მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლოცვა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ,
მტერთა საბრძოლველად მომავალთა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.


მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩუენნი.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსნენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება, აწდა.


მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.


უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება, აწდა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

 

ფსლამუნი 78

ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა, და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალიმი ვითარცა ხილის საცავი; დაასხეს მძორები მონათა შენთაჲ საჭმელად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი – მხეცთა ქუეყანისათა. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოჲს იერუსალიმსა, და არავინ იყო მფლველ მათდა. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. ვიდრემდის, უფალო, განჰრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი? მიჰფინე რისხვაჲ შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მტერთა ზედა რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს. რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს. ნუ მოიხსენებ უჰსჯულოებათა ჩვენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა, უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თვალთა ჩუენთა შურის-გება სისხლისა მის მონათა შენთაჲსა, რომელ დაითხია. შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმა შებორკილებულთაჲ, სიმდიდრითა მკლავისა შენისაჲთა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. მიაგე გარემოჲსთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოჲსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.


ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუხლი ბ.
ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი გ.
არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი დ.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


აცხოვნე უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა. (3-გზის)


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

და კანონი თქმული იოანესი, ხმა 4

გალობა 1, სძლის-პირი

უკულეველად, ზღუა წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

სიმტკიცე, და ძლიერი ბრძოლასა შინა უფალი, რომელი ჰშევ უბიწოო, მტკიცითა ხელითა შენითა ჰბრძოდე, ყოველთა მტერთა და მბრძოლთა მათ ჩუენთა.

რომელმანცა ზღუასა შინა პირველად დაანთქ ფარაო, და ეტლები მისი სიღრმედ შთაჰსთხიე, აღჰსდეგ აწ შეწევნად ჩუენდა ქრისტე, ოხითა მშობელისა შენისათა.

ხელოვანი მკურნალი ხარ სახიერო, ბრძვილთა და ჰსწუავ კურნებად. აწცა რისხუასა შინა წყალობა ჰყავ ჩუენდა ძეო ღმრთისაო, ოხითა დედისა შენისათა.

ძუელ-ოდესმე სენაქერიმ მხედრებითურთ მოჰსრენ და განაბნიენ. ეგრეთუე ჰბრძოდე მბრძოლთა ამათ ჩუენ ზედა აღდგომილთა, დაჰსცენ და განაბნიენ, დედოფლისა ოხითა.

ჩუენ-წილ ჰბრძოდე, მწარეთა მბრძოლთა ჩუენთა, რომელნი ესე გესავთ, და მიგავლენთ მათ ზედა მბრძოლად, რამეთუ შენ ხარ, ჩუენ ქრისტეანეთა ყოველთა მხედართ-მძღუანუელი.

 

გალობა 3, სძლის-პირი

არავინ არს წმიდა, შენებრ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქა ქრისტიანეთა. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

იგინი საჭურველითა მრავლითა და მხედრებითა ურიცხვითა, ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვჰხადით სახელსა შენსა, და აწ გიღაღადებთ, გუაცხოვნენ ჩუენ დედოფალო წმიდაო.

რომელი მიჰსცემ ძლიერსა ძლევასა, და უძლურსა სიმრთელესა, აღამაღლენ მორწმუნენი მხედარნი შენნი ბარბაროზთა ზედა, და დაეც ძალი მათი, ოხითა მშობელისა შენისათა.

მხედარნი ბარბაროსთანი, უცხო-თესლნი შეჰკრბენ, და ცეცხლის-მჰსგავსად ეგზებიან, მჰსწრაფლ სიკუდილთა ჩუენთათვის, და ბრძოლასა შინა ძლევად, დედოფალო მონათა შენთა შეეწიე.

შეჰკრიბეს მტერნი ჩუენ ზედა, და სისხლითა გუაშინებენ, და ჰზაკუენ და განიზრახუენ, ცუდ-მეტყუელნი, და აღიღებენ პირთა, ვითარ ჰხმობს ფსალმუნი, მონათა შენთათვის ჰოჲ ღმრთის-მშობელო.

ხელთა განპყრობითა მოსე გამოჰსახა ჯვარისა სახე ჰოჲ ქალწულო, და ჰსძლო უღმრთოსა ამალეკსა, ეგრეთვე ხელითა შენითა უხილავნი მტერნი ჩუენნი დაამხუენ.

 

გალობა 4, სძლის-პირი

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკკლესია, და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა.

მადლი შენი მოჰფინე ქალწულო, და დაჰხსენ ყოველნი წინა-აღმდგომნი, რომელი აწ გუბრძუანან მტერნი ჩვენნი, ჰბრძოდე მბრძოლთა მათ შენთა, შემწეო შეუწევნელთაო.

სირცხვილითა აღავსენ მტერთა შენთა პირნი, და ყოვლითა უპატიოებითა, და კდემითა წარჰსდევნენ, მართლ-უკუნ ცალიერნი, მჰსგავსად ფსალმუნისა მის დედუფალო.

აწ გულის-ხმა-ვჰყოფთ ჩუენ დედუფალო, ძალსა შენსა, ვითარ გენებოს ერისა შენისა, და ქალაქისა ამის, მას ჰყოფდ, რათა არა იხარებდენ ჩუენ ზედა მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი.

რავდენი გენებოს მას ჰყოფ ვითარცა შენგან შობილი, რომელსა წამის-ყოფით ძალ-უძს ყოვლისავე ქმნად, და უკუეთუ ინებებ შენ შეწევნასა, მჰსწრაფლ ვიხსნებით ჩუენ.

საკვირუელითა მით შეწევნითა შენითა ძლიერთა, ბოროტთა მათ მბრძოლთა თავნი შემუსრენ, და ძალითა საშინელებისა შენისათა, შეჰსძრენ იგინი ქალწულო.

 

გალობა 5, სძლის-პირი

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმჰსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ რათა გიცნან შენ ღმერთი მხოლო განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

მხედარნი მძლავრთა მეფეთანი, და ბარბაროსთა მთავართა გუნდნი, ბოროტად შეთქუმულ-არიან სამწყსოსა შენსა ზედა ვითარცა ლომნი და მხეცნი მრისხანენი და მყვირალნი ქალწულო.

რომელთა აწ გარე-მოუცავთ, გლოვათა დედოფალო ცრემლისა და გოდებისა თანა-მდებ ვართ, არამედ შენ ქალწულო იჰსწრაფე, შეგვიწყალე, და კუალად უღმრთონი მტერნი ჩუენნი დაამხუენ.

ძე ღმრთისა ჰშევ შენ დედუფალო, რომლისა გარემოს-მდგომარე არიან ზეცისა, ძალნი ანგელოსთანი ბრძოლად გარდამოგვივლინენ, ქალწულო ყოვლად-ქებულო, შეწევნად ჩუენდა.

ნუ მიმცემ ჩუენ ხელთა მტერთასა, სამკვიდრებელსა შენსა, რათა არა ჰსთქუან სადა არს ღმრთის-მშობელი, რომლისა მიმართ აქუსთ სასოებაჲ, არამედ სამწყსო შენი დაიფარე უბრძოლუელად.

ყოვლისა ქუეყანისა მეფეთა, უწყიან ძალისა შენისა უძლეველობა ქალწულო, და წარმართთა ერთა, რომელთა არა იციან ხელმწიფება შენი, შეჰსძრენ და შეაძრწუნენ იგინი.

 

გალობა 6, სძლის-პირი

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს მე. და მოვივლტი შენდა ნავთ-საყუდლისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე.

მორწმუნისა ერისა შენისა, და ჰრჩეულისა, მკლავნი, რუალისა მკლავ-ჰყუენ, და შემოსე ამათ ძალი და სიმტკიცე უბიწოო, და ზეცით გარდამოუვლინე ძლიერი ძალი შენი.

რომელთა გვრწამს სახელი, ჰოჲ ქალწულო მამისა, და ძისა, და სულისა, და თაყუანის-ვჰსცემთ შენგან შობილსა, ნუ მიმცემ მტერთა ჩუენთა, არამედ შეჰმუსრენ იგინი სრულიად ქალწულო.

