მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

წყრთა

 

წყრთა — სიგრძის საზომი ერთეული. საქართველოში გავრცელებული იყო XVI საუკუნიდან. შინაარსობრივად გამოხატავდა მანძილს იდაყვიდან შუა თითის წვერამდე.

წერილობით წყაროებში გვხდება დაბადების ქართულ თარგმანში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, წყრთა იყო ნახევარადლი (დაახლოებით 50.6 სმ). ძვ. წ. II-I საუკუნეებში ბაგინეთის (არმაზციხის) მშენებლები ეყრდნობოდნენ სიგრძის განსაზღვრულ ერთეულს (დაახლოებით 52 სმ). სიგრძის მსგავსი ერთეული შემჩნეულია უფლისციხეში და გორის ციხის ძველი კედლების გაზომვის დროსაც. ზოგი მეცნიერის (ი. ციციშვილი) აზრით ეს ერთეული არის წყრთა. აღსაღნიშნავია, რომ თითქმის ამავე სიდიდის (51.8 სმ) იყო ურარტული წყრთაც.

1 წყრთა (ბიბლიური) უდრის 45.72 სანტიმეტრი