მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდანთა სავედრებელი
ტროპარ - კონდაკები

ნოემბერი

 

1 ნოემბერი (14 ნოემბერი)

 

წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

 

ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

 

კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით, და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო საკვირველებათა მიერ.

 

 

2 ნოემბერი (15 ნოემბერი)

 

მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორისი ანემპოდისტოსისა და მათთანათა (+341-345);

 

ტროპარი, ხმა 2: ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი, ხმა 2: კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი მოწამენი და ქუეყანისათა ყოველთა დამტევებელნი, შეიწყნარენ ფუფუნებასა კეთილთა შენთასა და განსვენებასა აკვინდინე და პიგასი და ანემპოდისტოს, და მათთანა აფთონი და ელპიდიფორე, რომელი ხარ მხოლო სახიერ.

 

 

3 ნოემბერი (16 ნოემბერი)

 

წმიდა ღირსი ნიკოლოზი, ქართველთა მნათობი - აკოლუთიათა აღმწერელი (1308)

 

ტროპარი: „ბრწყინვალებითა ჭეშმარიტისა მოძღვრებისათა განანათლე ქუეყანა და სწავლითა ღმრთისმეტყუელებისაითა დაამტკიცე პირმეტყუელი სამწყსოი ქრისტესი, მამაო ნიკოლოზ ღმრთივგონიერო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის" (ხმა III)

 

კონდაკი: "ყოვლითა გულითა შენითა ქრისტე, ღმერთი შენი შეიყუარე, დაუტევე ყოველივე ამის სოფლისადა უხორცოთა ძალთა მობაძავითა ცხორებითა იქმენ სამკვიდრებელ სულისა ყოვლადწმიდისა და განმანათლებელ ქუეყანისა ჩუენისა, ღირსო მამაო ნიკოლოზ, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი" (ხმა IV)

 

 

მოწამეთა: აკეფსიმა ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაყონისა (+IV)

 

კონდაკი, ხმა 2: საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ შემწყნარებულ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ ქრისტეს სასუმელი დიდებულად სუ, წმიდაო აკეფსიმა, თანა ვნებულთა შინა თანა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლება ლიდიასა შინა (V)

 

ტროპარი: „ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად,ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსნენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა.

 

ტროპარი, ხმა 4: ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელისამპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 8: ზესთამბრძოლისა და მსწრაფლ შემწისა ჩუენისა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი ყოველნი, ღუაწლით შემოსილო ქრისტესო, საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი განგვათავისუფლენ და ყოვლისა განსაცდელისა და სიბოროტისაგან გვიხსნენ ჩუენ, რაითა ვღაღადებდეთ: გიხაროდენ, მოწამეთა მთავარო, დიდო გიორგი.

 

 

4 ნოემბერი (17 ნოემბერი)

 

წმიდათა და მართალთა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა საკრძალთა თაყვანისცემა;

 

ტროპარი: „შუამდგომელად კადნიერად ექმნენით მეუფისა ქრისტესა საფლავისა, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა წყაროისა მიმართ სარწმუნოებით მოლტოლვილთა ღმრთისმოყვარეთა, და საღმრთოთა გზათა ზედა მავალთა ყოველთა განამტკიცებდით მოსწრაფებასა, ღირსნო მამანო, ჯუარისა მტვირთველთა თანამოსაგრენო და სამებისა მესაიდუმლეთა თანამოღუაწენო, ევედრეთ ღმერთსა სულთა ჩუენთათვის“ (ხმა VIII).

 

კონდაკი: "ზეციურისა სუფევისა სურვილითა ივლტოდით ამაოისა სოფლისაგან, სარწმუნოებითა დაეშენეთ წმიდათა მათ ალაგთა და ღირსებისა თქუენისათვის, მამათა მიერ გამოირჩიენით მცველად წმიდისა საფლავისა გოლგოთას, სადა იგი მოღუაწებისა ელვარებითა განჰბრწყინდით. აწ მეუფისა ქრისტეს ხილვით იშუებთ ზეცათა შინა. დაუცხრომელად ევედრეთ მას ჩუენ ყოველთათვის“ (ხმა II).

 

 

ღირსი იოანიკე დიდისა (+846);

 

კონდაკი, ხმა 8: ვარსკულავად ყოვლადმნათობად გამოსჩნდი და სოფელსა განაბრწყინვებ, და მყოფთა წყუდიადსა შინა ვნებათასა ელვარე-ჰყოფ, და გამოსჩნდი მკურნალცა მტკიცედ, არამედ, ვითარცა მიიხვენ მადლნი კურნებათანი, ეგრეთვე მვედრებელთა შენთა მოგვმადლე კურნებაი სულთა და ხორცთა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანიკე.

 

 

5 ნოემბერი (18 ნოემბერი)

 

მოწამეთა: გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (+III);

 

კონდაკი, ხმა 2: მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.

 

 

6 ნოემბერი (19 ნოემბერი)

 

პავლე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+350);

 

ტროპარი, ხმა 3: მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გპოვა შენ ეკლესიამან და მღდელთა შორის მოშურნედ ილიასებრ და შენთანა ღაღადებს აბელცა უფლისა მიმართ, და სისხლი მართლისა ზაქარიასი, მამაო ღირსო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

 

კონდაკი, ხმა 2: გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და კათოლიკე ეკლესიაი განაბრწყინვე, რომლისა ძლით იწამეცა სულისა თვისისა განმცემელმან პავლე, ვინაიცა ზაქარიას და აბელის სისხლისაებრ ღაღადებს სისხლი შენი უფლისა მიმართ.

 

 

7 ნოემბერი (20 ნოემბერი)

 

33 მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამანტისა, ბარაქიოსისა, კალინიკესი, თეაგენისა, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერიუსისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი ევგენისა, თეოდოხესი, ოსტრიქიოსისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიოსისა, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკიოსისა, ანიკიტესი, თემელიოსისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი ამონიტესი (+III);

 

კონდაკი, ხმა 8: გუნდი მოწამეთა ცხადად და ბანაკი ნათლითშემოსილი საცნაურად გარდამოსრულნი ჩუენდა მომართ დღეს ეკლესიასა განანათლებენ სასწაულთა შარავანდედითა, ვინაიცა მედღესასწაულენი პატიოსნისა ხსენებისა მათისანი ვითხოვთ შენგან, მაცხოვარო ჩუენო; მათითა მეოხებითა გვიხსნენ ჩუენ ჭირთაგან, რაითა გიგალობდეთ შენ: ალილუია.

 

 

ღირსი ლაზარე გალისიელისა ( +1053);

 

ტროპარი, ხმა 8:მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

 

მოწამე თეოდოდტესი (+303);

 

კონდაკი, ხმა 3: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინნი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულ-მოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

8 ნოემბერი (21 ნოემბერი)

 

მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რ-ნი) დიმის (ბაღდათის რ-ნი) ერკეთის (ჩოხატაურის რ-ნი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ქვედა საზანოს (ზესტაფონის რ-ნი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის.

 

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა

 

ტროპარი: ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა შემზღუდენ, მვედრებელნი ესე თქუენნი, და განსლვასა ამას სულისა ჩემისასა მიხსნენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

 

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

 

სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდების მეტყველებასა მეუფისა შესწირავ მიქაელ დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

 

 

9 ნოემბერი (22 ნოემბერი)

 

ონისიფორესი და პორფირისა (+284–305);

 

კონდაკი, ხმა 2: ძლიერად იღუაწეთ, მოწამენო, და მტერისა ამპარტავანება ქუეყანად დააკვეთეთ და განათლდით მადლითა დაუბადებელისა სამებისათა, ონისიფორე და პორფირი, ევედრენით მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

ღირსი მატრონა (+ დაახ. 492)

 

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მატრონა.

 

კონდაკი: სიყვარულისათვის უფლისა, ღირსო მატრონა, სურვილი განსვენებისა მოიძაგე და მარხვითა სული შენი განსწმიდე, არამედ მეოხებითა შენითა წინა აღმდგომთა ზახებაჲ განაქარვე, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლიე.

 

 

ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელისა“ (X);

 

ტროპარი, ხმა 4: ღმრთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და აწ შეურდებით წმიდასა ხატსა მისსა, სიღრმით სულისაით მხმობელნი სარწმუნოებითა ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცვაი ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მზად ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.

 

 

10 ნოემბერი (23 ნოემბერი)

 

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303)

 

ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.

 

ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა ურმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმინდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოვალთა ცოდვათა მოტევებასა.

