მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ
წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი (+258)

 

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა.

 

 

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)

 

ტროპარი: ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.

 

 

წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177)

 

კონდაკი: ქალწული ღვთისმშობელი შეიყუარე და დაიცევ უხრწნელად ქალწულებაი შენი, ხოლო გულსმოდგინე იქმენ უფლისა სიყვარულითა და მხნედ ივნე მამაკაცებრივ ვიდრე სიკუდიმდე; ამისთვის მრჩობლითა გვირგვინითა გვირგვინოსან-გყო შენ ქრისტემან ღმერთმან, ქალწულმოწამეო გლიკერია.

 

 

წმიდა ლეონ I, რომის პაპი (+461)

 

კონდაკი: საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვერთა პირნი დაუყვენ რწმენათა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღვთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.

 

 

წმიდა ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 780)

 

კონდაკი: ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწველებელთანგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.

 

 

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

 

კონდაკი: ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წამრმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.

 

 

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)

 

ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა ყოვლად ქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ ქრისტე ძალი და სიმტკიცე ჩემი.

 

 

წმიდა მოწამე საქართველოს მეფე ლუარსაბი (+1622)

 

ტროპარი: იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

 

კონდაკი: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

 

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)

 

ტროპარი: მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

კონდაკი: ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილ-მსახურებისასა, და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყვამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.

 

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

 

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.