მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ხუთგზის ლოცვანი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ
წმ. მღვდელმთავრისა დიმიტრი როსტოველისა

 

  დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმან არა წარწყმიდე მე ცოდვილი უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ითმენ აქამომდე შეცოდებათა ჩემთა. (მეტანია)

 

  ღირს გვყავ ჩვენ უფალო, დღეინდელსა ამას დღესა დაცვად უცოდველად, მონიჭებად ჩემდა არცა სიტყვით, არცა საქმით, არცა გონებით განგარისხებდე შე, შემოქმედსა ჩემსა, არამედ ყოველი საქმე ჩემო, ზრახუა და განსჯა იყოს სადიდებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა. (მეტანია)

 

  უფალო მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ყოველსა დღესა ცხოვრებისა ჩემისასა, ამას სოფლიდან განსვლის ჟამს და აღსრულებისა შემდგომ ნუ დამიტევებ მე. (მეტანია)

 

ლოცვა ესე წარსთქვი მუხმოდრეკილმა

 

  უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მიმიღე წიაღსა შენსა მომკვდარი სულითა და გონებთ, მიმიღე მე ცოდვილი, უძღები, შემწიკვლებული სულითა და ხორცით, განმიტფე მტრობით გაყინული გული და ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუ მასმენ მეუფეო: „არა გიცი შენ“, არამედ ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა. მიხსენ მე, რამეთუ გაქუს დიდი წყალობა და არა გნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არ დაგეხსენები შემოქმედს ჩემსას და არცა განგიდგები რაითა გასმინო ხმა ჩემი და მომიტევო შეცოდებანი ჩემნი მეოხებითა ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, შუამდგომლობითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, წმიდისა დიდებულისა მცველისა ანგელოზისა ჩემისა, წინაისწარმეტყუელისა და წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ღმრთისმეტყველთა მოციქულთა, წმიდათა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შემიწყალე და მიხსენ მე ცოდვილი. ამენ!

 

  მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ. 

 

 

ლოცვა 1

 

  ჰოი, გულმოწყალეო დედაო, ქალწულო მარიამ, ცოდვილი და შემწიკვლებული მონა (მხევალი) შენი, მოვიხსენებ ტკივილსა შენსა გესმა რა სვიმეონ წინაისწარმეტყველისაგან, რომ მოჰკვლიდნენ უმოწყალოდ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, მოგართუამ ლოცვასა ამას და ხარებას მთავარნაგელოზისასა, მიითუალე ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა და ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა მომანიჭოს ცოდუათა ჩემთა შეცნობა და სინანული მათზედა. ამენ. (მეტანია)

 

ლოცვა 2

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ. 

 

  ჰოი, ყოვლად ნეტარო და ყოვლად უბიწოო, დედაო ქალწულო, მიიღე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, რომელი განიცადე, ოდეს დაჰკარგე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იერუსალემს ტაძარსა შინა და სამ დღე არ გეხილვა იგი. მას ევედრე და გამოითხოვე მისგან ყოველთა ცოდვათა ჩემთა მიტევება და დატევება მათი, ყოვლადსადიდებელო. ამენ. (მეტანია)

 

ლოცვა 3

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ. 

 

  ჰოი დედუფალო საწუთოისაო, ყოვლადკურთხეულო სძალო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა, მონისა მხევლისა შენისაგან, ლოცუა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე შეკრულ იქნა და შეპყრობილ მას ევედრე, რათა დამიბრუნოს სათნოებანი ჩემნი ცოდვით განდრეკილნი, ხოლო შენ ყოვლადწმიდაო გადიდებ უკუნისამდე. ამენ. (მეტანია)

 

ლოცვა 4

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ. 

 

  ჰოი, გულმოწყალებისა წყაროო, ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა შენისაგან, ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ავაზაკთა შორის ჯვარცმული იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მას ევედრე ღმრთისმშობელო, რაითა მოიღოს წყალობა თვისი ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მაზიაროს საღმრთოსა ხორცსა და სისხლისა თვისსა, ხოლო შენ მეოხო ჩემო, გადიდებ უკუნისამდე. ამენ. (მეტანია)

 

ლოცვა 5

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

  ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ. 

