მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ზატიკი

 

ზატიკი — მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, - „ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7).


საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონში ზატიკი ასე არის განმარტებული

– 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა,

– ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7);

არსებითი სახელი ზატიკი შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:



ზატიკის პერიოდი — პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა).

ზატიკი — საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები. გაგრძელება დიდი მარხვის საგალობლებისა — მარხვანისა. ლიტურგიაში ზატიკი დამკვიდრდა XI საუკუნიდან. მანამდე მარხვანი და ზატიკი გაერთიანებული იყო ერთ წიგნში, რომელსაც „ხვედრნი“ ეწოდებოდა. კორნელი კეკელიძის აზრით, ტერმინი „ზატიკი“ წარმოსდგება „აზატისაგან“, რაც ნიშნავს „თავისუფალ“ დღეს, ე. ი. დღესასწაულს.[1]

ზატიკი მცირე — საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულში წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები.

ზატიკი — ებრაული დღესასწაული, დაკავშირებული ებრაელების ეგვიპტიდან განთავისუფლებასთან.

ზატიკი — სომხური წარმართული დღესასწაული.