მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდანთა სავედრებელი
ტროპარ - კონდაკები

იანვარი

 

1 იანვარი (14 იანვარი)

 

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

 

ტროპარი, ხმა 1: რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესო; ამისთვისცა მერვესა დღესა წინადაცვეთა თავს იდევ, ვითარცა კაცმან; დიდებაი ყოვლადსახიერსა განზრახვასა შენსა, დიდებაი განგებულებასა შენსა, დიდებაი გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყუარე.

 

კონდაკი, ხმა 3: უფალი ყოველთა და მეუფე წინადაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა მაღლისა მღვდელთმთავარი და ნათლით შემოსილი საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.

 

 

წმიდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსი (+379);

 

ტროპარი, ხმა 1: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინ ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო ღირსო ბასილი.

 

 

2 იანვარი (15 იანვარი)

 

ნათლისღების წინადღესასწაული (6 / 19 იანვრამდე);

 

ტროპარი, ხმა 4: განემზადე ზაბულონ და მზა-იქმენ შენ ნეფთალემ, იორდანე მდინარეო დასდეგ, და შეიწყნარე სიხარულით მეუფე, მომავალი შენდა ნათლისღებად, იხარებდ აწ ადამ ევას თანა და ნურღარა დაემალვით მას, ვითარცა იგი ოდესმე სამოთხეს შიშველნი გიხილნა და თქვენდა მოვიდა, რაითა პირველი იგი სამოსელი შეგმოსოს, ქრისტე განცხადნა, რაითა ყოველნი დაბადებულნი განაახლნეს.

 

კონდაკი, ხმა 4: მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლისცემად ჩემდა, რამეთუ ცხორებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.

 

 

წმიდა სილიბისტრო რომის პაპისა (+335);

 

კონდაკი, ხმა 4: მღდელთა შორის უმაღლეს გამოსჩნდი მეუფისა და ღმრთისა შენისა მიერ, ღმერთშემოსილო, და განშორებულთა თანასწორ იქმენ, და გუნდთა მათ ანგელოზთა თანა ზიარად გამოსჩნდი, და იხარებ ზეცათა შინა; მამაო სილიბისტრო, დიდებულო მწყემსო, აცხოვნენ სურვილით მაქებელნი შენნი.

 

 

წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833);

 

ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

 

 

3 იანვარი (16 იანვარი)

 

წინასწარმეტყველ მალაქიასი, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანისა (ქრისტეშობამდე +400);

 

კონდაკი, ხმა 4: წინაისწარმეტყუელე შენ ნიჭითა წინაისწარმეტყუელებისა სიმდიდრისათა და მოგვითხრენ ჩუენ ცხადად მოსლვაი ქრისტესი, სოფლისა მაცხოვრისა, რომლისა ბრწყინვალებითა განათლდა სოფელი.

 

 

მოწამე გორდისა (+V);

 

კონდაკი, ხმა 8: ოფლითა შენითა, ღირსო, ყოველი ქუეყანაი მორწყე დაპატიოსნითა სისხლითა შენითა, გორდი, ყოველი სოფელი მხიარულ იყავ; აწცა ლოცვითა შენითა, ღმერთშემოსილო, აცხოვნენ ყოველნი სარწმუნოებით მაქებელნი შენნი, რამეთუ ყოველნი გნატრით და გიღაღადებთ გალობასა ღირსსა, ყოვლადქებულო, ვითარცა მრავალმოღუაწესა.

 

 

4 იანვარი (17 იანვარი)

 

ღირსთა შიომღვიმელ-ზედაზნელ მოღვაწეთა: ევაგრესი, ელია დიაკონისა და სხვათთ;

 

ტროპარი: ანგელოზებრივი ცხორებაი მოიგეთ, ღმერთშემოსილნო მამანო: ევაგრე, ელია დიაკონო და ანგელოზთა თანა უგალობთ მეუფესა ყოველთასა, რომელსაცა ევედრენით შეწყალებად ჩუენდა.

