მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლოცვა განთიად და მიმწუხრი სათქმელი წმინდა იოანე დამასკელისა.

 

  დიდებაჲ, შენდა, ღმერთო, დამბადებელო და აღმგებელო ყოველთაო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელი არა წარმწყმედ უსჯულოებათა ჩემთათვის. გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ უმყოფელობისაგან ყოფად მომიყვანე მე ცოდვილი. გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ უღირსად მყოფი ესე არა გარემიმაქციე, არამედ მაცხოვნე და შემიწყალე მე. აწცა, უფალო, შემინდვენ მე მრავალნი ბრალნი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი და არცხვინე ბოროტსა მბრძოლსა საწყალობელისა და ცოდვილისა სულისა ჩემისასა. უფალო, მიხსენ მე ყოვლისა დავიწყებისა და უმეცრებისაგან, და ყოვლისა განსაცდელისა დატევებულობისაგან, უღირსი ცისა და ქვეყანისაჲ. უფალო, მიხსენ მე ყოვლისაგანვე მცონარებისა, უდებებისა, ზარმაცობისა, მოწყინებისა, დახსნილობისა, უძღებებისა, და ცუდად დიდებობისაგან და აღადგინე გონებაჲ ჩემი ქმნად წმიდათა მცნებათა შენთა. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა, უფალო, განახვენ თვალნი და ყურნი გულისა ჩემისანი შიშისა მიმართ შენისა. და უმჯობესნი სულისა ჩემისანი შენ განაგენ. უფალო, შემიწყალენ მე, რამეთუ უძლურ ვარ, და რომლისასა შეუძლებელ ვარ მოთმინებასა, ნუ შეუნდობ განცდასა ჩემსა, არამედ განცდასავე თანა ყავ განთავისუფლებაჲ ჩემი. უფალო, დიდად შეგცოდე, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა, უფალო, მშვიდობით ყავ ცხოვრებაჲ ჩემი! უფალო, ნუ დამიტევებ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, უფალო, დაამშვიდე წმიდაჲ ეკლესიაჲ შენი, წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ გვეყავ ყოველთა თანა ზეცისა ძალთა, წმიდათა ანგელოზთა წინაშე მეუფისა ქრისტესა, შენდობად ცოდვათა ჩემთა და ხსნად საფრთხეთაგან ეშმაკისათა. წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხგუეყავ ყოველთა წმიდათა ანგელოზთა, წინაჲსწარმეტყველთა და მარტვლთა, რაჲთა შემიწყალოს მე სინანულისა მიერ კაცთმოყვარემან ღმერთმან, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაჲთა, წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, მთავრობათა, უფლებათა და ყოველთა ზეცისა წესმთავრობათა, წმიდისა იოანე წინაჲსწარმეტყველისა, წინა-მორბედისა და ნათლისმცემელისაჲთა, წმიდათა თავთა მოციქულთა, წმიდისა პირველმოწამისა სტეფანესითა, და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა, ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა განკურნენ, და მოიხსენე, უფალო, ხორციელი მამაჲ ჩემი და დედაჲ და ძმანი ჩემნი, და ყოველი სული ქრისტიანი სასუფეველსა შენსა, და მე, ცოდვილი, პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა თანა დაუსჯელად წარმადგინე, წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა საყდრისა შენისა, ვითარცა სახიერ ხარ, მოწყალე და კაცთმოყვარე.