მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ ეშმაკისაგან იძლიო

 

უფალო, თუ მნებავს და თუ არა, მაცხოვნე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა, რამეთუ მე, ვითარცა თიჴასა და უძლურსა, მარადის მსურინ ცოდვისათჳს, არამედ შენ ვითარცა ძლიერ ხარ და კაცთმოყუარე და მეუფე, ნუ მიმიშუებ ნებასა ჩემსა ბოროტსა, რამეთუ უკუეთუ მართალი შეიწყალო, არა დიდ არს, და უკუეთუ წმიდაჲ აცხოვნო, არა საკჳრველ არს, რამეთუ იგინი ღირსნი არიან წყალობისანი, არამედ ჩემზედა, უღირსსა ამას, მეუფეო, მოჰფინე წყალობაჲ შენი და სიმრავლე კაცთმოყუარებისა შენისაჲ, რამეთუ ცოდვილთათჳს მოხუედ, მეუფეო. - ესე მრავალჯერ ითქუმის.