 

 

კრება 70 მოციქულითა, რომელნი იყვნენ: იაკობ (ძმა უფლისა) მარკოზ და ლუკა მახარებლები, კლეოპა, სვიმეონ (ნათესავი უფლისა), ბარნაბა, იოსია (იუსტოსი), თადეოზ, ანანია, სტეფანე პირველ-მოწამე მთავარდიაკონი, ფილიპე, პროხორე, ნიკანორ, ტიმონ და პარმენ (შვიდთა დიაკონთაგანი), ტიმოთე, ტიტე, ფილიმონ, ონისიმე, ეპაფრასი, არქიეპო, შილა, სილოანე, კრისკენტი, კრისპე, ეპენეტი, ანდრონიკე, სტაქო, ამპლი, ურბანი, ნარკისი, აპელი, არისტობულე, იროდიონ, აგაბო, რუფე, ასინკრიტე, ფლეგონტი, ერმი, პატროვი, ერმიოს, ლინე, გაიოზ, ფილოლოგი, ლუკი, იასონი, სოსიპატრე, ოლიმპი, ტერტიოსი, ერასტი, კვარტი, ებოდი, ონისიფორე, კლიმენტი, სოსთენი, აპოლოსი, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კარპე, კოდრატე, ზინა, არისტარქე, პუდი, ტროფიმე, არტემი, აკვილა, ფორტუნატე და აქაიკი, დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი;

 

კონდაკი, ხმა 2: ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა სამეოცდაათთა ყოვლადქებულთა სარწმუნოებით და ქებით უგალობდეთ, რამეთუ ამათ მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმიდისა განუყოფელად თაყუანისცემაი, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა.

 

 

5 იანვარი (18 იანვარი)

 

ნათლისღების წინადღე;

 

ტროპარი, ხმა 4: უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩუენცა განსლვად მას შინა და ღაღად-ვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.

 

კონდაკი, ხმა 2: ქრისტე, ყოველთა კაცთა სახიერებით აღმხოცელო ცოდვათა სიმრავლისაო, მოწყალებისათვის უზომოსა იორდანისა წყალსა ნათლისღებად მოხვალ, ვითარცა კაცი, რაითა შემმოსო მე სამოსლითა პირველისა დიდებისათა, ბოროტად განშიშვლებული.

 

სხვა კონდაკი, ხმა 4: მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლისცემად ჩემდა, რამეთუ ცხორებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.

 

 

6 იანვარი (19 იანვარი)

 

განცხადება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ნათლისღება;

 

ტროპარი, ხმა 4: რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ,უფალო, მაშინ სამებისა წმიდისა თაყუანისცემაი განცხადნა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდებდა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მას უცთომელობასა, რომელი განცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდებაი შენდა.

 

კონდაკი, ხმა 4: განეცხადე დღეს ღმერთი ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მძნობთა შენთა: მოხვედ და განცხადენ, ნათელო შეუხებელო.

 

წყლის კურთხევა. დიდი აიაზმა.

 

 

7 იანვარი (20 იანვარი)

 

კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი;

 

ტროპარი, ხმა 2: ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი უფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს-იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი, ხმა 6: ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე შიშით უკუნ იქცეოდა, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოზთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლის-ცემულად და ყოველნივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.

 

 

8 იანვარი (21 იანვარი)

 

წმიდა მოწამე აბო თბილელი (VIII);

 

ტროპარი, ხმა 4: მოწამემან შენმან, უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 4: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.

 

 

ღირსი გიორგი ქოზიბელისა (VII);

 

ტროპარი, ხმა 4: უდაბნოს მშვენებავ და სათნოებით აღმოცენებულო ყვავილო, ღირსო მამაო გიორგი ქოზიბელო, მარხვითა და ლოცვით სული განწმინდე და ვნებათა ქარიშხალი დააცხრე. ამისათვისცა ღირს იქმენ ზეციური ნუგეშისა; ევედრე წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა, რათა შეიწყალნეს სულნი ჩვენნი.

კონდაკი, ხმა 4: გამოსჩნდი ბრწყინვალედ მნათობად, გიორგი, და განანათლებ საღმრთოთა შარავანდედთა მიერ, რომელი სარწმუნოებით გიღაღადებენ, ევედრე ჩუენთვის მეუფესა ქრისტესა, მდინარეთა შინა გამოჩინებულსა და განმანათლებელსა კაცთა ნათესავისასა.

 

 

ღირსი ემილიანე აღმსარებლისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (IX);

 

ტროპარი, ხმა 4: სარწმუნოების მცველო და ეკლესიის შეურყეველო სვეტო, ღირსო ემილიანე აღმსარებელო, ხატთა პატივისცემა აღიარე მამათა გადმოცემით და მეფეთა მრისხანებას არ შეუშინდი. ამისათვისცა ქრისტემან გვირგვინი უხრწნელებისა გიბოძა; ევედრე მას, წმიდაო, რათა შეიწყალნეს სულნი ჩვენნი.

კონდაკი, ხმა 4: ღვთისმეტყველებით განმტკიცებულმა გონებამ ხატმებრძოლთა ცთომილება ამხილა, და ეკლესია მართლმადიდებლობით განანათლე, ღირსო ემილიანე. ტანჯვით აღსარება აღასრულე და სიმშვიდით მოიპოვე გვირგვინი; ამიტომ შეგღაღადებთ: იხარე, აღმსარებელო სარწმუნოებისაო.

