ქორწინების საიდუმლოს მღვდელმოქმედების დაწყების წინ:
1. მღვდელი შეიმოსება: ფილონით, ოლარითა და სამკლაურებით. შუა ტაძარში გამოაბრძანებენ ანალოგიას, რომელზეც დაასვენებენ ტრაპეზის სახარებასა და ჯვარს. იქვე, პატარა მაგიდაზე დადებენ გვირგვინებს და ტაკუკს წითელი ღვინით;
2. მღვდელი ტრადიციულ შეკითხვებს უსვამს ნეფე-დედოფალს რათა გაარკვიოს, ხომ არ არის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება ჯვრისწერის აღსასრულებლად:
- შეესაბამება თუ არა მათი წლოვანება ეკლესიის მიერ დაშვებულ ზღვრულ ასაკს;
- არის თუ არა ორივე მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი;
- ხომ არ არის მათ შორის ისეთი ნათესაური ან ნათელმირონობითი კავშირი, რომელიც დამაბრკოლებელი იქნება ქორწინებისათვის;
- ერთობლივი ეკლესიური ოჯახური ცხოვრება მექორწინეთა ნებაყოფლობითი არჩევანია, თუ იძულების რაიმე ფორმას აქვს ადგილი;
- I, II თუ III ქორწინებაა თითეულისათვის;
- იმ შემთხვევაში თუ რომელიმე, ან ორივე ადრე იყო ქორწინებაში, აიხსნეს თუ არა გვირგვინი (აიყარეს ჯვარი) და დაირღვა თუ არა მათი (ადრინდელი) სამოქალაქო ქორწინება;
- აქვთ თუ არა მოძღვართა კურთხევა და მშობელთა თანხმობა;
- ხომ არ არის ქორწინების სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები (სულიერი აშლილობა, უკურნებელი დაავადება, ცოლქმრული ურთიერთობისათვის შეუთავსებელი ფიზიკური არასრულყოფილება და სხვა).
- წინდობის დაწყებამდე სასიძო და სასძლო ერთმანეთისგან განცალკევებით დგანან სტოაში (მარჯვენა და მარცხენა მხარეს);
- ნიშნობის ბეჭდები წმიდა ტრაპეზზეა დაბრძანებული (სასიძოს ბეჭედი ოქროსია და მარჯვნივ დევს, სასძლოს ვერცხლის ბეჭედი კი მარცხნივ);
I. წინდობის წესი:
ა) წინდობის საწყისი ლოცვები და ქმედებები:
1. საკურთხევლიდან შუა ტაძარში ჯვრისა და სახარების გამოსვენება;
2. საქმროსა და საპატარძალოს სტოას შუაში ერთად დაყენება (სასიძო სასძლოს მარცხენა მხრიდან, გულის მხარეს დაიყენებს);
3. მღვდლისმიერი დალოცვა (მღვდელი 3-ჯერ დასწერს ჯუარსა თავსა ზედა მათსა, ანთებულ სანთლებს გადასცემს და უკმევს მათ);
4. მღვდელი: "კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
5. მშვიდობიანი კვერექსი;
6. ორი მცირე ლოცვა (უწინარეს ბეჭდების გადაცემისა):
- "უფალო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეჰკრებ ერთად,"...
- "უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან წარმართთაგან დაიწინდე"...
ბ) დაწინდვა (ბეჭდების გადაცემა მექორწინეთათვის):
7. საკურთხევლიდან ბეჭდების გამოტანა და მათი გადაცემა მექორწინეებისათვის;
შენიშვნა: მღვდელი პატარძლის (ვერცხლის) ბეჭდით 3-გზის გამოსახავს სიძის თავზე ჯვარს (სათანადო სიტყვებით), შემდეგ კი საქმროს (ოქროს) ბეჭდით იგივეს მოიმოქმედებს სასძლოსთვისაც.
8. ბეჭდების 3-გზის გაცვლა (რომელსაც მიმქმელნი, იგივე მეჯვარეები აღასრულებენ. საბოლოოდ მამაკაცის (ოქროს) ბეჭედი ქალს დარჩება, ქალის (ვერცხლის) ბეჭედი კი კაცს);
9. დიდი ლოცვა (მიძღვნილი ღვთის მონათა მარჯვენის სიქველით ცხოვრებისა და კეთილი საქმეებისათვის საკურთხებლად):
- "უფალო, ღმერთო ჩუენო, ვითარცა იგი წარავლინა მამამთავარმან"...
