ოქტომბერი
ტროპარი: სუეტო ღმრთივამაღლებულო,თაყუანს გცემთ, კუართო საუფლოო და მირონო, წმიდაო, ჯუარო ქრისტეს ღმრთისაო, თაყუანს გცემთ, რაითა მოსცე ძლევაი ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, შენ მიერ უხვებით გვირგვინოსანსა.
ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკუდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანს ვსცემთ, რაითა ვპოვოთ ცხორება სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ზესთაბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა სუეტისა წმიდისა და ღმრთისბრწყინვალესა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძვასა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშუენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო.
კონდაკი: რომელი ჩუენთვის ჯუარს ეცვი და სიშიშველე ჩუენი კუართისა თვისისა მიერ ყოვლადწმიდისა დაფარვად წყალობით განგებულ-ჰყო, მოვედით ერნო მცნობელნი მხოლოსა მის უვნებელისა, ვადიდებდეთ მრჩობლთა შინა ერთად ქრისტედ მცნობელნი მისნი და უგალობდეთ: შენ ხარ ღმერთი ყოვლადძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.
ტროპარი: მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრა მეფობისა განაშვენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო, მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხებად ერისა თქუენისა.
კონდაკი: მეუფემან ყოველთამან, ვითარცა პავლე, მოგინადირა და სიბნელ თვალთაგან წამისყოფითა მოგძარცუა, რაჟამს თვალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმერთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაიცა დედოფლისა ნანას თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიისა ეკლესიისანო.
ტროპარი: დღეს მართლმადიდებელთა ერნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ, ღმრთისა დედაო, მოხედვითა შენითა, მტკიცედ დაცულნი და მხილველნი შენისა ყოვლადწმიდისა ხატისანი, ლმობიერად ვღაღადებთ: დაგვიფარენ ჩუენ საფარველითა შენითა წმიდითა, და გვიხსნენ ჩუენ ყოვლისა ბოროტისაგან, ძისა შენისა მიმართ მეოხებითა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ქალწული დღეს, მდგომარე წინაშე მეფისა გუნდთა თანა წმიდათასა, უხილველად ევედრების უფალსა, ანგელოზნი მთავარანგელოზთა თანა თაყვანს სცემენ, ხოლო მოციქულნი წინაისწარმეტყუელთა თანა განსცხრებიან, რამეთუ ჩუენთვის ევედრების ღმრთისმშობელი პირველსაუკუნეთა ღმერთსა.
კონდაკი: მეოხებათა შინა მხურვალეო შემწეო და მთხოველთა მსწრაფლ-მსმენელო ანანია, შეიწირე ვედრება ჩუენი და ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად ჩუენ ყოველთა, მხოლოსა წმიდათა შორის განსვენებულსა.
კონდაკი: საუფლონი მცნებანი სულიერნი, სიყრმითგან შემოიკრიბენ, ყოვლადბრძენო რომანოზ, და ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინვალედ შემამკობელ იქმენ, რამეთუ გალბითა ყოვლადშუენიერითა განაშუენე იგი, ნეტარო, ამათ მიერ გევედრებით შენ, მოგვანიჭე მოსურნეთა საღმრთოსა ნიჭისა შენისათა, რაითა გიგალობდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო, ეკლესიათა შუენიერებაო.
ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, დავით კონსტანტინეს თანა ღუაწლთა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშვით სულნნელებასა ყოველთა კიდეთა, და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გვირგვინოსანო, და კონსტანტინე ჭურო სიმხნისაო, მაქებელთა თქუენთა სამმღელვარენი განსაცდელნი გარე-წარხადენით, და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშვიდობაი სულთა ჩუენთა.
ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდა მღვდელმთავარო კვიპრიანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღმრთივგონიერო, საღმრთოსა მეცნიერებისა მიმართ და აჩვენე სოფელსა სიბრძნე შენი, ყოვლადბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ, კვიპრიანე იუსტინას თანა, მეოხ-გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რაითა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
ტროპარი: ხმა მოციქულისა შენისა პავლესი ისმინა მეტყუელი, ვითარმედ ჩუენ სულელ ქრისტესთვის მონამან შენმან ანდრია, და იქმნა სულელ ქუეყანასა ზედა შენთვის, ქრისტე ღმერთო, ამისთვისცა აწ ხსენებისა მისისა პატივისმცემელნი გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ნებსით სულელ ქმნილმან, სოფლისა ამის შუებანი სრულიად მოიძულენ და ხორცთა ზრახვანი მოაკუდინენ მარხვითა და წყურვილითა, და სიცხეთა, და სიცივეთა მიერ, და ყინულისა, და წვიმისა, და თოვლისა, და სხუათა ჰაერთა სიმძიმე არად შერაცხე, და განსწმიდე თავი თვისი, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, ანდრია ნეტარო.
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ზეციერნი ბჭენი წიაღვლენ სულითა და რა ემოწაფე ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, და გამოუთქუმელისა ცნობისა მიერ განმდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.
ტროპარი: ვითარცა მღდელი უბიწოი, მსხუერპლსა შესწირევდი ღმრთისა, და ვითარცა პირველმღვდელმთავარი საჩინოი, კეთილმსახურებისა ჩვენისა იქმენ წინამძღვარ, სჯულიერად იღუაწე სარწმუნოებისათვის, და თავი თვისი დასდევ სიტყვიერისა სამწყსოისათვის, წმიდაო მღვდელთმთავარო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: კეთილმსახურებისა განმხრწნელსა მეფესა ამხილებდი, მართლმორწმუნეთა განამტკიცებდი და სულიცა თვისი დასდევ ერისა შენისათვის მოწამეობრივად, წმიდაო მღდელმთავარო ევდემოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა გარდამოუვლინოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.
სხვა კონდაკი: მღდელთმთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკრველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქუმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.
ტროპარი: ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა საღმრთოთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსნენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტიანენი.
სხვა ტროპარი: აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა, და შეჭურვილმან მადლითა წმიდისათა განაბრწყინვენ სამწყსოი შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღმერთშემოსილო მამაო, და მიიწიე რა სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და იღუაწე სასოებითა და დაითმინენ მრავალნი განსაცდელნი; მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა მეუფისა და გვითხოვე წყალობაი.
კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტრთველმან, რომლისათვის საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
კონდაკი: გონიერებითა მტკიცითა, ხარიტინა, სული შენი შეზღუდე სარწმუნოებითა და ბრძოლათა მტერისათა ცხადად არცხვინე და ქრისტესა წარმოუდეგ, ყოვლადნეტარო, მეწამულითა სისხლთა შენთათა შემკობილი და მარადის ანგელოზთა თანა იხარებ, მას ევედრე ჩუენთვის, ღუაწლისა მძლეო.
ტროპარი: თავნო რუსეთისანო, მოციქულთა მოძღურებათა ჭეშმარიტნო დამცველნო, სუეტნო შეურყეველნო, მართლმადიდებლობისა წინამძღუარნო: პეტრე, ალექსი, იონა, ფილიპე და ერმოგენი – მეუფესა ყოველთასა ევედრენით, რაითა სოფელს მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე და მისისა ყოვლადპატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოვლადქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობა და დიდი წყალობა.
კონდაკი: ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.
ტროპარი: ვარსკულავად ბრწყინვალედ აღმოჰხედ თხემსა ზედა მთისასა და სოფელი განანათლე საკვირველებათა მიერ და უცხოთა მოქალაქობითა შენითა შეერთე ბანაკსა უხორცოთასა, მამაო წმიდაო იოსებ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ქუეყანაი ვნებათაი დაუტევე და შორის ქართა და ყინელთა ადიდებდ ბეთლემს შინა შობილსა უფალსა, რომელი იხილე ბაგასა სულისა შენისასა და ანგელოზთა თანა ღაღადებდ: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა.
