მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ორშაბათი (დილა)

 

ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ

 

  ზესთა ნათელთა და თუალთშეუდგამისა ღმერთმთავრისა წინაშე მდგომარენო ნათელნო მეომარნო, მთავარანგელოზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავნი თქუენნი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქუენვე ხართ ზედამდგომარენი სულისა და ჴორცთა ჩემთანი. მიჴსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიჴსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაჲ ჩემი და შესწირეთ წინაშე ქრისტეს ღმრთისა, ვინაიდან არავისი გნებავთ დანთქმაჲ უფსკრულთა ვნებათასა, მომეახლენით და ჴელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა სძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღჳსა ღვთისა მოწყალებასა. იჴსენით სიკუდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიჴსენით ჰაერის მცველთა ჴელისაგან, ცეცხლითა უნივთოჲთა მით, ღმრთისა მიახლებისა შემწირველობისა თქუენისაჲთა, შესწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩემნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა ჴრწნილთა ამათ და ჴორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ სასოებაჲ ჩემი თქუენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელს-მყოფთ მინდობილსა თქუენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერუბიმთა, სერაბიმთა, ანგელოზთა, ჴელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულისჴმისმყოფთა, შეწირვითა გალობათა შესწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაჲ ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღმრთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა ღვთისმშობელისადმი

 

  შეგინებულთაგან ბაგეთა მიითვალე ვედრებაჲ, ჵ შეუგინებელო, წმიდაო და ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისა დედაო, და ნუ მოიძაგებ სიტყუათა ჩემთა,  ჵ სიხარულო ჩემო, არამედ მოიხილე ჩემზედა და შემიწყალე მე, დედაო შემოქმედისა ჩემისაო. დედაო ცხოვრებისა ჩემისაო ნუ დამაგდებ მე, რამეთუ უწყი, დედოფალო, ვითარმედ შენზედა დამიძს ყოველი სასოებაჲ ჩემი. მითვე ჟამსა სულისა ჩემისა განსლვისასა წარმომიდეგ მე, შემწეო ჩემო, სიხარულო და სიტკბოებაო ჩემო: ნუ დამიტევებ მე მას ჟამსა შინა, სასოებაო ჩემო, და ნუ მარცხუენ მე. ვუწყი, ქალწულო, ვითარმედ მრავლისა ცოდვისა თანამდებ ვარ მე, საბრალობელი და ვთრთი, მზრახველი ჟამისა მისთჳს; მაშინ წარმომიდეგ, სიხარულო ჩემო, და ღირს-მყავ წყალობისა შენისა, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო; მიჴსენ მე, დედოფალო, სასტიკთაგან ეშმაკთა და საშინელისა და მრისხანისა გამოცდისაგან ჰაერისმცუელთასა, და გაბოროტებისაგან მათისა განმარინე და ყოველი მწუხარებაჲ და ურვაჲ ჩემი სიხარულად გარდასცვალე მოხედვითა შენითა და ღირს-მყავ უვნებლად განვლად შორის მთავრობათა და ჴხელმწიფებათა წყუდიადისათა, და მიწევნად თაყუანისსაცემად საყდარსა დიდებისათა მჯდომარისა ქრისტესა და ღმრთისა ჩუენისასა, თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სულითურთ უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა მთავარანგელოზ მიქაელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო მიქაელ, განდევნე ჩემგან ელვისმომაწევნელითა მახჳლითა შენითა სული ბოროტი, მაცდუნებელი ჩემი. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო მიქაელ, ეშმაკთა მძლეველო! სძლიე ყოველთა მტერთა ჩემთა ხილულთა და უხილავთა და დაამჴუენ იგინი და ევედრე უფალსა ყოვლისმპყრობელსა, რაჲთა მაცხოვნოს და დამიფაროს უფალმან ჭირთა და ყოველთა სნეულებათაგან, სიკუდილ შემოსილისა წყლულებისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ


*********

 

ორშაბათი (ღამე)

 

ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა

 

  უფალო, ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რაჲ ვცოდე დღჱინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყჳთ და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ჴმის-ყოფითა, ანუ უგულისჴმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათჳს! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რაჲ ვცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათჳს, და მშჳდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდაჲ ანგელოზი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთაჲსა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მთავარანგელოზ მიქაელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო მიქაელ, განდევნე ჩემგან ელვისმომაწევნელითა მახჳლითა შენითა სული ბოროტი, მაცდუნებელი ჩემი. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო მიქაელ, ეშმაკთა მძლეველო! სძლიე ყოველთა მტერთა ჩემთა ხილულთა და უხილავთა და დაამჴუენ იგინი და ევედრე უფალსა ყოვლისმპყრობელსა, რაჲთა მაცხოვნოს და დამიფაროს უფალმან ჭირთა და ყოველთა სნეულებათაგან, სიკუდილ შემოსილისა წყლულებისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