 

კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

 

 

დიდმოწამე კონსტანტი, ქართველთა მთავარი (+852)

 

კონდაკი, ხმა 8: ზესთაგონებისა მბრძოლისა არა სისხლთა მიმართ და ხორცთა, და მხედარსა დიდ სახელსა რჩეულსა ქრისტესსა, რომელმან მსთავრა მთავრობათა და ხელმწიფებათა ბნელისათა, და ზიარ გამოსჩნდა ვნებათა საღმრთოთა, კოსტანტის შევასხმიდეთ გალობითა ძლევისათა და ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მოწამეო ყოვლადუძლეველო.

 

 

მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, იროდიონისა, სოსიპატრესი კვარტისა და ტერტისა, სამოცდაათთაგანთა;

 

კონდაკი, ხმა 4: გამოსჩნდა დღეს მოციქულთა პატიოსანი დღესასწაული, რომელი მოსცემს ყოველთა ცხადად ცოდვათა შენდობასა სახსენებელისა მათისა აღმასრულებელთა.

 

 

11 ნოემბერი (24 ნოემბერი)

 

დიდმოწამე მინასი (+304);

 

კონდაკი, ხმა 4: აღგიტაცა მხედრობითურთ წუთ ერთით და პატივისა ზეციერისა ზიარად გამოგაჩინა, ღუაწლით შემოსილო მინა, ქრისტეს მოწამეთა დაუჭნობელმან გვირგვინმან.

 

 

ღირსი თეოდორე სტუდიელი (+826)

 

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილ მსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, თეოდორე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო ღვთივ სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ, ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: მმარხველობითა ანგელოსებრ სცხოვნდებოდი, და დევნულებითა განაშვენენ შრომანი შენნი, და უხორცოთა თანა ზიარ იქმენ თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

12 ნოემბერი (25 ნოემბერი)

 

წმიდა იოანე მოწყალე (+620)

 

ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყვარენ, და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმიდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა, და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლად ბრძენო, ამისთვისცა ყოველნი აღმსრულებელნი ხსენებისა შენისანი შეგივრდებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.

 

 

ღირსი ნილოს მმარხელისა (+V);

 

კონდაკი, ხმა 2: მოღუაწებათა მიერ საკვირველთა მოაკუდინენ ხორცთა ვნებანი, რაითა პატიოსან იქმნე აღდგომასა, ნეტარო ნილოს, და მღვიძარებითა და ლოცვითა მოკვეთენ ბოროტთა საცთურნი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, გვითხოვე მისგან დიდი წყალობაი, რაითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო.

 

 

13 ნოემბერი (26 ნოემბერი)

 

წმიდა იოანე ოქროპირი (+407)

 

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

 

14 ნოემბერი (27 ნოემბერი)

 

წმიდა მოციქული ფილიპე (+90)

 

ტროპარი: ბრწყინვალედ განშვენდების დღეს ყოველი ქუეყანა, და ეთიოპია უმეტეს განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკული შენ მიერ, ხოლო ბრწყინავს დღესასწაულიცა ხსენებისა შენისა ღმრთის-მეტყველო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაჲ ქრისტესი გვასწავე, და კეთილად აღასრულე სახარებაჲ ღირსო, ვინაჲცა კადნიერად აღიპყრენ ხელთა ეთიოპელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

 

კონდაკი: ვითარცა მოწაფემან და მოყვარემან შენმან, და მობაძავმან ვნაბათა შენთამან, სოფელსა შინა ღმრთად გქადაგა შენ, ღმრთის-მეტყველმან ფილიპე, ოხათა მისთა მიერ მტერთაგან უჰსჯულოთა ეკლესიაჲ შენი და ყოველნი ქალაქნი შენნი დაიცვენ, ღმრთის-მშობელისა მიერ მრავალ მოწყალე.

 

 

გრიგოლ პალამა თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+1353)

 

ტროპარი: მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.

 

კონდაკი: აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.

 

ქრისტეს შობის მარხვის აღება.

 

 

15 ნოემბერი (28 ნოემბერი)

 

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)

 

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.

 

კონდაკი: მაღლით მოიღეთ მადლი ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად ყოვლად-ქებულნო, ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმიდანო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაჲ, და ყოვლისა სოფლისა სიხარული.

