ჰოი, ყოვლადდიდებულო ღმრთისმშობელო, შემიწყალე მე, მხევალი ესე შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობისა და განსაცდელისა ჩემისასა, რამეთუ მრავალ არიან ისინი, ოდეს შვილთა შობენ ცოდვილნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოი, კურთხეულო დედათა შორის, ვითარითა სიხარულითა და სიყვარულითა ვიდოდი მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცლადღებისასა. აგრეთვე მოიხსენე სასწაული, რომელ ქმნა მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და მოუკლებელითა სახიერებითა შენითა მომმადლე მე, უმდაბლესსა მხევალსა შენსა, მშვიდობით დახსნად მუცელ-ქმნულობისაგან ჩემისა. მომმადლე მე, რაითა წიაღთა შინა ჩემთა მყოფმან ჩვილმან სიხარულევანითა კრთომითა, მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს უფალსა ღმერთსა მაცხოვარსა, რომელმანცა ჩვენ ცოდვილთა სიყვარულის გამო ჩვილად ყოფაი არა მოიძაგა. დაატკბენ სალმობანი ჩემნი, მოწევნადი ჟამსა შობისასა გამოუთქუმელითა სიხარულითა შენითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, რაჟამს იხილე ახალშობილი ძეი შენი და ღმერთი შენი. შენგან შობილმან მხსნელმან ჩემმან, ცხორებამან სოფლისამან, მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითაც მოისრვებიან მრავალნი დედანი ჟამსა შობისასა, და აჰა ესერა მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისაი შორის რჩეულთა ღმრთისათა. შეიწყნარე, ყოვლადწმიდაო ზეციურო დედოფალო ჩემო, გლახაკი ვედრებაი ესე ჩემი და მომხედე მე ცოდვილსა ამას მადლმოსილითა თვალითა შენითა. ნუ სირცხვილეულ–ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა მიმართ და დამიფარე, შემწეო ქრისტიანეთაო, მკურნალო სნეულთაო, ღირს–მყავ განცდად ჩემ ზედა, რომ ხარ დედაი მოწყალებისაი, რაითა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა შენდამი შევრდომილთა ჟამსა ჭირთა და სნეულებათა. ამინ.