10. მრჩობლი კვერქსი: "შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო,"...
შენიშვნა: XI საუკუნიდან (ბიზანტიაში) წინდობის წესის გვირგვინობასთან ერთად შესრულება დაიწყო;
II. გვირგვინობის საიდუმლო მღვდელმოქმედება (გვიგვინის კურთხევა):
ა) გვირგვინობის საწყისი ლოცვები და ქმედებები:
1. (ანთებული სანთლებით) ნეფე-დედოფლის სტოადან შუა ტაძარში გადანაცვლება, რომელთაც წინ კმევით მიუძღვის მღვდელი;
2. 127-ე ფსალმუნის გალობა თავისი ჩასართავით: "დიდება შენდა ღმერთო ჩუენო,"...
შენიშვნა: ქორწინების საიდუმლოს მღვდელმოქმედების ამ მომენტში მღვდელი დამატებით შეკითხვას უსვამს ნეფე-დედოფალს რათა გაირკვეს, ვინმესთვის ხომ არ აქვს რომელიმეს მიცემული დაოჯახების პირობა. ეს კითხვები არამარტო სიძე-პატარძლის, არამედ ყველა დამსწრისადმი არის მიმართული. და თუკი ვინმე ანაზდად ამხელს ერთერთ მათგანს, ამ შემთხვევაში მღვდელი უნდა შეჩერდეს და საქმის ვითარება გამოარკვიოს.
ბ) ლოცვები უწინარეს გვირგვინების დადგმისა:
3. ასამაღ: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა"...
4. მშვიდობიანი კვერექსი;
5. სამი დიდი ლოცვა შესაუღლებელთათვის:
- "ღმერთო უხრწნელო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო,"...
- "კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო ჩუენო,"....
- "ღმერთო წმიდაო, რომელმან დჰბადე მიწისაგან კაცი,"...
გ) გვირგვინების დადგმის ლოცვები:
6. "გვიგვინოსან იქმნების მონა ესე ღმრთისა"...
7. "გვიგვინოსან იქმნების მხევალი ესე ღმრთისა"...
დ) გვირგვინების დადგმის შემდგომი ლოცვები:
8. ქორწინების საიდუმლოაღ სრულებითი სიტყვები:
- "უფალო, ღმერთო ჩუენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ჰყვენ ესენი" (3-გზის);
9. წარდგომა, სამოციქულო (ეფეს. 5. 20-33) და სახარება (ინ. 2. 1-11);
10. მოკლე მრჩობლი კვერექსი: "ვსთქუათ ყოველთა"...
11. ლოცვა: "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მაცხოვარებისა შენისა"...
12. თხოვნითი კვერქსი: "შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ"...
13. "მამაო ჩუენო" -ს გალობა;
ე) გვირგვინობის დამასრულებელი ლოცვები:
14. საყოველთაო "ბარძიმის" კურთხევა: - "ღმერთო, რომელმან ყოველივე შეჰქმენ ძლიერებითა შენითა"...
და (წითელი) ღვინის ხმევა ნეფე-დედოფლის მიერ (3-გზის);
15. ახალდაქორწინებულთა წრიულად (ანალოგიის გარშემო) საზეიმო სვლა, ტროპრების გალობის თანხლებით (მღვდელი წინ მიუძღვის კმევით):
- "ესაია, მხიარულ იყავ,"...
- "წმიდანო მოწამე ნო, რომელთა კეთილად იღვაწეთ,"...
- "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო,"...
16. გვირგვინების მოხსნა:
- "განსდიდენ სიძე, ვითარცა აბრაჰამ, და იკურთხენ"...
- "და შენ, სძალო, განსდიდენ ვითარცა სარრა,"...
17. ორი მცირე ლოცვა (უწინარეს ჩამოლცვისა):
- "ღმერთო, ღმერ თო ჩუენო, რომელი მოხვედ კანას გალილეასსა"...
- "მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლადწმიდამან და"...
18. ჩამოლოცვა : `სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო"...
- "რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად"...
ვ) გვირგვინის გახნის ლოცვა მე-8 დღეს:
19. "უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხე გვირგვინი"...
20. "შეერთებითა დაამტკიცენ მონანი ესე შენნი,"...
შენიშვნა: თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში "გვირგვინის გახსნის" ლოცვა ჩამოლოცვის წინ აღესრულება.
01. საეკლესიო განჩინებით ქორწინების საიდუმლო მხოლოდ ტაძარში უნდა აღესრულოს. დაუშვებელია მისი ბინაზე აღსრულება ან თუნდაც სამლოცველო სახლში, ეკვდერსა თუ საზოგადოდ ნებისმიერ ნაგებობაში, სადაც საკურთხეველი არ არის. ამასთან, თუ ტაძარი საკმაოდ შორსაა და ნეფე დედოფალს არანაირი საშუალება არა აქვთ ეკლესიაში ჯვრისწერაზე მისვლისა, საეპარქიო ეპისკოპოსის (ან ქორეპისკოპოსის) ლოცვა-კურთხევით, როგორც გამონაკლისი, ნებადართულია ქორწინების საიდუმლო აღესრულოს სამლოცველო სახლში ან ეკვდერში;
02. რეკომენდებულია ქორწინების საიდუმლო აღესრულოს საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, რომელზეც ნეფე-დედოფალი მიიღებს წმიდა ზიარებას;
03. დაუშვებელია ქორწინების საიდუმლოს აღსრულება საღამოს მსახურების შემდგომ, ანუ გვიან. საეკლესიო განჩინებით ჯვრისწერა დღის საათებში უნდა ჩატარდეს, და აქედან გამომდინარე, არის კონკრეტული მითითებები სასულიერო პირებისადმი, ქორწინების საიდუმლო აღასრულოს დღისით და არა ღამით;
04. კანონიკურ განჩინებათა საფუძველზე ქორწინება არ აღესრულება:
- ოთხივე მარხვის განმავლობაში;
- ყველიერისა და ბრწყინვალე შვიდეულებში;
- მაცხოვრის შობის დღესასწაულიდან ნათლისღებამდე;
- ღვთისმოსაობისა და კეთილგანკრძალული დამოკიდებულიდან გამომდინარე (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა):
ა) შაბათობით;
ბ) ათორმეტ დღესასწაულთა, ტაძრის დღესაწაულისა და უდიდეს დღესასწაულთა წინა დღეს.
05. არის გარკვეული მინიშნებები მღვდლებისადმი, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინონ და თავიც კი შეიკავონ ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში სხვა ტაძრის მრევლი გამოთქვამს ჯვრისწერის სურვილს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, თუ ამ საიდუმლოს შესრულება შეეძლოთ (თავთავიანთ ტაძრებში) მათ მოძღვრებსაც. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის გარკვევა, აქვთ თუ არა სათანადო ლოცვა-კურთხევა მომავალ მეუღლეებს საკუთარი მოძღვრებისაგან;
06. წინდობის წესს წინ უნდა უძღოდეს მშობელთა და სულიერ მოძღვართა ლოცვა-კურთხევა;
07. არსებობს ტრადიცია, რომელსაც მშობლები აღასრულებენ სახლში გვირგვინობის საიდუმლო მღვდელმოქმედების (გვირგვინის კურთხევის) აღსრულებამდე. ისინი წარმოთქვამენ დასაწყის ლოცვებს და აკურთხებენ (ჯვარს დასახავენ) შვილებს: ვაჟს – მაცხოვრის, ქალიშვილს კი – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატით;
08. დაუშვებელია ჯვრისწერა იმ შემთხვევაში თუ ნეფეს ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო დედოფალს კი - 16. მიუღებელია ქორწინება ასევე იმ პირებს შორის, რომელთა ასაკიც 60 წელს აღემატება. აუცილებლობის შემთხვევაში ამ საკითხების გადაწყვეტა ხელეწიფება მხოლოდ საეპარქიო ეპისკოპოსს (ან ქორეპისკოპოსს). სასულიერო პირები, რომლებიც თვითნებურად გადაწყვეტენ ქორწინებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს რაც მათ კომპეტენციას აღემატება, საეკლესიო სასჯელს ექვემდებარებიან;
09. სასჯელს ექვემდებარება ის სასულიერო პირიც, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს ქორწინების საიდუმლოს, მაგრამ უწყის ჯვრისწერის დამაბრკოლებელი ესა თუ ის გარემოება და წინ არ აღუდგება უკანონო ქორწინებას (სიტყვიერი განმარტებით, დარწმუნებით, მხილებით, იმის მითითებით, რომ საჭიროა ეპისკოპოსთან გასაუბრება და სხვა);
10. თუ ნეფე-დედოფალმა მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს და სამოქალაქო ქორწინებაშიც იმყოფებიან, მშობლებისაგან დაოჯახებაზე თანხმობის მიუღებლობა არ ჩაითვლება ქორწინების საიდუმლოს აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად;