 

 

16 ნოემბერი (29 ნოემბერი)

 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

 

ტროპარი: მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

კონდაკი: უღელი იგი მეზვერობისა განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნეჲ, ვინაჲცა ქადაგე სიტყვაჲ ჭეშმარიტებისა, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ და დღე იგი სასჯელისა.

 

 

17 ნოემბერი (30 ნოემბერი)

 

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)

 

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი: ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.

 

 

წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (+266-270)

 

ტროპარი: ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარებითა, და სასწაულთა უხვად მოქმედებითა, სახელად მოიგე დიდებულებაჲ, ამის-თვისცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა მამაო წმიდაო გრიგოლი, განათლებად სულთა ჩუენთათვის, ნუ უკუე დავიძინოთ სიკუდიდ.

 

კონდაკი: საკვირველებათა მრავალთა მოქმედებისა შემწყნარებელმან, სასწაულთა საშინელთა მიერ ეშმაკნი შეაძრწუნენ, და სენნი იოტენ კაცთაგან ყოვლად ბრძენო გრიგოლი, და საკვირველთ მოქმედად სახელ იდები საქმეთაგან წოდებისა მომღებელი.

 

 

18 ნოემბერი (1 დეკემბერი)

 

მოწამე პლატონისა (+302 ან +306);

 

კონდაკი, ხმა 3: წმიდათა შენთა სახსენებელსა, მაცხოვარ, იხარებს სოფელი და ღაღადებენ ყოველნი სარწმუნოებით ტაძარსა შინა მათსა, სადა იგი სურვილით შემოკრებულ ვართ და ვგალობთ ბრწყინვალითა ხმითა, და გევედრებით: მეოხებითა მათითა წარმართთა ზედა მოსლვისაგან იხსენ ქალაქი შენი, უფალო.

 

 

19 ნოემბერი (2 დეკემბერი)

 

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

 

ტროპარი: მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაჲ, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკუე მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: სიყრმით შენითგან ღირსო, იწყე აღმოსლვად  ხარისხთა სათნოებისათა, და სოფლისა დამტევებელმან არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი, რომელი აღყუავდი სახლსა შინა ღმრთისასა მსგავსად ფინიკთასა, ილარიონ სამ-გზის სანატრელო, ვინა ყოველნი ერნი ქართველთანი პატივით გაქებთ, ვითარცა მამასა და მეოხსა ჩუენსა.

 

 

ღირსი ვარლაამისა და იოასაფისა, ინდოეთის მეფის ძისა და მამისა მისისა აბენერისა (+IV);

 

კონდაკი, ხმა 4:გამოსჩნდი საკვირველად ძლევაშემოსილად და მსხვერპლად სუნად-სუნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა, და გვირგვინი უხრწნელი მოიღე, ვარლაამ, მას ევედრე ჩუენთვის, ღუაწლით შემოსილო.

 

 

20 ნოემბერი (3 დეკემბერი)

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული;

 

ტროპარი, ხმა 4: სიხარულსა წინადაგვიწინდებს დღეს ჩუენ ანა წინააღმდგომსა მწუხარებისასა, რომელმან აღმოაცენა მხოლო მარადის ქალწული, რომელსაცა შეიყვანებს დღეს სიხარულით ტაძრად უფლისა, ვითარცა ნამდვილვე ტაძარსა სიტყვისა ღმრთისასა და უბიწოსა დედასა.

 

კონდაკი, ხმა 4: სიხარულითა აღევსების დღეს ყოველი სოფელი დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა, მღაღადებელი ესრეთ: რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

 

 

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელისა (+816);

 

ტროპარი, ხმა 4: სახე-იქმენ შენ მარხვისა საღმრთოთა სულითა ყოველნი განანათლენ მართლმორწმუნოებითა სრბაი აღასრულე შენ სწავლითა შენითა სოფელი განანათლე და ბოროტმორწმუნეთა უგუნურებასა ამხილე, მამაო ღირსო გრიგოლი, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

 

კონდაკი: ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა შენთა, ყოვლადნეტარო მამაო, ბრძენო გრიგოლ.