ტროპარი: შუენიერებანო ქრისტესთვის ვნებათა მოთმინეთანო და თუალნო ქრისტეს ეკლესიათანო, თუალნი სულთა ჩუენთანი განგვინათლენით, სერგის მრავალ მოღუაწეო და ბაქოზ ყოვლადდიდებულო, გვიოხენით უფლისა მიმართ, რაითა განვერნეთ ბნელსა ცოდვისასა და ნათლისა დაუღამებელისა ზიარად გამოვსჩნდეთ მეოხებითა თქუენითა, წმიდანნო.
კონდაკი: გონება მტერთა მიმართ სიმხნით წინა-განაწყვეთ, ყოველივე მათი საცთური დახსენით და ზეგარდამო ძლევისა მომღებელნი, წმიდანნო მოწამენო, ერთ ცნობობით ღაღადებდით: კეთილ და შუენიერ არს ღმრთისა თანა მყოფობა.
კონდაკი: საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვინი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და, ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენი სისხლითა შეღებულნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
კონდაკი: ხორცნი შენნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობა შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზა იგი შენდობისა სინანულითა.
ტროპარი: მოციქულო წმიდაო იაკობ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილმსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთისმეტყუელსა იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე ყოველთა თანა ანგელოზთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მხნეთა მოწამეთა და ხორციელად ძმათა ბრძენსა ევლამპეს და ევლამპიას პატივს ვსცემდეთ, რამეთუ მათ უსჯულოთა მანქანებასა არცხვინეს ძალითა ჯუარცმულისათა; ამისთვის გამოსჩნდეს მოწამეთა დიდებად და ერთა სიქადულად.
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
კონდაკი: რომელი მამისაგან გამობრწყინდა ძე გამოუთქუმელად, ესე იშვა ქალწულისაგან დედისა ორითა ბუნებითა, რომლისა მხილველნი არა უარ ვჰყოფთ სახისა და ფერისა გამოხატვასა, არამედ ამას მართლმადიდებლობით გამოვსახავთ და სარწმუნოებით პატივს ვსცემთ; ამისთვისცა ჭეშმარიტი სარწმუნოება უპყრიეს ეკლესიასა და ამბრს უყოფს ხატსა ქრისტეს განკაცებისასა.
კონდაკი: ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი მოციქულთა მიერ პირველ გამორჩეული ფილიპე დღეს სოფელსა კურნებასა მდიდრად მიმადლებს და იხსნის განსაცდელთაგან მაქებელთა თვისთა, ვინაიცა ერთხმობით უღაღადებთ: გვაცხოვნენ ყოველნი მეოხებითა შენითა, მოციქულო.
კონდაკი: იქუხენ შენ საღმრთო განხორციელება ქრისტესი და უხორცონი მტერნი სრულიად სირცხვილეულ ჰყვენ თეოფანე; ამისთვის ყოველნი სარწმუნოებით და სურვილით გიღაღადებთ შენ: ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა დიდებაი გამოგვიცხადეს ჩუენ მხნეთა ქრისტეს ჭურვილთა ტარახოს თანა პროვოს და ანდრონიკე, ამხილეს მძლავრთა ყოველი უღმრთოება, სარწმუნოებით მხნედ მოღუაწეთა.
კონდაკი: განბრწყინდი სათნოებითა, კოზმა ღმრთივსულიერო, და ეკლესია ქრისტესი განაშუვენე, რამეთუ ყოვლითურთ შემკულ-ჰყავ ესე, ნეტარო, არამედ ევედრე უფალსა ხსნად ჩუენდა ყოველთა მანქანებათაგან მტერისათა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო სამ-გზის სანატრელო.
ტროპარი: ვითარცა ჭეშმარიტებაი შენისა შუამდგომელობისა და გამოჩინებაი შენისა გულმოწყალებისა, დედოფალო, გამოგვიბრწყინდა ხატი იერუსალიმისა; წინაშე მისსა აღვავლენთ ლოცვასა სულთა ჩუენთაგან და სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი განსაცდელნი და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინისცემანი გულთა შინა ჩუენთა დანერგენ და ცხორება სამარადისო სულთა ჩუენთათვის, ითხოე, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა,პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ დაფარვა და დაცვა მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
კონდაკი: ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისა და მდინარე კურნებათა ქუეყანისა მყოფთა მომადლნა მეფემან ნაწილნი თქუენი სენთა პირად-პირადთა და ვნებათა განმდევნელად, ხოლო საღმრთოთა მადლთა უშურველად აღმომაცენებელად; ამისთვისცა ერთხმობით და სურვილით დღესასწაულსა თქუენსა აღვასრულებთ, საღმრთონო მოწამენო.
