ივნისი
კონდაკი, ხმა 2: საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 4: გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.
კონდაკი: ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლედიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოსჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენი, ვითარცა მღვდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტესმან.
კონდაკი, ხმა 2: სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე საწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 5: სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებიოთა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვის ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.
კონდაკი, ხმა 2: ძალთა ზეცათასა მიბარე, ღირსო, და ფრინველთა ცხოვრებისა სახითა სცხონდებოდი, და საწუთო ესე დაივიწყე უხრწნელისა მისთვის ზეცათა ქრისტეს მეუფისა შუენიერებისა სურვილითა, რომელსა ღირს-იქმენ მიწევნადცა, ბესარიონ; ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 2: ცხოვრებაი შემოსილად შეზღუდენ არვენი შენი და მწყემსობითა უვნებელითა სამწყსო დაიმარხე, და გამოსჩნდი მაღალთ და დიდ საქმითა, ახალო ილარიონ, ვინაიცა ყოვლად სახარულევანი იგი ცხოვრებაი მაღლისა სიონისა დაიმკვიდრე შენ; ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.
h3 align="center">7 ივნისი (20 ივნისი)
კონდაკი, ხმა 3: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინნი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი, ხმა 4: „გზათა წრფელთა უფლისათა მავალმან გზაი უსჯულოთა მათ დრკუდ წარუმართენ, რამეთუ დასდევ სული შენი მეფისა და ერისა შენისათვის, ვინაცა მღვდლობისა წესითა განშუენებული, წამებისა სისხლითა შეიმკევ თევდორე ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის" .
კონდაკი: უსისხლოისა მსხვერპლისა შემწირველი და მესაიდუმლოე წმიდისა სამებისა ძღუენად პატიოსნად მისა შეიწირე და ებაძვე ამხუმელსა ცოდვათა სოფლისათასა, რომელი-ეგე ვითარცა კრავი შორის მგელთა გამოსჩნდი და დასდევ სული შენი ცხოვართათვის ქრისტესთა. ამისთვისცა პატიოსნისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი გიღაღადებთ, წმიდაო თეოდორე, რაითა მეოხებითა შენითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
ტროპარი, ხმა 4: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი, ხმა 2: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 2: უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ, ყოვლადბრძენო, წვალებათა წარმძღუნელნი, სანატრელო, და სამმღელვარეობათაგან სამწყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.
ტროპარი, ხმა 4: მოციქული წმიდაო ბართლომე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი, ხმა 3: იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა, და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის პირველად გამოსჩნდი, და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი, და მიუთხარ ყოველთა ქრისტე ღმერთი, ამის-თჳსცა შესხმითა გალობათა საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, ბართლომე.
ტროპარი, ხმა 4: კადნიერებით მოვილტვით, ერთგულნი, მოწყალისა დედოფლისა ღმრთისმშობელისა მომართ და ლმობიერებით ვხმობთ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენი, განამტკიცე ეკლესიაი, მოჰმადლე მშვიდობაი ღმრთივდაცულსა ერსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენი.
ლოცვა: ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
კონდაკი, ხმა 2: ბრწყინვალებითა ყოვლადწმინდისა სულისათა განათლდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დაუტევენ საყოფელი შფოთისანი, და მიიწიე უდაბნოდ, ღირსო მამაო, და იხარებდი ყოველთა ზედა ღმრთისა მიმართ დამბადებელისა; ამისთვის გადიდა შენ ქრისტემან ნეტარო, ნიჭთა დიდთა მომცემელმან./
კონდაკი, ხმა 3: განაშირე თავი შენი კაცთა თანა ცხოვრებასა და ქუაბთა შინა კლდეთასა, და ნაპრალთა დაემკვიდრე სურვილითა საღმრთოთა და სიყუარულითა უფლისა შენისათა პეტრე, რომელისაგან მითხოვე ჩუენ მოცემად გვირგვინი იგი უხრწნელებისა.
