მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდანთა სავედრებელი
ტროპარ - კონდაკები

დეკემბერი

 

1 დეკემბერი (14 დეკემბერი)

 

წინასწარმეტყველ ნაუმისა, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანისა (ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნე);

 

კონდაკი, ხმა 4: განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედვიდა, ვითარცა აწინდელსა ყოფადსა მას; ამისთვის პატივს გცემთ შენ, წინაისწარმეტყუელო, ნეტარო ნაუმ დიდებულო.

 

 

2 დეკემბერი (15 დეკემბერი)

 

ღირსი ისე წილკნელი ეპისკოპოსი, ათცამეტთა ასურელ მამათაგანი, საქართველოში ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი დამაარსებელისა (+VI);

 

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქუეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩუენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღუდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა, ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაჲ.

 

 

წინასწარმეტყველ ამბაკუმისა, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანისა (ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნე);

 

კონდაკი, ხმა 8: ხმა-უყავ ყოველსა სოფელსა სამხრით მოსლვაი ღმრთისა ქალწულისაგან, ამბაკუმ ღმრთისმეტყუელო, და საღმრთოსა სახმილავსა ზედადგომითა სმენაი ნათლითშემოსილისა ანგელოზისაგან ქრისტეს აღდგომისა სოფელსა მიუთხრენ; ამისთვის სიხარულით გიხმობთ შენ: გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთა ბრწყინვალეო სიკეთეო.

 

 

3 დეკემბერი (16 დეკემბერი)

 

წინასწარმეტყველ სოფონიასი, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანისა (ქრისტეშობამდე 635-605 წლები);

 

კონდაკი, ხმა 4: იქმენ შენ საღმრთოთა სულითა მხილველ ნათლისა საღმრთოსა, წინაისწარმეტყუელო სოფონია, და ღმრთისა გამოჩინებაი ხმა-უყავ, ვითარმედ გიხაროდენ ფრიად, ასულო იერუსალიმისაო, აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს, მაცხოვარი.

 

 

4 დეკემბერი (17 დეკემბერი)

 

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (+306)

 

ტროპარი: ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

 

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

 

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

 

 

ღირსი იოანე დამასკელისა (დაახ. +780);

 

კონდაკი, ხმა 4: გალობათა აღმწერელსა, პატიოსანსა და ღმრთისმეტყუელსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და მოძღუარსა, და მტერთა წინააღმდგომთა მბრძოლსა იოანეს უგალობდეთ, რამეთუ საჭურველად აღიღო ჯუარი უფლისა და განაგდო მწვალებელთა საცთური, და, ვითარცა მხურვალე მეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.

 

 

5 დეკემბერი (18 დეკემბერი)

 

ღირსი საბა განწმენდილი (532);

 

ტროპარი: მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

 

სხვა ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი: სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.

 

 

6 დეკემბერი (19 დეკემბერი)

 

წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (+342);

 

ტროპარი: მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო,ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკუდილისა დამხსნელო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, მეოხ გუეყავნ ჩუენ.

 

ტროპარი, ხმა 4: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 3: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

 

7 დეკემბერი (20 დეკემბერი)

 

ამბროსისა, მედიოლანელი ეაისჰოპოსისა (+397);

 

კონდაკი, ხმა 3: საღმრთოთა სჯულისდებითა განბრწყინვებულმან წყუდიად-ჰყვენ საცთურნი არიოსისნი, სიწმიდისა და მწყემსობისა, მესაიდუმლოეო ამბროსი, ხოლო საკვირველთ-მოქმედებ ძალითა სულისათა და ვნებათა ღირსად პირად-პირადთა ცხადად მკურნალ ხარ, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

8 დეკემბერი (21 დეკემბერი)

 

ღირსი პატაპაისა (+VII);

 

კონდაკი, ხმა 3: სახლი შენი სულიერი, წმიდაო, სამკურნალოდ უპოვნიეს ერსა, მოსწრაფედ მისსა მიმართ მილტოლვილთა და კურნებაი მთხოველთა მიენიჭების, და ხსნაი შეცოდებულთა ცხორებასა შინა, რამეთუ შენ ყოველთა ურვათა შინა მყოფთა შესავედრებელად გამოსჩნდი, პატაპი ღირსო.

 

 

9 დეკემბერი (22 დეკემბერი)

 

მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა;

 

ტროპარი, ხმა 4: დღეს უშვილოებისა საკრველნი განიხსნებიან, რამეთუ იოაკიმ და ანას ვედრებაი შეისმინა ღმერთმან და გარეშე სასოებისა შობად აღუთქუა საღმრთო ქალწული მარიამ, რომლისაგან თვით იგი გარე შეუწერელი შობად არს, რომლისა მიმართ უბრძანებს ხმობად ნათესავსა კაცთასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

 

კონდაკი, ხმა 4: დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლადღებასა, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა.

