დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ძლისპირი: განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან და მზის თვალმან იხილა ქვეყანა და მხდომი იგი მტერი დაანთქა ზღვასა ერითურთ და ისრაელი განვიდა ზღვასა მას დაულტოლველად და უგალობდა ღმერთსა მაცხოვარსა დიდებულსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გუნდთა თანა ზენათა ძალთასა მეუფისა ყოველთასა წინაშე მდგომარემან, ნეტარო ნიკოლოზ, ჩვენ, რომელნი გხადით ქვეყანასა ზედა, ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა გვაცხოვნენ და ითხოვე ჰხსნაჲ ცოდვათაგან ჩვენთა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შენ შუამდგომელისა მიერ მდიდარქმნილი, ჰოჲ, ნიკოლოზ, დღისი და ღამე გიხმობთ სარწმუნოებით, მსწრაფლ გვეწიენ ჩვენ, საეშმაკოისა მიერ სიბოროტისა ზედა მოსლვითა განცდილთა ამათ და განმხრწნელთა კაცთაგან, რათა მყუდროებისა მიმთხვეულნი გაქებდეთ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელნი ისწრაფიან მოშთობად ჩვენდა, ნიკოლოზ, ძლიერითა ძალითა ლოცვათა შენთათა მისცნენ სრულიადსა მოშთობასა და გვიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან ზედა მოსვლისა მათისა ქებით მგალობელნი: უფალსა უგალობდით, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თვინიერ სჯულთა ბუნებათასა ჰშევ ღმერთი და სჯულისა მომცემელი კაცქმნილი. მას უკვე ევედრე, ვითარცა სახიერსა, ყოვლად უბიწოო, რათა უგულებელს-ჰყვნეს უსჯულოებანი ჩვენნი, მგალობელთა მისსა მიმართ მარადის: უფალსა უგალობდით, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა და გადიდებს სული ჩემი.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რათა პატივს გცემდეთ და რათა გიგალობდეთ შენ მარადის, მოგვეც ჩვენ ხელი შეწევნისა, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დააძინენ, წმიდაო ღმრთისაო ნიკოლოზ, დაუძინებელითა ლოცვითა შენითა, აღდგომილნი განსაცდელნი ჩვენ ზედა, გევედრებით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოვლითა ვნებითა განცდილი განსაცდელთაგან კაცთა ბოროტთასა, მიხსენ შუამდგომელობითა შენითა, წმიდაო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ჩემდა, იოხედ მხსნელისა მიმართ, ქალწულო წმიდაო, და სოფლისა ბოროტთა განსაცდელთაგან.
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთაება შენი.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მრავალთაგან ცოდვათა ჩემთა შთავვარდები ურიცხვთა ჭირთა შინა მრავალთა, ისწრაფე, წმიდაო ნიკოლოზ, შეწევნად ჩემდა, ვითარცა მიმსგავსებულმან ქველისმოქმედისამან.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვჰგოდებ მე წარწყმედასა თავისა ჩემისასა დახსნილებასა შინა მყოფი ესე, გარნა მეოხებითა შენითა, მამაო ნიკოლოზ, ხელთპყრობილმყავ სინანულისა მიმართ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმანცა იხსნენ სამნი იგი ჭაბუკნი სიკვდიდ გულვებადნი, მამაო ნიკოლოზ, მიხსნენ მეცა ყოვლისაგან შეიწროებისა და საუკუნოჲსაგან სასჯელისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარადის გონებად ზეციერთა განმაძლიერე მე, ყოვლად უბიწოო, და საცხოვრებელისა მიმართ გზისა წარმართენ აღძვრანი სულისა ჩემისანი.
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გვაცხოვნენ ჩვენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვა ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განგვაძლიერენ ოხათა შენთა მიერ დაცვად საღმრთოთა ბრძანებათა, მხოლოსა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისათა, მამაო ნიკოლოზ, ღმრთივ სანატრელო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელი მკვიდრობდ მირონს შინა, აღგვავსენ ჩვენ საღმრთოჲთა სუნნელებითა, პატივით მგალობელნი შენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეგვიწყალენ ლოცვითა შენითა მღვდელთმთავარო, მვედრებელმან ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა, რათა ვიხსნნეთ განსაცდელთა და ჭირთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყლითა ცხოვრებისა მადინებელითა, სავსეო ყრმაო, გვასუ ჩვენ ყოველთა, რომელნი კეთილმსახურებით გიგალობთ შენ.
