მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ
წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

 

ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხი იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

კონდაკი ბიძინასი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით კრებულნო მორწმუნეთანო და შეუთხზათ ქებაჲ ღირსსა ქებისასა ბიძინას, რათა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.

 

კონდაკი ერისთავთა: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის ღებაჲ სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმნენით, ყვავილნო შვენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.

 

 

წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I)

 

კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.

 

 

ღირსი შიო მღვიმელი (VI)

 

ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.

 

ტროპარი: მღვიმე ფრთედ, მიწა მკვეთ ეთერისა ჰქმენ, მთხრებლ კიბედ კამარათა ცისათა, ზესთა ზენაისა მყის ამაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, სურის ქართველთა შენდა და მოილტვიან სამარხოდ შენდა, მეოხ გვეყავ ჩვენ.

 

კონდაკი: ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.

 

 

წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+476)

 

ტროპარი: წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

 

კონდაკი: დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი, ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.