 

 

პროკლესი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+446-447);

 

ტროპარი, ხმა 4: რომელი საღმრთოსა დასაბამსა სიბრძნისასა შიშითა უფლისათა დაემტკიცე, აღხედ სწავლასა ოქროპირისასა და სამღდელთმთავროსა მას საყდარსა ღირს-იქმენ მიერითგან სამღდელოსა სიმაღლესა სიწმიდითა კეთილითა და მოციქულთა კანონისა თვით სახე-იქმენ, რამეთუ არა თავით თვისით სცხორებდი, არამედ ქრისტესთვის და სამწყსოსა შენისათვის; ამისთვის უბიწოსა ცხორებასა მოციქულთასა დამკვიდრებულ ხარ, მღდელთმთავარო პროკლე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: ღირსად დღესასწაულობს დღეს ყოველი ქალაქი ყოვლადპატიოსანსა და წმიდასა მიცვალებასა შენსა, მამაო მამათაო, ბრძენო პროკლე.

 

 

21 ნოემბერი (4 დეკემბერი)

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება;

 

ტროპარი, ხმა 4: დღეს განგებულების ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყებაი, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

 

კონდაკი, ხმა 4: ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალპატიოსანი იგი ქალწული, სამღდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოზნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

 

 

22 ნოემბერი (5 დეკემბერი)

 

მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოსი, სამოცდაათთაგანთა, და მოციქულთა სწორისა, მოწამე აპფიასი;

 

კონდაკი, ხმა 2: ვითარცა ვარსკვლავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

23 ნოემბერი (6 დეკემბერი)

 

წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942)

 

ტროპარი: უღელი იგი ქრისტესი მოიღე გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვინაცა უცხოთა აღმსარებლობათა შორის მართლმადიდებლობისა სიტყვასა ასწავებდი და უკანაკნელ სულიცა თვისი დასდევ მოყვასისათვის, დაუცხრომელად ევედრე მხოლოსა ღმერთსა ჩვენ ყოველთათვის.

 

კონდაკი: რომელმან ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველე და მსხვერპლად სუნად სუნნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა, და გვირგვინი უხრწნელი მოიგე გრიგოლ, მას ევედრე ჩვენთვის ღვაწლით შემოსილო.

 

 

ამფილოქე, იკონიელი ეპისკოპოსი (+394);

 

კონდაკი, ხმა 2: საღმრთო ქუხილო, საყვირო სულისაო, სარწმუნოებისა მტილისა მუშაკო და მომკვეთელო წვალებათაო, მღდელთმთავარო ამფილოქე, სამებისა სათნოო დიდო, ანგელოზთა თანა მარადის წინაშე მდგომარეო, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი (+VI-VII);

 

კონდაკი, ხმა 2: ნათელშარავანდიანითა სულისა წმიდისა მცხინვარებითა უძღვის ეკლესია აღმასრულებელთა ბრწყინვალისა დაძინებისა შენისათა, ღირსო მამაო, ყოვლადსანატრელო გრიგოლ.

 

 

24 ნოემბერი (7 დეკემბერი)

 

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313);

 

ტროპარი, ხმა 4: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 2: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა, ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.

 

 

წმიდა დიდმოწამე მერკური (III);

 

ტროპარი, ხმა 4: მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 4: მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკურის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.

 

 

25 ნოემბერი (8 დეკემბერი)

 

მღვდელმოწამეთა: კლიმენტი რომის პაპისა (+101); და პეტრესი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (+377);

 

ტროპარი, ხმა 4: რომელი ღმრთისა მიერ ყოვლადდიდებულითა სასწაულთმოქმედებითა ყოველთა კიდეთა სოფლისათა განაკვირვებ და უფროს ღელვასა ზღვისასა და სიღრმესა წყლისასა შეიქმ განყოფილად პატიოსანსა ხსენებასა შენსა მარადის წადიერად მოლტოლვილთა ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა საკვირველთმოქმედებითა შენთა ნაწილთათა, და შემდგომად ერთა გამოსლვისა ზღვისა უკუე სრბისა-ჰყოფ შეერთებასა, სასწაულთმოქმედო კლიმენტი, ყოვლადსაკვირველო მღდელმოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 2: საღმრთოსა ვენახისა ვაზად მღდელთმოქმედითა ყოველთა გამოუჩნდი მწთოლვარე სიბრძნისა სიტკბოებასა მეოხებითა შენითა, ყოვლადპატიოსანო, აცხოვნენ მონანი შენნი, რაითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი, ვითარცა ძოწეულნი და შევსწირნეთ შენდა, კლიმენტი წმიდაო.

