აპრილი
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.
კონდაკი: ზეციერი სიბრძნე და ცხოვრებაო მოიგე, და ცხადადა ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხოვრებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: სინანულისა აღვსებული წყარო ხარ დაულევნელი და ნუგეშინისცემლისა დაუსრულებელისა მომცემელი, და ლმობიერისა უფსკრული, იოსებ, მოგვცენ ჩუენ ცრემლნი საღმრთოისა სინანულისანი, რომლითა აქავე ჰპოვნეთ ნუგეშინისცემისა მიმთხვევა რმრთისა მიერ სეწევნისა შენისა მთხოველთა, წმინდაო.
კონდაკი: საღმრთოსა ევსტიქისა სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყვარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრზენსა, და მწვალებელთა მომსვრელსა, და მეოხსა მარადის უფლისა მიმართ ჩუენ ყოველთათასა.
კონდაკი: გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.
კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურბნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმინდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.
ტროპარი: კერპთა საცდური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთის მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა ესთა ტანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყველებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაიტა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენირებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიებულო მოწამეო, და გამობრწყონდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.
კონდაკი: საღმრთოთა ნათლითა განბრწყონდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.
კონდაკი: გამოსჩნდა მოციქულთა პატიოსანი ესე დღესასაწული განმანათლებელად ჩუენდა და ცოდვათა ნისლტა განმდევნელად, და რომელნი ვღაღადებთ: ნათელი გამოსჩნდა და მოვიდა მხსნელი.
კონდაკი: იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლისა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.
კონდაკი: ცხოვრებაი შენი განაშუენე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებისა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველისა და დაუსრულებელისა ცხოვრებისა, ვითრცა ღირსი მკვიდრობისა, იოანე, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: გამოჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხოვრებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.
ტროპარი: საცნაურ იქმენ საჩჩოთაგან განწმენდილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე მადლითა, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო, თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.
კონდაკი: ვითარცა ცეცხლსა ეტლსა ზედა აღმხედრებული სათნოებითა, ღმერთშემოსილო, აღხედ ზეცისა საყოფელსა და ვითარცა ანგელოზი კაცთა თანა იქცეოდი, და ვითრცა კაცი ანგელოზთა თანა გარემოს განსცხრები; ამისთვის გამოსჩნდი საღმრთოთა სასწაულთა შემწყნარებელ, თეოდორე ღირსო.
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის./
ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.
ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა ურმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმინდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოვალთა ცოდვათა მოტევებასა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
ტროპარი: ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცდურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯუელსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკვე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი: გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიე მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავტა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა სენთათვის.
ტროპარი: მოციქულო წმიდაო, მარკოზ მახარებელო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
სხვა ტროპარი: თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერება ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა, ამის-თჳს შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოანიჭოს სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მაღლით მოიღე მადლი სულისა, და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ მარკოზ ყოვლად ქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღვანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაჲ.
კონდაკი: ქუეყანისა ამის მეფისა ბრძანებასა სძლიე რა, ზეცათა მეუფისა მიემთხვიე, ბასილი, რომლისა მიერ მოხარულმან მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი შენი, მღვდელმოწამეო.
ტროპარი: ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეო და ნათლისა მიმართ მიგიძღვისა, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.
კონდაკი: გამოსჩნდით ვითარცა ვარსკვლავნი ყოვლადბრწყინვალენი, და განანათლებთ ყოველსა სოფელსა ნათლითა ქადაგებისათა, საღმრთონონ მოციქულნო იასონ და სოსიპატრე, აცხოვნენით სარწმუნოებით პატივისმცემელნი თქუენი.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრესთანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით გვიპოვნიეს სასურველი.
კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.