კონდაკი: მართლმადიდებლობისა მოძღვრბითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყუანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო ბრზენო ტარასი.
კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურბნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმინდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვალვსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელტა შენთანი, საკვირველთმოქმედო, ღირსო ტიმოთე.
კონდაკი: მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენითა და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლისა მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლად დიდო ტიმოთე და დიდებულ მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.
კონდაკი: პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა ნიკანორა და პროხორე, პარმენა და ტიმონა დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოდა ხსენებსა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.
კონდაკი: პავლეს თანა მზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყელო, ტიტე ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმიდაო, და ძალი ნუგეშინისმცემლისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცდურთსა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ ნეტარო.
კონდაკი: ცხოვრებისა აღრჩევითა სიწმიდე ქალწულებისა მოიგე, ტრიფილე, და პირველ მოსაყდრედლევკუსიისა გამოსჩნდი, და განსცხადენ ამის მიერ ყოვლადმომთხრობელ საღმრთოსა, მეცნიერებისა წინამძღუარ; ამისთვის სახარულევანად გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღვდელმთავართა შუენიერებაო.
კონდაკი: სამებისა მიმართ სიმტკიცითა სიმრავლენნი ღმერთთანი დახსნენ და ქუეყანასა ზედა ქრისტეს მიერ პატიოსან იქმენ, ყოვლადქებულო, და სძლე მძლავრსა მას, და ქრისტეს მაცხოვრისაგან გვირგვინოსან იქმენ, და წამებისა შენისა მიერ განშუენდი, და მოგეცა უფლისა მიერ საღმრთო ნიჭი კურნებათა, ვითრცა პატიოსან მოწამესა.
კონდაკი: გამოსჩნდა მოციქულთა პატიოსანი ესე დღესასაწული განმანათლებელად ჩუენდა და ცოდვათა ნისლტა განმდევნელად, და რომელნი ვღაღადებთ: ნათელი გამოსჩნდა და მოვიდა მხსნელი.