კონდაკი, ხმა 2: ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაისწარ განიწმინდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 8: ცხოვრებისა აღრჩევითა სიწმიდე ქალწულებისა მოიგე, ტრიფილე, და პირველ მოსაყდრედლევკუსიისა გამოსჩნდი, და განსცხადენ ამის მიერ ყოვლადმომთხრობელ საღმრთოსა, მეცნიერებისა წინამძღუარ; ამისთვის სახარულევანად გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღვდელმთავართა შუენიერებაო.
ტროპარი, ხმა 4: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისდთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი, ხმა 2: წინასწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 2: ქუეყანასა ზედა იღუაწე, ვითარცა უხორცომან, და დაიმკვიდრე ზეცისა იგი დიდებაი, მეთოდი, რამეთუ დაამკვიდრე კიდეთა შორის ქუეყნისათა თაყუანისცემა ხატითა, ხოლო შრომათა და სალმობათა შინა შენთა ეგენ და არა დააცხრვე კადნიერებით მხილებაი ხატისა ქრისტესისა უარისმყოფელთა.
კონდაკი, ხმა 8: განწმენდილ იქმენ სულითა, წინასწარმეტყველო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინასწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.
კონდაკი, ხმა 2: საცნაურ იქმენ სიჩჩოითგან განწმედილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.
ტროპარი, ხმა 4: „განზრახვაი იგი მტერთაი მხნედ დაამხუე და სჯულიერად იღუაწე სარწმუნოებისათვის, მოწამეო ნეტარო ქაიხოსრო, უხრწნელებისა გვირგვინითა შემკობილო, ზეცისა სავანეთა მკვიდრო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის".
კონდაკი, ხმა 3: ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმიდაო, და ძალი ნუგეშინისმცემლისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცდურთსა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ ნეტარო.
კონდაკი, ხმა 2: სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 3: ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წამრმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.
ტროპარი, ხმა 1: ნათესავად ქრისტესა, ჰოი იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოთ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესაწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი, ხმა 2: პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.
სხვა კონდაკი, ხმა 2: გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაი ქრისტესი, და რწმუნებად სიტყუისა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტვით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო.
ტროპარი, ხმა 1: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყნით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღვდელმთავარო მეთოდი, ხცადად მქადაგებელო ღმრთისა განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი, ხმა 4: ვითარცა რა მღვდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.
ტროპარი არჩილ მეფისა: სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.
ტროპარი ლუარსაბ მეფისა: იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.
კონდაკი, ხმა 2: აწ განსხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ სორის დაითხია სისხლი, მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისთვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 2: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი, ხმა 4: „მოწამემან შენმან, წმიდაო მღვდელმოწამეო მიქაელ, დაბეჭდა ცხოვრება შენი, რომელი მოსცა უფალმან მაქებელთა შენთა, ვითარცა წერილი სამოციქულო, რათა ცხოვრებისა შენისა აღმომკითხველნი მობაძავ შენდა იქმნენ, ვითარცა შენ ქრისტესა".
კონდაკი, ხმა 2: „საღმრთოსა ტვიფარსა აღუტეხელსა, წმიდასა მღვდელმოწამესა მიქაელსა, რომელსაცა მხართა ზედა თვისთა უპყრიეს ჯუარი ღმრთივსათნოისა მოწამებისა, ვითარცა ებგურსა ქრისტეანეთასა და შემწესა სახარულევანსა, შევვედროთ, მართლმორწმუნენო, სულთა ჩუენთა დიდი წყალობა".
კონდაკი, ხმა 4: მღვდელთმთავრობასა შინა ღმრთივმსახურებით სცხოვნდებოდი და წამებისა გზათა აღხედ, სამსხვერპლონი იგი კერპთანი დაშრიტენ, მღვდელმთავარო ეგსევი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 4: ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით სემოვკრბებით გალობად სენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.
ტროპარი, ხმა 4: ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღმრთივდაცული ერი ჩუენი, დედოფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქუეშეშევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედოფალო ღმრთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა იხსნას ღმრთივდაცული ერი ჩუენი და ყოველნი ქრისტეანენი, და უვნებელად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იხსნეს სულნი ჩუენი, ვითარცა კაცთმოყვარე არს.
