ზეთისკურთხევის საიდუმლოს მღვდელმოქმედების დაწყების წინ:
- შეიკრიბება 7 მღვდელი;
- განემზადება მაგიდა, რომელზეც დაასვენებენ:
ა) სახარებასა და ჯვარს;
ბ) ბრტყელ (წრიულ) თასს, რომლის ძირზეც ხორბალია გაშლილი.
- ხორბალს ზემოდან დაადგამენ ზეთისათვის განკუთვნილ ჭურჭელს;
- 7 სანთელს დაამაგრებენ თასის კიდეებზე (ან ხორბალში ჩაასობენ);
- მოიმარაგებენ (საჭირო ოდენობით) ზეთს, წითელ ღვინოსა და ჩხირებს;
- მღვდელი შეიმოსება ოლარით, სამკლაურებითა და ფილონით;
1. მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ~ ...
2. დასაწყისი ლოცვები - მამაო ჩვენო;
უფალო შეგვიწყალენ - 12-გზის;
დიდება, აწდა;
მოვედით თაყვანისვცეთ - 3-გზის;
3. 142-ე ფსალმუნი: "უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა", ... (დაბოლოება: დიდება, აწდა, ალილუია 3-გზის);
4. მცირე კვერექსი: "მერმე და მერმე მშვიდობით" ... (ასამაღ.: "რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება"...);
5. "ალილუია" 3-გზის და სინანულის ტროპრები:
- "მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემ იწყალენ ჩუენ,"...
- "დიდება" "უფალო, შემიწყალენ ჩუენ,"...
- "აწდა" "მოწყალებისა კარი განგვიღე,"...
6. 50-ე ფსალმუნი: "მიწყალე მე ღმერთო", ...
7. კანონის 9 ოდა:
- ძლისპირი: "ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა". ...
- ჩასართავი: "მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონაი (მხევალი) ესე შენი (სახელი)";
ა) შემდგომად მე-3 გალობისა:
მცირე კვერექსი: "მერმე და მერმე მშვიდობით"...;
ასამაღ.: "რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი"...;
წარდგომა: "ვითარცა საღმრთოისა წყალობისა";
დიდება, აწ და;
"მკურნალო და შემწეო ტკივნეულთაო"...;
ბ) შემდგომად მე-6 გალობისა:
მცირე კვერექსი: "მერმე და მერმე მშვიდობით"...
ასამაღ.: "რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა, და მაცხოვარი"... ;
კონდაკი: "მოწყალებისა წყარო ხარ," ...;
გ) შემდგომად მე-9 გალობისა:
ღირს არსი-ს გალობა;
მცირე კვერექსი: "მერმე და მერმე მშვიდობით" ...
ასამაღ.: "რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი"... ;
განმანათლებელი: "გარდამოიხილე ჩუენ ზედა" ...;
(აქებდითსა ზედა) დასდებლები: "მიეც მადლი შენი"... ;
8. "წმიდაო ღმერთო" ... "მამაო ჩუენო";
9. "ტროპარი: "შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ-შემწე," ...;
შენიშვნა: უპირატესი მღვდელი ზეთსა და (წითელ) ღვინოს ჩაასხამს ზეთისათვის განკუთვნილ ჭურჭელში და სათანადო კოვზით მოურევს რა, 3-გზის შემოუკმევს მაგიდას, რის შემდეგაც 7-ვე სანთელს აანთებენ.
1. მშვიდობიანი კვერექსი: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ"... (ასამაღლებლის გარეშე);
- უფლისა მიმართ ვილოცოთ;
2. ზეთის კურთხევის ლოცვა: "უფალო, რომელი წყალობითა"... (3.84; 4.104);
შენიშვნა: ამ ლოცვას ყველა მღვდელი წაიკითხავს სათითაოდ, რომელთა კითხვისას ქვემომოხმობილი ტროპარ-კონდაკები იგალობება.
