევისა გვირგვინი მოიღე ღუაწლთა მიერ შენთა და ანგელოზთა თანა იხარებ ნიკიტა, ძლევისა მოსახელეო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

16 სექტემბერი (29 სექტემბერი)

 

მოწამეთა ძმათა: ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა (†808);

 

კონდაკი, ხმა 1: ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარის ყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროსა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისათვის, ყოვლადმხნეო ისააკ იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრებით ოხად შემსხმელთა თქუენთა.

 

 

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულისა (†305);

 

კონდაკი, ხმა 4: ღუაწლი კეთილი მოიღვაწე და შემდგომად სიკუდილისა შენისა საკვირველებათა მდინარესა მოგვანიჭებ, ყოვლადქებულო ეფემია, რომელნიცა დაძინებასა შენსა პატივს ვსცემთ და სარწმუნოებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა შევეხებით, კურნებასა მოვიღებთ სულიერთა სენთასა მადლთა შენთა საკვირველებითა, წმიდაო.

 

 

17 სექტემბერი (30 სექტემბერი)

 

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახ. 137)

 

კონდაკი, ხმა 1: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

 

 

18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)

 

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

 

ტროპარი, ხმა 3: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი, ხმა 3: მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

კონდაკი ბიძინასი, ხმა 3: მოწყლული სურვილითა მეუფისათა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით კრებულნო მორწმუნეთანო და შეუთხზათ ქებაჲ ღირსსა ქებისასა ბიძინას, რათა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.

 

კონდაკი ერისთავთა, ხმა 8: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის ღებაჲ სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმნენით, ყვავილნო შვენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.

 

 

ღირსი ევმენიოსისა, გორტინელი ეპისკოპოსისა (+VI);

 

კონდაკი, ხმა 2: ნათლითა საღმრთოთა განათლდი, ყოვლადქებულო, და განგვანათლებს ჩუენ სურვილით პატიოსნისა მიცვალებისა შენისა მგალობელთა, დიდებულო მამაო წმიდაო მღდელთმთავარო ევმენი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)

 

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატიოსისა და დორიმედონტისა (†276);

 

ტროპარი, ხმა 8: სამებით და ერთ-ღმრთაებით დიდებული ღმერთი სამებისა რიცხვთა მოწამეთა ადიდეს ტროფიმე, საბატი და დორიმედონტის, რამეთუ მისა მიმართ რწმენაი და მტერი დაამხვეს; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა მოწამეთა სიქადულსა და ღმრთისმსახურებისა სიმტკიცესა, ეკლესია პატივს გცემს და ადიდებს შენსა ნათლით-შემოსილსა ხსენებასა, ყოვლადქებულო ნეტარო მოწამეო, დიდებულო და მხნეო ბრძენო ტროფიმე, თანა მოღუაწით შენითურთ ლხინებაი ითხოვე მგალობელთა შენთათვის, ვითარცა უძლეველმან.

 

 

20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)

 

წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+ დაახ. 118)

 

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელი ევსტათი, ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.

 

 

21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)

 

წარგზავნა ჯვართამაღლების დღესასწაულისა;

 

მოციქულ კოდრატესი, სამოცდაათთაგანისა (†დაახ. 130);

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა მღდელთმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კონდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.

 

 

22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)

 

მღვდელმოწამე ფოკასი, სინოპელი ეკისკოპოსისა (†117);

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა მღდელთმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად ცხოველად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

 

 

23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)

 

მუცლადღება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი;

 

ტროპარი, ხმა 4: პირველ არა მშობელი ბერწი იხარებდ, რამეთუ აჰა ესერა მუცლად-იღე სანთელი მზისა ბრწყინვალე, რომელსა ეგულვების განათლება ყოვლისა სოფლისა, ვერ მხედველობით მოუძლურებულისა, იხარებდ ზაქარია და ღაღადებდ კადნიერებით: წინაისწარმეტყველი არს მაღლისა, რომელსა ეგულვების შობაი.

 

კონდაკი, ხმა 1: იხარებს ბრწყინვალედ ზაქარია დიდი ყოვლადქებულისა ელისაბედ მეუღლისა თანა, ღირსებით მუცლად-მღებელნი იოანე წინამორბედისანი; მთავარანგელოზმან ახარა: გიხაროდენი, და ჩუენ კაცნი ღირსად თანამდებობით პატივს ვსცემთ, ვითარცა მესაიდუმლოესა მადლისასა.

 

 

24 სექტემბერი (7 ოქტომბერი)

 

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა (I);

 

ტროპარი: ჭურო რჩეულო,ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გვირგვინო, პირველმოწამეთა შორის დიდებულო თეკლე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

 

ტროპარი, ხმა 4: რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 8: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველ მოწამემან.