კონდაკი: ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკრველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დაკსნიან, და ქრისტესა ღმერთსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: მყუდრო და უშფოთველი ცხორება შეიყუარე და შეუდეგ სიძესა შენსა ქრისტესა, და გულსმოდგინედ მორბედი და ტკბილი იგი უღელი მისი სიყრმით შენითგან აღიღე, და ნიშითა ჯუარისათა საცნაურთა მტერთა მხნედ განეწყვე განკრძალვითა ღუაწლითა, მარხვითა და ლოცვითა, და ნაკადულთა ცრემლთათა ნაკვერცხალნი ვნებათანი დაშრიტენ, ღირსო ქებისაო პარასკევა, და აწ ზეცისა სასძლოსა ბრძენთა ქალწულთა თანა მდგომარე წინაშე ქრისტესა, მას ევედრე ჩუენთვის, რომელნი პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა.
კონდაკი: უბიწოებითა მით თვისითა ყოველთა ჭირთა შინა მყოფთა შემწესა ღირსად უგალობდეთ პარასკევას ყოვლადპატიოსანსა, რამეთუ ამან ხორციელი ცხორება დაუტევა და უხრწნელება საუკუნო მოიღო; ამისთვისცა დიდებაი ჰპოვა და მადლი საკრველთმოქმედებისა ბრძანებითა ღმრთისათა.
კონდაკი: ღელვათა სიმძაფრე დაულტოლველად წიაღვლე და უხორცონი მტერნი ცრემლთა შენთა ნაკადულითა ძლიერად დაანთქენ, ღმრთივგანბრძნობილო ღირსო ექვთიმე, და სასწაულთა ნიჭი მოიღე, და კურნებ ვნებათა ყოველთასა, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: პირველ მარხვითა გამობრწყინვებულსა და მეორედ ვნებათა შინა უფროსად განწმედილსა, ვითარცა მნათობსა ბრწყინვალესა, ლუკიანეს დიდებულსა ყოველნი გალობით პატივს ვსცემდეთ, რამეთუ ევედრების უფალსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა ყოვლად ქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ ქრისტე ძალი და სიმტკიცე ჩემი.
ტროპარი: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარითა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო ანდრია, მარადის სახსენებელო.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს სამეუფო ქალაქი დღესასწაულსა ყოვლადბრწყინვალესა, ნათლით შემოსილსა სახსენებელსა შენსა, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი იხარებენ, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა დიდისანი მრავალვნებულსა გუამისა შენისათვის, ანდრია მოწამეო, მართლმადიდებლობისა სასანთლეო.
კონდაკი: სიმხნისა მოსახელესა ღმრთისმსახურსა და საიდუმლოთა მეტყუელსა მადლობით და ქებით გიღაღადებთ შენდა მიმართ სურვიელნი, ღმრთივსანატრელო ანდრია, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთაგან, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მარადის სახსენებელო მამაო.
ტროპარი: წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოთ მოგვცემდით ჩუენ.
კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.
ტროპარი: მოციქულთა საქმეთა მომთხრობელსა და ქრისტეს სახარებისა ბრწყინვალედ აღმწერელსა ლუკას ყოვლადსაგალობელსა ვერ აღსაწერელსა ქრისტეს ეკლესიისა მიმართ, გალობითა სამღდელოთა წმიდასა მოციქულსა ვაქებდეთ, ვითარცა უძლურებისა კაცთასა მკურნალსა, ბუნებისა სნეულებათა, და წყლულებათა განმამართლებელსა, და მვედრებელსა დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილმსახურებისასა და გამოუთქუმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკულავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყუამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.
