ტროპარი: აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესიაჲ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე, და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღვრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსრულებელი მცნებისაჲ, ამისთვისცა სიხარულით აღვასრულებდეთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე.
ტროპარი: მოწამეთა შენთა, ცხრათა ყრმათა კოლაელთა, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახნიან, და ქრისტესა ღმერთსა მხოლოსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.