კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.
კონდაკი: მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა.
კონდაკი: მტკიცენი და ყოვლადბრწყინვალენი გუნდნი ცხრათა მოწამეთანი, სამ მთავართასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთანა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.
ტროპარი: ბრწყინვალედ განშვენდების დღეს ყოველი ქუეყანა, და ეთიოპია უმეტეს განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკული შენ მიერ, ხოლო ბრწყინავს დღესასწაულიცა ხსენებისა შენისა ღმრთის-მეტყველო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაჲ ქრისტესი გვასწავე, და კეთილად აღასრულე სახარებაჲ ღირსო, ვინაჲცა კადნიერად აღიპყრენ ხელთა ეთიოპელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: ვითარცა მოწაფემან და მოყვარემან შენმან, და მობაძავმან ვნაბათა შენთამან, სოფელსა შინა ღმრთად გქადაგა შენ, ღმრთის-მეტყველმან ფილიპე, ოხათა მისთა მიერ მტერთაგან უჰსჯულოთა ეკლესიაჲ შენი და ყოველნი ქალაქნი შენნი დაიცვენ, ღმრთის-მშობელისა მიერ მრავალ მოწყალე.
კონდაკი: გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.
ტროპარი: ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.
კონდაკი: ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად ცხოველად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.