 

 

10 დეკემბერი (23 დეკემბერი)

 

მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (დაახ. +313);

 

ტროპარი, ხმა 8: მარხვითა ვნებანი სახედ ცეცხლისა აღსრულნი მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულთმოქმედად გამოსჩნდით, ეჰა საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა, დიდებაი მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.

 

კონდაკი, ხმა 4: მინას საკვირველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფის ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს ვსცემდეთ და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთვის თავსმდებელთა და გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.

 

 

11 დეკემბერი (24 დეკემბერი)

 

ყოველთა წმინდანთა, საქართველოში ღუაწლით განბრწყინვებულთა († I-XX);

 

ტროპარი: წმიდა ეკლესია ჩუენი განსცხრების დღეს, რამეთუ სარწმუნოებითა ცხოველითა და მრავალგუარითა ღუაწლითა ღმერთს სათნო ეყვნენ - სისხლთა და ხორცთა ჩუენთაგანნი, ცხორებისა სახისა მასწავლელნი უტყუარნი და შრომათა მათთათვის სასყიდლისა მომხუეჭელნი უხუებით. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი: ღმრთისმშობელისა წილხუდომილი ქუეყანაი ქართველთა კეთილმსახურებისა ნაყოფსა შეგსწირავს შენ და ყოველთა წმიდათა, აქა ცხოვნებულთა მოგიძღუნის ქრისტე ღმერთო; მათითა მეოხებითა გარდამოგვივლინე დიდნი წყალობანი და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა განათლებულნი და სინანულისა მიერ განწმედილნი, გვაცხოვნენ ჩუენ.

 

 

ღირსი დანიელ მესვეტისა (+489-490);

 

ტროპარი, ხმა 1: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა, მამაო წმიდაო დანიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 8: ვითარცა რა ვარსკულავი დიდად მნათობი, აღხედ შენ, ნეტარო, სუეტსა ზედა და სოფელი განანათლე საქმეთა შენთა ღირსებითა, და ბნელი საცთურისა განსდევნე, მამაო, ვინაიცა გევედრებით შენ: ვითარმედ გამოაბრწყინვე აწცა გულთა შინა მონათა შენთასა ნათელი იგი დაუვალი გულისხმის-ყოფისა.

 

 

იდღესასწაულება 11 დეკემბრიდან (24 დეკემბრიდან) 17 დეკემბრამდე (30 დეკემბრამდე) მოქცეულ კვირა დღეს.

 

წმიდა მამამთავართა, მართალ მამათა კვირა;

 

ტროპარი, ხმა 2: სარწმუნოებით მამათმთავარნი განამართლენ და მათ მიერ წინაისწარვე წარმართთა ეკლესია მოასწავე, იქადიან წმიდანი იგი დიდებითა, რამეთუ თესლითა მათისაგან აღმოსცენდა ნაყოფად უთესლოდ მშობელი შენი; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 6: ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ-გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით და შორის სახუმილსა ალისა აღგზებულისასა ხადოდით ღმერთსა: ისწრაფე, მოწყალე, და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩუენდა, სახიერო, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს.

 

 

12 დეკემბერი (25 დეკემბერი)

 

სპირიდონისა ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (დაახ. +348);

 

ტროპარი, ხმა 1: პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხვმა-გიყო შენ, რამეთუ გუელი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღდელოო; დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

კონდაკი, ხმა 2: სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა სამღრთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

 

 

13 დეკემბერი (26 დეკემბერი)

 

მოწამეთა: ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტისა (+284–305);

 

კონდაკი, ხმა 3: მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარეთა, ღუაწლითშემოსილო, სარწმუნოებაი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, მწვალებელთა სივერაგენი განბასრენ, ევსტრატი, იპოვე რიტორთა უენამჭევრეს.

 

სხვა კონდაკი, ხმა 3: რიტორებდ წინაშე უსჯულოთა ღმრთაებისათვის, გვემანი დაითმინენ ახოვანებითა გონებისათა და განბრწყინდი უმეტესადღა ღმრთივაღსრულებულთა მიერ სასწაულთა, დაავსე სიმაღლედ აღსრული ალი საცდურისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, სანატრელო ქრისტეს მოწამეო ევსტრატი.

