
ევედრებიან მეუღლეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას, ოჯახში მშვიდობის დამყარებას და ახლობლების ჯანმრთელობას.
ხატის დღესასწაული აღესრულება 3 (16) აპრილს
გიხაროდენ, ღვთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყვავილო დაუჭნობელად აყვავებულო, გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მეირ სიხარულით აღვივსენით და ცხოვრებაი მიგვიღებიეს.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტიანეთა სასოო და ცოდვილთა ნავსაყუდელო, ყოველნი მოლტვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაი ჩვენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩვენისაო, შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან – ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩვენთათვის. მეყავ ჩვენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხოვრებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოი, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავ მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეი გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყვავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმინდისა. გარდამომივლინე შეწევნაი შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ – არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩვენისანი, რაითა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაი ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაითა ვიხსნეთ ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სასწაულთმოქმედი ხატის – ღვთისმშობლის “უჭკნობი ყვავილის” ასლები მოსკოვის ალექსეევის მონასტერსა და პრეჩისტენკის ჭიშკართან ახლოს – მიძინების ტაძარში იმყოფება.