დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერება აღჭურვილთა სპარეზენთა და გიგალობდეს შენ ძლევისა გალობასა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
უზრუნველი ცხოვრებაჲ დაიმკვიდრე, ნეტარო, და სიხარულითა სულიერითა აღივსები მარადის, ამისთვის გევედრები: გაჰსდევნე სულისაგან ჩემისა ზრუნვაჲ ყოველი, რათა მოხარული გადიდებდე შენ, უსამღვდელოესო მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალთა კეთილთა საქმეთასა და ვითარცა ლამპარი განანათლებ გულთა მორწმუნეთასა, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ამისთვისცა სარწმუნოებით გევედრები: ნათელ-შემოსილითა ლოცვითა შენითა განსდევნე ბნელი სულისა ჩემისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზღვა განხრწნადისა ცხოვრებისა, მამაო, აღვსებულ არს განსაცდელთაგან პირად-პირადთა ყოვლად ბრძენო, რომლისათვის შენდა მოვილტვი და გიღაღადებ: საჭე მექმენ მე და შესცვალე ქარი ესე ბორბალი მყუდროებად საღმრთოჲთა ლოცვითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა გაქვს დაუძინებელი ეგე მეოხებაა, დააძინენ ვნებანი ჩემნი სულიერნი განწმედილითა შუა მდგომელობითა შენითა, უბიწოო, და მომეც მე სიმხნეჲ საცხოვრებელი და საღმრთოჲ, აღსრულებად საღმრთოთა ნებათა.
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდა შენებრ კაცთმოყვარე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მახვილ-მკვლელ გამოსჩნდი მბრძოლთა მტერთა, რომელთა განსაცდელთაგან დაგვიცვენ ჩვენ უვნებელად, მამაო ნიკოლოზ, რათა ვიქმოდეთ საღმრთოსა ნებასა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შემუსვრილებაჲ სულისა ჩემისა განჰკურნე მღვდელმთავარო და შემუსრენ ღონენი და მახენი მტერისანი, რათა ვითარცა შუამდგომელსა ჩემსა, სარწმუნოებით პატივს-გცემდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან დაარღვიენ ტაძარნი იგი არტემიდისნი უსულონი, გონებისაცა ჩემისა აღხოცენ ვნებითნი ოცნებანი, საღმრთოჲთა შუამდგომელობითა შენითა, მამაო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ უკვე მოგვიგიე შუამდგომელად, ყოვლადუბიწოო ქალწულო, შესცვალენ ჭირნი ჩვენი სიხარულად და ჭირისაგან სიკვდილის მშობელისა გვიხსნენ ჩვენ.
ძლისპირი: იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული, გამოუცდელი ხსნად ჩვენდა მღაღადებელთა: დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ჩვენ ყოველთაო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ყოვლად დიდებულმან ცხოვრებამან შენმან, ყოველგან ყოვლად დიდებულად გამოგაჩინა შენ, საღმრთოჲთა საკვირველებითა განათლებულად, მღვდელთმთავართა შვენიერებად და ყოველთა სიქადულად, რომელნიცა პატივს-გცემენ შენ, მამაო ნიკოლოზ, სახარულევანითა გალობითა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
იხსნენ მოყვანებულნი იგი სიკვდილად უბრალოდ შურითა საღმრთოჲთა, მამაო ნიკოლოზ, მღვდელშვენიერად აღტყინებულმან, ამისთვის გიგალობ შენ: ეგრეთვე გვიხსნენ ჩვენ განსაცდელთა მათგან, რომელნი მოაკვდინებენ ბოროტად გულთა ჩვენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, რომელი მოვლი ეგე ცათა უხილავად სიხარულით, მამაო ნიკოლოზ, წარმოგვიდეგ რომელნი გხადით შენ და უძლურებანი სულთა ჩვენთანი აღგვისუბუქენ და ნუგეშინის გვცევ ღმრთივშვენიერად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხედრობანი იგი ანგელოზთანი, რომელნიცა უგალობენ განკვირვებულნი დიდებულებასა საღმრთოჲსა შობისა შენისასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო, მათ თანა ევედრე ცხოვრებად ყოველთა, რომელი სარწმუნოებითა წმიდითა გნატრიან შენ.
ძლისპირი: უღმრთოთა ვერ იხილონ დიდება შენი ქრისტე, ხოლო ჩვენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩვენ მგალობელად შენდამი კაცთმოყვარე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მომკვდარი დაჰხედ, მამაო ბრძენო, ვითარცა მზეჲ და ქრისტეს თანა გამობრწყინდი ნათელშემოსილითა მცხინვარებითა საკვირველებათა შენთათა და ცისკროვან ჰყოფ ყოველსა მზესა ქვეშესა, ნიკოლოზ, სანატრელო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ისმინე ჩვენი, ჰოჲ ნიკოლოზ, სამღვდელოო, დღეთა შინა მოწევნულთა ჭირთა და განსაცდელთასა და განსდევნე ყოველი იწროებაჲ მადლითა შენ შორის მყოფისა სულისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შემუსრვილისა სულისა მქონებელი, ვნებათა მათგან სოფლისათა შემწედ გიწოდ შენ, სამღვდელოო ნიკოლოზ, ისწრაფე და მომეც მე სრული კურნებაჲ, ვითარცა ყოვლად სახიერისა მიმართ მეოხმან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გონიერითა თვალითა მხედველი შენი ისაია გალობს, ქალწულო, აჰა, ეგულვების შობად უფალსა იესოს ქალწულისაგან ღმრთის ყრმასა, რათა განაახლნეს კვალად კაცნი.
