მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ
წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)

 

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

 

 

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (დაახლოებით 286)

 

კონდაკი: მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენითა და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლისა მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლად დიდო ტიმოთე და დიდებულ მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.

 

 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

 

ტროპარი: მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

კონდაკი: უღელი იგი მეზვერობისა განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნეჲ, ვინაჲცა ქადაგე სიტყვაჲ ჭეშმარიტებისა, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ და დღე იგი სასჯელისა.

 

 

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)

 

ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აქ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.

 

კონდაკი: სიბრძნისა ღმრთისა სვეტნო, შვიდ რიცხვედნო, ბაზმანკო ნათლისანო, საღმრთონო შვიდ ნათელნო, მაკაბელნო ყოვლადბრძენნო, პირველმოწამეთა დიდნიმოწამენო, მათ თანა ღმერთსა ყოველთასა ევედრენით ცხოვრებად მაქებელთა თქუენდა.

 

 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

კონდაკი: სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი განმანათლებელად ყოველთა კიდეთა, მამაო მამათაო, ღირსო მაკარი.

 

 

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა (+380)

 

კონდაკი: სახიერი ღმერთი შეიყუარე ყოვლითა გულითა, ღირსო მაკრინა, და ჯუარი მისი პატიოსანი ბეჭთა შენთა ზედა იტვირთე, და შეუდეგ მას გულსმოდგინედ, ვინასა შენდობაი ცოდვატა მოიპოვე.

 

 

წმიდა მოწამე მამაი (მამანტი) (+275)

 

კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხოვრება-შემოსილითა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხითა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომლენი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.

 

 

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)

 

კონდაკი: სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.

 

 

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)

 

ტროპარი: ქრისტეს ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალინელო, რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარხენ; ამისთვისცა წიდასა ხსენებსა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.

 

კონდაკი: ჰსდგე რა წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხრებით მტკივნეული საცრემლეოდი და ქებას ამას შესწირავდი, მეტყუელი: რა არს უცხო ესე და საკვირველი, ვითარ მყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნება თავს-იდევ, დიდებაი ძლიერებასა შენსა.

 

 

მეუდაბნოე ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი (+522)

 

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.

 

კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.

 

 

წმიდა დიდმოწამე მარინე (IV)

 

ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

სხვა ტროპარი: ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა,  სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

 

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

 

 

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63)

 

ტროპარი: მოციქულო წმიდაო, მარკოზ მახარებელო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

სხვა ტროპარი: თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერება ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა, ამის-თჳს შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

 

კონდაკი: მაღლით მოიღე მადლი სულისა, და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ მარკოზ ყოვლად ქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღვანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაჲ.

 

 

ღირსი მარტინიანე (V)

 

ტროპარი: ალი მაცდურისა და საბრთხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.

 

კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხოვრებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასრთგუნა.

 

 

წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)

 

ტროპარი: მოციქულო წმიდაო, მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

კონდაკი: სახედ ნათლისა, ვითარცა მზე, ყოველსა ქუეყანასა განხდა სიტყვა შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთ შემოსილო მატათა მოციქულო.

 

 

ღირსი მატრონა (+ დაახ. 492)

 

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მატრონა.

 

კონდაკი: სიყვარულისათვის უფლისა, ღირსო მატრონა, სურვილი განსვენებისა მოიძაგე და მარხვითა სული შენი განსწმიდე, არამედ მეოხებითა შენითა წინა აღმდგომთა ზახებაჲ განაქარვე, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლიე.

 

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)

 

კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

ღირსი მაქსიმე აღმსარებლი

 

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონტა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო რმრთივ-სულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანატლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა სეწყალებად სულტა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: სამებისა წმინდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეტ ყოველნი, რამეთუ სარმწუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა და ღირსად სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

 

სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-გყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.

 

 

მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III)

 

კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურბნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმინდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.