მუხლთა მოვიდრეკთ ქუეყანად, და ხელთა ზეცად აღვიპყრობთ, და სულ-თქმით გიღაღადებთ, ვჰსცოდეთ დედუფალო წინაშე ღმრთისა, დაამშვიდე იგი ჩუენ ზედა, და ნუ ბარბაროსთა და წარმართთა მიერ გუტანჯავ ჩუენ.

ვითარ დაუთმოთ ღირსო, ვითარ იტყვის მტერი, ვჰსდევნო, შევიპყრა იგი, და განვიყო ნატყუენავი მისი, აღვივსო სული ჩემი, და დავჰსჭრა მახვილითა ჩემითა, ამისთვისცა მჰსწრაფლ გუეწიე.

ტაძარი შენი წმიდა, და წმიდანი ადგილნი, პატიოსანნი ხატნი შენნი, და ყოველთა წმიდათა ხატნი, და ეკკლესიათა წესნი, წარჰსტყუენეს მტერთა, ამისთვისცა მჰსწრაფლ-გუეწიენ ქალწულო.

 

წარდგომა, ხმა 4

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი.

ვითარცა მოაკლდეს კუამლსა მოაკლდენ.


სამოციქულო ეფესელთა

ძმანო, ღმერთმან რამეთუ მდიდარ არს წყალობითა მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა იგი შემიყუარნა ჩუენ. და რამეთუ ვიყუენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა. მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ. და თანა აღმადგინნა და თანა დამხსნა ზეცათა შინა ქრისტე იესუს მიერ რათა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა, გარდამეტებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისა, სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუს მიერ, რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ. და ესე არა თქუენგან, რათა არავინ იქადოს.


სახარება ლუკასი

მას ჟამსა შინა მო-ვინმე-სრულ იყუნეს იესუსა, და უთხრეს მას გალილეველთა მათთვის, რომელთა იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიესთ, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყუნეს ცოდვილ, რამეთუ ესე ვითარი ევნო მათ? გეტყვი თქუენ: არა, არამედ უკეთუ არა შეინანოთ, ეგრეთვე სახედ ყოველნი წარჰსწყმდეთ. ანუ იგი, რომელ ათურამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოჰსწყვიდნა იგინი, ჰგონებდ ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყუნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკვიდრ არიან იერუსალიმს? გეტყვი თქუენ: არა, არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარსწყმდეთ. და ეტყოდა მათ იგავსა ამას. ლეღვი ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა ჰპოვა. და ჰრქუა ვენახის-მოქმედსა მას: აჰა ესერა სამი წელი არს ვინა თგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა, და არა ვჰპოებ. მოკუეთე ეგე, რაჲსათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო, და სკორე დაუდვა, ჰყოს ხოლო თუ ნაყოფი, უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.

 

გალობა 7, სძლის-პირი

ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი, შეჰსწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრისა ასწავა გალობა და ჰსთქუეს კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

არა განვიპყრენ ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა მეუფეო, დაღათუ გცოდეთ, არამედ არა განდგომილ ვართ შენგან, და არცა უწყით სხვა ღმერთი თვინიერ შენსა, ამისთვის გვილხინე, ოხითა ღმრთის-მშობელისათა.

აჰა გარე-მოგუადგენ ვითარცა ძაღლნი, და კუროთა პოხილთა მოგვიცუეს, და ნებავსთ ჩუენი განბძარუა, მხეცის-მჰსგავსთა ქალწულო დედუფალო, რომელნიცა კუერთხითა შენითა შორს განჰსდევნენ, ჩუენ მონათა შენთაგან.

მაცხოვარო სოფლისაო, ყოვლად-ქებულო დედუფალო, ქალაქი ესე დაიცევ, რომელსა შინა ჰმეფობ, რომელმან ჰშევ ქრისტე მეუფე, და ტყუეობისაგან მწარისა გვიხსნენ, და ზედა მოსლვისაგან მტერთასა.

ყოველთაგან თესლთა ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნენ უბიწოო, და უკეთურთა მტერთა სრვისაგან განსაკრთომელისა, ამბოხისაგან ზრახუათა მათთასა, და განცემისაგან იხსნენ ქალწულო ქალაქი შენი.

ზღუდე შეუძრუელი და დაურღუეველი, და გოდოლი შეურყეველი ხარ, და შენ გხადით, ზედა-მოსლვისაგან ბარბაროსთა გვიხსნენ, რამეთუ სიხარულით შენდა მოვივლტით უბიწოო, და შენ მიერ ვჰსცხოვნდებით.

 

გალობა 8, სძლის-პირი

სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყლისაგან დაჰსწუენ ილიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მჰსწრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ვითარცა მხეცნი და მგელნი მოსისხლენი, და მტაცებელნი მონათა შენთანი, სამწყსოთა გარე-მოადგეს სიტყვიერსა ცხოვარსა შენსა განხრწნად, შეეწიე ქალწულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

ურიცხუნი წარმართნი, ძლიერად მებრძოლნი, და მოყუარენი შფოთისანი, ნათესავნი ცრუ-ფიცნი, ჩუენ ზედა აღჰსძრუენ ბრძოლასა დაუმშვიდებელსა, მჰსწრაფლ-გუეწიე ქალწულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

ზეცისა ძალთა, გუნდთა უხილავთა მიერ გარე-შემზღუდენ ჩუენ, და მტერთა საცთურნი უჩინო-ჰყუენ და ამათ და კუალად მჰსწრაფლ-გუეწიენ, ქალწულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

ვითარცა ოდესმე ადერ აღჰსდგა რა სოლომონის ზედა, ეგრეთვე აგარის შვილნი ისმაიტელნი მებრძოლად, მჰსგავსად ძისა აღდგომილ-არიან ერსა შენსა ზედა. მჰსწრაფლ-ეწიე ქალწულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

ვითარცა მხეცნი მტაცებელნი უმზირიან მონათა შენთა, მხედარნი ჭურვილნი მიმდონი ძალისა თვისისანი, ხოლო ჩუენ შენნი მოსავნი გიღაღადებთ, მჰსწრაფლ-გუეწიე ქაწლულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

სიმტკიცენი მშვილდთა მათთანი კუალად შეჰფქუენ, და ბარბაროსნი ჩუენ ზედა მომავალნი უკუნ-აქციენ, და შემუსრენ მახვილნი და ბრძოლანი მათნი, დედუფალო ქალწულო წმიდაო ღმრთის-მშობელო.

 

გალობა 9, სძლის-პირი

ღმრთისა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუენ, ქალწულო გამოუჩნდი შენ მიერ კაცთა, სიტყუა ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

ძალ და სიმტკიცე, მფარუელ და განმაძლიერებელ ექმენ ერსა შენსა ყოვლად-უბიწოო და მახვილ ორ-პირ განდგომილთა მათ მწყობრთა, და ძალითა შენითა გუნდსა მათსა რისხვით განმკუეთელ, მომსრუელ და უკუნ-მაქცეველ დედუფალო.

ვითარცა ზღუდე მტკიცე ხარ შენ ქრისტეანეთა, და ვითარცა შეუძრველი გოდოლი, უღმრთოთა ძალნი და საშინელებანი მთავართა მათ ბარბაროსთა, ჩუენ ზედა მოსლუადნი, დაჰხსენ უბიწოო ძალითა შენითა.

ვითარცა ანგელოსისა შეწევნითა დაამხუნა გედეონ მადიამელნი, ეგრეთვე აწ მოგვივლინე ანგელოსი, და განწყობანი ბარბაროსთანი შეჰფქუენ და შეჰმუსრენ მტერნი, რომელნი გუბრძუანან ჩუენ მონათა შენთა.

წესი ბუნებისა იძლევის დედუფალო, და რომელი ჰნებავს ღმერთსა წამსა შინა აღასრულებს, რომელი შენ მხოლომან ჰშევ ბუნებისა უმეტეს. მბრძოლნი ქალაქისანი შეჰფქუენ მეყსა შინა, და შეჰმუსრენ, რამეთუ ძალ-გიძს ყოველივე.

ტაძარსა შენსა წმიდასა ვედრება მონათა შენთა შეისმინე ქალწულო, და რისხუა ღმრთისა მიჰფინე წარმართთა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა, რომელნი არა ჰხადიან აწ პატიოსანსა სახელსა შენსა სარწმუნოებით.

დედუფალო წმიდაო, მტვირთუელო ქრისტესო წიაღთა, მოგუფინე წყალობა შენი, ვითარცა ღრუბელი ნათლისა, და ქალაქი ესე შენი დაიცევ განუხრწნელად, რომელი ითხოვს შენგან ლხინებასა და შეწევნისა შენისა მოქენე არს.

 

ლოცვა სანატრელისა ფილადელფოს მიტროპოლიტისა მიერ თქუმული,
მბრძოლად ჩუენდა მოსლვისათვის წარმართთა მიერ

მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, ვინ არს მჰსგავს შენდა, და ანუ ვინ არს მჰსგავს ღმერთთა შორის, უფალო ღმერთო ჩუენო, ვინ არს ღმერთ დიდ ვითარ ღმერთი ჩუენი. ძლიერნი წყალობითა და სახიერი ძლიერებითა, და ვედრებასა შინა მფარუელი ჩუენი. ნუ დაჰსდუმნები და ნუცა დამშვიდნები ღმერთო, ვიდრემდის არა მიაგო ამპარტავანთა საქმეთა მათთაებრ. რამეთუ მტერნი შენნი განძლიერდენ, და მოძულეთა შენთა აღიღეს თავი. და ერსა შენსა ზედა ჰძმაცვიდეს და განიზრახეს ბოროტი წმიდათა შენთათვის და ჰსთქუას: მოვედით და მოვჰსრნეთ იგინი და არა მოიხსენეს სახელი ისრაელთა. და ამისა შემდგომად მოვიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდა შენი, დაჰსდუეს პატიოსანი იერუსალიმი შენი, ვითარცა ხილის-საცავი. დაჰსხეს მძორები მონათა შენთა საჭმელად მფრინველთა ცისათა, და ხორცნი წმიდათა შენთანი მხეცთა ქუეყანისათა. დაჰსთხიეს სისხლი მათი გარემო ს იერუსალიმსა და არავინ არს მფლუელ მათდა. არამედ ვიდრემდის უფალო, დაჰსწუავნ ვითარცა ცეცხლი რისხუა შენი. ვიდრემდის გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ვიდრემდის იქადოდენ ცოდვილნი. ვიდრემდის ამაღლდებოდეს კუერთხი წარმართთა სამკვიდრებელსა შენსა ზედა. ვა , რამეთუ დავმდაბლდით, და შევჰმსცირდით ჩუენ ყოველნი წარმართთა მიერ. ვა , ჩუენ-ზედა მოწევნულსა ჭირსა და მწუხარებასა მტერთა მიერ, რამეთუ ფრიად განძლიერებულ-არიან იგინი ჩუენ-ზედა, ხოლო წყლულებანი მათ მიერნი ჩუენდა მტკიცედ ჰგიეს. და შენ, უფალო, რომელი დიდ-ხარ და ძლიერ, ვიდრემდის არა შეიწყალებ იერუსალიმს. რა თა ვჰსტიროდეთ, ვითარცა იერემია შემუსრვილებასა ჩუენსა, რამეთუ განხრწნილ-ვიქმნენით ვითარცა ფურცელნი ხისა უსჯულოებათა ჩუენთაგან, და შევირაცხენით ვითარცა მკუდარნი შეწყდომილნი ჯოჯოხეთს შინა. არამედ ვჰსასოებთ ჩუენ წინაშე შენსა ვითარცა ზაქარია, რამეთუ ღმერთი წყალობისა ხარ შენ და განაქარუებ განზრახუასა ძლიერთასა, და მდაბალთასა შესწირავ ლოცვასა. რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საყუედრელად მახლობელთა და შორიელთა, რომელნიცა განშორებულ-არიან სიმართლისა გზისაგან და საღმრთოსა მცნებასა, და ურჩ-არიან უსჯულოებითა, რომელთასა სიტყუანი სიბრძნისა და მოღუაწებისა შენისა არა უწყიან. და ღმრთისა მიერი საფარუელი ჩუენ ზედა, საყუედრელად უჩნს მათ. ჯერ-არს მათდა, რათა ისმინონ სამღუდელონი