კონდაკი: ვითარცა დიდსა წინაისწარმეტყუელსა ღმრთისა მოსვლისასა დღეს შემოკრებულნი ესე შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ განაბრწყინვენ ყოველნი უმეცრებისა ბნელსა შინანი, აღმყვანებელმან მათმან საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ვინა გიღაღადებთ შენ იოელ: გიხაროდენ, ჰოი ნეტარო, წინაისწარმეტყუელთა სიმტკიცეო.
კონდაკი: ქრისტესა შეუდეგ, მოწამეო უარი, და ჰსუ შენ სასუმელი მისი, და წამებისა გვირგვინი შეითხზენ, და ანგელოზთა თანა იხარებ, ევედრე მას დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.
ტროპარი: სინანულისა საფუძველი და ლმობიერებისა სახე, და სულიერისა სისრულისა ხატი არს ანგელოზებრი ცხორება შენი, ნეტარო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.
კონდაკი: ანგელოზთა ცხორებასა მობაძავ-ექმენ, ღირსო, და ქუეყანასა ყოველი დაუტევე ქრისტესა შედგომილმან, და მცნებითა მისითა შეიზღუდე, და გამოსჩნდი გოდოლ მტკიცე მტერთა წყობისაგან, ვინაიცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანე, მნათობო ყოვლადბრწყინვალეო.
ტროპარი: ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო,რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრმნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო არტემი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: კეთილ მსახურსა და გვირგვინ შემოსილსა მოწამესა, და მტერთა უძლეველთა ძლევისა აღმადგინებელსა, შემოკრებულნი ღირსებით გალობათა მიერ შევასხმიდეთ არტემის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვირველებათა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ღმერთა ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო.
ტროპარი: მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, იერაპოლის მღდელთმთავარსა, სასწაულთა მოქმედსა, სენთა და ეშმაკთა წარმდევნელსა, დიდსა ამბერკის ყოველნი შევასხმიდეთ.
კონდაკი: ვითარცა მღდელსა დიდსა და მოციქულთა თანა მოკარვესა ყოველი ეკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ, ამბერკი, რომელი ოხათა შენთა მიერ დაიცევ, სანატრელო, დაუკვეთებელად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან, ვითარცა მრავალმოღუაწემან.
კონდაკი: რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა შენისა, მაცხოვარ, და უცხოდ დიდებულითა აღდგინებითა ყრმათა უჩვენე აღდგომა შენი უმეცართა მისთა უხრწნელად რა აჩვენენ სამოსელნი და სხეულნი მათნი და მეფესა არწმუნენ ღაღადებად: ვითარმედ ნამდვილვე არს მკუდართა აღდგომა, დიდებაი შენდა.
ტროპარი: მხურვალე შუამდგომელო,დედაო ღმრთისაო მაღლისაო, ყოველთათვის ევედრები ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნებ ყოველთა დაბადებულთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედოფალო, მეოხ გვეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გვიტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ: წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წინაშე შენსა შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთე მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღმრთაებრივი მონათა შენთა.
ტროპარი: ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღუდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მამისა მხოლოდ შობილმან ღმერთმან სიტყვამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთის-მეტყველო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერულისალიმელთა განგაჩინა შენ, და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს-გცემთ შენ იაკობ.
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი: მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა, ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოსდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.
ტროპარი: ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, ჩაგრულთა მეოხო, მშიერთა გამომზრდელო, მწირთა ნუგეშისმცემელო, ღელვაგვემულთა ნავსაყუდელო, სნეულთა მომკითხველო, უძლურთა მფარველო და შემწეო, კვერთხო სიბერისაო – ესე შენ ხარ, დედა ღმრთისა მაღლისაო, ყოვლადწმინდაო: შევრდომით გევედრებით, გუაცხოვნენ მონანი შენი.
კონდაკი: სიჩჩოთგან კეთილად მოღუაწეთა მარკიანე ბრძნისა მარტვირის თანა განდგომილი არიოს ძლიერად დააკვეთეს მოუწყლველად დამცველთა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისათა და თანა შედგომილთა პავლე კეთილ მასწავლელისათა, ვინაიცა მის თანავე პოვეთ ცხორებაი, ვითარცა სამებისათვის მბრძოლთა რჩეულთა.