3. ტროპარ-კონდაკები:
- "შენ მხოლო ხარ ქრისტე"... ხმა 4;
- "თუალითა სულიერითა დაბრმობილი,"... ხმა 8;
- "სული ჩემი მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ,"... ხმა 8;
- "ვითარცა უფლისა მოწაფემან"... ხმა 2;
- "მამისა მხოლოდ-შობილმან ღმერთმან სიტყუამან,"... ხმა 2;
- "მიროთ გამო წმიდაო, მსხუერპლის-შემწირველად"... ხმა 3;
- "შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა"... ხმა 3;
- "ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ,"... ხმა 3;
- "წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოსმა და დამიანე,"... ხმა 8;
- "დიდებულებანი შენნი ქალწულო ვინმე მიუთხრნეს,"... ხმა 2;
- "ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა,"... ხმა 8;
- "მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა"... ხმა 2;
- "მეოხო მხურვალეო და ზღუდეო"... ხმა 2;
1. ა) წარდგომა (ფს. 32, მ. 22 და მ. 1), ხმა 1:
- "იყავნ უფალო წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ";
- "იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქებაი";
ბ) სამოციქულო, იაკ. 5. 10-16;
გ) ალილუია, ხმა 8: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო";
დ) სახარება, ლკ. 10. 25-37; ;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "დაუსაბამოო და დაუსრულებელო, წმიდაო"...
ზ) 1-ლი ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,~...
2. ა) წარდგომა (ფს. 117, მ. 14 და მ. 18), ხმა 2:
- "ძალი ჩემი და გალობა ჩემი უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ";
- "სწავლით განმსწავლა მე უფალმან, და სიკუდილსა არა მიმცა მე";
ბ) სამოციქულო, რომ. 15. 1-7;
გ) ალილუია, ხმა 5: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო";
დ) სახარება, ლკ. 19. 1-10; ;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "ღმერთო დიდო და მაღალო, რომელი ყოვლისა"...
ზ) მე-2 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
3. ა) წარდგომა (ფს. 26, მ. 1), ხმა 3:
- "უფალი ნათელ ჩემდა, და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის";
- "უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე";
ბ) სამოციქულო, I კორ. 12. 27-31; 13. 1-8;
გ) ალილუია, ხმა 3: "შენ უფალო გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე";
დ) სახარება, მთ. 10. 5-8;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, წმიდაო და"...
ზ) მე-3 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
4. ა) წარდგომა (ფს. 101, მ. 2 და მ. 1), ხმა 4:
- "რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი";
- "უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადება ჩემი შენდა შევედინ";
ბ) სამოციქულო, I II კორ. 6. 16- - 18; 7. 1;
გ) ალილუია, ხმა 2: "თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე";
დ) სახარება, მთ. 8. 14-23;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: `შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ქველის-მოქმედო,"...
ზ) მე-4 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
5. ა) წარდგომა (ფს. 11, მ. 7 და მ. 1), ხმა 5:
- "შენ უფალო მიცვენ ჩუენ, და დამიმარხნე ჩუ ენ ამიერ თესლითგან დამი უკუნისამდე";
- "მაცხოვნე მე ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან";
ბ) სამოციქულო, II კორ. 1. 8-13;
გ) ალილუია, ხმა 5: "წყალობათა შენთაAუფალო უკუნისამდე უგალობდე";
დ) სახარება, მთ. 25. 1-13;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი სწყლავ"...
ზ) მე-5 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
6. ა) წარდგომა (ფს. 50, მ. 1 და მ. 10), ხმა 6:
- "მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოება ჩემი";
- "გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა";
ბ) სამოციქულო, გალ. 5. 22-26; 6. 1-2;
გ) ალილუია, ხმა 6: "ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად";
დ) სახარება, მთ. 15. 21-28;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო"...
ზ) მე-6 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
7. ა) წარდგომა (ფს. 6, მ. 1 და მ. 2), ხმა 4:
- "უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე";
- "მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე უფლო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძვალნი ჩემნი";
ბ) სამოციქულო, I თეს. 5. 14-23;
გ) ალილუია, ხმა 7: "შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი";
დ) სახარება, მთ. 9. 9-13;
ე) მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
ვ) ლოცვა სნეულისა: "მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, მკურნალო"...
