
ევედრებიან ხორციელ სნეულებათაგან ტანჯულნი, ასევე ვნებებით და სულიერი უძლურებით შეპყრობილნი
ხატის დღესასწაული აღესრულება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს
აღვივსენით კაცნი კურნებითა სულისა და ხორცთასა ლოცუითა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგვიცენებს ჩუენ წყაროსა საკვირველსა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.
დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ღუთისმშობელო, ობოლთა ნავთსაყუდელო და მწირთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, მოიხილე განსაცდელსა ჩემსა ზედა და მომხედე შეჭირვებასა შინა მყოფსა ამას. მცხე მე ზეთი, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი - აღხოცენ და დახსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩემნი, მხმობელისა ამის შენდა მომართ: არა არს ჩემდა მეოხ, არცა ნუგეშინისმცემელ, სახიერო, მხოლოო შენ, ღუთისმშობელო, რომელმან საუკუნოდ დამიცევ და დამიმარხე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, ცხოველისმყოფელი წყარო შენი აღმომაცენებელი კურნებისა ნიჭთა აღდგინებისთვის სულთა და ხორცთა ჩუენთა და სოფლისა ცხოვნებისა აღმომაცენებელი მოგუემადლა ჩუენ. ამისთვის მადლირებითა და გულისმოდგინებითა გევედრებით შენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მოგუანიჭოს დახსნა შეცოდებათა ჩუენთაგან და ყოველსა სულსა მწუხარესა და განბოროტებულსა წყალობაჲ და ნუგეშინისცემაჲ მოჰმადლოს და განთავისუფლებაჲ ჭირთა და მწუხარებათა და სნეულებათაგან ყოველთა. მოგუმადლე ჩუენ დედუფალო, ტაძარსა ამას და ერსა ამას შენსა საფარველი შენი, ქალაქი ესე დაიცევ, ერი ჩუენი ზედამოსვლათაგან. იხსენ და დაიფარე, რაჲთა მშვიდობითი ცხორებაჲ განვლოთ აქ და მომავალსა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა - მეოხისა ჩუენისა დიდებასა შინა მეუფებისასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შვენის დიდება და ძლიერება თანა მამითა და ყოვლადწმიდით სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ხატისა ცხოველმყოფელი წყარო, რომელიც სასწაულთმოქმედ წყაროზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძრის პატივსაცემად დაიწერა. ღვთისმშობლის ტაძრის განახლების მოძრავი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღდგომის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად დაარსებულია ლეონ I-ის მიერ, V საუკუნეში.
კონსტანტინეპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუბადურდა.
ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა, მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორდ მაშინ დაიწერა ეს ხატიც. მას შემდგომ რაც ლეონი იმპერატორი გახდა (455— 473) იმ ადგილას სადაც წყარო მოდიოდა ააშენა ეკლესია რომელსაც ცხოველსმყოფელი წყარო დაარქვა. მასშემდეგ ამ ტაძარმა რამდენიმეჯერ იცვალა სახე თუმცა მას შემდეგ რაც კონსტანტინეპოლი დაეცა ეს ტაძარიც განადგურდა.და მხოლოდ 1834—1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი. ცხოველსმყოფელი წყაროს“ ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.
ამ ხატის იკონოგრაფია უკავშირდება ძველი ბიზანტიური ხატის ნიკოპეია კირიოტისა (გამარჯვების მომტანი) ტიპს. თავდაპირველად ცხოველმყოფელი წყაროს ხატის ასლები ვრცელდებოდა წყაროს გარეშე. შემდგომ გამოსახულებაში გამოჩნდა ფიალა ხოლო მოგვიანებით კი ამ სახელწოდების ხატში გაჩნდა მცირე აუზი. თავად ნიკოპეია კირიოტისა ღვთისმშობლის ხატი თავდაპირველად წარმოდგება „Знамению“ ხატისაგან.