სიტყუანი, რომელსა იტყვის. რომელნი ვჰსცოდავთ, უფლისა მიერ დავისაჯებით. ჯერ-არს მათდა, რათა უწყოდენ სამღუდელონი სიტყუანი, და რათა გულის-ხმა-ყონ ესე. რამეთუ მხოლოდ იგინი არა მკუდარ არიან, არამედ იგინიცა რომელნიცა მკუდართა თანა იყოფიან, არცა იგინი არიან კურნებისა ღირსნი, არცა უხმსთ მათ კურნება, არამედ რომელნიცა უძლურებასა შინა ვიპოებით, მოღუაწებითა მკურნალთათა კურნებასა მოვიღებთ ყოველი სოფელი, ესე-ვითარცა წყლულებისათვის. და რომელთა არა უწყიან ჩუენ ზედა წყლულებანი ესე მოსრულნი, ერთ-გზის ოდესმე გულის-ხმა-ჰყოფენ იგინიცა; რამეთუ გულის-ხმა-ჰყუეს, და ვერ ჰსცნეს. ამისთვის გუყუედრიან ჩუენ, და უსჯულოდ გუხადიან, რამეთუ სასოება რა გუაქუს ჩუენ შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა მიმართ, ამას უსჯულოდ უწოდენ იგინი. რამეთუ შენ მხოლოდ-შობილისა, დაუსაბამოსა მამისა, და ძესა, თანა-არსსა და ერთ-ბუნებასა მამისასა და ყოვლად-სახიერსა სულსა გქადაგებთ ერთარსებად. და ერთსა ძალსა ღმრთაებითა და მეუფებითა თაყუანის-გცემთ, რამეთუ ამისთვის იგინი მარადის მბრძოლ-არიან, და გვიწოდენ ჩუენ უსჯულოდ, და ამას ვერ გულის-ხმა ჰყოფენ იგინი, თუ წყლულებანი ესე ცოდუათა ჩუენთათვის მოიწევიან ჩუენდა, არამედ უსჯულოდ ყოფასა ჩუენსა ჰგონებენ, და მისთვის მოიწევიანო. ესრეთ ჰგონებენ უგუნურნი, და აგინებენ ღმრთაებასა შენსა, და ყოვლისა სოფლისა ცხოვრებასა და განგებულებასა შენსა საკიცხელ-ჰყოფენ. არამედ გვიხსენ უფალო, გვილხინე კაცთ-მოყუარეო ღმერთო და შეგვიწყალენ ჩუენ, ვითარცა მიმტევებელ ხარ და მოწყალე მეუფე. ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, რათა არა განხრწნილ-ვიქმნნეთ. და ნუცა რისხვითა შენითა მჰსწავლი ჩუენ, რათა არა ვიქმნნეთ ვითარცა პირველ დაბადებისა არა-არსნი. არამედ იყავნ ჩუენ თანა ვითარცა ძლიერი მბრძოლი, რამეთუ არავინ არს ძლიერი თვინიერ შენსა, რომელი აცხოვნებ დიდთა და მცირეთა. განგუაძლიერენ ჩუენ უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ შენ გესავთ და სახელისა შენისა წმიდისა მოსავ-ვართ, და სარწმუნო-ჰყავ აწ სიტყუა შენი უფალო, რომელი გუამცენ ჩუენ. რამეთუ თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა და აღამაღლე რქა ქრისტიანეთა და სირცხვილეულ-იქმნენ და წარჰსწყმდენ, და შეიმუსრნენ ძალნი მათნი და ძალნი ნურღარა იპოებიან მათ თანა, რათა ჰსცნან ყოველთა, რამეთუ სახელი შენი უფალ-არს, და შენ მხოლო მაღალ-ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, და შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა მიმართ ჰშუენის თაყუანის-ცემა, თანა დაუსაბამო სა მამისა, და ყოვლად-წმიდისა სახიერისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