ზ) მე-7 ზეთის ცხება და (მისი თანმდევი) ლოცვის კითხვა:
- "მამაო წმიდაო, მკურნა ლო სულთა და ხორცთა ჩუენთაო,"...
1. 7-გზის ზეთისცხების დასრულების შემდეგ:
- სნეული (თუ ეს შესაძლებელია) მოიყრის მუხლს;
- უპირატესი მღვდელი თავზე დაადებს სნეულს წმიდა სახარებას წარწერით ქვემოთ მოქცეულს, ხოლო დანარჩენებს ხელით უჭირავთ იგი;
2. უპირატესი მღვდელი წაუკითხავს სნეულს შენდობის ლოცვას: "მეუფეო წმიდაო, ქუელის-მოქმედო და მრავალმოწყალეო"...;
3. სნეული ემთხვევა წმიდა სახარებას;
4. მცირე მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო,"...;
ასამაღ: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ"...
5. დიდება: "წყარო გაქუის კურნებათა, წმიდანო უვეცხლონო"...;
აწდა: "მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა,"...;
6. სიბრძნით და ჩამოლოცვა: "ქრიტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა"... ;
7. და ბოლოს, სნეული (თუ ეს შესაძლებელია) 3-გზის მოიყრის მუხლს მღვდელთა წინაშე და მიმართავს მათ თხოვნის სიტყვებით:
მაკურთხეთ მამანო და შემინდეთ მე ცოდვილსა (და მიღებს მათგან შენდობასა და კურთხევას, რითაც განსრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო).
ზეთის კურთხევის საიდუმლო არის მღვდელმოქმედება, რომლის აღსრულებისას სნეულის სხეულზე ნაკურთხი ზეთის სათანადო წესით ცხებისას, საღვთო მადლის მოხმობა ხდება სულიერ და ხორციელ უძლურებათა განსაკურნებლად.
აღნიშნული საიდუმლო მოციქულთა დროიდან იღებს დასაბამს. მოციქულები იესო ქრისტესგან მიღებული ხელმწიფებით ცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს (მკ. 6.13). მათ ეს საიდუმლო ეკლესიის მღვდელმსახურთ გადასცეს, რაზეც იაკობ მოციქულის შემდეგი სიტყვებიც მოწმობს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკ. 5.14-15).
ზეთის კურთხევის საიდუმლოს მორწმუნეთათვის სულისა და სხეულის მადლისმიერი კურნება და განწმენდა მოაქვს, რაც ერთგვარი საწინდარია იმისა, რომ თითეულმა, მსგავსად ხუთი ბრძენი ქალწულისა, მთლიანად მიუძღვნას თავი უფალს.
ქრისტიანული თვალთახედვით, სულისა და სხეულის უძლურება, მისი ავადობა, დაცემული ადამიანური ბუნებიდან მომდინარეობს და პირველცოდვას უკავშირდება. შემდგომად ცოდვით დაცემისა, თავდაპირველი უწყება ავადმყოფობის შესახებ ევამ უშუალოდ უფლისგან მოისმინა: "განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი,"... (დაბ. 3.16).
იმის გამო, რომ სულიერი უძლურება რომელიც ვლინდება: უხასიათობაში, მოწყენილობაში, უიმედობაში, სასოწარკვეთასა და მოუსვენრობაში (და ასევე სხვა მრავალ ცოდვაში), ხშირად მოუნანიებელ ცოდვებს უკავშირდება, და არც თუ იშვიათად პიროვნების მიერ გაუცნობიერებელი რჩება, ზეთისკურთხევის საიდუმლოში მონაწილეობის მიღების საშუალება ფიზიკურად ჯამრთელ ადამიანებსაც ეძლევათ, ოღონდ სინანულის საიდუმლოს შემდგომ, და ისიც საერთო ზეთის-ცხებისას.
საეკლესიო ტრადიციის მიხედვით საერთო 7-გზის ზეთისცხება დიდმარხვაში ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში, ან ვნების შვიდეულის ხუთშაბათის ან შაბათის წინა დღეს აღესრულება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სნეულთათვის ამ საიდუმლოს აღსრულება საეკლესიო წლის ნებისმიერ დროსაცაა შესაძლებელი.