ძლისპირი: შთავარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კვალად აღმოიყვანე ცხოვრებაცა ჩემი, მოწყალე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განძლიერდი ძლიერებითა მაცხოვრისათა და შეუძლე, ღმრთივგანბრძნობილო, წარწყმედაჲ უხილავისა მტერისა, რომლისა ბოროტისა ვნებისაგან გვიხსნენ ჩვენ მეოხებითა შენითა, მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ტანჯვისაგან გეენისა და მავნებელისაგან წყინებისა ბოროტთა კაცთასა, გვიხსნენ ჩვენ სამღვდელოჲთა ლოცვითა შენითა, ყოვლად დიდებულო ნიკოლოზ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ოდესმე უმსჯავროდ სიკვდიდ გულვებადნი მხედართმთავარნი იხსნეს შუამდგომელობითა შენითა, ეგრეთვე ჩვენცა, ვითარცა იგი, განგვარინენ ყოვლისაგან ვნებისა, ღირსად საკვირველო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გევედრების შენ ქალაქი და ერი შენი, დედაო ღმრთისაო, განგვარინენ ჩვენ ყოვლისაგან იძულებისა და საუკუნოჲსაგან დასჯისა, ყოვლად წმიდაო დედოფალო.
ძლისპირი: ბაბილონს სამთა ყრმათა ბრძნობა მძლავრისა მის სიბორგილედ შეჰრაცხეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
წმიდაო ნიკოლოზ, წმიდათა შორის მხოლოსა განსვენებულსა ყოველთა შემოქმედსა, ევედრე განწმედად ჩვენდა და გარდამოვლინებად მდიდარნი წყალობანი მისნი ჩვენ ზედა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ღირს, წრფელ და მშვიდ და მყუდრო და მდაბალ იქმენ, დიდებულო, და ყოვლადდიდებულითა მღვდელობითა, მაღლისა მიმართ აღტაცებული, საკვირველებათა და სასწაულთა აღმასრულებელი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სჯულნი საღმრთონი დაიცვენ, ღირსო, და გამოსჩნდი ტაძარ ღმრთისა უდიდეს, ამისთვის გიგალობთ შენ, ყოვლად სანატრელო, ყოვლისაგან უსჯულოებისა იხსნენ მონანი შენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დააძინენ ვნებათა აღდგომანი სულისა ჩემისანი და მღვიძარითა ოხითა შენითა მომეც მე მღვიძარებაჲ, ყრმაო, და შორად განსდევნე ჩემგან რული მოწყინებისა.
ძლისპირი: მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცვრიე, სახმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რიტორმან საღმრთომან, ჰოჲ ნიკოლოზ, პირნი უსჯულოთანი ცხადად დაუყვენ დაუყოფელნი და არიოზის ძლითისა წარწყმედისაგან იხსნენ მრავალნი მართლმადიდებლობით მგალობელნი.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ძლევისა თანა მოსახელეო, წმიდაო ნიკოლოზ, მძლედ გამოგვაჩინენ ჩვენ ვნებათაგან მშობელთა სიკვდილისათა, ლოცვითა შენითა და ენათა მზაკვართა ყოვლად უსჯულოთა კაცთასა, რომელნი სარწმუნოებით მარადის გევედრებით შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვედრებულ იქმენ საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, დღესა ჭირისასა, რაჟამს გევედრებოდეთ შენ, მთხოვნელნი სარწმუნოებით, შეწევნისა შენისა საცხოვრებელისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყალობასა შენსა ღირს-მყავ მე, მოწყალისა სიტყვისა მშობელო, კურთხეულო, ყოვლად უბიწოო და ჟამსა სასჯელისასა წარმომიდეგ და მიხსენ მუნაჲსაგან დასჯისა, ყოვლად წმიდაო.
ძლისპირი: ევა ოდესმე ურჩებითა წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ, ღირსო, წმიდა ქალწულო ღმრთისმშობელო, მორჩისა მუცლადღებითა უთესლოდ აღმოუყვავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთვისცა ყოველნი გადიდებთ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
აღმასრულებელი მარადის კურნებათა საფლავი შენი აღმოაცენებს მირონსა კეთილსუნნელებისასა, ღირსო, სარწმუნოებით და სურვილით მოსრულთა მომართ ნიკოლოზ, და დაჰფლავს ზედა მოსვლასა უძლურებათასა, ამისთვისცა ყოველნი გნატრით შენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ცისკროვან ჰყოფ შენ ყოველსა მზესა ქვეშესა, ნიკოლოზ, ღმრთივსანატრელო, მცხინვარებითა საღმრთოჲთა საკვირველებათათა და განსდევნი ყოველსა ბნელისა ბოროტისა გარემოდგომასა სამღვდელოჲთა შუამდგომელობითა შენითა, სიკეთეო მღვდელთმთავართაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოიხსენე, სულო ჩემო, ჟამი იგი და დღე საშინელი, რაჟამს იგი ეგულვებოდეს მიყვანებაი შენი სასჯელად მეუფესა და განსჯაჲ დაფარულთა საქმეთა შენთა და ღაღად ჰყავ მისა მიმართ: მაცხოვნე მე მეოხებითა წმიდისა ნიკოლოზისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოგართვამთ შენ ხმასა საღმრთოსა გაბრიელისასა და ვხმობთ სიხარულით: გიხაროდენ, სამოთხეო, მქონებელო შენ შორის მარადის ხისა ცხოვრებისაო და პალატო ყოვლად დიდებულო სიტყვისაო, გიხაროდენ, ქალწულო ყოვლად უბიწოო.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.