მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

გალობანი ანჩისხატისანი

 

სიბრძნეო მამისაო, დასაბამო და მიზეზო კეთილისაო, ღმერთო, ღმრთისაჲ სიტყუაო, ქრისტე, მომმადლე მე სიტყუაჲ მადიდებელსა ხატსა განკაცებისა შენისასა!

 

აღიძრვიან ენანი, პირველადვე უწყებულნი, ადამის ტომთა, ერთა და ენათანი ქებად, გალობად და დიდებად ქებულსა და დიდებულსა მაცხოვრისა ხატსა საშინელსა!

 

შეგჳწყალენ, მოწყალე, ქმნილნი და დიდებულნი შენნი, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი წმიდაჲ და საშინელი, რომელთათჳს განჰკაცენ სიტყუაჲ მამისა დაუსაბამოჲსაჲ!

 

ისმინე ვედრებისა ჩუენისა და შევრდომისა და მსწრაფლ გამოგჳჴსნენ ყოველთა ჭირთაგან შენნი მოსავნი და მოქენენი და მომლოდენი წყალობისანი, ხატო საშინელო!

 

ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ და დიდებაჲ და შესხმაჲ შენი, ხატო, არსთა ჴსნად განკაცებულისა ძისა ღმრთისაო, მეოხო მარადის მოსავთა შენთაო!

 

ესაია წინაჲსწარ გჳქადაგა განკაცებაჲ და ვნებაჲ ვნებულთათჳს და დაჴსნა შენ მიერ, ნათელო და ნათლისა ღმრთისა, სიტყუაო ღმრთისა მამისაო, იესუ ქრისტე!

 

ლოცვაჲ ჩუენი ისმინე და მოხედენ ვედრებასა და სულთქუმასა ჩუენსა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ წყალობით მოგუხედენ ოხითა მშობელისა შენისაჲთა!

 

საკჳრველებანი შენნი ვინ-მე მიუთხრნეს უფალო, ანუ ვინ სასმენელყვნეს ქებულებანი შენნი, რამეთუ მოსწყლავ თანა-ლმობითა შემცოდეთა და ჰკურნებ წყალობითა განწირულთა!

 

აჰა ესერა მოვივლტვით შენდა მომართ მოწყალისა, მაცხოვრისა და მკურნალისა, და მოქენენი შეგივრდებით და ვითხოვთ მოწყალებით შეგჳწყალენ, ანჩისხატო საშინელო!

 

ამისთჳსცა ერი შენი ჭირვეულნი [შეგივრდებიან] გალობით, სულთქუმითა და ტირილითა, რამეთუ უწყით მოწყალებაჲ შენი, აწცა მოდერკ მწყალობლად და გუაცხოვნენ, მაცხოვარო, მონანი შენნი!

 

ნუ განგჳრისხნები მჴსნელო, ნუ გულისწყრომით გუამხილებ, ნუ რისხჳთა შენითა გუასწავლი, არამედ რისხუასა შინა წყალობანი შენნი პირველნივე მოიჴსენნე, მაცხოვრისა ხატო საშინელო!

 

ჩუეულებისაებრ აღვსძრავთ, ქრისტე სიტყუაო ღმრთისაო, მეოხებად უბიწოსა მშობელსა შენსა, გჳჴსნენ ოხითა მისითა ჭირთა და განსაცდელთაგან უღირსნი ესე მონანი შენნი!

 

ინებე რაჲ მოქცევაჲ ჩუენი, ურწმუნოთაჲ, სარწმუნოებად, ქრისტე ღმერთო სახიერო, ხატი განკაცებისა შენისაჲ მოციქულისა ანდრიაჲს მიერ გამოგჳბრწყინვე!

 

სმენა ესმა ამბაკომს პირველ მოსლვისა შენისა, ღმერთო, სიტყუაო ღმრთისაო ქრისტე, განკჳრვებით ღაღად-ყო, რომლისა თანა ჩუენცა ვჴმობთ, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო!

 

არვინ არს ჩუენ კაცთაგანი მორწმუნეთა, ხატო საშინელო, რომელმანცა ხადა სახელსა შენსა და არა მყის მიემთხჳა შენ მიერ წყალობასა დიდსა, დიდებაჲ შენდა!

 

ხილულისა ღმრთისა სიტყჳსა, არსთა ჴსნად განკაცებულისა, ხატო საშინელო, სახიერო და მოწყალეო, მოწყალებით მოგუხედენ და დაგჳცვენ მოსავნი ესე შენნი!

 

აღიძრვიან ყოველნი ერნი, ზეცისა და ქუეყანისანი, დიდებად და გალობად შენდა, მშობელო ღმრთისაო, გჳოხენ მოსავნი ესე შენნი და ძისა შენისანი!

 

ტკბილი, სახიერი და მოწყალე პირი შენი დაატკბე ჩემ ზედა, ხატო საშინელო, რამეთუ შენ ხარ შუებაჲ და სიხარული და ნუგეშინის-მცემელი და ჴელის ამპყრობელი!

 

სიტყუაო ღმრთისაო, დეგ ჩუენ თანა და მარადის დღე და ღამე გუცევდ და გუფარევდი ყოველთა ჟამსა, შემწე გუეყავ, და გჳჴსენ ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან!

 

ადამის ტომთა დიდებაჲ და სიქადული და სამკაული შენ ხარ, სიტყუაო ღმრთისაო, შენ მოწყალე ყავ ჩუენ ზედა ძე შენი და უფალი ყოველთა და შემოქმედი!

 

უწყებულმან პირველ წინაჲსწარმეტყუელმან სულითა იხილა განკაცებაჲ ღმრთისაჲ ჩუენისა და ესრეთ ღაღად-ყო: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, ისმინეთ წარმართთა და იძლიენით!

 

გუამოვნებით სამო, ბუნებით ერთო, მხოლოო მარტო უცვალებელო, ხატო მამაო და ძეო და სულო წმიდაო, დაგჳცვენ ჩუენ უღირსნი ესე მონანი შენნი და გჳჴსენ ყოველთა განსაცდელთაგან!

 

აწცა შეგივრდები და მარადის გევედრები ცოდვილი და უღირსი მონაჲ შენი საწყალობელი, და თანალმობით გამომიჴსენ ყოველთა ჭირთაგან მოსავი შენი, ხატო საშინელო!

 

ლომებრ გუექადიან მტერნი ჩუენნი და გუეცინიან, არამედ შენ, ხატო საშინელო, მკლავითა შენითა შემუსრენ, რომელ ცნან ყოველთა, ვითარმედ შენ ხარ ძალი ჩუენი და სიმტკიცე ჩუენი!

 

ოდეს იგი ჰყოფდე განსჯასა ჩუენსა საშინლებით, იესუ სიტყუაო ღმრთისა სახიერებისაო, მას ჟამსა შემეწიე და დამიტკბი მრავალმოწყალეო და ნუ მოიჴსენებ ცოდვათა და ბრალთა ჩემთა!

 

ბაგითა უღირსითა ვიკადრებთ შენდა მდაბალნი ესე და უღონონი მონანი შენნი და ვადიდებთ და თაყუანის-ვსცემთ მოწყალებათა შენთა, აღგჳპყარ ჴელი ხატო საშინელო!

 

უთესლოდ მშობელი ქალწული და ქალწულადვე დაცული ადამის ტომთაგანი არა არს თჳნიერ შენსა, ჩუენ ცოდვილთათჳს მსწრაფლო მეოხო, დედაო ძისა ღმრთისა მშობელო!

 

ნუ დამივიწყებ მოსავსა შენსა და მადიდებელსა სიტყუაო, ღმრთისაო, რათა გაქებდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო საუკუნითგან უკუნისამდე!

 

დღე და ღამე ერი მგალობელი შენი და მადიდებელი შენი იჴსენ, რათა მადლობით ვიტყოდეთ, ხატო საშინელო, დიდება წყალობათა შენთა!

 

ოჳფალო, ღმერთო, გჳჴსენ ჭირთაგან მოსავნი შენნი და მგალობელნი და თაყუანის-მცემელნი სახესა ჩუენთჳს განკაცებულისა ხატისა შენისა წმიდისასა!

