მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სნეულის ლოცვა

 

  უფალო, რომელი ეგე ხედავ სნეულებასა ჩემსა და უწყი, რამეთუ ცოდვილ ვარ და უძლურ. შემეწიე მე დათმენად ძვირთა ამათ სოფლისათა და მადლობად სახიერებისა შენისა. უფალო, ჰქმენ სნეულება ესე განწმედელ მრავალთა ცოდვისმიერთა ჩვეულებათა ჩემთა, მეუფეო უფალო, ხელთა შენთა ვარ მე, შემიწყალე მე ნებისაებრ შენისა სახიერისა და ოდეს სათნო იჩინო სარგებლად ჩემდა, მსწრაფლ განმკურნე მე. რამეთუ საქმეთა ჩემთაებრ მიმღებელ ვიქმნები ყოვლისა, რომლისაცა ღირს ვიყო. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა. დიდება ღმერთსა ყოვლისა გამო. ამინ.