ტროპარი, ხმა 4: წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელთ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ სენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
კონდაკი, ხმა 3: ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, გამოსჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინასწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.
კონდაკი: სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია: არა საშრომელ-ჰყავ სრბაი ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყვარულსა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაო აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა სენისამან გულსა ცემსა დაატკბო სენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაითა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაითა არა დაგვეხშას ჩუენცა ბჭენი სასძლოსანი.
კონდაკი: ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხოვრებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.
ტროპარი, ხმა 4: დღეს, ვითარცა მზე ყოვლადბრწყინვალე, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედოფალო, რომელმან მოწყალებისა სხივითა განანათლა ყოველი ქუეყანაი და, ვითარცა ღმრთაებრივი ნიჭი მაღლით ღმრთივშვენიერად გამოჩინებული, გაქებს შენ, ღმრთისმშობელო, ყოველთა დედოფალო, და სიხარულით ადიდებს შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა; მას ევედრე, ღმრთისმშობელო, რაითა უვნებელად დაიცვას ყოველნი ქრისტეანენი მტერთა ზედამოსვლისაგან და იხსნეს სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისისა და შენისა ხატისა მიმართ, ქალწულო ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილ-კრძალულებისა მოძღუარო გიორგი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მონაზონთა კანონო, ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
კონდაკი, ხმა 8: ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა ღმრთისმეტყუელებისაჲთა, ბრძენო გიორგი, რამეთუ ადიდა მიცუალებაჲ შენი დღესასწაულსა თჳსთა მეგობართასა, ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
იკოსი: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა გამოუკვლეველითა, ქრისტემან ღმერთმან სოფლით გამოაჩინა უმეცარნი და უსწავლელნი მოწაფედ და მეგობრად თჳსად, ხოლო სულითა წმიდითა რაჲ აღავსნა, ღმრთივგანბრძნობილთა წარწყმიდეს სიბრძნჱ ბრძენთა ამაოთა, რომლისა მიერ შენცა აღივსე საკჳრველად, მამაო, სიბრძნითა საღმრთოჲთა, მეტყუელებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, ღმრთისმეტყუელთა და მოციქულთა თანა მადლისა ზიარ-ქმნილი, რომელთა თანა გადიდებთ, ღირსო გიორგი, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
სადიდებელი: ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთაჲთა, და უმეცრებისა გვალვითა განხმელი ერი ქართველთაჲ, სწავლათა შენთა წჳმისა სიხშოჲთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშვიდობაჲ ერისა ჩუენისაჲ და ხსნაჲ მისი უღლისაგან მტერთასა.
წარდგომა: გიხმობ მუშაკობისა საღმრთოჲსა სეხნაო, გონებაო ვრცელო, ენაო ღმრთისმეტყუელო, და აღმწერელო უცთომელო თარგმანებითა წიგნთა შენთათა, ბრძენო, რამეთუ გულის-ჴმის-ყოფაჲ მიუწდომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან, დიდებულო, და ვითარცა რაჲ ღრუბელმან აღმოიწრიდენ მდინარენი სიბრძნისანი და დაათრვენ, მამაო, გულნი მორწმუნეთანი წერილთა მიერ და ეკლესიაჲ მსგავსად დედოფლისა განაშუენე, და პირად-პირადად შეამკევ იგი, ღმერთშემოსილო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
ტროპარი, ხმა 8: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამო, და ლოცვითა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყვენ, მამაო წმიდაო სამსონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 8: ვითარცა მკურნალის ყოველად სახარულევანისა და მეოხისა ღმრთივშემწყნარებელისა საღმრთოსა ლარნაკისა შენისა მიმართ მილტოლვილნი, ღმრთივგანბრძნობილო სამსომ ღირსო, სიყუარულით მოსრულნი, ფსალმუნითა და გალობითა მოხარულნი ქრისტესა ვადიდებდეთ, რომელმან მოგცა შენ ესე ვითარნი მადლნი კურნებათანი.
