დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ძლისპირი: სასწაულითა იხსნა ერი უფალმან და ზღვა მღელვარე სიტყვით განახმო პირველ და დღეს უხრწნელად იშვა ქალწულისაგან და წარმიძღვა ჩვენ ზეცად, ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გვირგვინითა სიმართლისათა შემკულმან და საყდართა მიმართ მადლისათა წინაშე მდგომარემან, ჰოჲ, ნიკოლოზ, გალობათა მიერ სარწმუნოდ აწ გვირგვინოსან-მყოფელნი შენნი, გვაცხოვნენ მარადის მეოხებითა შენითა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელმან მადლი კურნებათა მიიღე ნიკოლოზ, ყოვლად ნეტარო, სულისა ჩემისა წყლულებანი განკურნენ ლოცვითა შენითა და განსაცდელთაგან ზედა მოსრულთა მიხსენ მე, გევედრები.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულიერითა მეოხებითა შენითა, წმიდაო ნიკოლოზ, შეცოდებათა მიერ ყოვლად განრღვეული სული ჩემი განჰკურნე და ცხოვრებისაგან ძვირისა ბოროტისა მიხსენ მე, გევედრები.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბნელე გონებისა ჩემისა ყოვლადუბიწოო, ნათლითა შენითა განსდევნე და ბნელისაგან საუკუნოჲსა მიხსენ მე, რათა უგალობდე მარადის დიდებულებასა შენსა.
ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სილაღე მაცთურისა და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ და შეუშფოთებელად დაამტკიცენ მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მღვდელმთავართა სიკეთეო, საღმრთოჲსა სულისა კეთილ სულნელებაო, მირონ-სუნნელითა ლოცვითა შენითა ბოროტნი იგი მყრალნი ვნებანი განსდევნენ გულისაგან ჩემისა, ნიკოლოზ ბრძენო, სურვილით გევედრები.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მედგრობასა შინა აღვასრულებ ცხოვრებასა ჩემსა უბადრუკი და მეშინის საშინელისაგან სამსჯავროჲსა შენისა, ქრისტე, რომელსა ზედა ნუ მარცხვენ მე, ვედრებულ ქმნილი, შუა მდგომელობითა სამღვდელოჲსა ნიკოლოზისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საღმრთოჲთა მადლითა ყოვლად შემკულმან მღვდელ-მთავარო, მამაო ნიკოლოზ, პირად-პირადთაგან განსაცდელთა და ურვათა აცხოვნენ საფარველსა ქვეშე შენსა მოლტოლვილნი, მარადის ყოვლად სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიხსენ მე ყოველთაგან განსაცდელთა და მრავალთაგან საცთურთა გველისათა და საუკუნოჲსაგან ცეცხლისა და ბნელისა, ყოვლად უბიწოო, ნათლისა დაუღამებელისა ჩვენდა მშობელო.
ძლისპირი: პირველ აუწყა წინასწარმეტყველებით ცხოვრება კაცთა ამბაკომ და იტყოდა: რისხვასა შინა მოიხსენინ წყალობაჲ ჩრდილოთ მაღნართათ, მო-რაი-ხვედ შენ, მაცხოვარ, ერისა ამის სიტყვაჲ დამბადებელი.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა აღმასრულებელმან ყოველთა საღმრთოთა ბრძანებათამან, მღვდელთმთავარო მამაო ნიკოლოზ, ისწრაფე დაცვად ჩვენდა მეოხებითა შენითა, ქვეყანასა ზედა სჯულთა ცხოვრებისა მიმართ მიმყვანებელთა და გვიხსნენ ჩვენ ყოველთა განსაცდელთა ზედა მოსრულთა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
სრბისა შენისა სრულ-მყოფელმან ღირსად ქრისტეს მიერ წარმართენ გზანი ჩვენნი მისსა მიმართ, მამაო, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, რათა განლტოლვილნი უგზოჲსაგან ცთომისა, საცხოვრებელისა მიმართ სრულებისა მივიწივნეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან ყოველნი ღონენი მტერისანი დააძინენ საღმრთოთა მღვიძარებითა, ნიკოლოზ, ყოვლად ბრძენო, მღვიძარენი და ღმრთისა მგალობელნი და შენნი მისსა მიმართ შუამდგომელად დამდებელნი, ჩვენ ყოველნი, მამაო, მადლიერ-გვყვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მცნობელმან სულითა საღმრთოთა წინასწარმეტყველმან, შენ მთად ჩრდილოვნად წინათ გამოგსახა წმიდაო, ვინაცა დამდნარნი სიცხითა მრავალთა შეცოდებათა, კეთილსათნოჲთა შუამდგომელობითა შენითა და მადლითა განგვაძლიერენ აწ, ღმრთისმშობელო.
ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედ, ქრისტე, აღმსობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღმერთ ხარ, რათა წარმიძღვე გზასა მშვიდობისასა შესვლად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩვენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დანერგული ეზოთა შინა უფლისათა, მღვდელთმთავარო, მამაო ნიკოლოზ, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი მადლითა, განაპოხებ პირთა ყოველთასა ზეთითა შრომათა შენთათა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ჰყავ მეოხებაჲ მონათა შენთათვის, მამაო ნიკოლოზ, რათა მოვიღოთ მოტევებაჲ ცოდვათა და პყრობილებისაგან ჭირთასა ვიხსნნეთ და ყოვლისაგან იწროებისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, უკვე კეთილსა შუამდგომელსა უფლისა მიმართ გევედრებით, ჰოჲ ნიკოლოზ, ნუ დამიტევებ ჩვენ წმიდაო შეუწევნელად, არამედ ჩვეულებითითა მეოხებითა შენითა გვაცხოვნენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელსახილველო ტაძარო ქრისტესო, ყრმაო ღმრთივ-მიმადლებულო, მეოხებითა შენითა, მამისა და ძისა და სულისა ჩვენცა ტაძარ-გვყვენ, რათა ვიქმოდეთ ღირსთა საქმეთა.
ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღვისასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით, აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მომართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მქონებელმან, ქრისტე, მრავლისა წყალობისამან, სიმრავლეჲ ძვირთა ჩემთა განსდევნე, მეოხებითა ნიკოლოზისათა და წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი, რომელიცა ღელვითა ცოდვისათა მარადის იღელვების.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დასთრგუნე ძლიერად, ბრძენო, მტერი, რომლისა შემუსვრად განგვაძლიერენ ჩვენცა ლოცვითა შენითა, მამაო ნიკოლოზ, რომელნიცა შენითა საღმრთოჲთა შუამდგომელობითა განვმჰსდიდრდით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელი ეგე იქმენ მიროელთა პირველ მღვდელთმთავარ ჭეშმარიტ, საცნობელნი უკვე ჩვენნი სულიერნი განასუნნელენ, მამაო ნიკოლოზ და მტერქმნილი ჩვენ ზედა ბილწნი ვნებანი განსდევნენ მარადის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან იგი დიდებული ჰყო შენდა, ქრისტემან, უბიწოო ქალწულო, მას უკვე ევედრე მარადის დიდებად, ჩვენ შორის მდიდრისა წყალობისა მისისა, ღმრთივმიმადლებულო.