7-გზის ზეთისცხება მართლმადიდებლური აღმსარებლობის პირთათვის არის განკუთვნილი, რომლებიც სულიერად ან ფიზიკურად არიან ავად, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურად ჯამრთელ ადამიანებს, მათთვის ხსენებული საიდუმლოს აღსასრულებლად (გარდა საერთო 7-გზის ზეთის ცხებისა), მღვდელმთავრის კურთხევაა საჭირო.
ზეთისცხებისას სნეულ ადამიანს ზეთს (ჯვრის სახით) სხეულის შემდეგ ნაწილებზე სცხებენ: შუბლზე, ნესტოებზე, თვალის ქუთუთოებზე (ანდა თვალების ქვემოთ), ტუჩებზე (იგივე პირზე - ნიკაპზე), ყურებზე, მკერდზე, ხელებზე (ორივე მხრიდან, ნიშნად ცოდვის გარეგანი და შინაგანი მხარეებისა) და (თუ ეს შესაძლებელია) ფეხებზეც.
სნეულს სხეულის ნაწილებზე ზეთი 7-გზის ეცხება თითეული მღვდლისაგან მონაცვლეობით. ამავე დროს სახარებას, სნეულის ლოცვას და ზეთის-ცხებისას წასაკითხ ლოცვას: "მამაო წმიდაო, მკურნალო"-ს, შვიდთაგან ის მღვდელი წაიკითხავს, რომელსაც უშუალოდ უწევს ზეთისცხება;
ზეთის კურთხევის საიდუმლო როგორც წესი ტაძარში აღესრულება, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როცა ავადმყოფს არ ძალუძს გადაადგილება და ზეთისცხება სახლში ან საავადმყოფოში სრულდება. ამასთან, თუ ზეთის კურთხევის საიდუმლო სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებთან ერთად უნდა აღესრულოს, პირველად სინანულის საიდუმლო შესრულდება, შემდეგმზეთისცხების და ბოლოს კი ზიარებისა. ამასთან:
ა) თუ არ არის პიროვნების გარდაცვალების საშიშროება, არც ზიარების მიღების საჭიროებაა ზეთი სცხების შემდეგ, თუმცა ზეთისცხების უწინარეს, სასურველია აღსარების მიღება და შემდეგ ზეთისცხება;
ბ) თუ სახეზეა პიროვნების გარდაცვალების აშკარა საშიშროება, სნეული თავდაპირველად უნდა ეზიაროს და მას შემდეგ ეცხოს ზეთი.
ზეთის კურთხევის საიდუმლო ჩაითვლება აღსრულებულად, თუ სნეულის გარდაცვალებამდე მოესწრება (საცხები) ზეთის კურთხევა და ზეთისცხება ერთხელ მაინც;
7-გზის ზეთისცხება სნეულ ადამიანზე შეიძლება განმეორდეს, ოღონდ არა ერთი და იმავე (თუნდაც ხანგრძლივი) ავადმყოფობის მიმდინარეობის პერიოდში, რადგან ზეთისცხების შედეგი ღვთის ნების განცხადებათაა მიჩნეული. ანუ, ავადმყოფმა ღვთის ნება ერთხელ უკვე გამოსცადა და უფალმა თავისი განჩინება ამ ადამიანზე უკვე გამოიტანა, თუმცა საეკლესიო პრაქტიკა არ კრძალავს ერთი და იმავე ავადმყოფობის პერიოდში ზეთისცხების გამეორებას.
ზეთის კურთხევის საიდუმლოში:
რიცხვი 7 სულიწმიდის შვიდ ნიჭზე მიუთითებს, რომლებიცაა:
1. შიში ღვთისა;
2. ღვთისმსახურება;
3. ძლიერება;
4. ზრახვა;
5. მეცნიერება ;
6. გულისხმიერება;
7. სიბრძნე;
ასევე მოგვაგონებს:
ა) წინასწარმეტყველ ელისეს 7 ლოცვას, რომელიც მან ყრმის მკვდრეთით აღდგენისას აღასრულა (IV მფ. 4,35);
ბ) წინასწარმეტყველ ილიას ლოცვებს, რომელმაც სამწელიწადნახევარი დახშა ზეცა უწვიმრობით (III მფ . 18,43) და სხვა.