 

  ჰოი, სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, ოდეს იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, საფლავად დადებული, მას ევედრე, ღმრთისმშობელო, რაითა მომევლინოს ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მიიღოს სული ჩემი საუკუნო სასუფეველსა შინა, ამენ! (მეტანია)

 

  ჰოი, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, დედუფალო ღმრთისმშობელო, მონათა შენთა მოყვარეო ტრედო უმანკოო, ცისა და მიწის მპყრობელო დედუფალო, შემწყნარებელო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა ლოცვითა, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო; მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონასა (მხევალსა) შენისაგან ხუთგზის ლოცუა ესე, სადა მოვიხსენებ ეგრეთუე მიწიერ და ზეციურ სიხარულთ შენსას:

  გიხაროდენ, რომელმან უთესლოდ მუცლად იღე უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გიხაროდენ, რამეთუ უმტკივნეულოდ იტვირთე იგი წიაღსა შინა შენსა. გიხაროდენ რომელმან ჰშევ სასწაულებრივად. გიხაროდენ, რომელმან მიიღე მოგვთაგან ძღვენი და თაყვანისცემაი, გიხაროდენ, რამეთუ ჰპოვე მოძღვართა შორის ძე შენი და უფალი შენი. გიხაროდენ, რამეთუ შობა შენი მრავალს აღადგენს მკვდრეთით. გიხაროდენ, რამეთუ იხილე ზეცად აღმავალი შემოქმედი შენი, შენ თვით ამაღლდი მასთან სულითა და ხორცით.

 

  გიხაროდენ, უბიწოებისა შენისათვის ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა უწმიდესო. გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა სამებისა მახლობელად ჰბრწყინავ. გიხაროდენ მშვიდობისმყოფელო ჩუენო. გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მპყრობელო. გიხაროდენ, რომელსა გაქუს უმეტესი კადნიერება წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. გიხაროდენ დედაო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი არ წყდება უკუნისამდე. ამენ.

 

  და წარმომიდეგ მე უღირსს ჭეშმარიტისა შენისა აღთქმისაებრ ჟამსა განსვლისა ჩემისასა ამა სოფლიდგან და წარმიძეღუ ზეციური იერუსალიმისაკენ, სადა მეუფებ ბრწყინვალედ ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა თანა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდით მისითურთ აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამენ!

 

  შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არაწმიდისაგან ენისა, სულისაგან მწიკულოევანისა, მიითვალე ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქება ესე, სიხარულო ჩემო, მიითუალე ვითარცა ქვრივისა ორი მწულილი, და მომანიჭე მადლი გიძღვნა ძღვენი ღირსი დიდებისა შენისა ოხი, ყოვლისა მპყრობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო ცათა სასუფევლისაო, რამეთუ გნებავს და ძალგიძს, მასწავე ვითარ მოგმართო, შენ დედას უფლისას, მხოლოსა საფარველსა და ნუგეშინისმცემელს ცოდვილთასა. გიხაროდენ, დედუფალო, რამეთუ დაცემული ცოდვათა შინა, სიხარულით გიხმობ შენ, ყოვლადქებულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო. ამენ!

 

  ვუმზერ ხატსა შენსა წმიდასა, ვითარცა თვით შენ, ღმრთისმშობელო, მტკიცე რწმენრით, სულითა და გულით შეგივრდები და თაყვანს გცემ მარად ყრმა იესუთი, რომელი გიპყრიე ხელთა შენთა, ღმრთივშვენიერად გადიდებ და გევედრები ცრემლით: დამიფარე საფარველითა შენითა ხილული და უხილავ მტერთაგან, რომელმან ადამის მოდგმა ღირს ჰყავ ცათა სასუფეველისა, ამინ!

 

  ღირს - არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

  დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის, რაიცა მოგვაგო ჩვენ!