 

 

14 დეკემბერი (27 დეკემბერი)

 

მოწამეთა: თვირსოსი, ლევკიოსისა და კალინიკესი (+249-251);

 

კონდაკი, ხმა 2: ღმრთივმსახურებისა სარწმუნოებისა მბრძოლთა, ბოროტმადიდებელსა მას მძლავრსა შენერწყვეს და ამხილეს მსგავსად მხეცთა სისხლის მღვრელობანი იგი მისნი, და სძლეს მისსა მტერობისა გულისწყრომასა შეწევნითა ქრისტესითა განმტკიცებულთა, თვირსო და ლევკიოსი თანავნებითურთ თქუენით, იოხენით ჩუენთვის ქრისტეს მიმართ.

 

 

15 დეკემბერი (28 დეკემბერი)

 

მღვდელმოწამე ელევთერ ეპისკოპოსისა და დედისა მისისა მოწამე ანთიასი და მოწამე კორივი ეპარქოსისა (+II);

 

კონდაკი, ხმა 2: ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე ყოველთა მოღუაწეთა თანა ქებულ ხარ, გევედრებით შენ მღდელმოწამეო ელევთერი, ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი, მრავალფერთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ და ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

ღირსი პავლე ლატრელისა (+955);

 

ტროპარი, ხმა 4: ვითარცა უხორცოთა თანამდგომსა და ყოველთა ღირსთა თანასწორსა, ყოვლადქებულო პავლე, გაქებთ შენ და გევედრებით: ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა ვპოვოთ შენ მიერ დიდი წყალობაი.

 

კონდაკი, ხმა 8: სიყრმითგან ბრძენო, იღვწიდი ძლიერად სურვილითა ქრისტესითა და სოფლისა შფოთთაგან სრულიად განეშორე, და იქმენ საღმრთოთა მოქალაქობითა სამებისა სადგურ და განანათლებ სარწმუნოებით შენდა მომავალთა ყოველთა, ვინაცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, პავლე ყოვლადდიდებულო.

 

 

17 დეკემბერი (30 დეკემბერი)

 

წინასწარმეტყველ დანიელისა და სამთა ყრმათა: ანანიასი აზარიასი და მისაილისა (ქრისტეშობამდე +600);

 

ტროპარი, ხმა 2: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს, და წინასწარმეტყუელი დანიელ ლომთა მწყსად, ვითარცა ცხოვართა, გამოსჩნდა, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 6: ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ-გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახმილსა ალისა აღგზებულისასა ხადოდით ღმერთსა: ისწრაფე , მოწყალე, და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩვენდა, სახიერ, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს.

 

კონდაკი, ხმა 3: განწმედილი სულისა მიერ ნათელცისკროვანი გული შენი წინაისწარმეტყუელებისა იქმნა ყოვლადბრწყინვალე საუნჯე, რომელი იტყვი აწ მყოფთა, ვითარცა შორიელთა ლომთა აღუკრენ შუანი შთაგდებულმან ჯურღმულსა შინა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, წინაისწარმეტყუელო, ნეტარო დანიელ დიდებულო.

 

 

ქრისტეშობის წინა, წმიდა მამათა კვირა

 

თუ ეს კვირა მოიწევა 20 დეკემბრამდე (2 იანვრამდე) მაშინ წავიკითხავთ:

 

ტროპარი, ხმა 2: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს, და წინასწარმეტყუელი დანიელ ლომთა მწყსად, ვითარცა ცხოვართა, გამოსჩნდა, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი, ხმა 8: ანგელოზმან ყრმათა სახმილი შეაცვრია, ხოლო აწ დედათა ტირილი დააცხრო და რქუა: რასა მოგაქვსთ ნელსაცხებელი ანუ ვის ეძიებთ საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე ღმერთი, რამეთუ იგი არს ცხორებაი ნათესავისა კაცთასა.

 

კონდაკი, ხმა 6: ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ-გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახმილსა ალისა აღგზებულისასა ხადოდით ღმერთსა: ისწრაფე, მოწყალე, და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩვენდა, სახიერ, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს.

 

 

თუ ეს კვირა მოიწევა 20 დეკემბრის (2 იანვრის) შემდეგ, მაშინ წავიკითხავთ:

 

ტროპარი, ხმა 4: განემზადე ბეთლემო, განღებულ არს ყოველთა ედემი და მზა იქმენ შენ ევფრათა, რამეთუ აწ ხე იგი ცხორებისა ქვაბსა შინა აღყვავილნა ქალწულისაგან, რამეთუ საშო მისი სამოთხედ საცნაურად გამოსჩნდა და მისგან აღმოსცენდა ხე იგი ცხორებისა, რომლისაგან ვსჭამოთ და ვცხონდეთ და არა მოვსწყდეთ, ვითარცა ადამ, ქრისტე იშვების აღმართებად პირველდაცემულისა მის ხატისა.