 

ისმინე ჩუენი, ცოდვილთა ამათ და უღირსთა მონათა შენთაჲ, და მოდერკ წყალობად და მოწყალებად, ხატო საშინელო, რათა გაკურთხევდეთ უკუნისამდე!

 

იყავნ წყალობაჲ თაყუანის-მცემელთა და მადიდებელთა შენთა ზედა რომელნი აღგიარებენ შენ დედად ღმრთისა ჩუენისა, მეოხო მარადის მოსავთა შენთაო!

 

ოდეს მოვიჴსენნე სასწაულნი შენნი, ურიცხუნი და საშინელნი, ანჩის ხატო საშინელო, განსაკრთომელნი გონებითა და განცჳფრებულნი ვღაღადებთ: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე!

 

ვითარცა პირველ ნინეველნი, ჩუენცა შეგივრდებით და გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო და სახიერო, წყალობით შეგჳწყალენ და ნუ განგუწირავ უღირსთა ამათ მონათა შენთა, რომელნი თაყუანისვსცემთ ხატსა განკაცებისა შენისასა!

 

ანდრია თავი მოციქულთა, პირველ წოდებული მოწაფე მეუფისა დიდისა, იდიდებოდენ ყოველთაგან უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა, იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩუენ მოსავთა მისთა მოგუანიჭა!

 

ნეტარ არიან მოსავნი და მადიდებელნი შენნი და თაყუანის-მცემელნი მაცხოვრისა, ხატო საშინელო, რამეთუ მადიდებელთა და თაყუანის-მცემელთა ადიდებ და მავედრებელთა მისცემ თხოვასა და აღუსრულებ და სასოებასა მათსა არა არცხუენ ყოვლადვე!

 

ეჰა ძეო დაუსაბამოო და დაუსრულებელო დაუსაბამოჲსა მამისა და სულისა თანასწორო, რომელი პირველ ჟამთა მხოლოჲ მხოლოჲსა მამისაგან იშევ, ხოლო აწ ჩუენთჳს ქალწულისაგან განჰკაცენ გამოუთქუმელად, დიდებაჲ წყალობათა შენთა!

 

აღესრულნეს აწ იგავნი და სახენი, წინაჲსწარმეტყუელთაგან უწყებულნი: ქალწულმან შვა ქრისტე უთესლოდ, რომლისათჳს მორწმუნენი ესრეთ ვღაღადებთ და ვიტყჳთ: ყოველნი საქმენი აკურთხევდი!

 

ნებსით თჳსით შეგცოდეთ და განგარისხეთ და დავივიწყენით წყალობანი შენნი, ხოლო აწ შენდავე მოქცეულთა მოგუხედენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და გჳჴსენ ბოროტთაგან, მაცხოვრისა ხატო საშინელო!

 

ჩუენთჳს კაცქმნილო, ღმერთო სიტყუაო მამისაო ქრისტე, გჳჴსენნ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან მოსავნი ესე შენნი და თაყუანის-მცემელნი ხატისა შენისანი, მოწყალეო შეგჳწყალენ და წყალობანი შენნი მოგუანიჭენ!

 

ესმოდენ ურწმუნოთა, რომელნი არა თაყუანის-ცემენ ხატსა ქრისტეს ღმრთისა და ყოველთა წმიდათა მისთასა, იტყოდეს რაჲ ბასილი, ვითარმედ უკუე პატივი ხატისა პირმშოაჲსა მის სახისად აღიწევის, რომელსა ჩუენ მორწმუნენი თაყუანის-ვსცემთ!

 

ლიტანიობდით, გალობდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული ყოვლისავე სულისა მორწმუნისა მეოხსა, ზღუდესა და მფარველსა, მცველსა და მაცხოვარსა, ანჩის ხატსა საშინელსა!

 

ისმინე ცაო და ყურად იღე ქუეყანაო, რამეთუ ქალწულმან, ასულმან ადამისმან, გჳშვა ადამიანთა იესუ მაცხოვარი და გჳოხს მის წინაშე და გჳთხოვს წყალობასა აწ, მარადის და უკუნითი უკუნისამდე!