11. არ არის მიღებული ქორწინების საიდუმლო აღასრულოს სასულიერო პირმა, რომელმაც ბერული აღკვეცა მიიღო (თუმცა, ზოგჯერ არის გარკვეული დაშვებებიც);
12. თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, მღვდელს შეუძლია თავის ვაჟს ან ქალიშვილს დაწეროს ჯვარი;
13. ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაზე შემდეგი საყურადღებო მითითებებიც არსებობს, კერძოდ:
თითოეული ჯვრის წერა ცალკე უნდა აღესრულოს;
რამდენიმე წყვილის ერთდროული დაქორწინება არასდროს არ ყოფილა ნებადართული. ჯვრისწერას აღასრულებს ერთი მღვდელი, რომელთანაც (თუ შესაძლებელია) ერთი დიაკონი თანამსახურობს. მიუღებელია ქორწინების საიდუმლოს კრებულად (რამდენიმე მღდლის მიერ ერთობლივად) აღსრულება (თუმცა, როცა ამის აუცილებლობაა, თანამედროვე ლიტურგიკული პრაქტიკაში შესაძლებელია რამდენიმე წყვილის ერთდროულად დაქორწინება, რის დროსაც მღვდლები კრებულად თანამსახურებენ);
14. ეკლესია არ აკურთხებს ცოლ-ქმრობას თუ ერთ-ერთი ან ორივე მათგანი განაცხადებს, რომ მტკიცედ დგანან ათეისტურ მოსაზრებებზე, და ტაძარში ჯვრისწერისათვის მხოლოდ მშობლების თხოვნით, ერთ-ერთი მექორწინის სურვილით, ან თუნდაც სხვა მიზეზის გამო მოვიდნენ;
15. ჯვრისწერის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევა ერთ-ერთი მექორწინეს ფიზიკური უუნარობა ცოლქმრული თანაცხოვრებისა;
16. დაუშვებელია ქორწინება მონაზონთათვის, ასევე სასულიერო პირთათვის შემდგომად მათი ხელდასხმისა;
17. ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას ნეფე-დედოფალს არ მიეცემათ სანთლები თუ ისინი მეორედ ან მესამედ იწერენ ჯვარს;
18. თუ წყვილი მრავალი წელი იმყოფება ცოლქმრულ ურთიერთობაში ჯვარდაუწერლად, ანუ ეკლესიისაგან სათანადო კურთხევის მიღების გარეშე, მათზე ჩვეულებრივი ქორწინების წესი არ აღესრულება, არამედ შესრულდება ამ შემთხვევისათვის განჩინებული განასაკუთრებული მსახურება;
და მრავალი სხვა...
1. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი, ტ. I – (გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი 2002);
2. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი , ტ. I – (თბილისი 2006);
3. (გამომცემელი) დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი, კურთხევანი – (თბილისი 2004);
4. (შემდგენელი) მირზა ტყეშელაშვილი, მცირე კურთხევანი – (თბილისი 1998);
5. მცირე კურთხევანი – (გამომცემლობა "ნათლისმცემელი", თბილისი 2004);
6. მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი - რედაქტორი დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (თბილისი 2010);
7. პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება – (თბილისი 1998);
8. პანაიოტის ი. ბუმისი, კანონიკური სამართალი (თბილისი 2007);
9 9. Настольная книга священнослужителя, т. IV (М. 1983г.) გვ . 290-311;
10. К. Никольский – Учебный устав Богослужения (Санкт-Петербург - 1995г.);
11. С.В. Булгаков – Настольная книга священно-церковно-служителя, т. II (Москва 1993) გვ. 1161-1273;
12. Протоиерей Геннадий Нефедов – Таинства и обряды православной Церкви (Москва 2002) გვ. 137-170;
13. Новая скрижаль – (Санкт-Петербург 1998) გვ. 396-404;
14. Н. Сильченков – Практическое руководство при совершений приходских треб (Киев 2001) გვ. 106-144;
15. Архиепископ Аверкий – ЛИТУРГИКА - 2000. გვ. 456-462;
16. Г.И. Шиманский – ЛИТУРГИКА (Таинства и обряды) - (Москва 2003) გვ. 101-124;
17. А.Л. Катанский – Догматическое учение семи церковных таинствах - (Москва –