ტროპარი: ვითარცა მღუდელმთავარსა პატიოსანსა და აფხაზთა მიერ მოციქულად მეორედ წოდებულსა და სხუათა კუთხეთა განმანათლებელსა ქუეყანისა ჩუენისათა. უპოვარებისა მქონებელსა და მოწყალესა მოუღალავსა, განმანათლებელსა ეკლესიათა და მონასტერთა ჩუენთათა, გიცნობთ, ჵ ალექსანდრე და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მოგავლენთ მეოხად.
კონდაკი: მღუდელმთავარსა საჩინოსა და მოციქულთა თანამოკარვესა ეკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ ალექსადნრე, რომელი მოწყალებისა თანა ოქროპირობდი და ნათლითა სამბრწყინვალითა სამწყსოსა შენსა განანათლებდი რომელმან ოხითა შენითა მიერ დაიცევ სანატრელო დაუკლებლად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან წილხვდომი ღვთისმშობლისა, ვითარცა მოწყალემან.
ტროპარი: სამ-გზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.
ტროპარი: შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.
ტროპარი: წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელთმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოება დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.
კონდაკი: წმიდათა თანა განუსუენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი.
კონდაკი: რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე, ვითარცა რჩეული მხედარი მეუფისა დიდისა, ურიცხუნი ტანჯვანი მოითმინენ ლოცვითა წმიდისა დიმიტრი მოწამისათა, მის თანავე უკუე ევედრე ღმერთსა, ნესტორ მოწამეო, დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.
ტროპარი: ბრძენმან, ყოვლადქებულმან, ქრისტეს მოწამემან პარასკევა, მამაკაცობრივი სიმხნე აჩუენა და დედობრივი უძლურება განაგდო, ეშმაკსა ჰსძლო და მძლავრსა არცხვინა, ღაღადებდა და იტყოდა: მოვედით, გუამი ჩემი მახვილითა დასჭრენით და ცეცხლითა დასწვენით, რაითა სიხარულით წარვიდე ქრისტეს მიმართ, სიძისა ჩემისა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ყოვლადწმიდა და უბიწო სისხლი შენი შესწირე, ვითარცა სუნნელი ყოვლადპატიოსანი, უკუდავსა სიძესა ქრისტესა და ანგელოზთა სიხარულსა მიემთხვიე და სძლე ეშმაკისა მანქანებასა; ამისთვის, ყოვლადპატიოსანო, სარწმუნოებით პატივს გცემთ მოწამეო პარასკევა, მრავალმოღუაწეო.
ტროპარი: მოწყალებისა მდინარეო და სახიერებისა საუნჯეო, რომელმან ყოველთა განუხვენ მართლმადიდებლობისა მოძღურებანი, საღმრთოსა მღდელობისა შუენიერებაო, მამაო წმიდაო მღდელთმთავარო არსენი, რომელი გლახაკთა ექმენ ხელისაღმპყრობელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა არა დავიძინო სიკუდიდ.
კონდაკი: სიტყვითა შენთა საზრდელითა, ღმერთშემოსილო არსენი, მეცნიერებით შვილნი შენნი გამოზარდენ, ხოლო ენითა ქებაი და პირითა გალობაი შესწირე, და სიტყვით ღაღად-ჰყავ: შენ ხარ ქრისტე, ნათელი გამოუთქუმელი.
კონდაკი: მოწამისა პატიოსანი სახსენებელი მოიწია დღეს ტერენტი ყოვლადბრძნისა და იხარებს ყოველი დაბადებული, და თანა მოღუაწეთა მათთა მიმართ მხურვალედ მივისწრაფდეთ, რაითა მოვიღოთ კურნებაი, რამეთუ ესე მადლი მოიგო სულისაგან წმიდისა განკურნებად სენთა და სალმობასა სულთა ჩუენთასა.
