ზატიკის ტროპარ - კონდაკები
აღდგომიდან მე-2 თომას კვირა, კვირაცხოვლობა
ტროპარი: დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყონდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.
კონდაკი: გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.
აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.
აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა
ტროპარი: იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავთა თვისითა უფალმან, დასრთგუნა სიკუდილითა სიკუდილი და პირმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სული ჩემი, მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ და უჯეროტა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა, ვითარცა ოდემე განრღვეული იგი, რაითა მეც ღაღად-ვყო ცხოვნებულმან: ქრისტე მრავალწმოყალე, დიდებაი სიმტკიცესა შენსა.
აღდგომიდან მე-5 შვიდეულის ოთხშაბათი, შუაზატიკობა
ტროპარი: განზოგებასა დღესასწაულისა წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე, რამეთუ ყოველთა უღაღადე, მაცხოვარო ჩუენო: რომელთა აწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ წყარო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
კონდაკი: განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა ყოველტა დამბადებელო და მეუფეო წრისტე ღმერთო, ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა: მოვედით ჩემდა წყურიელნი და აღმოივსეთ უკუდავებისა წყალი, ვინაიცა გევედრებით და ვხმობთსარწმუნოებით: წყალობანი შენი მოგვანიწენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.
აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა
ტროპარი: ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.
აღდგომიდან მე-6, შობიდან ბრმის კვირა
ტროპარი: თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლადწმინდისა სულისასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაი ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა.
კონდაკი: თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე.
აღდგომიდა მე-6 შვიდეულის ოთხშაბათი, აღდგომის წარგზავნა
ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.
ამაღლების შემდგომი პარასკევი, ამაღლების წარგზავნა
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა
ტროპარი: მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
ტროპარი: მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ტროპარი: ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.