მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

კვირა (დილა)

 

ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ

 

  უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ, ვითარცა გნებავს, აჴოცენ იგინი. შეგცოდე, უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათჳს წმიდისა, უფალო, მომეც მე კეთილი ანგელოზი მმართებლად და მოძღურად ცხორებისა ჩემისა, რამეთუ, ღმერთო, მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაჲ მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათჳს მომეც მე დაწყებაჲ დასაბამისა კეთილისა, უფალო, მასწავე მე რაჲთა ვცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყუარე რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა ღვთისმშობელისადმი

 

  ჵ ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო, დედაო მოწყალებისა და კაცთმოყუარებისაო, ფრიად სასურველო სასოებაო და იმედო ჩემო! ჵ დედაო უტკბილესო, უგულისათქუმელისისა და ყოველგვარსა სიყუარულსა ზედა ზეაღმატებულისა მაცხოვრისა და ღმრთისა ჩემისაო. ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო! წინაშე შენსა შევრდომილ ვარ მე, ფრიად ცოდვილი და უსასოქმნილი, შენ გევედრები, წყაროსა მოწყალებისასა, ქალწულსა მარიამსა, ვითარცა მოწყალებისა უფსკრულისა და კაცთმოყუარებისა მშობელსა; შემიწყალე მე, შემიწყალე მე, ვჴმობ შენდამი სალმობიერი, შემიწყალე მე ყოვლითურთ დაწყლულებული, შორის ბოროტთა ავაზაკთა შთავრდომილი და, ვაი მე, სამოსელთაგან, რომლითა მამამან შემმოსა, განძარცვული. მით მწოლარე ვარ შიშუელი ყოველთაგან სიკეთეთა, სუნმყრალითა და ლპობაშეყრილითა ჭრილობებითა უგუნურებისაგან პირისა ჩემისასა. დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, გევედრები შენ სიმდაბლითა, მოიხილე ჩემზედა მოწყალითა თუალითა შენითა და ნუ მომიძაგებ მე ყოვლითურთ დაბნელებულსა, ყოვლითურთ შეგინებულსა, ყოვლითურთ უყესა შინა გულისთქუმათა და ვნებათათა შთაფლულსა, სასტიკად დაცემულსა და ვერშემძლებელსა წარმოდგომად. მოწყალე იქმენ, უკუე ჩემზედა და მომეც მე ხელი შეწევნისა, აღმადგინე მე სიღრმეთაგან ცოდვათასა, ჵ  სიხარულო ჩემო! განმათავისუფლე მე ავზნიანობისაგან ჩემისა; გამოაბრწყინვე სახე შენი მონისა შენისა ზედა, მიჴსენ წარწყმედული, განმწინდე შებილწული, აღმადგინე სასტიკად დაცემული, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ვითარცა ხარ დედაჲ ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა. დამასხ ზეთი წყალობისა შენისა, მეც მე ტევანი ლმობიერებისა დაწურვად, რამეთუ შენ მხოლოჲ მომიგიე ჭეშმარიტად სასოებად ცხორებისა ჩემისა; ნუ უარმყოფ უკუე შენდამი მოლტოლვილსა, არამედ იხილე მჭმუნვარებაჲ ჩემი და ზრახვაჲ სულისა, ქალწულო, და მიითუალე ესე და მიჴსენ მე, მეოხო ცხორებისა ჩემისაო. ამინ. 

 

ლოცვა მთავარანგელოზ ვარაქიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ვარაქიელ,რომელსა ჩუენთჳს მოგაქუს კურთხევაჲ უფლისაჲ, მაკურთხე მე დადებად დასაბამისა კეთილისა და განმართებად ცხორებისა ჩემისა, რათა ყოვლითურთ სათნო ვეყო უფალსა მაცხოვარსა ჩემსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ


*********

 

კვირა (ღამე)

 

ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა

 

  უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაჲ ცოდვათაჲ კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინაჲსწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გჳჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჴოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ჴემწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისაჲთა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაჲ ჩვენი, და ვიდრე უკანაჲსკნელ აღმოფშჳნვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მთავარანგელოზ ვარაქიელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო ვარაქიელ,რომელსა ჩუენთჳს მოგაქუს კურთხევაჲ უფლისაჲ, მაკურთხე მე დადებად დასაბამისა კეთილისა და განმართებად ცხორებისა ჩემისა, რათა ყოვლითურთ სათნო ვეყო უფალსა მაცხოვარსა ჩემსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