აკურთხე უფალო, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, გარდასვლა ძველისა და დაწყება ახლისა წლისა ამისა, ხოლო ჩვენ მოგვმადლე ჟამი მშვიდობისა, ნაყოფი სულიწმიდისა, კეთილშეზავება ჰაერისა, სიმრთელე ტანისა, სისრულე გონებისა, მყუდროება ცხოვრების, განმრავლება სარწმუნოებისა, ბარაქა და უხვებითი ცხოვრება სადიდებლად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა და საცხოვნებლად სულისა ჩვენისა. ამინ!