ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ
უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, გულთმეცნიერო, და გულისსიტყუათა მპყრობელო, რომელმან პყრობილ-ჰყვენ ზღუანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათჳს კაცთასა, შენდა შევრდომილთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო, ძეო და სიტყუაო ღმრთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელუანი და აღტყინებანი და აღძრუანი ჴორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაჲ იგი ზღჳსა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი, და იჴსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა, მონასა ამას შენსა, და მიჴსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ცხოველს მყოფელისა ჯუარისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა. ამინ.
ლოცვა ღვთისმშობელისადმი
ვინ შეუძლოს ღირსად ვედრებად შენდამი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვისთა ბეგეთა ძალუძთ ქებად დიდებულებისა შენისა, ზეაღმატებულისა ყოვლისა აზრისა? შენზედა აღსრულებული ყოვლადდიდებული საიდუმლოებაჲ ყოველი, ღმრთისმშობელო, ჰმატს აზრსა და სიტყუასა; ქალწულებისა შენისა შუენიერებასა და ყოვლადნათელსა სიწმიდესა შენსა ზედა განცჳფრდებიან ქერუბიმმი და შეძრწუნდებიან სერაფიმმი; უხრწნელისა შობისა შენისა საკჳრველებისა გამოთქუმად ვერ ძალუძს ვერცა კაცობრივსა, ვერცაღა ანგელოზურსა ენასა. შენგან უჟამო და მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, ღმერთი სიტყუა, გამოუთქუმელად განკაცნა, იშუა და კაცთა შორის იქცეოდა და შენ, ვითარცა დედაჲ თჳსი, ფრიად დიდებულ-გყო, შენ დედოფალო, ყოვლისა ქმნილებისა წინაშე წარგადგინა, ხოლო ჩუენ ნამდვილ-უეჭველად ცხორებისა ნავთსაყუდელად გვექმენ. მით ყოველნი ქუეშე საგრილსა ფრთეთა შენთასა მოლტოლვილნი, მრავალფერითა მწუხარებითა და სნეულებითა შეპყრობილნი, შენ მიერ მდიდრად მიიღებენ ნუგეშინისცემასა და კურნებასა და შენ მიერ უბედურებათაგან დახსნილ-იქმნებიან: რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად დედა ყოველთა მწუხარეთა და ტჳრთმძიმეთა, სიხარული ურვეულთა, მკურნალი სნეულთა, მფარველი ჭაბუკთა, კუერთხი სიბერისა, შესხმაჲ მართალთა, სასოებაჲ ცოდვილთა ცხორებისა და სინანულად მომყვანებელი: რამეთუ ყოველთა შეეწევი შუამდგომელობითა შენითა და მეოხ ხარ ყოველთათჳს, სახიერო, შენდამი სარწმუნოებითა და სიყუარულით მოლტოლვილთა. შენ მეცა შეწევნისა ჴელი აღმიპყარ, უსასოქმნილსა, საქმეთა ჩემთა გამო, მჴურვალეო მეოხო ნათესავისა ქრისტიანეთასა; შუამდგომელ-მექმენ, რაჲთა არა სრულიად წარვსწყმდე ცოდვათა შინა ჩემთა, რამეთუ სხუა არავინ მივის მისალტოლველად და საფარველად, გარეშე შენსა დედოფალო, დედაო ცხორებისაო; ნუ დამიტევებ და ნუ უგულებელს-მყოფ მე, ვინაჲთგან კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა მთავარანგელოზ ურიელისადმი
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ, ნათლითა ღმრთეებრითა განცისკროვნებულო და გარდამეტებით აღვსებულო ცეცხლებრ მოტყინართა მით და მჴურვალითა სიყუარულითა, განაწონე გულსა შინა ჩემსა განცივებულსა, ნაბერწყალი ცეცხლისა შენისაჲ და სული ჩემი დაბნელებული ნათლითა შენითა განაცისკროვნე. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ, შენ ხარ ბრწყინვაჲ ცეცხლისა ღმრთეებრისაჲ და განმანათლებელი დაბრბობილთაჲ ცოდვებითა. გამინათლე გონებაჲ ჩემი, გული ჩემი და ნებაჲ ჩემი ძალითა წმიდისა სულისაჲთა და მიძეღუ მე გზასა სინანულისასა, და ევედრე უფალსა ღმერთსა, რაჲთა მიჴსნას მე ჯოჯოხეთისაგან და ყოველთა მტერთაგან, ხილულთა და უხილავთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
*********
ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა
მომეც ჩუენ, მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთაჲთა, ძილი მშჳდობისაჲ და განსვენებისაჲ სულისა და ჴორცთაჲსა, და დამიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა. დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაშრიტე მჴურვალებაჲ ჴორცთაჲ და მომეც გულისსიტყუაჲ და უბიწოჲ მოქალაქეობაჲ, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყუელებაჲ, რაჲთა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი შენდა დიდებასა შევწირვიდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ლოცვა მთავარანგელოზ ურიელისადმი
წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ, ნათლითა ღმრთეებრითა განცისკროვნებულო და გარდამეტებით აღვსებულო ცეცხლებრ მოტყინართა მით და მჴურვალითა სიყუარულითა, განაწონე გულსა შინა ჩემსა განცივებულსა, ნაბერწყალი ცეცხლისა შენისაჲ და სული ჩემი დაბნელებული ნათლითა შენითა განაცისკროვნე. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ, შენ ხარ ბრწყინვაჲ ცეცხლისა ღმრთეებრისაჲ და განმანათლებელი დაბრბობილთაჲ ცოდვებითა. გამინათლე გონებაჲ ჩემი, გული ჩემი და ნებაჲ ჩემი ძალითა წმიდისა სულისაჲთა და მიძეღუ მე გზასა სინანულისასა, და ევედრე უფალსა ღმერთსა, რაჲთა მიჴსნას მე ჯოჯოხეთისაგან და ყოველთა მტერთაგან, ხილულთა და უხილავთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