კონდაკი: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი შენი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმინდაო ეგნატე.
კონდაკი: მტკიცენო სვეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადნენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსან მკლავთა მიერ მღვდელმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელტა თქუენდა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკყდილისა გნგვწმენდ ჩუენ სასწაულითა აღმოცენებითა, ყოვლად ქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით სენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
ტროპარი: რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა, მარხავს შემდგომად სიკვდილისა ხორცთა შენთა, წმინდაო ევდოკიმე, რამეთუ შენ სიწმინდით და პატიოსან მოქალაქობითა, მოქალაქე ქმნილმან, ნეტარო, არა შეამწიკლე ტაძარი ხორცთა რომლისათვის გაქუს კადნიერებაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა ცეცხლისათა საღმრთოთა აღსავალითა სათნოებანი სრულ-ჰყავ სულისა ყოვლად-სანატრელო ევდოკიმე, ქუეყანასა ზედა სცხრებოდი, ვითარცა უხორცო, და დამბადებელსა ყოველთასა სათნო ეყავ.
კონდაკი: საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ, მღაღადებელი ესრეთ, ვითარცა ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცენ მახვილსა წარკვეთად აღმსარებელმან სრბისა შენისამან.
ტროპარი: ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავვნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.
კონდაკი: მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენტა უხილავტა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშიურთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელი ევსტათი, ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.
კონდაკი: საღმრთოსა ევსტიქისა სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყვარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრზენსა, და მწვალებელთა მომსვრელსა, და მეოხსა მარადის უფლისა მიმართ ჩუენ ყოველთათასა.
კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.
კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივსგცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღვდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა.
კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: წინასწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაი უმეტესად ყოვლთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.
ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო, აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა, ქრისტე ქადაგა და გველი დასთრგუნა რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.
ტროპარი: ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფეო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: დღეს წინასწარმეტყველმან და მღუდელმან უფლისამან, ზაქარია, მშობელმან წინა-მორბედისამან, წინა დაგვიგო ტარიგი წინასაწარ-მეტყველებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია, ამის-თვისცა იდიდა ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
ტროპარი: წინასწარმეტყუელო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცვარნი წმისანი და დაცსენ მტერნი წინააღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.
ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთოვანთა განწმენდად, და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყუითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყყარისა.
ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისდთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინასწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.
კონდაკი ბიძინასი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით კრებულნო მორწმუნეთანო და შეუთხზათ ქებაჲ ღირსსა ქებისასა ბიძინას, რათა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი ერისთავთა: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის ღებაჲ სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმნენით, ყვავილნო შვენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.
კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.
კონდაკი: საღმრთოთა შურითა აღტკინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდა, არამედ არხედ უშიშითა გონებითა მას ზედა და იქმენ ყოვლადდასაწველი, და ვითარცა მსვერპლი მეუფისა შეიწირე, მოწამეო დიდებულო ემილიანე, ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობა.
კონდაკი: ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისათვისცა ივნე, ღირსო ემელიანე: ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებსა შენსა, წარმართთა ზედა მოსვლისაგან იხსნენ მონანი შენი.
კონდაკი: ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.
კონდაკი: მღვდელმთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი და რწმენილნი სჯულისნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობითა მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდს საიდუმლოსა.
კონდაკი: რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა სიმხნე და ახოვანებაი მოიგე, მოწამეო ერმი, და უღმრთოთა იგი ბოროტ განზრახვანი დასრთგუნენ ძალითა ქრისტესითა, და მწვალებელთა სასუმელისაგან უვნებლად დაიცევ და ღაღადებდი: ღმერთი არს ჩემთა და ვერა რაი შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.
კონდაკი: გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.
კონდაკი: ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღუდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილი ქრისტეს სამწყსოსა, ნრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს-გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოზებითა შენითა ერმოლაოს, მამაო ჩუენო.
კონდაკი: წინასწარმეტყულებისა ნიჭი მოღე, წინაისწარმეტყუელო და მოწამეო ისაია ღმრთისმქადაგებელო, და ყოველთა გამოუცხადე ვგანკაცებაი იგი უფლისა, და ხმა-ჰყო მაღლითა ხმითა ყოველთა კიდეთა მიმართ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს.
ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: სოფლის შინაჲსა ხრწნილებისა მომძაგებელნი, და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი, თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმიდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათჳს აღსდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენი, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.
კონდაკი: წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.
კონდაკი: ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღვდელმთავრობით ცხორებულთა, რომელსა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნის სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღვდელმოწამენო, ევედრენით მწყემსმთავართა თავსა ქრისტესა, რაიტა ჩუენტა მარჯვენთა ცხოვართა თანა დგომათ ღირს გუყვენეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ მამნო, მღვდელმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თუენთა დამთხეველნო.
კონდაკი: ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტჱს მსახურო ეფთჳმე, ვინაჲ დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა, ყოვლადნეტარო მამაო.
ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!