- ზეთი მადლისმიერი განკურნების ხილული ნიშანია (მკ. 6.13);
- ხორბალი პიროვნების სულიერი და ხორციელი განახლებული ცხოვრების სიმბოლო;
- წითელი ღვინო ჯვარცმულის სისხლის სიმბოლოა;
- ზეთისცხების ჩხირები კი ზეთისხილის იმ რტოსი, რომელიც მტრედმა მოუტანა ნოეს წარღვნის დასრულებისას.
- ზეთსა და ღვინოს ურევენ ერთმანეთში მსგავსად იმ ქმედებისა, რომელიც მოწყალე სამარიტელმა აღასრულა გვემული კაცის ჭრილობების განსაკურნებლად (ლკ. 10.34).
ყოველი ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას, თავიდან უნდა იკურთხოს ზეთი, ხოლო მორჩენილი ზეთი კი გამოიყენონ კანდლებისათვის. შესაძლებელია აგრეთვე ნაკურთხი ზეთი (მოძღვრის კურთხევით), თვით სნეულმა გამოიყენოს რწმენითა და უდიდესი კრძალულებით. რაც შეეხება დარჩენილ ხორბალსა და საცხებ ჩხირებს (საწმენდ ბამბის ფთილებთან ან მარლის ნაჭრებთან ერთად), მათ იმ ღუმელში წვავენ, სადაც საკმეველი მზადდება;
აღნიშნული საიდუმლო არ აღესრულება:
- ჯანმრთელ ადამიანებზე, გარდა საერთო 7-გზის ზეთისცხებისა;
- უგონო მდგომარეობაში მყოფ სნეულზე (და ისიც იმ შემთხვევაში თუ მღვდელი არ იცნობდა მის რელიგიურ ცხოვრებას. მაგრამ, თუ მღვდლისათვის ცნობილი გახდა, რომ სნეული გონების დაკარგვამდე სურვილს გამოთქვამდა საიდუმლოში მონაწილეობაზე, არ იკრძალება ზეთის ცხება);
- "საეკლესიო სინანულში" (ანუ, გარკვეული ეპიტემიის ქვეშ) მყოფ პირებზე;
- აგზნებულ მდგომარეობაში მყოფ ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე;
- მოუნანიებელ, აშკარა მომაკვდინებელ ცოდვაში მყოფ ადამიანებზე;
- ჯანმრთელ მოზარდებზე, რომელთაც არ შესრულებიათ 7 წელი;
- გარდაცვლილ ადამიანებზე;
- ასევე, მღვდელს ეკრძალება ამ საიდუმლოს თავის თავზე აღსრულებაც.
ზეთისკურთხევის საიდუმლოს ორგვარი ნაყოფი გააჩნია:
ა) სნეულის განკურნება და ბ) ცოდვათა მიტევება (იაკ. 5.14-15).
