დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ძლისპირი: ხილული ფარაო დანთქმულ იქმნა მხედრებითურთ ყოვლით, ხოლო ისრაილი გალობდა განსრული შორის ზღვისა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა სიხარულით, ბრძენო მამაო, ქვეყანასა ზედა ყოველი მწუხარებაჲ განდევნე ერთხმობით სარწმუნოებით მგალობელთაგან შენთა შუამდგომელობითა შენითა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვნებათა ზედა შემთხვევათა და მტერთა განმხრწნელთა და ყოველთა ძვირთა მზაკვარისათა განგვაძლიერენ, მამაო ნიკოლოზ, საფარველისა შენისა მიმართ წმიდისა სარწმუნოებით მოლტოლვილნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყლულნი უხილავთაგან მოისართა კურნებითა ოხათა შენთათა განგვკურნენ, მამაო ნიკოლოზ, რათა სიმართლით ვიდოდეთ გზათა უფლისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამისა თანა მარადის მყოფი, ძე იგი თანაარსი, უკანასკნელ ნებსით დაემკვიდრა საშოსა შინა შენსა განახლებად ჩვენ, მორწმუნეთა, ღმრთისმშობელო, ამისთვის გიგალობთ შენ.
ძლისპირი: მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა კლდესა ზედა დაამტკიცე გულის სიტყვაჲ სულისა ჩემისა, უფალო, რამეთუ შენ მივი სახიერ, შესავედრებელ და სიმტკიცე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვნებათა ზედა განმხრწნელთა სულისათა მოიღენ შენ ცხადად ძლევანი, მამაო ნიკოლოზ, ყოვლად სანატრელო, რომელთა მიერ მარადის ძლეულნი ბოროტად ლოცვითა შენითა გამოგვიხსნენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ასონი ხორციელნი კრძალულებისა მიერ მოაკვდინენ და წარხვედ ცხოვრებისა მიმართ დაუბერებელისა, რომლისა მიღებად ჩვენდა ილოცე, ბრძენო, სიხარულით მაქებელთა შენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოხვედ ჩვენდა ზეციერისაგან სიმაღლისა, ნუ დასცხრები მღვდელთმთავარო და განსდევნე ყოველი იწროებაჲ მსოფლიოჲ ღმრთისა მიმართ მეოხებითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ევედრე მხსნელსა ღმერთსა ცოდვათა ჩვენთა მოტევებად, წმიდაო ღმრთისმშობელო, და სდევნიდ მარადის სიბნელესა ყოველსა სულთაგან ჩვენთა.
ძლისპირი: მესმა, უფალო, სმენა შენი და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკვირდა და ღაღად-ვჰყავ: დიდება ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ნიკოლოზ, ნეტარო, შეგივრდები, შემიწყალე მე, მამაო ყოვლად ბრძენო, განანათლე სული ჩემი, რათა წმიდად ვიხილო ნათლისა მომცემელი და მოწყალე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შემმუსვრელსა წარსაწემედელთა საკერპოთასა შენ, სათნოსა ქრისტესსა, გევედრებით, ჰოჲ ნიკოლოზ, გონებისა ჩემისა კერპნი მძვინვარენი აღხოცენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მირონმფშველ სუნნელებისა იქმენ მართლითა საქმითა ღმრთიგანბრძნობილო და მირონს შინა განაშვენე საყდარი, მამაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო დედოფალო, კურთხეულო ღმრთისმშთბელო, მგალობელნი შენნი აცხოვნენ ყოვლისაგან ვნებისა, მხოლოო შემწეო კაცთაო.
ძლისპირი: ნათელი აღმოუბრწყინვე სოფელსა, ქრისტე, და განანათლე გული ჩემი, რომელი ვჰხმობ ღამითგან შენდამი, მაცხოვნე მე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ჰრულითა მცონარებისათა შეპყრობილი, შრომისმოყვარე მყავ მე, სამღვდელოჲთა შუამდგომელობითა შენითა, მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ევედრე იესოს მაცხოვარსა, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, რათა ვიხსნნე საუკუნოჲსაგან ტანჯვისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დამიცევ სოფლისა საფრთხეთაგან და საეშმაკოჲსა განბოროტებისა მეოხებითა შენითა, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩვენდა მომცემელი არსებისა დაემკვიდრა საშოსა შინა შენსა, ღმრთისმშობელო, რომელსა ევედრე ცხოვრებად ჩვენდა.