ტროპარი, ხმა 5: საკვირველებანი წმინდათა სენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლვევლად მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წამრამრთთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.
კონდაკი, ხმა 3: საღმრთოთა მადლითაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმინდანნო, და დაუცხრომელად საკვირველმოქმედებთ, ყოველთთა ვენბათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგაბრძნობილო იოანეთურთ ყოველადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.
ტროპარი: თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართტა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათაი.
ტროპარი, ხმა 4: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი, ხმა 4: მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებლსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროის ყოველთა მსვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყი დაფარულნი გულთანი.
ტროპარი, ხმა 4: ფარასისა ქვეყანისა კეთილო მორჩო და დიდებულო სამკაულო ათონისაო, ნეტარო მამაო პაისი, მშვენიერო მობაძავო ღირსთაო, მსგავსად ყოვლადბრწყინვალისა მზისა განბრწყინდი და სიმრავლეი მორწმუნეთაი განანათლე მადლითა. დიდებაი სიმტკიცისა შენდა მომცემელსა, დიდებაი გვირგვინის მყოფელსა შენსა, დიდებაი შენ მიერ ყოველთათვის სასწაულთა აღმომაცენებელსა.
სხვა ტროპარი: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა სწავლებათა და სასწაულთა შენთა ღირსო პაისი, რამეთუ ხორცთა შინა ანგელოზებრ ცხოვნდებოდი და ცხოვრება შემოსილითა სიტყვათა სახარებისათა აუწყებდი რაი მორწმუნეთა. დათმენისათა აჩვენებდი და ასწავებდი სრულქმნილსა სასოებასა ღმრთისა მიმართ. მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
წარდგომა, ხმა 4: ღვაწლითა მოიგე რა კადნიერებაი დიდი უფლისა მიმართ, მისგან მრავალთა საბოძვართა მოხვეჭისა ღირს იქმენ. მყოფადისა ვითარცა აწმყოისა განჭვრეტისა, სულთა და ხორცთა კურნებათა მომადლებისა და ზეცისა სასუფევლისა მიმართ წინამძღოლობისა, აწ ჩვენცა გევედრებით შეწევნასა ქრისტეს მიმართ, რაითა დაიცვას ეკლესიაი თვისი და შვილნი მისნი განგვამტკიცოს მართლმადიდებლობასა შინა.
კონდაკი, ხმა 8: წმიდისა მთისა ყოვლადდიდებულსა მოღვაწესა და ეკლესიისათვის მხურვალესა მლოცველსა ვაქებდეთ, ვითარცა მორწმუნეთა ცხოვნებისა მიმართ წარმმართებელსა და კეთილთა თხოვათა მათთა აღმასრულებელსა, და ვღაღადებდეთ: გიხაროდენ ღირსო მამაო პაისი.
სხვა კონდაკი: ღმრთისმოსაობითა სცხოვნდებოდი ნეტარო ბერო და ძველთა მოღვაწეთა სწორად და თანამდგომელად მათდა გამოჩნდი რაი ათონსა, ლოცვათა და ღვაწლთა შენთა მიერ ღვთის სიბრძნითა დაამტკიცებდი მართლმადიდებლობის დიგმატთა და მრავალნი აღძარ გალობად შენდა: გიხაროდენ ღირსო მამაო პაისი.
იკოსი: იშვებს მთაი ათონისაი უფლისა იმართ, რამეთუ უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა აღმოგაცენა, ვითარცა სათნოებისა ხეი, და გამოიღე რა ნაყოფნი უვნებლობისა და წინაისწარ ჭვრეტისაი, ლოცვათა და ღვაწლთა შენთა მიერ იყავ ყრმათა მზრდელ, მზრუნველ ჭაბუკთათვის და მოძღვარ წარწყმედელთა ვნებათაგან შეპყრობილთა კაცთასა, ხოლო ძნელად საკურნელთა ჩვეულებათაგან შეპყრობილთა გამოუჩნდი მკურნალად, ღვთივშვენიერად და მრჩეველად ცხოვნებისა მეძიებელთა.
ტროპარი, ხმა 4: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი, ხმა 2: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.