 

კონდაკი, ხმა 3: მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მიერ ეკლესია განაბრწყინვე, მისთვის იღუაწე რა, ყოვლადსანატრელო მამაო, და არიოს განდგომილი იოტე; ამისთვის შენისა ყოვლადწმიდისა ხსენებისა პატივისმცემელნი მართლმადიდებლობით გადიდებთ: გიხაროდენ, პეტრე, კლდეო სარწმუნოებისაო.

 

კონდაკი (ორივესი), ხმა 4: ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ყოვლადბრძენო კლიმენტი პეტრეს თანა ქებულნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარენით ყოველნი.

 

 

26 ნოემბერი (9 დეკემბერი)

 

ღირსი ალვიპი მესვეტისა (+640);

 

ტროპარი, ხმა 4: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა; მამაო წმიდაო ალვიპი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა სათნოებათა მიზეზსა და მმარხველთა შუენიერებასა, ეკლესია გევედრების დღეს და გიგალობს ალვიპი: მეოხებითა შენითა ჭირთაგან და განსაცდელთა იხსნენ მაქებელნი შენნი, რაითა ვგალობდეთ: ალილუია.

 

 

27 ნოემბერი (10 დეკემბერი)

 

დიდმოწამე იაკობ სპარსისა (+421);

 

ტროპარი, ხმა 4: ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა ყოველნი განაცვიფრენ, მრავალმოღუაწეო, და თითოეულთა ასოთა და ნაწევართა მოკვეთითა სამადლობელნი ვედრებანი უსაკვირველესად აღმოსთქუენ უფლისა მიმართ, ვინაიცა ღუაწლთა შინა შენთა გვირგვინი მოიღე და აღხედ ზეცათა შინა წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისათა, იაკობ, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი, ხმა 2: ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო,სულითა და საშინელისა სამსჯავროსა მოშიშმან სპარსთა ბრძანებაი და შიში განერწყვე, იაკობ, და გამოსჩნდი მოწამედ საკვირველად, ვითარცა ვაზი, ხორცითა დაჭრილი.

 

 

28 ნოემბერი (11 დეკემბერი)

 

ღირსმონამისა და აღმსარებლისა სტეფანე ახლისა (+767);

 

ტროპარი, ხმა 8: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა, და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო სტეფანე, მარადის სახსენებელო.

 

კონდაკი, ხმა 8: სამებისა მიმართ ტრფიალსა საღმრთოსა სტეფანეს ვაქებდეთ, მორწმუნენო, დღესასწაულის მოყუარენო, და გალობით შევასხმიდეთ, რამეთუ პატივს სცემდა ბრწყინვალესა ხატსა ქრისტეს მეუფისასა და მშობელისა მისისასა, და აწ ერთ-ხმობით სურვილით უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.

 

სხვა კონდაკი, ხმა 3: უნაყოფოსაგან ძირისა აღმოსცენდი, ღირსო რტო, მოსახელე პირველმოწამისა და მონაზონთა წინამძღურად გამოსჩნდი, მამაო წმიდაო, და მეფისა გულისწყრომაი არად შერაცხე, რომელსა არა ენება ქრისტეს ხატისა თაყუანისცემაი; ამისთვის აღესრულე მოწამეთა გვირგვინითა შემკული, მოწამეო სტეფანე.

 

 

29 ნოემბერი (12 დეკემბერი)

 

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI);

 

ტროპარი, ხმა 4: აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსითა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გჳრგჳნოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რაჲთა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

კონდაკი, ხმა 4: საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა, და მმარხველთა შუენიერებასა აბიბოს შევასხმიდეთ, რომელმან გჳრგჳნითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულებაჲ და მცხინვარედ განუტევნა ელვანი კურნებისა მადლთანი, და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თჳსთა და მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა.

 

 

ღირსი აკაკი მორჩილისა, სინელისა (+VI);

 

კონდაკი, ხმა 2: სოფელი ესე დაუტევე და ქრისტესა შეუდეგ სიყრმითგან, ყოვლადბრძენო აკაკი ღირსო, და მიბაძე მისსა ნებსით სიმდაბლესა, და დაამხუ ამპარტავანებაი მძლავრისა; მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

30 ნოემბერი (13 დეკემბერი)

 

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62);

 

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

 

კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

 

 

წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502;)

 

ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

 

კონდაკი: ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.