ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ
უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინაჲსწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო, იოანე, გევედრები შენ, ქადაგო სინანულისაო, მე, ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა, გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ჴმაო სიტყჳსა ღმრთისაო, მსწრაფლ ისმინე ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, წარწყმედად მიახლებულისა ამის, სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაჲ ჩემი ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებული, მთიებო დღისაო, ნათელცისკროვანებრ ნათელ-ჰყავ სული ჩემი მწჳრეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისაო, სინანულისა და ლმობიერებისა ღუარითა ცრემლთაჲთა განწმიდე მწიკულევანებით ფრიად შებღალული სული ჩემი, ნერგო უდაბნოჲსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნოქმნილი სული ჩემი ნაყოფითა კეთილთა საქმეთაჲთა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთაჲთა აღავსე წყალობითა შენითა, წინჲსწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტესო, წინამომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად მათდა და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკუდილისა და სულისა აღმოსლვისა ჩემისაჲსა, და დღესა მას სასჯელისასა თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა საწყალობელსა და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჵ, გევედრები და გაფუცებ სიყუარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემზედა, უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე და სახიერი, შენ მიერ ნათელღებული იესუ ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდებაჲ, სუფევაჲ, სიტკბოებაჲ და წყალობაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ღვთისმშობელისადმი
ჵ ყოვლადწმიდაო დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაფიმთა უპატიოსნესო და ყოველთა წმიდათა ყოვლადუწმიდესო, ქალწულო ღმრთისა დედაო! მიჴსენ მე მდაბალი და ცოდვილი მონაჲ შენი; შენ უწყი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, რამეთუ ყოველი სასოებაჲ ჩემი შემდგომად ღმრთისა შენზედა დამიძს, და არა მაქუს სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი, სახიერო. შენ ხარ სიმტკიცე ჩემი, დედოფალო, შენვე ხარ ძალი ჩემი, შენ სიხარული ჩემი მწუხარებათა შინა, შენ ნავთსაყუდელი ჩემი შორის განსაცდელთა, შენ აღდგომაჲ შემდგომად დაცემისა, შენვე ჴსნაჲ ჩემი ყოვლადსასოებაო, ჵ დედაო დამბადებელისა და უფლისა ჩემისაო! შემწე მეყავ ცხორებისა ზღუასა ზედა მავალსა, ღელვაგვემულსა და ძჳრხილულსა დანთქმისაგან ცოდვათასა. მეც მე ჴელი შეწევნისა, შემწეო ჩემო, და მიჴსენ მე უყეთაგან სიღრმეთასა, რაჲთა არა დანთქმულ ვიქმნე უფსკრულსა სასოწარკუეთილებისასა, ალმური ცოდვათა და ვნებათა აღდგომილ-არს ჩემზედა, და ტალღები უსჯულოებათა დამნთქავს მე. გარნა შენ, მოწყალეო დედაო, უვნებლობისა ლიმენასა წარმიძეღუ და მიჴსენ მე, უსასოთა სასოო და შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო. ამინ.
ლოცვა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი
წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ, რომელმან გამოუთქუმელი სიხარული ზეცით გარდამო ყოვლადწმიდასა ქალწულსა მოუძღუანე, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი, ამპარტავანებითა განძჳნებული. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო გაბრიელ, შენ ახარე და განუცხადე ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს მუცლადღებაჲ ემანუელისაჲ. განმიცხადე მეცა, ცოდვილსა, დღე საშინელისა სიკუდილისა ჩემისაჲ, რაჲთა ვზრუნვიდე ცოდვილისა ჩემისა სულისათჳს, და შემინდოს მე უფალმან ცოდვანი ჩემნი, არა დამიპყრონ მე ეშმაკთა საზუერეთა ზედა ცოდვებისა ჩემისათჳს. ჵ დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! დამიცევ მე ყოველთა ჭირთაგან და სნეულებისა სასიკუდინესა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
*********
ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა
უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინის-მცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინა თუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდაჲ, გინა თუ ვაფუცე, გინა ცილივსწამე, გინა თუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაჲსამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმაჲ მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონებაჲ ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყჳსისა მეტად განვიშუ, ანუ ურცხჳნოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისაჲთა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვაჲ ჩემი უდებ-ვყავ, ანუ სხვაჲ რაჲმე ბოროტი მიქმნიან და არა მაჴსოვნ, უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უჴმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რაჲთა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი
წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ, რომელმან გამოუთქუმელი სიხარული ზეცით გარდამო ყოვლადწმიდასა ქანწულსა მოუძღუანე, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი, ამპარტავანებითა განძჳნებული. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო გაბრიელ, შენ ახარე და განუცხადე ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს მუცლადღებაჲ ემანუელისაჲ. განმიცხადე მეცა, ცოდვილსა, დღე საშინელისა სიკუდილისა ჩემისაჲ, და შემინდოს მე უფალმან ცოდვანი ჩემნი, არა დამიპყრონ მე ეშმაკთა საზუერეთა ზედა ცოდვებისა ჩემისათჳს. ჵ დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! დამიცევ მე ყოველთა ჭირთაგან და სნეულებისა სასიკუდინესა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