ძლისპირი: სიყვარულითა ყოველთა მხსნელისათა არად შერაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა, ღმრთისმოძულისა და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწვნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მოსწრაფებითა ლოცვითა შენითა, ბრძენო, წვივნი გულისა ჩემისანი დაამტკიცენ საცნაურად კლდესა ზედა ყოვლად ბრწყინვალეთა საღმრთოთა მცნებათა და მაცხოვნენ ვერაგთაგან საწერტელთა, ბოროტთა დასაბამისა მტერისათა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განხსნაჲ მრავალთაგან ცოდვათა და მახეთაგან იძულებითთა სოფლისათა გვითხოვე ჩვენ და განსაცდელთაგან ყოველთა ზედა მოსრულთა, ნიკოლოზ სამღვდელოო, შემწეო ყოველთა მორწმუნეთაო და საფარველო მღვდელთ-მთავართაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მე ვარ მონაჲ ბოროტი, რომელმან დავფარე ტალანტი, რომელი მოვიღე მე განსაქმარებად, და მეშინის მუნისა მის სამსჯავროჲსაგან, რომელსა ზედა, მსაჯულო ყოველთაო, ღმერთო, ნუ დამსჯი ლოცვითა წმიდისა ნიკოლოზისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, ყოვლად წმიდაო და ყოვლად განწმედილო, მონანი შენნი დღისი და ღამე გევედრებით მარადის შემუსრვილითა გონებითა და ვითხოვთ ხსნასა ცოდვათა ჩვენთასა მოცემად მეოხებითა შენითა, უბიწოო.
ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშვა ცეცხლი ღმრთაებისა და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მდგომარე მთასა ზედა საღმრთოთა კეთილთა საქმეთასა, საცნაურქმნილი კიდეთა მიმართ, საკვირველებათა მაღალთა მჩვენებელ გამოსჩნდი, მამაო ნიკოლოზ, ამისთვის ყოველი ენა პატივს გცემს შენ, ყოველსა შინა უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გემოს მხილველმან, ღირსო ნიკოლოზ, საღმრთოსა სიტკბოებისამან, სიმწარე ვნებათა და გემონი მოიძაგენ, რომელთაგან გვიხსნენ ჩვენ, მვედრებელმან ქრისტეს მიმართ, დაყუდებად ზედა აღდგომილთა განსაცდელთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა სვეტმან შეურყეველმან და მორწმუნეთა სიმტკიცემან მარადის შერყეული სიბოროტითა სოფლისათა და საეშმაკოთა მობერვითა, განმაძლიერე, ნიკოლოზ, ყოვლად ნეტარო, ლოცვითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნენ, ყოვლად უბიწოო, ვნებანი გულისა ჩემისანი, ყოველთა მკურნალისა მშობელო, და მართალთა ნაწილსა ზიარად გამომაჩინე მე, ქალწულო, მეოხო ქრისტე მიმართ.
ძლისპირი: ჯერ არს დუმილი, ვინადგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩვენისა, შევსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა მღვდელთმთავარსა ქრისტესსა, ვითარცა ვარსკვლავსა ნათელ ცისკროვანსა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედსა, ვითარცა წყაროსა კურნებათასა, ვითარცა შემწესა ჭირთა შინათასა და ვითარცა მხსნელსა უმხურვალესსა მომწოდებელთა შენთასა განსაცდელთა შინა, მამაო ნიკოლოზ, შეგასხამთ გალობითა სამღვდელოჲთა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ესერა აღსასრული მოახლოებულ არს, რასა უკვე გცონის, ჰოი, სულო ჩემო, რად არა ისწრაფი ღმრთისა მიმართ კეთილსათნოდ ცხოვრებად, ისწრაფე და აღსდეგ და ღაღად-ჰყავ: შემიწყალე მე კაცთმოყვარე, მეოხებითა ნიკოლოზისათა და წარმართე ცხოვრება ჩემი, ვითარცა სახიერმან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მწყემსსა დიდსა და მობაძავსა ყოველთა შინა მწყემსთმთავრისა ქრისტესსა, წადიერად გევედრებით, ნიკოლოზ, ზენათ-გამო სამღვდელოჲთ დამწყსენ მონანი შენნი და იხსენ მარადის ყოველთაგან სოფლისა განსაცდელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათლისა საღმრთოჲსა მშობელო, მე, დაბნელებული ესე ყოველთაგან მტერისა კვეთებათა და მყოფი მოწყინებასა შინა და განმარისხებელი ღმრთისა, განმანათლე, ყოვლად უბიწოო, და წარმიძეღუ კეთილთა მიმართ მუშაკობათა, ვითარცა მიზეზი ყოველთა კეთილთა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.