უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა და მოხედავ ყოველთა, რომელნი დაუცხრომელად გიგალობენ შენ და ღაღადებენ დიდებისმეტყუელებასა დიდებისა შენისასა, გევედრები მე, უღირსი მონაჲ შენი და მეზუერისაებრ გიღაღადებ: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე, რამეთუ განმრავლდეს ცოდვანი ჩემნი უფროჲს მანასესისა და აწ მოვიდრეკ მუჴლთა გულისა ჩემისათა და შემოვალ ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა და აღგიარებ ცოდვათა ჩემთა სიმრავლესა, რომელნი ვქმნენ წარმდებად, და ვითხოვ მოტევებასა მათსა და შენ გევედრებით და სენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ!
შევიდე სახლსა შენსა. თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳ ს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა სულისა ჩემისაჲ თა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა. გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, მამაო ყოვლისამპყრობელო, მომავლინებელო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, რომელმან ღირსმყავ მე შემოსლვად ტაძარსა წმიდისა დიდებისა შენისასა შენდამი ვედრებად, აწ განმიტევე მონაჲ შენი, უფალო, სახედ თჳსად და დამიცევ მე უცოდველად, რაჲთა შემდგომსაცა ჟამსა ლოცვისასა მოვიდე უცონელად და ვადიდებდე სახელსა შენსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!