მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვაჲ, უკუეთუ მღდელსა დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა

შემდგომად დაცემისა მეყსეულად აღდგეს და თქუას:

კურთხეულ არს...

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ...


უფალო შეგვიწყალენ 12-ჯერ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ... 3 გზის.

ფსალმუნი 50


1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



ფსალმუნი 50


1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.



ფსალმუნი 50


1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი. 5. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.



დიდებაჲ მაღალთა შინა...



მრწამსი


მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;


და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.


რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.


და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.


და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.


და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.


და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.


და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.


ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.


მოველი აღდგომასა მკუდრეთით.


და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

გჳჴსნენ, გჳლხინე...

ტროპარი და კონდაკი მის დღისაჲ442.

და ზედა ესე ტროპარი443

ჴმაჲ 3444

ვცოდე შენდამი, მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შვილმან; შემიწყნარე მე, მამაო, მონანული ესე, და შემიწყალე მე. ვჴმობ შენდამი, ქრისტე მაცხოვარ, მეზუერისა მის ჴმასა, მილხინე, ვითარცა-იგი მას, და შემიწყალე მე.



ჴმაჲ 5445

მსწრაფლი ფარვაჲ და შეწევნაჲ შენი და წყალობაჲ გჳჩუენე მონათა შენთა, ქალწულო, და ღელვანი და ბოროტნი განზრახვანი დაამშჳდენ და დაცემული სული ჩემი აღადგინე, ღმრთისმშობელო, ვითარმედ უწყი მე, ქალწულო, რამეთუ ძალ-გიც, რაოდენიცა გენებოს.



წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

სხუაჲ მუჴლები447

ჴმაჲ 7448


ვითარცა ჴელთა ავაზაკისათა შთავრდომილი და მოწყლული, ეგრეთვე შთავვარდი ცოდვათა შინა ჩემთა და მოწყლულ არს სული ჩემი. ვისსა მივივლტოდე მე, უბადრუკი ესე, არამედ წინაშე მრავალმოწყალებისა შენისა მიმართ მოვივლტი, შენ, სულთა მკურნალისა. მომფინე ჩემზედა, ღმერთო, დიდი წყალობაჲ შენი.

ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა მოსრულ ვარ წინაშე შენსა. შემიწყნარე, რომელი-ესე შეგივრდები, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი, სასყიდლით დადგინებული შენი, და შემიწყალე მე, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.



ჴმაჲ 8449


გულისსიტყუათა ჩემთა ავაზაკნი დამესხნეს და წარტყუენვილ-ვიქმენ გონებითა მე, საწყალობელი, და ვიწყალ ბოროტად და მწარედ, და სული ჩემი აღივსო სალმობითა, და მისგამო ვძე მე შიშუელი კეთილთა საქმეთაგან გზასა ზედა საწუთოჲსასა, ხოლო მღდელმან რაჲ მიხილა მე450, საარებული წყლულებითა უკურნებელისა მისგან სენისა, უგულებელს-მყო; და კუალად ლევიტელმან სულთა განმხრწნელი იგი სენი ვერ იტჳრთა და თანაწარმჴდა; ხოლო შენ, რომელმან სათნო-იყავ, არათუ სამარიით451, არამედ მარიამისაგან მოსრულო ქრისტე ღმერთო კაცთმოყუარეო, მომმადლე მე კურნებაჲ და მომფინე მე დიდი წყალობაჲ შენი.


ოდეს მოვიჴსენო მე დღე იგი საშინელი და ვჰგოდებდე მწარედ საქმეთა ჩემთა ბოროტთა, გულისჴმა-ვჰყოფ უკუდავისა მიმართ მეუფისა, რაჲ მიუგო მსაჯულსა მას უძღებმან ამან. მრავალმოწყალეო მამაო და მხოლოდშობილო ძეო და სულო წმიდაო, შემიწყალე მე.


რაჟამს დასჯდე სჯად, მაშინ შემიწყალე და განმიკითხე მე სიმართლით. ნუ შთამაგდებ მე ადგილსა მას, სადა-იგი არს გლოვაჲ და ტირილი, და ნუ განაცხადებ საქმეთა ჩემთა დაფარულთა და ნუცა მარცხუენ მე წინაშე შენსა ანგელოზთა თანა, არამედ წყალობა-ყავ ჩემზედა, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე მე.


დიდებაჲ.


მე ვარ ხე იგი უნაყოფოჲ, უფალო, და მეშინის მოკუეთისაგან. უკუეთუ არა ვყო ნაყოფი კეთილი გამოღებად, მეგულების მოკუეთაჲ და ცეცხლსა მას უშრეტსა დადებად. ამისთჳს გევედრები შენ: ვიდრე დასჯად ჩემდამდე წინაჲსწარ-მომაქციე და მაცხოვნე მე.


აწ და.


სასოო სოფლისაო, სახიერო ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ მხოლოსა გევედრები: მოწყალე იქმენ ჩემ, ცოდვილსა ზედა, და ევედრე მოწყალესა ღმერთსა ჴსნად სულთა ჩუენთათჳს ყოვლისაგან განსაცდელისა, მხოლოო კურთხეულო.


უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ.

და ზედა ლოცვაჲ ესე მამისა ჩუენისა მაკარისი452


უხრწნელო, უბიწოო, ყოვლადმოწყალეო უფალო, რომელი აღმაღლდი კაცობრივ და ბუნებაჲ ჩუენი ხრწნილებისაგან შესცვალე და შეერთებითა უზეშთაესითა სრულიად წმიდა-ჰყავ, და რომელთა453 შენდა, მხოლოჲსა და ჭეშმარიტისა ღმრთისა, ჰრწამს, მადლსა შენსა მიანიჭებ, რომელმან უძლურებითა ჴორცთაჲთა ძუელსა მწიხნელსა ჩუენსა და დიდადმოქადულსა არცხჳნე, შენ, თავადო კეთილისმყოფელო უფალო, მეცა, ვნებათა შინა მყოფი და ცოდვისმოყუარე, ძილსა შინა ცთომათათჳს და ბუნებითთა შეგინებათა, წმიდა-მყავ ყოვლისაგან ბილწებისა ჴორცთაცა და სულისა, და454 სიწმიდისა ჩემისა სანთელი დაუშრეტელად ვიდრე აღსასრულადმდე დამარხე, რაჲთა ჴორცთა ჩემთა ყოვლისავე შეხებითისა ვნებისა და ყოვლადწყუდიადისა და ღამითისა შეგინებისა ნისლისაგან ოცნებათაჲსა შეწევნითა შენითა განვერე და ბრწყინვალე ხილვაჲ გულისსათქუმელი და ტკბილი, უფროჲს თაფლისა და გოლეულისა, წურთაჲ მსჯავრთა შენთაჲ დღე და ღამე წმიდითა სჳნდისითა მომანიჭე და ღირს-მყავ მე ზიარებად ცხოველსმყოფელთა და უკუდავთა საიდუმლოთა შენთა მეოხებითა უბიწოდმშობელისა შენისა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ წმიდისა დიდისა ბასილისი


მრავალმოწყალეო, მოუკლებელო, შეუგინებელო, უხრწნელო, მხოლოო უცოდველო უფალო, განმწმიდე უჴმარი მონაჲ ესე შენი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა და უცნაურისა ამის შემთხუევისაგან, ჩემზედა მოსრულისა გულისწყრომისა მიერ, შთავრდომილი არაწმიდებასა, და სხუათა ყოველთა455 ჩემ მიერ ქმნილთა უსჯულოებათაგან გამომაჩინე უბიწოდ, მადლითა ქრისტეს შენისაჲთა, და განმწმიდე მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რაჲთა განწმიდნეს ნაბრძჳლნი იგი არაწმიდებათა ჩემთანი და ჩუენებანი ეშმაკთანი, და ამისა შემდგომად ყოვლისა შეგინებისა საეშმაკოჲსაგან ღირს-ვიქმნე განწმედად სჳნდისისა ჩემისა.


აღახუენ მწიკულევანნი ბაგენი ჩემნი ქებად ყოვლადწმიდისა სახელისა შენ, მამისა, და ძისა [შენისა] და წმიდისა სულისა [შენისა], და შემდგომად საბრჴისა ამის ღირს-მყვენ უხრწნელად და უცოდველად [და] დაუსჯელად უხრწნელისა, უკუდავისა, წმიდისა და ცხოვრებისმომცემელისა საიდუმლოჲსა შეწირვად მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ


კუალად შემიბრკუმა მე456, უბადრუკსა გონებითა. ბოროტითა ჩუეულებითა ცოდვასა ვჰმონებ. კუალად მთავარი ბნელისაჲ და გემოვნებისა ვნებათა მშობელი ტყუე-მყოფს მე და ვითარცა მონასა - დამონებად ნებასა მისსა; დამდაბლებულსა გულისთქუმათა ჴორციელთა მონებად მაიძულებს მე და რაჲ ვყო, უფალო ჩემო, უფალო მჴსნელო და შესავედრებელო შენდამი მოსავთაო? და457 კუალად შენდავე მოვიქცევი და სულთ-ვითქუამ და ვითხოვ შენდობასა ცოდვათა ჩემთასა, არამედ ვძრწი და მეშინის, ნუუკუე დღითი-დღე აღვიარებდე და განგდებად ბოროტთა ჩემთა აღგითქუმიდე და ჟამითი-ჟამად ვცოდვიდე და არა შევსწირნე ლოცვანი ჩემნი შენ, ღმრთისა ჩემისა, და სულგრძელებაჲ შენი აღვადგინო რისხვად. და რაჲ უყო, უფალო, გულისწყრომასა შენსა? უწყი უკუე სიმრავლე მოწყალებათა შენთაჲ და უფსკრული კაცთმოყუარებისა შენისაჲ და კუალად შეუვრდები მოწყალებათა შენთა და ვჴმობ შენდამი: ვცოდე, ღმერთო, შემიწყალე მე, დაცემული ესე, და მომეც ჴელი შეწევნისაჲ მწჳრესა შინა გემოთასა დანთქმულსა ამას და ნუ მიტევებ მე, უფალო, განცდად უსჯულოებათა და ცოდვათა შინა ჩემთა, არამედ მჴუმეველმან ჩუეულებითთა სიტკბოებათა შენთამან მიჴსენ მე მწიკულევანებისაგან და ბილწებისა ჴორცთა ჩემთაჲსა და ვნებულთაგან გულისსიტყუათა, რომელი შევაგინებ დღითი-დღე უბადრუკსა სულსა ჩემსა, რამეთუ, აჰა უფალო ღმერთო ჩემო, არა არს განწმედილი ადგილი ჩემთანა, არამედ ყოველივე განკეთროვანდა და ყოველნი ჴორცნი ჩემნი აღივსნეს წყლულებითა.


შენ უკუე, ვითარცა მკურნალმან სულთამან და წყალობისა წყარომან, განწმიდენ ესენი458 ცრემლითა ჩემითა, განწმიდენ უხუებით, მოჰფინე ჩემზედა და დამასხ კაცთმოყუარებაჲ შენი და განკურნე შემუსრვილებაჲ ესე ჩემი და მომეც მე კურნებაჲ და სიწმიდე.


ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; ვითარცა ცეცხლითა, დაწჳ საჴუმილი იგი უსასოებისა ჩემისაჲ, არამედ ვითარ-იგი სთქუ უტყუველმან ღმერთმან, ვითარმედ: "დიდი სიხარული იქმნების ცათა შინა ცოდვილსა ზედა მონანულსა", ესე აჩუენე ჩემზედაცა459 ცოდვილსა და ნუ დაჰჴშავ ყურთა მოწყალებისა შენისათა ლოცვასა ზედა სინანულისა ჩემისასა, არამედ460 განმიხუენ მე იგინი და, ვითარცა საკუმეველი, წარმართე წინაშე შენსა, რამეთუ იცი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ461, რომელმან დაჰბადე იგი.


დაივიწყენ და უგულებელს-ყვენ სიყრმითგანნი ცოდვანი ჩემნი და სინანული ჩემი შეიწირე, რომელი-ესე ჭეშმარიტებით გხადი შენ, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა საუკუნეთასა462, ამინ.


და ყოს463 მეტანიაჲ 50 და ყოველსა მეტანიასა ზედა ესრეთ იტყოდის:


ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა.


ანუ


უფალო შეგცოდე შენ, შემინდვე მე, უძღებსა ამას464.



ამისა შემდგომად თქუას:


რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარჰმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ჴორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი განგჳმართლენ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


 

უფალო შეგჳწყალენ 3 გზის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისაჲთა, გუაკურთხენ მეუფეო...465

და ლოცვაჲ ესე

მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო უფალო... სრულიად.

წმიდაო ღმერთო...

მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს სუფევა.

უფალო, შეგჳწყალენ, 12-ჯერ.466

უპატიოსნესსა... სრულიად.

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 



და იქმნების განსრულებაჲ467.

უკუეთუ ვისმე დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა

მას დღესა ნუ ეზიარების.

წმიდაო ღმერთო...,

მამაო ჩუენო...

თქუას

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...

მუჴლთმოდრეკაჲ

მიწყალე...

გურწამსი

კჳრიელეისონი

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა...

მუჴლთმოდრეკაჲ

უფალო, შეგცოდე და შემინდვე...

მუჴლთმოდრეკაჲ 468

და ესენი:

ჴმაჲ ა

ყოველი ცხორებაჲ ჩემი ცოდვითა წარვაგე და აწ გევედრები შენ პირველ აღსასრულისა: შენდავე მომაქციე, ჰოჲ ცოდვილთა მოქცეულთა მწყალობელო და სახიერებისა წყაროო, ქრისტე ღმერთო, და მომმადლე წყალობაჲ შენი.

არმურსა ვნებათასა და გემოთა სოფლისათა შეეთხზა გონებაჲ უბადრუკისა სულისა ჩემისაჲ და გულისსიტყუაჲ სინანულისაჲ არა არს ჩემთანა, არამედ შეიწყალე, უფალო, სიგლახაკე ჩემი და მომეც სინანული, რაჲთა მეცა უღაღადო პირველ აღსასრულისა წყალობათა შენთა; ქრისტე, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე უღირსი ესე და განწირული, ვითარცა სახიერ ხარ.

დიდებაჲ

მწყემსო კეთილო, რომელმან დასდევ სული შენი ცხოვართა შენთათჳს, რომელმან იცნი დაფარულნი ცოდვანი ჩემნი, მხოლოო სახიერო, მომიძიე წარწყმედული ესე, მომიტაცე პირისაგან მგელთაჲსა, ტარიგო ღმრთისაო, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, რაჲთა მარადის გიღაღადებდე: ქრისტე ღმერთო, შემიწყალე მე.

აწ და.

შესავედრებელი ხარ ძჳრთა შინა და დაგებაჲ ღმრთისა მიმართ ცოდვილთაჲ, ყოვლადწმიდაო დედოფალო,გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან განსაცდელისა და სიბოროტისაგან კაცთაჲსა და საშინელისა სატანჯველისა და ვნებათაგან უპატიობისათა, რომელნი სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გხადით შენ, ყოვლადქებულო469 ქალწულო.

და მეყსეულად მეტანიაჲ რ

და ლოცვაჲ ესე:

ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა მაკარისი

უხრწნელო, უბიწოო.. (იხ. ზემოთ)470

ლოცვაჲ ძილსა შინა დაცემასა ერისკაცისასა

მრავალმოწყალეო, ყოვლადდიდებულო, უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო, განმწმიდე მე, მონაჲ შენი, ყოვლისა შემწიკულებისაგან ჴორცთა და სულისა და უბიწოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისაჲთა და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისაჲთა., რაჲთა განწმედილი [და] საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს-ვიქმნე, ჟამსა კეთილსა, რჩეულთა შენთა თანა მისლვად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.