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გამოსჩნდა გული შენი სამოთხედ, მამაო ნიკოლოზ, თვის შორის მქონებელი ხისა ცხოვრებისა ქრისტეს მხსნელისა, რომელსა ევედრე დაუცხრომელად სამოთხესა შინა ცხოვრებად ჩვენ ყოველთა, რომელნი ესე მდიდარ ვართ მხურვალითა შუამდგომელობითა შენითა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
წარვვლი ცხოვრებასა ჩემსა მედგრობასა შინა და უშიშად ვსცოდავ უბადრუკი და ვიგონებ, რამეთუ ვერ განვერები სამსჯავროჲსა მისგან და შიშით შევიპყრობი. შემიწყალე მე, ღმერთო, ლოცვითა წმიდისა ნიკოლოზისათა, ვითარცა სახიერ-ხარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განსაცდელთა ვრცელღელვისათა მრავალსახითა ანაზდად მოსრულთა ჩემ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩემთასა გიღაღადებ: ნუ დამიტევებ მე, ნეტარო, თვინიერ შეწევნისა, არამედ მოყავ ჩემდა ხელი შეწევნისა და ვითარცა მოწყალემან მაცხოვნე მე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
პალატ მაღლისა მეუფისა და ცეცხლსახილველ საყდარ და უზესთაეს ქერუბიმთა და სერაბიმთა უაღრეს გონებისა იქმენ, ქალწულო, ამისთვის ყოველი სული გადიდებს შენ, ვითარცა დედასა დამბადებელისასა.
ძლისპირი: საღმრთოსა შურისათვის ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ადინენ მდინარენი მოძღვრებათანი, განმახმობელნი წვალებათა ნაკადულთანი და ასუ სულთა მორწმუნეთასა, მღვდელმოქმედო ნიკოლოზ, ამისთვის პატივს-გცემთ შენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განძლიერდი ძალითა სამებისათა და კერპნი მაცთურნი წარწყმიდენ, ამისთვის სარწმუნოებით გევედრები შენ, წმიდაო ნიკოლოზ, გონებისა ჩემისა კერპნი ვნებათანი განჰხადენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიროელთა პირველ მოსაყდრეო, ღირსო, ადინებ შემდგომად სიკვდილისა საღმრთოსა მირონსა და ბოროტსუნობასა უძლურებათა ჩვენთასა განსდევნი, რომელნი მოვილტვით შენდა სარწმუნოებით, წმიდაო ნიკოლოზ, ყოვლად სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დააყუდე დიდებაჲ სიკვდილისა, მშობელო უკვდავისა ღმრთისაო, რომელსა ევედრე, წმიდაო, ვნებათა მდაბლისა ხორცისა ჩემისათა მოკვდინებად და ღირს-ყოფად ჩემდა ცხოვრებისა.
ძლისპირი: სამნი ყრმანი, ღმერთო, შეჭურვილნი მაღლისაგან მძლედ გამოსჩნდეს ალსა და მძლავრსა სძლეს სჯულითა და მარხვითა და ესრეთ ღაღადებედეს: ყოველნი საქმენი უფალსა აკურთხევდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განათლებულო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ღმრთივგანბრძნობილო, ნათელცისკროვანითა შარავანდედითა სამმზეობითითა ღმრთაებისათა ბნელი ვნებათა ჩემთა დაჰხსენ ლოცვითა შენითა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელმან სამნი იგი მძღვანი მხედართანი იხსნენ სიკვდილისაგან საშინელითა მისვლითა შენითა, წმიდაო ნიკოლოზ, მღვდელმესაიდუმლეო, გვიხსნენ ჩვენცა ყოვლისაგან ვნებისა სიკვდილშემოსილისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შერყეული განსაცდელთაგან საეშმაკოთა და კაცთა მიერ მაჭირვებელთა, დაგვამტკიცენ მეოხებითა შენითა და გვიხსნენ უვნებელად, ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შესწირე ოხაჲ უფლისა მიმართ შეწყალებად და ცხოვრებად მათთვის, რომელნი მოილტვიან შენდა სარწმუნოებით, ყოვლად წმიდაო ქალწულო, შემწეო კაცთაო.
ძლისპირი: ღმრთისმშობელად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უხორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა მხსნელმან ჭირთა შინა სარწმუნოებით შენდა მვედრებელთამან, მიხსენ მე ყოვლისაგან ძვირისა, წმიდაო ნიკოლოზ, ვედრებითა სახიერისა მიმართ ღმრთისა და უფლისა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მყოფი გუნდთა თანა ზეციერთა, უწმიდესო მამაო ნიკოლოზ, ევედრე სახიერსა ღმერთსა ცხოვრებად ჩვენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წინაშე კართა ზედა არს სასჯელი, ეკრძალე, სულო ჩემო, და ღაღად-ჰყავ მსაჯულისა ღმრთისა მიმართ, ოხითა წმიდისა ნიკოლოზისათა მაცხოვნე მე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათლისა შემწყნარებელო ქალწულო, განანათლე ვნებათა მიერ დაბნელებული სული ჩემი, რათა სარწმუნოებით და სურვილით გადიდებდე შენ მარადის.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.