მარტი
კონდაკი, ხმა 4: ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკვდილისა განგვწმენდ ჩუენ სასწაულითა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
კონდაკი, ხმა 3: ურწმუნოებისა ზღუასა და კერპთმსახურებისა სიცბილსა ამხილენ მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ხოლო ყოვლადდასაწველ ღმრთისა იქმენ და სასწაულთმოქმედებითა შეაცვრევ კიდეთა ქუეყანისათა, წმიდაო მღდელთმთავარო თეოდოტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი, ხმა 4: აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაჲცა მხეცი დაგემორჩილა შენ ვიდრე სიკუდილადმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენ-თჳსცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.
კონდაკი, ხმა 3: ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმინდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 4: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიიტვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსადელთაგან.
სხვა კონდაკი, ხმა 2: ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი./
კონდაკი, ხმა 3: ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღვდელმთავრობით ცხორებულთა, რომელსა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნის სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღვდელმოწამენო, ევედრენით მწყემსმთავართა თავსა ქრისტესა, რაიტა ჩუენტა მარჯვენთა ცხოვართა თანა დგომათ ღირს გუყვენეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ მამნო, მღვდელმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თუენთა დამთხეველნო.
კონდაკი, ხმა 2: მნათობათ ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წიმნდაო თეოფილაქტე, და თან არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოს სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.
ტროპარი, ხმა 1: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი, ხმა 6: ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა შეუვრდით, ღვაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო, და ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა და სიმრავლეჲ გვირგვინთა.
კონდაკი: საღმრთოჲთა შურითა აღძრულმან, ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ, და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ უდევ, და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლად ბრძენი სიტყვანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლითა წინა-ძღვანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღუდელ-მთავარო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო.
ტროპარი: რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემს-მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.
ტროპარი: სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.
კონდაკი: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოსთა და კაცთა სიხარულო.
კონდაკი: მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულტმოქმდება და წინასწარმეტყველება ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.
კონდაკი: გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.
კონდაკი: მადლითა ღმრთისათა განმსდიდრნი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა მკურნალი და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.
ტროპარი: მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისაი ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმინდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: დევნულებისა კვართითა შემკობილსა, დიდსა მამათმთავარსა ამბროსის ყოველნი ღირსებით პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ ჭეშმარიტებაი შორის მძლავრთასა კადნიერად ქადაგა და, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი დადვა ცხოვართათვის.
კონდაკი, ხმა 2: საღმრთოდ აღორძინდი შენ მსგავსად ყუავილთა დაუჭკნობელთა და ვითარცა, რა ვაზი, მრავალნაყოფიერ იქმენ, ღმერთშემოსილო საბინე, აწცა, რომელნი სარწმუნოებით პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, აღგვავსენ შენითა სიხარულითა და ევდრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი, ხმა 4: სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.
კონდაკი, ხმა 2: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოსთა და კაცთა სიხარულო.
კონდაკი, ხმა 1: ღმრთივ-სულიერითა ენითა შენითა ბრძენო, განანათლენ ერნი შენნი, და ერთი პატივი სამებისა, ბუნებით განუყოფელისა, ხოლოი პირებით განყოფილისა, ასწავე, ამის-თჳს მოხარულნი ყოვლად-წმიდასა სახსენებელსა შენსა ვდღესასწაულობთ და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლენთ მეოხად.
კონდაკი: ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხოვრებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოის მოიძულეთ, ვინაცა ღისრს იქმენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქვენისანი გიგალობთ თქვენ წადიერად და ვიტყვით: გვიხნენით ჩვენ ჭირთაგან, წმინდანი მოწამენო.
კონდაკი, ხმა 8: ცხოვრებაი სჯულიერ აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინისა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევდრე, რაითა გვიხსნას განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღვთივგანბრძნობილო.
კონდაკი, ხმა 8: ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, ქრისტეს ეკლესიისა შურითა აღტყინებულმან აღვირნი იგი ვალენტიანესნი იპყრენ და წინაისწარმეტყუელე მისა მიმართ დახშვისათვის ეკლესიისა წარსაწყმედელი იგი სიკუდილი, ვინაცა იოტე ჩუენ ყოველთათვის, ღირსო ისააკ, რომელნი პატივს გცემთ შენ.
ტროპარი, ხმა 4: დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს, რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს, მტვირთველი ქალწულისა ხარებისა, და მისა მიმართ ხმობს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი, ხმა 8: დასაბამი იგი ცხორებისა ჩუენ ქუეყანისათა ყოველთა შენ ხარ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა, რომელ არს დიდი იგი წესთმთავარი გაბრიელ, და ხარებაი სახარულევანი მოგართვა შენ; ამისთვისცა ყოველნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ტროპარი, ხმა 4: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ; გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი, ხმა 8: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შეჩნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
კონდაკი: ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმინდაო, აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოცნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.