მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


საფლავის დაცვა

(მთ. 27, 62-66)


„შემდგომად სამისა დღისა აღვდგე“ (27, 63) - მახარებელ მათეს მრავალგზის აქვს ხაზგასმული წინასწარმეტყველება იესოს მკვდრეთით სამ დღეში აღდგომის შესახებ (მთ. 12, 40; 16, 21; 17, 23; 20, 19; 26, 61; 27, 40). ჩანს, რომ იუდეველები მოწაფეებს მაცხოვრის გვამის „მოპარვას“ აბრალებენ, რათა აღნიშნული მოქმედებით მათ (მოწაფეებს) იესოს მკვდრეთით აღდგომის მტკიცებულება გაემყარებინათ. მათეს სახარების ამ მონაკვეთს აღმსარებლობითი, აპოლოგეტური ღირსება აქვს და სწორედ ზემოაღნიშნულ ბრალდებას პასუხობს.


იესოს საფლავზე დაცვის სამსახურის (custodia, ae =დაცვა) ბეჭდის გარდა სხვა რაიმე სახის ბეჭდების არსებობა ჩვენთვის ცნობილი არ არის.