სხუა ლოცვა მოსლუასა ზედა წარმართთასა

მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით ჩუენ ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი, რათა მოჰხედო ვედრებასა ჩუენ ცოდვილთა და უხმართა მონათა შენთასა, და შეგვიწყალენ ჩუენ მეუფეო, რამეთუ უსჯულოებანი და ცოდუანი ჩუენნი თავთა ჩუენთა ზედა მდებარე არიან, რომელნი ვიშიშვით საყუედრელად და საკიცხუელად წარმართთა მიერ, რამეთუ გუბასრობენ ჩუენ და მეკიცხვიან ჩუენ გარემოს ჩუენსა უღმრთონი აგარიანნი, რამეთუ შორის მათსა დავჰმდაბლდით ვიდრე სიკუდიდმდე, ცოდვითა და უსჯულოებითა და გინებითა ჩუენითა. ვინ არა გუტიროდეს ჩუენ ესე ვითართა ცოდუათა ჩუენთათვის. ვინ არა ჰგოდებდეს წარტყუენვისა ჩუენისათვის, რამეთუ ესე ყოველი მოიწია ჩუენდა ცოდუათა ჩუენთაგან, გინებითა და უსჯულოებითა ჩუენითა. ამისთვის ძენი სიონისანი პატიოსანნი შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი. ამისთვისცა ბნელ-იქმნა ოქრო და გარდაიქცა ვეცხლი კეთილი შავად. ამისთვისცა ნაზიერნი სიონისანი ვითარცა თოვლნი ვბრწყინვიდეთ და აწ ვიქმნენით ვითარცა ჰინდონი შავნი. და რომელნიცა ვიყუენით სძისა უსპეტაკესნი, შევიცუალენით აწ შავთა უმეტესად. და რომელნიცა ვიზრდებოდით საწმისითა აწ შთავიცუამთ უშუერებასა, რამეთუ განსდიდნენ უსჯულოებანი ჩუენნი, უფროს სოდომელთასა ამისთვისცა ძენი დღისანი და ნათლისანი, შევიქმნენით ძედ ღამისა და ბნელისა. ამისთვისცა ძენი სასუფველისანი ვიქმნენით მონად უსჯულოთა მტერთა, და ურწმუნოთა წარმართთა. რამეთუ ვჰსცოდეთ წინაშე შენსა და ვიუსჯულოეთ, სიცრუე ვჰყავთ და გარდავჰხედით მცნებასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა. არამედ ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად სახელისა შენისათვის წმიდისა უფალო, და ნუცა განაქარვებ აღთქმასა შენსა და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, მრავალ-მოწყალებისა შენისათვის მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წყალობითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, და წყალობითა წმიდისა სულისა შენისათა. ნუ მოიხსენებ ცოდუათა და უსჯულოებათა ჩუენთა. არამედ მჰსთუად-მეწიენ წყალობანი შენნი უფალო, რამეთუ დავჰგლახაკენით ჩუენ ფრიად შემეწიენ ჩუენ ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა, უფალო მიხსენ და მილხინე ცოდუათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის. შეიწირე აღსარება ჩუენ ცოდვილთა და უხმართა მონათა შენთა, პატიოსნითა წმიდითა სისხლითა ძისა შენისათა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმანცა ცხოვრებისათვის სოფლისა დაჰსთხია და წმიდათა მოციქულთა მისთა და მოწამეთა, რომელთაცა იღუაწეს სახელისა შენისათვის. და დასთხიეს სისხლი თვისი. წმიდათა წინასწარმეტყუელთა, მამათა, და მამათ-მთავართა, რომელთაცა იღუაწეს კეთილად სახელისა შენისათვის, მეოხებითა მათითა ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა უფალო და ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად რამეთუ უსასო-ვართ მრავალთა ცოდუათა ჩუენთა მიერ, არამედ მოწყალებისა შენისა მიმართ ვჰსასოებთ, რომელიცა აღუთქუ ნათესავთა ჩუენთა კაცთ-მოყუარებითა შენითა. შეუვრდებით