კონდაკი: დაიმკდრენ სათნოებათა სამოთხე და მორწყენ ნაკადულითა ცრემლთა შენთათა, რამეთუ ყოვლადდიდებულსა ცხორებისა ხესა მიემთხვიე, აცხოვნენ მეოხებითა შენითა ხრწნილებისაგან სამწყსო შენი და იხსნენ განსაცდელთაგან მხურვალედ პატივის მცემელნი შენნი, სტეფანე, რამეთუ შენ შესავედრებელად გიქადით, ბრძენო, ყოველნი და სიყუარულით მოგიგებთ.
კონდაკი: ქალწულებითა წყლითა განიწმიდე, ღირსო და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხოვრებასა, რომელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოიცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა.
კონდაკი: ხორცითა, ვითარცა ანგელოზი, გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა და მარხვითა იქმენ ვითარცა ხე, დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა, და კრძალულებითა კეთილითა აღორძინდი, და ნაკადულითა ცრემლთა შენთათა ყოველნივე მწიკულნი განიბანენ; ამისთვის გამოსჩნდი სადგურ სულისა წმიდისა, აბრაამ.
ტროპარი, ხმა 6: ერთგულებამან შენმან და თავდადებამ, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო იოთამ, განაცვიფრა მეფჱ ქართველთაჲ, რამეთუ იჴსენ უეჭველისაგან სიკუდილისა, და ერი თჳსი განსაცდელთაგან, ხოლო რომელმანცა მოგცა შენ განზრახვაჲ კეთილი და მოგანიჭა სიმტკიცჱ და ძალი მეფისათჳს თავისა განწირვისა, მას ევედრე აწ, წმიდაო, რაჲთა განგუარინნეს ჩუენ საფრჴისაგან მტერისა და შინაგანცემისაგან მოყუასისა.
კონდაკი, ხმა 2: დღესასწაულობს ივერთა ეკლესიაჲ პატიოსანსა ჴსენებასა შენსა, ახოვანო, და შემოკრებს შჳლთა ქართველთა ნათესავისათა, რომელნი ადიდებენ ღმრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი უფლის მცნებისა: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს თჳსისა“. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე ღირსად შევამკობთ ქებით ჴსენებასა შენსა, წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ!
კონდაკი: ჭეშმარიტებისა მოწამეთა და ღმრთისმსახურებისა ქადაგთა ორობასა ღირსად პატივს ვსცემდეთ ღმრთისსულიერითა გალობითა ზინობს ბრძნისა თანა ზინობიას ერთად ცხორებულთა და განსრულთა, რომელთა წამებითა მოიღეს გვირგვინი უხრწნელი.
კონდაკი:ქალწულებისა წყლითა განიწმიდე, ღირსო, და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოაცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა.
ტროპარი 1: ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაითა მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაი თქუენებრი, და დაიფაროს ქუეყანაი ივერიისა წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო მკვიდრნი ტფილისისანი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.
ტროპარი 2: თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ათბევრობაო გუნდო მარტვილთაო, რამეთუ ყვირილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძრვოდა ყოველი, ხოლო თქუენ ბრძანებაი უშჯულოთაი არა ისმინნეთ, და ხატნი პატიოსანნი არა დათრგუნნეთ, არამედ თავნი თვისნი დადეთ ქრისტესთვის. მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაგადგათ ნათელი, ამისთვის ხსენებაი თქუენი ქებით აღესრულების.
კონდაკი, ხმა 4: დიდებულნო მოწამენო ათნო-ბევრნო, ნეტარ არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა არს წყალი იგი დიდისა მის მდინარისა მტკუარისაი, რომელი იქცა სამოსელ და საფლავ თქუენდა, ვინაიცა ამპარტავნებაი ჯალალედინისაი დაამხუეთ და თავნი თვისნი შესწირეთ ქრისტესა ღმერთსა, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა მის დიდებისა ბრწყინვალებათა ყოვლადვე უგალობდეთ ბრძენთა მოციქულთა აპოლტოს და ურბანოსს, არისტობულეს, ამპლიას, ნარკისონს და სტაქოსს, რომელთა შეიკრიბეს მადლი ღმრთისა ჩუენისა.