 

 

9 იანვარი (22 იანვარი)

 

მოწამე პოლიევქტოსისა (+259);

 

კონდაკი, ხმა 4: მოიდრიკა რა თავი მაცხოვარმან იორდანესა შინა, შეიმუსრნეს თავნი ვეშაპთანი, ხოლო თავისა წარკუეთამან ღუაწლით შემოსილისა პოლიევქტოსისმან არცხვინა მზაკუარსა.

 

 

10 იანვარი (23 იანვარი)

 

გრიგოლისა, ნოსელი ეპისკოპოსისა (+394);

 

კონდაკი, ხმა 2: ეკლესიისა ღმრთისა მღდელთმთავარსა და პატიოსნისა სიბრძნისა საიდუმლოთა გამომეტყუელსა, გრიგოლი ნოსელსა, გონება მღვიძარესა და ანგელოზთა თანა მოდასესა ყოველნი პატივს ვსცემდეთ, რომელი იშუებს საღმრთოთა ნათლითა და ევედრების ჩუენ ყოველთათვის.

 

კონდაკი, ხმა 1: მადლითა სულისათა, მღვიძარეო მღდელთმთავარო, მღვიძარედ მწყემსად გამოუჩნდი სოფელსა და სიბრძნისა შენისა კუერთხითა და მხურვალითა ზედა მდგომელობითა ყოველნი ბოროტად მადიდებელნი, ვითარცა რა მგელნი, განიოტენ, და განუხრწნელად დაიცევ სამწყსო შენი, ყოვლადბრძენო გრიგოლი.

 

 

11 იანვარი (24 იანვარი)

 

ღირსი თეოდოსი დიდისა (+529);

 

კონდაკი, ხმა 8: შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაი აღაყვავილენ და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წვიმათა მიერ ცრემლთა შენთასა მორწყულნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთმთავარო; ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო თეოდოსი.

 

 

12 იანვარი (25 იანვარი)

 

მოწამე ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა (+226-235);

 

კონდაკი, ხმა 8: გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღუაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შუენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის.

 

 

13 იანვარი (26 იანვარი)

 

ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა;

 

ტროპარი, ხმა 4: რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ,უფალო, მაშინ სამებისა წმიდისა თაყუანისცემაი განცხადნა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდებდა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მას უცთომელობასა, რომელი განცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდებაი შენდა.

 

კონდაკი, ხმა 4: განეცხადე დღეს ღმერთი ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მძნობთა შენთა: მოხვედ და განცხადენ, ნათელო შეუხებელო.

 

 

14 იანვარი (27 იანვარი)

 

წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)

 

ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.

 

ტროპარი, ხმა 4: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 2: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

 

 

ღირსთა მამათა, სინასა და რაითს სარკინოზთაგან მონყვეტილთა: ისაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი პავლესი, ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი, იპატიოსისა, ისააკისა, მაკარისა, მარკოზისა, ბენიამინისა, ევსევისა, ელიასი და სხვათა (IV-V);

 

კონდაკი, ხმა 2: მსოფლიოსა მის ივლტოდით შფოთისაგან და მყუდროდ საყოფელად მიიცვალენით წამებისა სისხლთა მიერ, ღირსნო მამანო, და მოღუაწებისა შრომითა გვირგვინოსანი ერთბამად გამოსჩნდით მოკარვედ მამათა და მოწამეთა.

 

 

15 იანვარი (28 იანვარი)

 

ღირსთა პავლე თებელისა (+341) და იოანე გლახაკისა (V);

 

კონდაკი, ხმა 3: ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა და მმარხველთა მტკიცო საფუძველო.

 

კონდაკი, ხმა 2: შეიყუარე სიბრძნე წარუპარველი სიგლახაკისა და სიმდიდრე მშობელთა შენთა მოიძულენ, და იპყრენ სახარებაი ხელთა შინა შენთა, და შეუდეგ ქრისტესა ღმერთსა იოანე, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

16 იანვარი (29 იანვარი)

 

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი;

 

ტროპარი, ხმა 4: რომი არა დაუტევე, და ჩუენდა მოიწია ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.

 

კონდაკი, ხმა 2: კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ ერნო სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.

