ტროპარი: ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვჰყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი დედოფალო, წყალობით შემწე მეყავ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ გვეწიენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, ნუ გარე მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.
კონდაკი: სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის, იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის ღმრთისმშობელო.
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.
ტროპარი: ანგელოზო ღმრთისაო, წმიდაო მფარველო ჩემო, დაიცევ ცხოვრებაი ჩემი შიშითაა ქრისტეს ღმრთისათა, განამტკიცე გონებაი ჩემი გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა და ზეციერისა სიყვარულისა მიმართ შემშჭვალე სული ჩემი, რაითა წარმართულმან შენ მიერ მოვიღო ქრისტე ღმრთისაგან დიდი წყალობაი.
კონდაკი: გამომიჩნდი მე მოწყალედ, წმიდაო ანგელოზო უფლისაო, მფარველო ჩემო და ნუ განმეშორები ბილწსა ამას, არამედ ნათლითა შეუხებელითა განმანათლე და ღირს მყავ მე სასუფეველსა ზეცისასა.
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ტროპარი: წინასწარ-მეტყველისა შენისა (სახელი), უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინასწარ-მეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივს-გცემთ შენ წინასწარ-მეტყუელო (სახელი) დიდებულო.
ტროპარი: მოციქულნო წმიდანო (სახელი) ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი, ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტავანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი აღვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქვენისა ხსენებისანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებლად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.
ტროპარი: მოციქულო წმიდაო (სახელი) ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: ვითარცა ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა, ეკლესია მარადის მოგიგებს შენ მოციქულო (სახელი), შენთა სასწაულთა მიერ განათლებული; ამისთვის ვხმობთ ქრისტეს მიმართ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა მოციქულისა შენისა, მრავალმოწყალეო.
ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.
კონდაკი: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო (სახელი), ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.
ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდა მღვდელმთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი
კონდაკი: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა გაბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ: ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო (სახელი).
ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით.
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: ტარიგი შენი იესო, (სახელი) ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო და შენით ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა-ჯუარს ვეცმი, და თანა-დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რაითა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რაითა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვილტვი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).
ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულიდ შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო (სახელი), სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი.
ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო (სახელი), მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).
კონდაკი: სიყვარულისათვის უფლისა ღირსო (სახელი), სურვილი განსვენებისა მოიძულე და მარხვითა სული შენი განსწმიდე, არამედ მეოხებითა შენითა წინააღმდგომთა ზახებაი განაქარვე, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლე.
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო (სახელი), სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ტროპარი: წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკვირველმოქმედნო (სახელი), მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუეენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.
კონდაკი: რომელთა მადლი კურნებათანი მიიხვენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქვენითა მბძოლთაცა სილაღე დააცხვრეთ, სოფლისა მკურნალნო საკვირველებათა მიერ.
ტროპარი: ხმაი მოციქულისა შენისა პავლესი ისმინა მეტყველი, ვითარმედ ჩუენ სულელ ქრისტესთვის, მონამან შენმან (სახელი), და იქმნა სულელ ქუეყანასა ზედა შენთვის ქრისტე ღმერთო, ამისთვისცა აწ ხსენებისა მისისა პატივისმცემელნი გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ტროპარი: მართლისა შენისა უფალო (სახელი) სახსენებელსა ვდღესასწაულობთ და მის მიერ გევედრებით, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ტროპარი: რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაი შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა.
კონდაკი: წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა (სახელი), სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.