კონდაკი: ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.
კონდაკი: მნათობად ღმრთივბრწყინვალედ აღმოუჩებრწყინდი ტავრომენელთა, ბაგრატ, და მღვდელმოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისათვის, რომლისაცა წინაშე სდგა შენ აწ კადნიერად, ევდრე მას პატივისმცემელთა შენთათვის, ნეტარო.
ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.
კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
ტროპარი: მოციქული წმიდაო ბართლომე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა, და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის პირველად გამოსჩნდი, და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი, და მიუთხარ ყოველთა ქრისტე ღმერთი, ამის-თჳსცა შესხმითა გალობათა საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, ბართლომე.
კონდაკი: იხილვედ დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულითა საკვრველთათ ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლის მოციქულო.
ტროპარი: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინ ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო ღირსო ბასილი.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.
კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.
კონდაკი: ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იმყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.
კონდაკი: საღმრთოთა ნათლითა განბრწყონდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ცხოვრებაი სჯულიერ აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინისა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევდრე, რაითა გვიხსნას განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღვთივგანბრძნობილო.
კონდაკი: ქუეყანისა ამის მეფისა ბრძანებასა სძლიე რა, ზეცათა მეუფისა მიემთხვიე, ბასილი, რომლისა მიერ მოხარულმან მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი შენი, მღვდელმოწამეო.
კონდაკი: ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღვდელმთავრობით ცხორებულთა, რომელსა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნის სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღვდელმოწამენო, ევედრენით მწყემსმთავართა თავსა ქრისტესა, რაიტა ჩუენტა მარჯვენთა ცხოვართა თანა დგომათ ღირს გუყვენეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ მამნო, მღვდელმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თუენთა დამთხეველნო.
კონდაკი: აღუსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღვდელობისათა და ეკლესია ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოთა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესათვსი თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარალამპი, პატიოსანი მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.
კონდაკი: ძალთა ზეცათასა მიბარე, ღირსო, და ფრინველთა ცხოვრებისა სახითა სცხონდებოდი, და საწუთო ესე დაივიწყე უხრწნელისა მისთვის ზეცათა ქრისტეს მეუფისა შუენიერებისა სურვილითა, რომელსა ღირს-იქმენ მიწევნადცა, ბესარიონ; ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მადლითა ღმრთისათა განმსდიდრნი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა მკურნალი და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.
კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.
ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.
კონდაკი ბიძინასი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით კრებულნო მორწმუნეთანო და შეუთხზათ ქებაჲ ღირსსა ქებისასა ბიძინას, რათა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი ერისთავთა: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის ღებაჲ სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმნენით, ყვავილნო შვენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.
კონდაკი: განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაჲ ეგულების, გვირგვინ შემოსილო წმიდაო ბრძენო ბონიფანტე.