და ვევედრებით სახიერებასა შენსა, ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან. და ნუცა გარე-მიიქცევი ჩუენისა უღირსებისათვის. არამედ შეგვიწყალენ ჩუენ მჰსგავსად დიდისაებრ წყალობისა შენისა და სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეგვინდუენ ცოდვანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი. ჰე მეუფეო ყოვლად-ძლიერო, შეისმინე ხმა ვედრებისა ჩუენ ცოდვილთასა და შემწე ექმენ ერსა შენსა, განაძლიერენ მხედარნი ჟამსა ბრძოლისასა, შეჰზღუდენ ესენი და დაიფარენ, ვითარცა მიეც ძალი ისოს ძესა ნავესსა, და დავით წინასწარმეტყუელისა შენსა წინა-აღმდგომთა მტერთა თვისთა ზედა. ეგრეთვე უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო განაძლიერე და შეეწიე ერსა ამას შენსა, რომელსა ზედა წოდებულ-არს წმიდა სახელი შენი, რამეთუ თვინიერ შენსა სხუა არავინ უწყით ჩუენ და სახელსა შენსა ვხადით შემწედ ჩუენდა. შენ ხარ, რომელი იქმ ყოველთათვის ყოველთა კეთილთა და შენ მიერსა ვითხოვთ შეწევნასა. მოიხილე უფალო ზეცით გარდამო და იხილე სახლი წმიდა დიდებისა შენისა. სადა არს შური შენი, ანუ ძალი შენი სადა-არს ქუელის-მოქმედებისა შენისა სიმრავლე და წყალობისა სიმდიდრე. რამეთუ შენ მხოლო ხარ ღმერთი ჩუენი, და სახელი შენი წმიდა წოდებულ-არს ჩუენ ზედა; მოჰხედე უფალო, მონათა ამათ შენთა ზედა და წმიდასა შენსა ეკლესიასა და ყოველთა საუკუნითგანთა წმიდათა შენთა, რამეთუ მტერთა ჩუენთა დაჰსთრგუნეს შესაწირავი შენი და ვიქმნენით ჩუენ და ვითარცა პირველ არა-არსნი არა-წმიდა ვიქმნენით ჩუენ და ვითარცა ძონძი შენ წინაშე არს სიმართლე ჩუენი, ვითარცა არა-წმიდა დავჰსცვივდით მჰსგავსად ფურცელთა ხეთასა და არღარა ვინ არს, რომელმან ჰხადოს სახელსა შენსა და აღგიაროს შენ და შემწე-გუეყო ჩუენ, რამეთუ გარე-მიიქციე პირი შენი ჩუენგან და მიგუეც ჩეუნ ცოდუათა და უსჯულოებათა და გინებათა ჩუენთათვის მტერთა ჩუენთა ამპარტავანთა, და ურწმუნოთა წარმართთა და აწ უფალო ღმერთო ჩუენო, ნუ განგვირისხდები ჩუენ ფრიად. რამეთუ უკუეთუ განახუნე ცანი, შეიძრენ ყოველნი მთანი შენგან, და დაიწუნენ ცეცხლითა და განახმენ წინა-აღმდგომნი მტერნი ჩუენნი. და საშინელ-იქმნეს სახელი შენი წარმართთა ზედა. და უკუეთუ არა იხილონ თაულთა ჩუენთა სხუა ღმერთი თვინიერ შენსა. და აწ მეუფეო გარდამოიხილე ზეცით და იხილე და გაუცხოვნენ ჩუენ, სახელისა შენისათვის წმიდისა და გვიხსნენ ჩუენ უღმრთოთა მტერთა ჩეუნთაგან და საბრხეთა და განზრახუათა და მახეთა მათთაგან განგუათავისუფლენ ჩუენ და ნუ განგვაშორებ ჩუენ ძლიერებისა შენისა ძალსა და შეწევნასა. რამეთუ ჩუენ ვერ ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მტერთა ჩუენთა. არამედ შენ ხარ ძლიერი და მაცხოვარი ჩუენი, განდგომილთა ურწმუნოთა მტერთა ჩუენთაგან და განმათავისუფლებელი, განაძლიერენ ერნი ესე შენნი და მხედარნი ჩუენნი გარე-შეზღუდე ძლიერებითა შენითა და განაძლიერენ ჟამსა ბრძოლისასა. და ჰსძლიენ და შეჰმუსრენ და დაამხუენ უღმრთონი ბარბაროსნი და ურწმუნონი აგარიანნი მტერნი ჩუენნი სახელისა შენისა, რათა არა ჰსთქუან წარმართთა, ვითარმედ სადა არს ღმერთი იგი მათი. მეოხებითა ყოვლად-კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა.