მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პარასკევი (დილა)

 

ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ

 

  წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურო, ხოლო შენი სალმობაჲ და რისხუაჲ მიიქეცინ თავსავე შენსა, და თხემსა შენსა ზედა გმობაჲ შენი დაჰჴედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაჲ არს შენი და ჩუენი, უცხოო ღმრთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, და მონაო ბოროტო და განდგომილო, არა გაქუს შენ ფლობაჲ ჩუენი, ქრისტესა ძესა ღმრთისასა აქუს ფლობაჲ ჩუენი, ყოველი მასა ვცოდეთ და მასვე სიტყუაჲ უგოთცა, ხოლო შენ, ივლტოდე ჩემგან, მომსრველო და წინააღმდგომო, მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენიისა და ყოვლისა სატანჯუელისა დამმკჳდრებელო, ჩუენ სიმტკიცედ გუაქუს ჯუარი პატიოსანი და მით დავთრგუნავთ შენ, გუელისა თავსა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისაჲთა, ყოვლადძლიერებითა ერთარსისა წმიდისა სამებისაჲთა, რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა ღვთისმშობელისადმი

 

  შენდა შემოვედრებულ-ვჰყოფ ცხორებასა ჩემსა და ღმრთისა მიერ ყოველი სასოებაჲ ჩემი შენზედა დამიძს, დედოფალო ქალწულო ღმრთისა დედაო. გევედრები შენ, მონაჲ შენი, ნუ უგულებელს-მჰყოფ მე მრავალთა შეცოდებათა ჩემთა გამო, არამედ იხილე მწუხარებაჲ ჩემი ამას ზედა და უღონოებაჲ, და მეც მე ლხინებაჲ და ნუგეშინისცემაჲ, რაჲთა არა სრულიად წარვსწყმდე, განართხ მარჯვენა შენი, წმიდაო, აღმომიყვანე მე უყეთაგან საქმეთა ჩემთასა და დამადგინე მე ადგილსა წმიდასა, მწვანვილოვანსა მცნებათა ქრისტესთა, მეუფისა და ღმრთისა, რაჲთა ვჰყოფდე მარადის, განძლიერებული შენ მიერ, ცოდვათაგან ჩემთა სასტიკთა მიჴსენ მე, ძისა და ღმრთისა შენისაგან დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა. გამოუთქუმელისა სინათლისა აღმომაბრწყინვებელო, განანათლე წყუდიადი სულისა ჩემისა, ცოდვათა ჩემთა მიერ შემატებული. სიხარულო ჩემო, განმარინე მე უხილავთა მტერთაგან, რომელთა გარემოუცავ მე; ცოდვანი ჩემნი მრავალ და მძიმე არიან, მტრნი ჩემნი სასტიკ ფრიად, სიკუდილი ახლოს არს, სჳნდისი მამხილებს მე, ცეცხლი გეჰენიისა მაკრთობს მე, მატლი დაუძინებელი, ღრჭენაჲ კბილთა, წყუდიადი ტარტაროზისა მაძრწოლებს მე, რამეთუ მოელიან მუნ მისლვისა ჩემსა, ჩემთა ბოროტთა საქმეთათჳს. ვაი მე! რაჲ ვჰქმნა მას ჟამსა და ვისა მივივლტოდე, რაჲთა დახსნილ-იქმნას სული ჩემი! შენ მხოლოსა, უტკბილესო მარიამ ღმრთისმშობელო, შენზედა მსასოებელთა ვაებისა სიკუდილისა დამატკბობელო, და განმარინებელო შენდამი მჴმობელთა მძჳნვარისაგან გეჰენიისა. შენ მეცა შემეწიე, სახიერო, რამეთუ არავინ მივის შემწე შენსა გარეშე, ყოვლადსაგალობელო. მიჴსენ მე საშინელებათაგან სიკუდილისაჲთა და სისასტიკეთაგან ეშმაკთასა, გამომიჴსენ მე შემდგომად სიკუდილისა ჴელმწიფებისაგან სულთა ბოროტთასა საზვერეთა შინა ჰაერისათა; გამომიცხადე, გევედრები, გამომიცხადე მე მას ჟამსა შინა ყოვლადწმიდა სახე შენი, დედოფალო, და ნუ დამიტევებ მე შეუწევნელსა. ჵ გულმტკივნეულო დედაო! მოსდრკი მოწყალებად ჩემდა, განშიშულებულისა წყალობისაგან საქმეთა ჩემთა გამო, და ლმობიერ-ჰყავ ვედრებითა, ვინაჲცა ჰშევ ჴორცითა ქრისტე, მაცხოვარი და ღმერთი ჩუენი, ჩუენთჳს ჯუარსა ზედა ყოვლადწმიდისა სისხლისა დამთხეველი, რაჲთა მეცა თანაზიარ-ვიქმნე მისთა ჯუარიანთა ნამსახურობათა წინაშე ღმრთისა მამისა მისისა, და მათთჳს მივიღო გამოუთქუმელი მოწყალებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და მოწყალებიანი შუამდგომელობაჲ შენი საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა მთავარანგელოზ სელაფიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო სელაფიელ, რომელი მიუძღუანებ ლოცვასა მლოცველსა, მასწავე მე რაჲთა ვილოცო ლოცვითა  მდაბლითა, შემუსვრილითა, გულისხმიერითა და ლმობიერითა. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო სელაფიელ, რომელი ევედრები ღმერთსა მორწმუნეთათჳს, მომადლებულ–ყავ იგი კეთილმოწლეობად ჩემ ცოდვილისათჳს, რაჲთა მიჴსნას მე ღმერთმან და ღირს–მყოს მე სასუფეველსა ცათასა ყოველთა წმიდათა თანა უკუნისამდე. ამინ


*********

 

პარასკევი (ღამე)

 

ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა

 

  დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავნ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქუს, რომელმან ჩუენთჳს ჯვარცმაჲ და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათჳს ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერებაჲ და კაცთმოყვარებაჲ შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაჲ, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაჲ ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თჳთ დასჯილსა ამას, და სიტყჳს-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდებაჲ შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯჳსა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოჲთგან დედისაჲთ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათჳს წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყჳთ, გონებით და გულის-სიტყჳთ და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალჱ და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყვანისცემაჲ, თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მთავარანგელოზ სელაფიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო სელაფიელ, რომელი მიუძღუანებ ლოცვასა მლოცველსა, მასწავე მე რაჲთა ვილოცო ლოცვითა  მდაბლითა, შემუსვრილითა, გულისხმიერითა და ლმობიერითა. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო სელაფიელ, რომელი ევედრები ღმერთსა მორწმუნეთათჳს, მომადლებულ–ყავ იგი კეთილმოწლეობად ჩემ ცოდვილისათჳს, რაჲთა მიჴსნას მე ღმერთმან და ღირს მყოს მე სასუფეველსა ცათასა ყოველთა წმიდათა თანა უკუნისამდე. ამინ