მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

შაბათი (დილა)

 

ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ

 

  საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთასა შეყუარებულო, ჴმამაღალო ქადაგო ღმრთისმეტყუელებისაო, ღირს-ქმნილო ძედ წოდებისა წმიდისა ქალწულისაჲსა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძუელო საღმრთოჲსა სწავლისაო, ჴმაო სიტყჳსა ღმრთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდსა უფლისასა მიყრდნობილო, ყოვლადბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო, მითხოვე ქრისტესაგან შენდობაჲ ცოდვათაჲ და ჴსნაჲ განსაცდელთაგან, განსდევნენ ჩუენგან მტერნი ჩუენნი უხილავნი, ვითარცა განსდევნე კჳნოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა ღვთისმშობელისადმი

 

  გიხაროდენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ლიმენაო და წინამძღუარო უბადრუკისა სულისა ჩემისაო, სასოებაო ტკბილო ცხორებისა ჩემისაო! გიხაროდენ ჟამსა ხარებისასა ანგელოზთაგან სიხარულისა მიმღებელო, შენგან ღმრთისა სიტყჳსა განჴორციელებისა გამო. გიხაროდენ, ყოველთა დამბადებელისა საშოსა შინა მტჳრთველო! გიხაროდენ, ღმრთისა ჴორცითა მშობელო, მაცხოვრისა სოფლისა! გიხაროდენ, შობასა შინა ქალწულებისა უხრწნელად დამმარხველო! გიხაროდენ, მოგვთაგან ძღუენთა მიმღებელო და თაყუანისცემისა მათისა შენგან ჴორცშესხმულისა მიმართ მხილველო და მწყემსთაგან მას ზედა თქმულთა მსმენელო და გულსა შინა შენსა დამმარხველო! გიხაროდენ ყრმისა იესუსა, ძისა შენისა და ღმრთისა, ტაძარსა შინა შორის სჯულის მოძღუართა სიხარულითა მპოვნელო! გიხაროდენ ძისა შენისა, ყოვლადტკბილისა იესუსა, ჯუარსა ზედა ვნებითა სალმობათა სასტიკთა განმცდელო, ხოლო მესამესა დღესა აღდგომითა მისითა დიდად სახარულევანო! გიხაროდენ, ამაღლებასა ძისა და ღმრთისა შენისასა მოწაფეთა თანა მისა დიდებისა ზეცისასა თვალითა მხილველო! გიხაროდენ, მისა მიერ წარმოგზავნილისა სულისა წმიდისა ქორედსა ზედა სიონისასა სახედ ცეცხლისა ენათათა გარდამოსრულისა, უფლისა მოწაფეთა თანა მიმღებელო! გიხაროდენ, ქუეყანასა ამას ზედა ანგელოზებრივად ცხორებულო! გიხაროდენ, სიწმიდითა შენითა ყოველთა ანგელოზთა წესთა და ყოველთა წმიდათა დასთა აღმატებულო! გიხაროდენ, ამაღლებულო დიდებითა, მოსვლითა შენდა ძისა შენისა და ღმრთისაო! გიხაროდენ, წმიდათა ჴელთა მისთა სულისა შენისა სხიარულითა მიმანებელო! გიხაროდენ, სხეულსა შინა შენს დიდებულად ცად ამაღლებულო! გიხაროდენ, მესამესა დღესა შემდგომად მიძინებისა წინაშე ღმრთის მხილველთა მოციქულთათა წარმომდგარო! გიხაროდენ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ ცათა შინა დიადემითა საუკუნოჲსა სასუფეველისათა  გჳრგჳნოსან-ქმნილო! გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მიერ მიწყივსაგალობელო! გიხაროდენ, სიახლოვესა ყოვლადწმიდისა სამებისა საყდრისასა, საყდარსა ზედა დიდებისასა მჯდომარეო! გიხაროდენ, ღმრთისა კაცისა თანა შერიგებისა მიზეზო! გიხაროდენ, ზეციურთა და მიწიერთა ზედა მსუფეველო დედოფალო! გიხაროდენ, ვინაჲთგან არა რაჲ შეუძლებელ არს მეოხებისა შენისათჳს! გიხაროდენ, ვინაჲთგან ყოველნი შენდამი სარწმუნოდ მოლტოლვილნი სცხონდებიან! გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მწუხარენი ნუგეშინისცემულ იქმნებიან, სნეულნი კურნებასა მიიღებენ, უბედურებათა შინა შთაცვენილნი კეთილდროულსა შეწევნასა მიემთხვევიან! გევედრები უკუე, სახარულევანო დედოფალო, შორის ჩემსაცა აღჴოცე ჭმუნვა ცოდვიანი და მეც მე სიხარული გამოჴსნისა, მეც მე ცრემლი ნუგეშინისმცემელი, ლმობიერებაჲ სამარადღეო, სინანული ჭეშმარიტი და შეუცთომლობაჲ სრული. ნუ მომიძაგებ მე, დედოფალო, არამედ მიითვალე მოწლედ სიტყუანი ესე სიხარულისანი, ჩემ მიერ უკეთურისა შენდა ძღვანებული, და წარმომიდეგ მე შემწედ ჟამსა უმწეობისა ჩემისასა, საშინელსა მას ჟამსა, ოდეს განვიდოდეს სული ჩემი საწყალობელთა  ჴორცთა ჩემთაგან; მაშინ წარმომიდეგ მე შემწედ, გევედრები შენ, და მიჴსენ მე, ბრალეული ცოდვათაგან, დასჯისა მისგან საუკუნოსა, რაჲთა არა ვიქმნე სიხარულ ეშმაკთა და საზრდოდ გეჰენიისა ცეცხლოვანისა! ჵ დედოფალო ჩემო, ნუ მიმიშვებ ხილვად სულისა ჩემისა მომართ საშინელსა და საზარელსა მკსინვარებასა და განკითხვასა დემონთა მიერ, რაჲცა განმზადებულ არს ცოდვილთათჳს, არამედ წინაუსწრვე და მიჴსენ მე, მონაჲ შენი, ჟამსა მას საშინელსა, რაჲთა გადიდებდე შენ საუკუნოდ, მხოლოსა სასოებასა ჩემსა და მეოხსა ცხორებისა ჩემისასა. ამინ. 

 

ლოცვა მთავარანგელოზ იეგუდიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ, რომელი–ეგე ხარ მარადის შემწე ყოველთა მოღუაწეთა გზასა ზედა ქრისტესსა, განმაღჳძე მე მცონარებისა მძიმისაგან და ღუაწლითა კეთილითა გამაძლიერე მე. ჵ დიდო მთავარანგელოზო იეგუდიელ, შენ ხარ მოშურნე მცველი ჩემი და მწე ჩემი მიწევნად დიდებისა ღმრთისასა. შენ აღმძრავ მე რაჲთა იდიდოს წმიდა სამებაჲ, გამომაღჳძე მეცა, მედგარი, რაჲთა ვადიდო მამაჲ და ძე და წმიდაჲ სული და ევედრე უფალსა ყოვლისმპყრობელსა, რაჲთა აღაშენოს ჩემ შორის გული წმიდაჲ და სული წრფელი განმიახლოს გუამსა ჩემსა, და დამამტკიცოს მე სულითა მთავრობისაჲთა და ჭეშმარიტებითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ


*********

 

შაბათი (ღამე)

 

ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა

 

  უფალო, რაოდენიცა ვცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყჳთ, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულის-ჴმის-ყოფით, შემინდვენ მე სახელისა შენისათჳს წმიდისა და მშჳიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოზი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ჴორცთაჲსა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგუემისა, გულარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ძალთა მისთაჲსა, მადლითა და კაცთმოყუარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვა მთავარანგელოზ იეგუდიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ, რომელი–ეგე ხარ მარადის შემწე ყოველთა მოღუაწეთა გზასა ზედა ქრისტესსა, განმაღჳძე მე მცონარებისა მძიმისაგან და ღუაწლითა კეთილითა გამაძლიერე მე. ჵ დიდო მთავარანგელოზო იეგუდიელ, შენ ხარ მოშურნე მცველი ჩემი და მწე ჩემი მიწევნად დიდებისა ღმრთისასა. შენ აღმძრავ მე რაჲთა იდიდოს წმიდა სამებაჲ, გამომაღჳძე მეცა, მედგარი, რაჲთა ვადიდო მამაჲ და ძე და წმიდაჲ სული და ევედრე უფალსა ყოვლისმპყრობელსა, რაჲთა აღაშენოს ჩემ შორის გული წმიდაჲ და სული წრფელი განმიახლოს გუამსა ჩემსა, და დამამტკიცოს მე სულითა მთავრობისაჲთა და ჭეშმარიტებითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