 

 

17 იანვარი (30 იანვარი)

 

წმიდა ღირსი მამა ანტონი დიდი (+356)

 

ტროპარი, ხმა 4: მოშურნისა ილიას საქმეთა მიემსგავსე, და იოანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, ღირსო მამაო ანტონი, უდაბნოს მკვიდრ იქმენ, და სოფელი განანათლე ლოცვითა შენითა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 2: მსოფლიონი შფოთნი განიშორენ, და მყუდროებით ცხოვრება შენი აღასრულე, ნათლისმცემელსა მიემსგავსე ყოვლითავე სახითა ღირსო, მისთანავე უკუე პატივს-გცემთ, მამაო მამათაო ანტონი.

 

 

18 იანვარი (31 იანვარი)

 

ღირსი ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია) (+1923);

 

ტროპარი, ხმა 4: ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

 

 

ათანასე დიდისა (+373) და კირილესი (+444) ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა;

 

ტროპარი, ხმა 3: მართლმადიდებლობისა საქმითა განბრწყინდით და აღმოფხვერენით ეკალნი ბოროტ მადღიდებლობისანი, ღუაწლისა მძლენო ნეტარნო, და სარწმუნოებითა ყოველნი განამდიდრენით, და ეკლესიანი მდიდრად შეამკვენით, და მოიპოვეთ ქრისტე ღმერთი, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი, ხმა 4: მღდელთმთავარნო დიდნო მართლმადიდებლობისანო და უძლეველნო მბრძოლნო ქრისტეს ეკლესიისათვის, მგალობელნი თქუენი დაგვიფარენით და აცხოვნეთ, და შეიწყალეთ პატივისმცემელნი თქუენი.

 

კონდაკი ათანასესი, ხმა 2: მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ, და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმიდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.

 

კონდაკი, ხმა 2: უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ, ყოვლადბრძენო კირილე, წვალებათა წარმძღუნელნი, სანატრელო, და სამღელვარეობათაგან სამწყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.

 

 

19 იანვარი (1 თებერვალი)

 

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი (VI)

 

ტროპარი, ხმა 8: ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

 

კონდაკი, ხმა 3: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

 

 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

კონდაკი, ხმა 4: სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი განმანათლებელად ყოველთა კიდეთა, მამაო მამათაო, ღირსო მაკარი.

 

კონდაკი, ხმა 4: სანატრელი ცხორებაი აღასრულე ცხორებასა შინა და მოღუაწეთა გუნდსა თანა ქუეყანასა შინა მშვიდთასა ღირსად მკვიდრობ, ღმერთშემოსილო მაკარი; უდაბნო, ვითარცა ქალაქი, აღაშენე და მადლი მიიღე ღმრთისაგან საკვირველებისა, ამისთვის პატივს გცემთ შენ.

 

 

20 იანვარი (2 თებერვალი)

 

ექვთიმე (კერესელიძე) აღმსარებლისა (+1944);

 

ტროპარი: მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისათ აღმოიტაცენ და ხმათა მიერ ანგელოზებრთა ეკლესიაი ქართველთა კუალად განაშუენე; გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

ღირსი ექვთიმე დიდისა (+473);

 

ტროპარი: მადლი ჰპოვა დღეს სოფელმან შობითა შენითა, დიდო სანატრელო ექვთიმე, სულისა წმიდისა ებანო, მამაო მართალო, მეოხ-გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

 

კონდაკი, ხმა 8: პატიოსანსა შობასა შენსა მადლი ჰპოვეს ყოველთა დაბადებულთა და წმიდასა ხსენებასა შენსა, ღირსო, მხიარულებაი მოიღეს მრავალთა მათთვის საკვირველებათა შენთა, რომელთაგან მომადლენ სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი, რომელნი ვგალობთ: ალილუია.

 

 

21 იანვარი (3 თებერვალი)

 

ღირსი მაქსიმე აღმსარებელისა (+662);

 

კონდაკი, ხმა 8: სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმა-მაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

 

სხვა კონდაკი, ხმა 6: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-ყოფად, და სამებაი წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.

 

 

22 იანვარი (4 თებერვალი)

 

მოციქულ ტიმოთესი, სამოცდაათთაგანისა (დაახ.+96);

 

ტროპარი, ხმა 4: სიტკბოებაი ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონებაი ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი აიდუმლონი და სარწმუნოებაი დაიმარხე, და სწორი სრბაი მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო ტიმოთე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: საღმრთოსა მოწაფესა და პავლეს თანა მოსაგრესა ტიმოთეს უგალობდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოთა, მისთანავე შემსხმელნი ბრძნისა ანასტასისნი, რომელი აღმობრწყინდა სპარსეთით, ვითარცა ვარსკულავი, და განხადნა სულიერნი ვნებანი ჩუენი, და ხორციელნი სნეულებანი.

 

 

23 იანვარი (5 თებერვალი)

 

მღვდელმოწამე კლიმენტისა, ანკვირელი ეპისკოპოსისა და მოწამე აგათანგელოზისა (+312);

 

ტროპარი, ხმა 4: ვაზად სიწმიდისად და ხევნად წამებისა, და ყუავილად მღდელობისა, ნაყოფად ღმრთისა შეწირულად ფრიად შუენიერად მორწმუნეთა მოეცი, ყოვლადწმიდაო, არამედ, ვითარცა მოწამეთა თანა მოწამე და მღდელთმთავართა თანა მოსაგრე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო კლიმენტი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 4: იქმენ პატიოსან რქა ვენახისა ქრისტესა, ყოვლადქებულო კლიმენტი, მრავალ მოღუაწედ რა გამოსჩნდი და თანა მოღუაწეთა შენთა თანა ღაღადებდ: შენ ხარ, ქრისტე, მოწამეთა ბრწყინვალე მხიარულებაი.

 

 

VI მსოფლიო კრების წმიდა მამათა (680-681);

 

ტროპარი, ხმა 8: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.

 

 

24 იანვარი (6 თებერვალი)

 

ღირსი ქსენიასი (+V);

 

კონდაკი, ხმა 2: უცხოსა მაგის შენისა ხსენებისა აღმასრულებელნი, ჰოი ქსენია, პატივს გცემთ შენ და უგალობთ ქრისტესა, რომელმან მოგანიჭა შენ მადლი ეგე კურნებათა ყოველთა ზედა; მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

ნეტარი ქსენია პეტერბურგელისა (+XIX);

 

ტროპარი, ხმა 7: ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღმრთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულთმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

 

 

25 იანვარი (7 თებერვალი)

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (+389);

 

ტროპარი: იშუებენ ერნი და განცხრების ეკლესია, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი; ღმრთისა სიტყვისა საუნჯეო გრიგოლ, მეოხ-გვეყავნ პატივისმცემელთა შენთა.

 

ტროპარი, ხმა 4: მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა, სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 3: ღმრთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო, და მართლ-მადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ მამაო, ღმრთის-მეტყველებისა გონებაო ყოვლად ვრცელო.

 

 

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896);

 

ტროპარი: ლამპარ განმანათლებელ ქუეყანასა შენსა გამოუჩნდი და სამწყსოი, შენდა ღმრთისაგან რწმუნებული, სარწმუნოებისა ფარითა დაიცევ და სიმართლისა კუერთხითა კეთილად დამწყსე, სიტყვისა ღმრთისა მსახურო დიდ-საჩინოო, გაბრიელ, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახელისა შენისანი" (ხმა IV).

 

ტროპარი: სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტესთანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღვაწლით შემოსილო წმიდაო მღუდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: მოციქულთა თანამოსაყდრე და მღუდელმთავართა შუენიერება იქმენ, გაბრიელ, გაბრწყინდი ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღუდელსა, მესაიდუმლესა ქრისტესსა.

 

 

26 იანვარი (8 თებერვალი)

 

წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125);

 

ტროპარი, ხმა 4: საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

კონდაკი, ხმა 8: ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.

 

 

ღირსი ქსენოფონტისა, მეუღლისა მისისა მარიამისა და ძეთა მათთა: არკადისა და იოანესი (+V- VI);

 

კონდაკი, ხმა 4: სამეუფოთა მცნებათა შინა ფრთხილ იყავ და სიმდიდრე შენი გლახაკთა განუყავ ნეტარო, და მოხარული, სიწმიდით სცხორებდი, და მეუღლისა და შვილთა შენთა თანა საღმრთო იგი საშვებელი.

 

 

27 იანვარი (9 თებერვალი)

 

წმიდა იოანე ოქროპირი (+407)

 

ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ-გვეყავნ წინაშე სამებისა.

 

ტროპარი, ხმა 8: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქროპირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 8: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

 

28 იანვარი (10 თებერვალი)

 

ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379);

 

კონდაკი, ხმა 2: წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.

 

 

29 იანვარი (11 თებერვალი)

 

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება (107);

 

კონდაკი, ხმა 4: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე.

 

 

30 იანვარი (12 თებერვალი)

 

წმიდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

 

ტროპარი, ხმა 8: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

ტროპარი, ხმა 8: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

 

კონდაკი, ხმა 3: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.

 

 

31 იანვარი (13 თებერვალი)

 

ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (+1213);

 

ტროპარი, ხმა 4: წმიდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი, თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია (+311)

 

ტროპარი, ხმა 5: საკვირველებანი წმინდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგვანიჭებ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.

 

კონდაკი, ხმა 3: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველმოქმედებთ, ყოველთა ვნებათა ჩვენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.