 

 

25 სექტემბერი (8 ოქტომბერი)

 

ღირსი ეფროსინე ალექსანდრიელისა (†V);

 

კონდაკი, ხმა 8: ზენასა ცხორებასა მიმთხვევისა მოსურნემან ქუენა შეურაცხი, შუება მოსწრაფედ დაუტევე და თავი თვისი შთაუტევე შორის მამათასა შუენიერებითა ქრისტესთვის, სიძისა შენისა, ჟამიერი დამწინდებელი შეურაცხ-ჰყავ.

 

 

მიცვალება ღირსი სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (†1392);

 

ტროპარი, ხმა 4: რომელი იყავ სათნოებათა მოღუაწე, ვითარცა ჭეშმარიტი მხედარი ქრისტეს ღმრთისა, ვნებათა ზედა ძლიერად იღუწიდი ჟამიერსა ცხორებასა შინა, გალობისა, მღვიძარებისა და მარხვისა სახე ექმენ შენთა მოწაფეთა; ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ შორის წმიდამან სულმან, რომლისა მოქმედებითა ბრწყინვალედ შემკულ ხარ, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერება წინაშე წმიდისა სამებისა, მოიხსენე სამწყსო, რომელ შეკრიბე, ბრძენო, და ნუ დაივიწყებ, რამეთუ აღთქუმულ ჰყავ შენ გარდამოხილვა შვილთა ზედა შენთა, წმიდაო სერგი, ღირსო მამაო ჩუენო.

 

 

26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)

 

მიცვალება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა (†98-117);

 

ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღმრთისმეტყუელო იოანე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

 

ტროპარი, ხმა 2: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყუელო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

 

კონდაკი, ხმა 2: დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

 

 

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული (1989);

 

ტროპარი, ხმა 1: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

 

ტროპარი, ხმა 4: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვა და დაცვა მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

 

კონდაკი, ხმა 2: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

 

 

27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)

 

მოწამეთა კალისტრატესი და მეგობართა მისთა: გიმნასიოსისა და სხვათა († დაახ. 304);

 

კონდაკი, ხმა 4: დღეს ყოველსა ტკივილსა მოწამეთასა ეკლესია აღასრულებს, წმიდანნო, და აქებს საიდუმლოდ წმიდასა მოღუაწებასა თქუენსა, საღმრთონო მოწამენო; კალისტრატე ყოვლადბრძენო, შენ თანამოღუაწითურთ ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

სხვა კონდაკი, ხმა 4: რომელთა მრავალფერნი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინნი ბრწყინვალენი ხელისაგან ღმრთისა მოიხვენით, ჩუენთვისცა ევედრენით ქრისტესა, ნეტარნო, სახსენებელისა თქუენისა მედღესასწაულეთათვის, რომელნი გადიდებთ შენ, კალისტრატე თანამოღუაწით შენითურთ, რაითა მშვიდობაი ჰყოთ სამწყსოსა და ერისა ქრისტიანეთასა, რამეთუ თქუენ ხართ მორწმუნეთა სიმტკიცე.

 

 

28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)

 

დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII);

 

ღირსი ხარიტონ აღმსარებლისა († დაახ. 350);

 

კონდაკი, ხმა 2: იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებით აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღდელოო.

 

 

29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)

 

ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველმოქმედი (XIII);

 

ტროპარი, ხმა 4: „სოფლისა ამის საშუებელნი დაუტევენ სიბრძნითა და უდაბნოისა მოქალაქეობაი აღირჩიე, სადა-იგი ღუაწლი კეთილი მოიღუაწე და საქმეთა შენთა ღირსებითა იქმენ ცისკროვან-მყოფელ ქუეყანისა, ღირსო მამაო ონოფრე, მთიებო გარეჯისაო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის"

 

კონდაკი, ხმა 2: „მღვიძარედ მწყემსად გამოუჩნდი სამწყსოსა, შენდა ღმრთისაგან რწმუნებულსა, სიტყვიერთა ცხოვართა ერთად შემომკრებელო გზათა ზედა, ღმრთისადმი მიმყვანებელთა, კეთილმსახურებისა მასწავლელო და კეთილჩვეულებათა დამნერგველო, ღირსო მამაო ონოფრე, მოგვიხსენენ ჩუენ პატივისმცემელნი სახელისა შენისანი".

 

 

ღირსი კვირიაკე განდეგილისა (†556);

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა ზესთაბრძოლსა და მტკიცესა ნუგეშინისმცემელსა, ესრეთ პატივს გცემს შენ სრულიად ლავრა, შენ და ჩუენ ყოველნი ვდღესასწაულობთ სახსენებელსა შენსა, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, მტერთა ზედა მოსლვისაგან გვიხსნენ ჩუენ, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო სამ-გზის სანატრელო.

 

 

30 სექტემბერი (13 ოქტომბერი)

 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+ დაახ. 335)

 

ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო გრიგოლი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: დიდებულსა მღუდელ-მთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ, აწ მწყემსსა და მოძღვარსა, გრიგორის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების ცხოვრებად ჩუენდა.