წმიდა სამების დიდების მეხოტბე, ილოცე ჩემთვის. სინათლის ,სიყვარულისა და დიდების უსაზღვრო ოკიანის ბინადარო, ილოცე ჩემთვის. იესო ქრისტეს დედის, ყოვლადწმიდა ღმრთისშობლის მჭვრეტელო, ილოცე ჩემთვის. უფლის სავანეში ჩემთვის გამზადებული ტახტისა და გვირგვინის მხილველო, ილოცე ჩემთვის.კეთილო და მოწყალე მფარველო ანგელოზო, ილოცე ჩემთვის, ზეციური მამის მჭვრეტელო, ილოცე ჩემთვის. ღმრთის წიაღიდან გამომდინარე ზეციურ ნეტარებათა წყაროს წყლის მსმელო, ილოცე ჩემთვის, საუკუნო ნეტარების თანაზიარო, წმინდა სამების, მამის,ძისა და სულისა წმინდისა თაყვანისმცემელო, ილოცე ჩემთვის. ქრისტეს დიდების ნათლით გაბრწყინებულო, ილოცე ჩემთვის. შენ, ვისთან ერთადაც ოდესღაც ღმრთის დიდების საუკუნო საგალობელს აღვავლენ, ილოცე ჩემთვის. ჩემი გააფრთებული მტრების მხილველო, ილოცე ჩემთვის. შენ, ვინც ჩემი გონების სიბრმავეს, გულის მერყეობასა და ხორცის ხრწნას ხედავ, ილოცე ჩემთვის. თაყვანის ცემის ღირსი სამების სიყვარულით,გევედრები, მიხსენი მე. ჩემი ცოდვების გამომსყიდველი იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიყვარულით, გევედრები მიხსენი მე. ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის სისყვარულით,რომელიც ღმრთაებრივ ძეს ჯვარცმის ადგილას ახლდა, სიყვარულით იესოსი რომელმაც ჩვენი ხსნისათვის საკუთარი თვი მსხვერპლად შესწირა, გევედრები, შეისმინე ჩემი ვედრება და მიხსენ მე. შემიყვანე მამის წიაღში და ზეციური დიდებისა და საუკუნო ნეტარების თანაზიარი გამხადე.