მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კვირის დღეების ტროპარ - კონდაკები



ორშაბათი
წმიდათა მთავარანგელოზთა მიმართ

 

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

 

კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

 

 


სამშაბათი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიმართ

 

ტროპარი: ხსენებაჲ მართლისაჲ ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაჲ უფლისაჲ, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაჲსწარმეტყუელთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლის-ცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და აღმხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი: უფალო, წინამორბედი და ნათლისმცემელი შენი შეამკევ მადლითა შენმიერითა და განაბრწყინვე იგი სულითა წმიდითა, მნათობად დიდად მომადლე სოფელსა, რაითა უძღოდეს დაბნელებულთა ღმრთაებისა შენისა ნათლისა მიმართ წარუვალისა.

 

 

ოთხშაბათი
პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრისადმი

 

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

 

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა მორწმუნესა ერსა შენსა და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

 

 

ხუთშაბათი
წმიდათა მოციქულთა და
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მიმართ

 

ტროპარი: მოციქულნო წმიდანო (სახელი) ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი, ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.

 

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

 

პარასკევი
პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრისადმი

 

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

 

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა მორწმუნესა ერსა შენსა და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

 

 

შაბათი
ყოველთა წმიდათა და მიცვალებულთა მიმართ

 

ტროპარი: წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

 

კონდაკი: სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო, შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.

 

ტროპარი: მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მმონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი.

 

კონდაკი: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა (სახელი), სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი.