მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სადიდებელ-სავედრებელი გალობანი წმიდისა ნიკოლოზისა,
მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა

ხმა 3

 

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

 

ფსალმუნი 50

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

 

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

კონდაკი

მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

გალობა 1

 

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღვასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ყოვლად ბრწყინვალესა ლამპარსა დაუშრეტელსა, სვეტსა ქვეყნიერსა და ლიმენად საღმრთოდ მომწოდებელსა, ღელვითა სოფლისათა დანთქმულნი პატივს-ვსცემდეთ ყოველნი ნიკოლოზს და სურვილით ვნატრიდეთ.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ძალითა საღმრთოჲთა განძლიერებულმან, ყოვლად ნეტარო, შური კეთილმსახურებისა გულისხმის-ჰყოფისაებრ მოიგე, რომლისათვის იხსნენ გულვებადნი მოკლვად უბრალოდ, ვინა გევედრებით შენ, ყოვლისაგან უსამართლოჲსა განბოროტებისა გვიხსნენ ჩვენ, მამაო ნიკოლოზ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ოხა შესწირე, მამაო ნიკოლოზ, უფლისა მიმართ მოუკლებელად, რათა ცოდვათაგან და ალისა ტანჯვისა საუკუნოჲსა და განსაცდელთაგან და ჭირთა გვიხსნეს ჩვენ, ვითარცა მხოლომან სახიერმან.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმხდელსა ყოველთა უსჯულოებათა ჩვენთასა, გამოუთქმელისათვის უფსკრულისა საღმრთოჲსა წყალობისა მისისა, მარადის ყოვლად უბიწოს ერთხმობით უგალობდეთ.

 

 

გალობა 3

ძლისპირი: ეჰა, ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო, აღყვავენ ღმრთისა მიერ და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ, არავინ არს წმიდა, არავინ არს მართალ შენებრ, უფალო.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

გამოსჩნდი სულიერ აღლესულ მახვილ ბრძენი, მომკვეთელ ბოროტთა ღვარძლთა მწვალებელთასა და კეთილთა საქმეთა ალაგთა საცხოვრებელთა დამავაკებელ მორწმუნეთად, მამაო ნიკოლოზ.

 

შენ, წყაროსა აღმომადინებელსა კურნებათა ნაკადულთასა, გევედრები, წმიდაო ნიკოლოზ, განრცხად ბიწთა ვნებათა ჩვენ ყოველთასა მეოხებითა შენითა და ხსნად განსაცდელთა და ჭირთაგან.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ძლიერთა მიერ ლოცვათა შენთა დაამხე მტერი და განაძლიერენ აწ მას ზედა მოუძლურებულნი გულის სიტყვანი ჩვენნი ვნებათა კვეთებითა, მოწოდებითა წმიდათა ლოცვათა შენთათა, მამაო ნიკოლოზ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ვერ შემძლებელ-არს გონება გულის-ხმის-ყოფად უაღრეს გონებისა შობასა, საკვირველისა შობისა შენისასა, ღმრთისმშობელო, ყოვლად უბიწოო, ამისთვის გევედრები შენ, გონება ჩემი მადლიერ ჰყავ მარადის დიდებად შენდა.

 

 

გალობა 4

ძლისპირი: მთად ჩრდილოდ წინათვე გიხილა შენ ამბაკომ, წმიდაო ყოვლად უბიწოო, ამისთვისცა ჰხმობდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს და წმიდა იგი მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისა.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ღმრთისა მიმართ შუამდგომელად წინა გვივი მარადის ყოველთა მორწმუნეთა, ამისათვის გევედრებით შენ, განსაცდელთაგან ბოროტთა და ცოდვაში დაცემათაგან გვიხსნენ ჩვენ, მამაო ნიკოლოზ.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

გაქვს შენ, წყალი ცხოველი მადლისა უფლისა გულსა შორის შენსა და მარადის შეაცვრევ, ბრძენო, სიცხითა ჭირისათა და სახმილითა ცოდვისათა განცდილთა, რომელთა ეგულვების ბოროტად წარწყმედაა, ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

რომელმანცა იხსნენ ოდესმე წარყვანებულნი სიკვდილად უმართლოდ, ყოვლად სანატრელო, ჩვენცა გვაცხოვნენ აწ მაჭირვებელთაგან განმხრწნელთა კაცთა და ყოვლისაგან საეშმაკოსა საცთურისა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სიტყვა, რომელი განხორციელდა მრავლითა სახიერებითა, ჰშევ შენ იგი გამოუთქმელად, რომელსა ევედრე, უბიწოო, ხსნად ყოველთა ხორციელთაგან ვნებათა და ბიწთა და ყოველთაგან იწროებათა სოფლისათა.

 

 

გალობა 5

ძლისპირი: შენდა აღვიმსთობთ წარუალისა ნათლისა, მომეც ჩვენ კაცთმოყვარე შენი მშვიდობაჲ და ნათელსა მცნებათა შენთასა მიძღოდე სლვად გზათა შენთა.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ნათლისა წმიდისა წინაშე მდგომარემან და მის მიერ მარადის გამოსრულითა ცისკრითა განათლებულმან, მამაო ნიკოლოზ, განწმედაჲ გვითხოვე ჩვენ და მშვიდობაჲ.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

უფროჲს ყოველთა კაცთა განმარისხებელი შენი გონებითა უგულისხმოჲთა, შემიწყალე ყოვლად სახიერო, მხურვალითა ლოცვითა წმიდისა ნიკოლოზისათა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

რომელმან ესე წარვვლე მოწყინებასა შინა ცხოვრებაჲ ჩემი, გევედრები შენ, მამაო ნიკოლოზ, აღადგინე სინანულისა მიერ შეგინებული გონებაჲ ჩემი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან, ღმრთის სახარულევანო, სიხარულითა აღავსე მწუხარე გონება ჩემი და მცონარებითა დანთქმული.

 

 

გალობა 6

ძლისპირი: სიღრმენი ვნებათანი და გრიგალნი წინააღმდგომთა ქართანი აღდგეს ჩემ ზედა, არამედ უსწრვე მაცხოვარ და მაცხოვნე და ხრწნილებისაგან მიხსენ მე, ვითარ იგი აცხოვნე ვეშაპისაგან წინასწარმეტყველი.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მოაკვდინენ ასონი კრძალულებისა მიერ და მოიგე ცხოვრებაჲ დაუბერებელი, რომლისა ჩვენცა ზიარ მყვენ, ბრძენო, ლოცვითა შენითა და განგვარინენ ბოროტისაგან ცოდვისა.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

აფრითა სამღვდელოჲთა ლოცვითა შენითა, მოქცევისაგან განსაცდელთა მრავალსახეთასა და ცოდვათა სიღრმისაგან გვიხსნენ ჩვენ და მიგვიყვანე ლიმენად ცხოვრებისად, ბრძენო მღვდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

შეამკევ საყდარი მირონ ლუკიისა და სამკაულ მღვდელთმთავართა გამოსჩნდი, არამედ მეოხებითა შენითა, მსოფლიოთაგან განსაცდელთა უვნებელად გვიხსნენ ჩვენ, მღუდელთმთავარო ნიკოლოზ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დამკვიდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყვამან, დედაო უბიწოო, ოდესმე კაცთა შორის დამკვიდრებული იგი ხრწნილება გარდასვლისა, ვითარცა მხოლომან ღმერთმან, გარე განსდევნა სახიერებითა წყალობისათა.

 

 

გალობა 7

ძლისპირი: სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემსგავსნეს და დაშრიტეს სიმძაფრე სახმილისა მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

წარმწყმედელი ერთა უფლისათა არიოს უგუნური მოაშთვე ძარღვითა სიტყვათა შენთათა, ვითარცა ჭეშმარიტმან მწყემსმთავარმან, მამაო ნიკოლოზ.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

უბიწოდ წარვლე ყოვლად წმიდა ცხოვრებაჲ შენი და აწ მყოფ ხარ წმიდათა თანა, მამაო ნიკოლოზ, და გარდამოუვლინებ განწმედასა და განათლებასა, რომელნი პატივით გნატრიან შენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ვითარცა მხსნელსა განმზადებულსა და ვითარცა შემწესა მხურვალეს მოგიწოდებთ შენ, მამაო ნიკოლოზ, ვნებათაგან გვიხსნენ ჩვენ და ანაზდათაგან განსაცდყლთა ჩვენ ზედა მოსრულთა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალველობისა მიერ, განანათლე, უბიწოო, ნათლისა მშობელო, და აღანთე ლამპარი გულისა ჩემისა, რათა გულსმოდგინებითა კეთილითა გადიდებდე შენ.

 

 

გალობა 8

ძლისპირი: რომელი ანგელოზთაგან მაღალთა შინა დიდებულ არს ღმერთი დაუდუმებელად, ცანი ცათანი, ქვეყანა და მთანი და ბორცვნი და სიღრმენი და ყოველი ნათესავი კაცთა, გალობით აკურთხევდით მას, ვითარცა შემოქმედსა და მხსნელსა და უფროსად ამაღლებდით ყოველსა შინა უკუნისამდე.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ქვეყანაჲ მშვიდთა დაიმკვიდრე, რამეთუ მშვიდ უკვე იქმენ, ღირსო ნიკოლოზ, ამისთვის გევედრები შენ სარწმუნოებით, დაამშვიდენ ჩემ ზედა მარადის აღძრვანი სამმღელვარენი ბოროტნი.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვითარცა იხსნენ მხედართმძღვანნი გულვებადნი იგი უბრალოდ მოკვდინებად, ეგრეთვე განბოროტებისაგან კაცთა ბოროტთასა გვიხსნენ ჩვენ, მამაო ნიკოლოზ, და ყოველისაგან საცთურისა საეშმაკოსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

შენ რომელმან აჩვენე გზაჲ კაცთა მართალი და საცხოვრებელი, მას ზედა წარგვიძეღუ უკვე ცხოვრებასა ამას შინა მავალთა, წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა, რათა ერთბამად შევიდეთ ბჭეთა შინა ცხოვრებისათა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ძალი და გალობაჲ ჩემდა არს შენგან შობილი, ყოვლად უბიწოო, რომელსა წადიერად ევედრე, ქალწულო, რათა განვსძლიერდე ვნებათა მიერ მე განრღვეული ესე და ვჰქმნე საცხოვრებელნი ბრძანებანი მისნი.

 

 

გალობა 9

ძლისპირი: მთასა ზედა სინასა გიხილა მაყვალსა შინა მოსე, შეუწველად მუცლადმღებელი საშოსა შინა საღმრთოჲსა ცეცხლისა, ხოლო დანიილ გიხილა შენ მთად გამოუკვეთელად და ძირისაგან დავითისა კვერთხად აღყვავებულად გიღაღადა შენ ისაია.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვითარცა ზღუდედ საღმრთოდ და სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად, ქვეყნიერმან სოფელმან მოგიგო შენ, რამეთუ შუამდგომელობითა შენითა ვიხსნებით მარადის, ყოვლისაგან განსაცდელისა და იწროებისა, მამაო ნიკოლოზ, ამისთვისცა გაქებთ სარწმუნოდ და გნატრით შენ.

 

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

შეიწრებული მრავალთა მიერ გარემოდგომილებათა, მოვილტვი ფართოებისა მიმართ მხურვალეთა ლოცვათა შენთასა, ყოვლად სანატრელო ნიკოლოზ, შესცვალენ სულისა ჩემისა ტკივილნი. გიგალობ შენ და ღელვანი სასოწარკვეთილებისანი დააყუდენ და დაამშვიდენ შფოთნი გონებისა ჩემისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მოახლებულ არს მოსვლაჲ შემოქმედისა, განსჯად ყოვლისა ქვეყანისა და განუმზადებელი განვჰკრთები ყოვლითურთ მე უბადრუკი ესე, მოვიხსენებ რა მრავალთა ძვირთა ჩემთა, უფალო სულგრძელო, შემიწყალე მე და მაცხოვნე მე საღმრთოჲთა ლოცვითა ღირსისა შენისა ნიკოლოზისათა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი, მშობელო ნათლისაო, განსდევნე სულისა ჩემისა ბნელნი ესე ბოროტნი ღრუბელნი, რათა ძედ დღისა ვიქმნე და ვიქმოდე ღირსთა, მეოხებითა შენითა და გალობისმეტყველებისა მიერ ღირსად გნატრიდე შენ.

 

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.