მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი
„დაშრიტე მწუხარება ჩემი“

 

ევედრებიან ხროციელი სნეულების და მწუხარების დროს;
ასევე ცოდვილ ვნებათა აღელვებულ გულთა დასამშვიდებლად

 

უძველესი ასლი 1640 წელს მოსკოვში ჩამოაბრძანეს. ერთი წარჩინებული ქალბატონი დიდი ხნის განმავლობაში კიდურების დაუძლურებით იტანჯებოდა და მას სწორედ ამ ხატის წინაშე ებრძანა ლოცვა. მითითებული ტაძრის სამრეკლოში, ძველ ნივთებს შორის იპოვა მან ღვთისმშობლის გამოსახულება და იცნო იგი. ლოცვის დასრულების შემდეგ კი სახლში სხვათა დაუხმარებლად დაბრუნდა, ეს სასწაული 25 (ძვ.სტ.) იანვარს აღესრულა.

 

ხატის დღესასწაული აღესრულება 25 იანვარს (7 თებერვალს).

 

 

ტროპარი, ხმა 3

 

დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეი და სასოებაი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.

 

 

ლოცვა

 

ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა და ნუცა კადნიერთა ლოცუათა ჩემთა - უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდუათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!