 

 

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847)

 

კონდაკი: ქუეყანასა ზედა იღუაწე, ვითარცა უხორცომან, და დაიმკვიდრე ზეცისა იგი დიდებაი, მეთოდი, რამეთუ დაამკვიდრე კიდეთა შორის ქუეყნისათა თაყუანისცემა ხატითა, ხოლო შრომათა და სალმობათა შინა შენთა ეგენ და არა დააცხრვე კადნიერებით მხილებაი ხატისა ქრისტესისა უარისმყოფელთა.

 

 

მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)

 

ტროპარი: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყნით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღვდელმთავარო მეთოდი, ხცადად მქადაგებელო ღმრთისა განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

 

კონდაკი: ვითარცა რა მღვდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.

 

 

წმიდა მელეტი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381)

 

კონდაკი: სულიერისა მის შენისა კადნიერებისაგან შეშინებული ივლტის განდგომილი მაკედონიოს, ხოლო ჩუენ ვედრებით მსახურებისა შენისა აღმასრულებელნი მონანაი შენი მოვილტვით შენდა სიხარულით, ანგელოზთა თანა მზრახველო მელეტო, რომელი იქმენ მახვილი ცეცხლისა ქრისტესა და მოსრენ ყოველნი იგი უღმრთოებისა ნივთნი; ამისთვის გიგალობთ შენ, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა.

 

 

წმიდა დიდმოწამე მერკური (III)

 

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი: მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკურის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.

 

 

წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე, აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)

 

კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიიტვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსადელთაგან.

 

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.

 

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

 

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

 

წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი (100)

 

კონდაკი: ვითარცა რა ნათელი ბრწყინვალე მღვდელობისა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული, სდგა შენ წინაშე ქრისტესა თანა მოღუაწითურთ შენით, პატრიკი, მოგსივხსენენ ჩუენცა შემსხმელნი თქუენი, ვითარცა რა პატიოსანთა მოწამეთა.

 

 

წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა (305-311)

 

კონდაკი: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.

 

 

მოციქულთასწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV)

 

ტროპარი: მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

 

წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250)

 

კონდაკი: სიყრმითგან შეიუყუარე ქრისტე, ყოვლადდიებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიილტოდი, ყოვლად უმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო, ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივისმცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.

 

 

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (326)

 

კონდაკი: სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე საწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა

 

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

 

სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდების მეტყველებასა მეუფისა შესწირავ მიქაელ დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

 

 

წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (821)

 

კონდაკი: ვითარცა მღვდელმთავარი ყოვლადპატიოსანი და ღმრთისმსახურებისა მღვდელმოწამე, ზახებასა ბოროტად მადიდებელთასა არა შეშინდი და მწვალებლობისა მისისა წინააღმდგომობასა სძლიენ, და ტკბილად ხმითა მაღალად ღაღად-ჰყავ და სთქუ: თაყვანს ვცემ ხატსა ქრისტესსა და ყოვლადწმინდისა დედისა მისისასა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მიქაელ.

 

 

ღირსი მიქაელ მალეინი (+962)

 

კონდაკი: ხორციელი სიმდიდრე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი  მკვეთელობაი მოიგე განწმენდითა, მიქაელ და გამოსჩნდი სამებისა სამკვიდრებელ, რომლისაცა მხედველ იქმენ ცხადად, მას ევედრე, ნეტარო, დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

მღვდელმოწამე მოკი (III-IV)

 

კონდაკი: შეიწურე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკი, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)

 

ტროპარი: მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

 

კონდაკი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყელთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

 

კონდაკი: გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 

ღირსი მოსე შავი (+400)

 

ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქე, და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ შემოსილო მამაო წმიდაო მოსე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

კონდაკი: შავთა მათ ყვრიმალთა ეც ძლიერად, და პირსა ეშმაკთასა შენერწყვე გონიერად, და განბრწყინდი, ვითარცა მზე ბრწყინვალე, წმიდითა ცხოვრებითა, და მოძღურებითა შენითა უძღვი სულთა ჩუენთა.