ამგვარად, აღნიშნული საიდუმლო სინანულის საიდუმლოს იგივეობრივი არ არის, თუმცა არსებობს საგანგებო მითითებები, რომელთა მიხედვითაც 7-გზის ზეთისცხებით სნეულს მიეტევება:
ა) უნებლიე, გაუცნობირებლად, ადამიანური უძლურებით ჩადენილი იდუმალი (მისი გონებისთვის მიუწვდომელი) ცოდვები;
ბ) ის ცოდვები რომლებიც ავადობის მიზეზი შეიქნა და უმეცრების გამო ჩაიდინა, რადგან არ ჰქონდა წარმოდგენა მათ შესახებ, და არც მიიჩნევდა ცოდვად;
გ) ჩადენის ხანდაზმულობის გამო მივიწყებული უმნიშვნელო ცოდვები, რომელთაც გულწრფელად მოინანიებდა რომ გახსენებოდა;
დ) ცოდვები რომელთაც სურვილის მიუხედავად, უმძიმესი ავადობის გამო (მაგ: წართმეული აქვს მეტყველების უნარი და ა.შ. ) ვერ უმხელს მოძღვარს; ან უძლურების გამო არ ძალუძს გამოასწოროს კეთილი საქმეებით, მარხვით, ლოცვით, შენდობის თხოვნით, შერიგებით, და ა.შ.;
ე) ისეთი ცოდვები, რომლებიც სნეულს აღსარების შემდგომ "ეწვია" აზრებით, შეგრძნებებით, სხეულის მოძრაობით, სიტყვებით და ამძიმებენ მის სულს;
ვ) ეშმაკის მანქანებით აღძრული სულის მშფოთვარება ადრე მონანიებული განსაკუთრებით მძიმე ცოდვების გამო, რომელთათვის სინდისი ქეჯნის; მცირედ მორწმუნეობით გამოწვეული ორჭოფობა (მიეტევა თუ არა ცოდვები) და მათგან აღძრული მოწყინება, რაც იმედს უკარგავს მას ღვთის მოწყალებაზე.
და ბოლოს, შეჯამებულად ვიტყვით. აღნიშნულ საიდუმლოს ადამიანი გაბატონებული ცოდვების მონობისგან თავის დაღწევისაკენ მიჰყავს. სულითა და ხორცით დაძაბუნებულ ადამინს, რომელსაც არ ძალუძს სათანადოდ აღიაროს ცოდვები, ზეთის კურთხევის საიდუმლოს საშუალებით უმსუბუქდება სინდისი, და გზა ეხსნება ხორციელი სენის მადლისმიერი კურნებისაკენ.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ცოდვათა მიტევება (იხ. ა,ბ,გ,დ,ე და ვ პუნქტები) ზეთის კურთხევის საიდუმლოს მეშვეობით, ერთგვარად ავსებს სინანულის საიდუმლოს. ავსებს არა იმ თვალსაზრისით თითქოსდა სინანულის საიდუმლო საკმარისი არ იყოს ცოდვათა მიტევებისათვის, არამედ შეუძლებლობით სნეულის მხრიდან, სრულად ეზიაროს სინანულის საიდუმლოს მადლმოსილებას, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო.
1. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი, ტ. I (გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი 2002);
2. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი, ტ. I (თბილისი 2006);
3. (გამომცემელი) დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი, კურთხევანი (თბილისი 2004);
4. (შემდგენელი) მირზა ტყეშელაშვილი, მცირე კურთხევანი (თბილისი 1998);
5. მცირე კურთხევანი (გამომცემლობა "ნათლისმცემელი", თბილისი 2004);
6. მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი - რედაქტორი დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (თბილისი 2010);
7. პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება (თბილისი 1998);
8. პანაიოტის ი. ბუმისი, კანონიკური სამართალი (თბილისი 2007);
9. Настольная книга священнослужителя, т. IV (М. 1983г.) გვ. 312-324;
10. К. Никольский – Учебный устав Богослужения (Санкт-Петербург 1995) გვ. 732-740;
11. С.В. Булгаков – Настольная книга священно-церковно-служителя, т. II (Москва 1993) გვ. 1273-1287;
12. Протоиерей Геннадий Нефедов – Таинства и обряды православной Церкви (Москва 2002) გვ. 171-190;
13. Новая скрижаль – (Санкт-Петербург 1998) გვ. 405-413;
14. Н. Сильченков – Практическое руководство при совершений приходских треб (Киев 2001) გვ. 144-152;
15. Архиепископ Аверкий – ЛИТУРГИКА - 2000. გვ. 463-466;
16. Г.И. Шиманский – ЛИТУРГИКА (Таинства и обряды) - (Москва 2003) გვ. 125-142;
17. А.Л. Катанский – Догматическое учение семи церковных таинствах - (Москва 2003) გვ. 261-264;
18. Малый ТРЕБНИК, Москва – 1883г. გვ. 130-193;
19. Павлов А. С. – Курс Церковного права (Санкт-Петербург 2002);
20. Протоиерей В. Цыпин – Курс Церковного права (г. Клин 2004)