 

კონდაკი, ხმა 4: იხარებდ ბეთლემო და განემზადე ევფრათა, აჰა ესერა კრავი და დიდი მწყემსი დედისა მიერ ტვირთული მშობელითურთ მოვალს, რომელსა პირველვე ხედვიდესა ღმერთშემოსილნი მამანი, ღაღადებდენ და გალობდენ მწყემსთა თანა: ქალწული შობს და კუალად ქალწულადვე გიეს მაწოვნებელად.

 

კონდაკი, ხმა 3: ქალწული დღეს პირველსაუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქვაბსა შინა გამოუთქუმელად, განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინებაი ყრმამან ახალმან იესო, პირველსაუკუნეთა ღმერთმან.

 

 

19 დეკემბერი (01 იანვარი)

 

წმიდა მოწამე ბონიფანტე (+290)

 

კონდაკი, ხმა 4: განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაჲ ეგულების, გვირგვინ შემოსილო წმიდაო ბრძენო ბონიფანტე.

 

 

20 დეკემბერი (02 იანვარი)

 

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (+107);

 

კონდაკი, ხმა 3: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი შენი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმინდაო ეგნატე.

 

 

მართალი იოანე კრონშტადტელისა (+1908);

 

კონდაკი, ხმა 3: დღეს მწყემსი კრონშტადტისა წარდგომილ არს წინაშე ღმრთისა საყდრისა და ყოველთა მორწმუნეთათვის გულისმოდგინედ ევედრების ქრისტესა მწყემსთმთავარსა, მომცემელსა აღთქუმისასა: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“

 

 

21 დეკემბერი (03 იანვარი)

 

ქრისტეშობის წინადღესასწაული;

 

კონდაკი, ხმა 2: ბეთლემს იხილვა სახვეველითა წარგრაგნილი, ყოვლისა ქუეყანისა ხელთა შინა თვისთა მტვირთველი, წინადღესასწაულისა გალობანი მშობელსა მისსა შევსწირნეთ, რამეთუ დედობრივად იხარებს ძისა ღმრთისა წიაღსა შინა მტვირთველი.

 

 

მოწამე იულიანასი და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა ნიკომიდიას წამებულთა (+304);

 

კონდაკი, ხმა 3: ქალწულებისა სიკეთითა, ყოვლადგანწმედილო ქალწულო, და წამებისა გვირგვინითა გვირგვინოსანო იულიანა, რომელი მოსცემ ჭირთა შინა და სენთა მყოფთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი უკუე მოუხდებიან ლარნაკსა შენსა, რამეთუ მისგან საღმრთონი იგი მადლნი ქრისტესნი აღმოეცენებიან და ცხორებანი საუკუნენი.

 

 

22 დეკემბერი (04 იანვარი)

 

დიდმოწამე ანასტასია (+დაახლ. 304;)

 

კონდაკი, ხმა 2: განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, ტაძრისა შენისა მიმართ მომსრბელნი, მოვიღებთ პატიოსანთა კურნებას შენ შორის მკვიდრისა საღმრთოსა მადლისათა, ანასტასია, რამეთუ შენ მარადის სოფელსა უწყაროებ კურნებასა.

 

 

23 დეკემბერი (05 იანვარი)

 

ათთა კრეტელთა მოწამეთა: თეოუდოლესი, სატორნინესი, ევპოროსისა, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპიოსისა, აგათოპუსესი, ბასილიდესი და ევარესტისა (+III);

 

კონდაკი, ხმა 4: მთიებად გამობრწყინდა მოწამეთა პატიოსანი მოღუაწებაი წინა მაცისკრებელად ჩუენდა ქვაბსა შინა დაფარულისა, რომელიცა ქალწულმან უთესლოდ გვიშვა.

 

 

24 დეკემბერი (06 იანვარი)

 

ქრისტეშობის წინადღე;

 

ტროპარი, ხმა 4: აღიწერებოდა ოდესმე მოხუცებულისა იოსების თანა, ვითარცა თესლისაგან დავითისა, ბეთლემს შინა მარიამ, მიდგომილი უთესლოთა მით მიდგომილებითა, ხოლო მორაიწია ჟამი შობისა და ადგილ არა იყო მათდა სავანესა მას, არამედ, ვითარცა ოქრო ბრწყინვალე პალატი, ქვაბი იცნობებოდა დედოფლისათვის. ქრისტე იშვების აღმართებად პირველ დაცემულისა მის ხატისა.

 

კონდაკი, ხმა 3: ქალწული დღეს პირველსაუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქვაბსა შინა გამოუთქუმელად; განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინებაი ყრმამან ახალმან იესო, პირველსაუკუნეთა ღმერთმან.

 

 

25 დეკემბერი (07 იანვარი)

 

ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

 

ტროპარი, ხმა 4: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანისცემაი შენი; მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთათ, უფალო, დიდებაი შენდა.

 

კონდაკი, ხმა 3: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩუენთვის და ქუეყანაი ქუაბსა შეუხებელისა შესწირავნ, ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარსკულავისა თანა მოგზაურობენ, რომელი ჩუენთვის იშუა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი.

 

 

ქრისტესშობის შემდგომი კვირადღე

 

ტროპარი, ხმა 2: ახარებდ იოსებ ღმრთისა მამისა დავითის საკვირველებასა, ქალწული იხილვა მიდგომილი, მწყემსთა თანა დიდების მეტყუელ-იქმენ და მოგვთა თანა თაყვანი ეც, და ანგელოზთა მიერ გამოცხადებასა ღირს-იქმენ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 3: იხარებს დღეს დავით, რამეთუ აღესრულა სიტყუა მისი, ხოლო საღმრთო იოსებ იაკობის თანა, რამეთუ მოყავსთ გვირგვინი თვისთა და ნათესავთა ქრისტე ღმერთი, იხარებენ ქვეყანასა ზედა გამოუთქმელისა შობისა მისისათვის და ესრეთ უგალობენ: მოწყალეო, აცხოვნენ შენნი მღაღადებელნი.

 

ტროპარი: უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინაისწარმეტყუელო და მეფეო.

 

 

26 დეკემბერი (08 იანვარი)

 

კრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა;

 

კონდაკი, ხმა 3: რომელი პირველ მთიებისა მამისაგან იშუა უდედოდ, ქუეყანასა ზედა უმამოდ განკაცნა დღეს შენგან, რომელსა ვარსკულავი ახარებს მოგვთა, ხოლო ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ უთესლოსა შობასა შენსა, ღმრთივმიმადლებულო.

 

 

27 დეკემბერი (09 იანვარი)

 

მოციქულისა, პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონისა (+34);

 

ტროპარი: ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

 

ტროპარი, ხმა 4: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე, სტეფანე პირველმოწამეო და მოციქულო ქრისტესო, რამეთუ მძლავრთა უსჯულოებანი განაქიქე და ქრისტე ღმერთი აღიარე, და ქვითა დაიქოლე ხელითა უსჯულოთათა, ზეგარდამო გვირგვინითა შეიმკევ და წინაშე მისსა ღაღადებდ: უფალო, ნუ შეურაცხ ცოდვათა ამათთა.

 

კონდაკი, ხმა 3:გუშინ მეუფე ხორცითა იშუა ჩუენთვის და დღეს მონაი ქრისტესი ხორცთაგან განვიდა, გუშინ მეუფე ხორცითა გამოგვიჩნდა და დღეს მონაი ქვითა დაიქოლა; ამისთვის აღესრულა პირველმოწამე, ღირსი სტეფანე.

 

 

28 დეკემბერი (10 იანვარი)

 

ორთა ბევრთა (20 000) მოწამეთა ნიკომიდიას დამწვართა: გლიკერიოს ხუცისა, ზენონისა, თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონიოსისა, მიგდონიოს დიაკონისა, ინდისესი, გორგონიოსისა, პეტრესი, ექვთიმესი, მოწამე დედათა: აგათიასი, დომნასი, თეოფილასი და სხვათა (+302);

 

ტროპარი, ხმა 2: ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ; მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი, ხმა 2: განმტკიცებულითა სულითა ორთა ბევრთა მოწამეთა ცეცხლი ვნებათა თავს იდვენ და ღაღადებდეს: შობილო ქალწულისაგან, შეიწირენ ყოვლადდასაწველნი ესე ჩუენნი, ვითარცა რა ძღვენნი სპარსთა მეფეთანი, ოქრო, მური და გუნდრუკი, ღმერთო საუკუნეთაო.

 

 

29 დეკემბერი (11 იანვარი)

 

14 000 ჩვილთა მოწამეთა, პეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა;

 

ტროპარი, ხმა 4: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.

 

კონდაკი, ხმა 4: ვარსკულავმან მოგვნი წარმოავლინნა ბეთლემს შობილისა თანა, ხოლო იროდი სიცრუით წარავლენს მხედართა და მოსწყვედს ჩჩვილთა ყოველთა, გონებდა უგუნური იგი შენსა მოწყვედასა, ქრისტე, ხოლო მათ გიხილეს მწოლარე ბაგასა და თაყუანი გცეს თვისსა უფალსა.