ძლისპირი: შთანთქმული ცოდვისა ვეშაპისაგან გიღაღადებ შენ ქრისტე, ვითარცა წინასწარმეტყველი განმათავისუფლე ხრწნილებისაგან.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მტერი მეძიებს ბოროტის-ყოფად ჩემდა, წმიდაო, განმარინე მე, ვითარცა გაქვს კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ყოვლად ნეტარო, და კაცთა მოსისხლეთაგან მიხსენ მე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ნავთსაყუდელად უღელვოდ და ზღუდედ უბრძოლველად, მღვდელთმთავარო, მოგვიგიე შენ მორწმუნეთა და სვეტად სიმტკიცისა და კარად სინანულისა და წინამძღვრად სულთა ჩვენთა და წინამბრძოლად.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან ეგე იხსნენ, ბრძენო, ოდესმე გულვებადნი იგი მოკლვად უმსჯავროდ, ეგრეთვე მიხსენ მეცა განსაცდელთაგან და ცოდვათა, მამაო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უბიწოო ქალწულო, სახარულევანო, შემეწიე მე, მარადის ღელვაგვემულსა ამას განსაცდელთა მიერ სოფლისათა.
ძლისპირი: შენ, რომელმან ისმინე გალობაჲ სამთა ყრმათა და სახმილი მოტყინარე შეაცვრიე, კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ძალითა საღმრთოჲთა, ყოვლად სანატრელო, დასთრგუნენ გუნდნი მწვალებელთანი და საცთურისაგან მათისა სამწყსო შენი აცხოვნე, მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გამოუჩნდი შენ მხურვალეთა და ვნებული ქალაქი შენი გამოზარდე, მიხსენ მეცა სულისა წარმწყმედელისა სიკვდილისაგან ლოცვითა შენითა, მამაო ნიკოლოზ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განამტკიცენ, მამაო, ლოცვითა შენითა, რომელნიცა შემწედ გხადიან შენ და დააყუდე ღელვაჲ ბოროტი საეშმაკოჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალო ყოველთა კაცთაო, წმიდაო ღმრთისმშობელო, მონებისაგან ვნებისა ვიდრე აღსასრულადმდე განმათავისუფლე მე მეოხებითა შენითა.
ძლისპირი: წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა ქერუბიმთა მიმსგავსებულნი სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
აღხედ სიმაღლესა ზედა უბრწყინვალესისა ცხოვრებისასა და ეცნობე ყოველსა სოფელსა ღმერთ-შემოსილო, სხვა და სხვათა მიერ საკვირველებათა მოქმედებითა და განანათლენ ბნელისა შინანი, მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მადლიერ ჰყვენ მღვიძარენი საღმრთო პატივისცემად შენდა, მამაო ნიკოლოზ, და დააძინენ ძვირნი მტერთა კაცთანი ჩვენ ზედა მოსრულნი, სანატრელო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან ყოველნი მახენი მტერისანი ძალითა სულისათა შემუსრენ, მიხსენ მე მახეთაგან მათგან მეოხებითა შენითა და წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი ღმრთივგანბრძნობილო, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიგალობთ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომლისა მიერ წყევაჲ უნაყოფი იქმნა და ყოველთა ზედა მოვიდა კურთხევაჲ, მცნობელთა შენ, დედად მხოლოდ ღმრთისა ჩვენისა, უქორწინებელო.
ძლისპირი: რომელმან სიხარული მთავარანგელოზისაგან შეიწყნარე, მშობელო დამბადებელისაო სძალო, აცხოვნებ მაქებელთა შენთა და სარწმუნოებით მგალობელთა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მღვდელთმთავართა სიკეთეო და საკვირველებათა წყაროო, მამაო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა კაცთმოყვარესა ჩვენთვის, რათა ვპოვოთ ცოდვათა მოტევებაჲ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა იხსენ ოდესმე კრულნი იგი სიკვდილისაგან, ეგრეთვე გვიხსნენ ჩვენცა განსაცდელთაგან სოფლისათა, მამაო ნიკოლოზ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მისამარული ქალაქსა შინა მირონ ლუკიისასა ადინებ მირონსა მარადის მამაო ნიკოლოზ, და განსდევნი ძნელსუნობასა ვნებათასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მშობელო ნათლისაო, ყოვლად საგალობელო, გუგაჲ გულისა ჩემისა დაბრმობილი განანათლე, რათა გიგალობდე შენ ცხოვნებული.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.