1. ყრმის სახელდება მე-8 დღეს (ლოცვა აღბეჭდვასა ყრმისასა, ოდეს მიიღებდეს სახელსა დღესა მერვესა შობისა მისისასა): − "უფალო ღმერთო ჩუენო, შენ გევედრებით და შენ გხადით , გამოაჩინე ნათელი პირისა შენისა";
2. მე-40 დღის ლოცვა (ლოცვა, რაჟამს ეკლესიად შეჰყვანდეს დედასა ყრმაი დღესა მეორმოცესა): − "ღმერთო და მამაო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან ხმამაღლისა წინაისწარმეტყუელისა ესაიას მიერ";
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოს მღვდელმოქმედების დაწყების წინ მღვდელი შეიმოსება ფილონით, ოლარითა და სამკლაურებით;
განემზადება მაგიდა, რომელზეც დაასვენებენ სახარებას, ჯვარსა და ნათლობის ყუთს;
1. სამოსლის განძარცვა;
2. კათაკმევლად დადგინების ლოცვა (ლოცვა, ოდეს კათაკუმეველთა დაადგინებდეს): "სახელითა შენითა, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტებისაო, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა";
3. შეფუცების ლოცვები:
ა) "შეფუცებანი სამნი":
- "შეგრისხებს შენ უფალი, ეშმაკო, რომელი მოვიდა";
- "ღმერთმან წმიდამა ნ და საშინელმან და დიდებულმან";
- "უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაელისაო,";
ბ) "რომელი ეგე ხარ მეუფე უფალი, რომელმან შეჰქმენ";
4. უწმინდურ ძალთა განსხმა:
- "გამოვედ ამისგან ყოველივე ბოროტი" ... 3-გზის;
- "სული მაცთურებისა, სული უკეთურებისა";
- ასამაღლებელი: "მადლითა და წყალობითა და ...";
5. ეშმაკისაგან განდგომა:
- "ვიჯმნი ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან"...;
(ამ დროს მოსანათლი და ნათლიები სახით დასავლეთისკენ იმზირებიან).
6. ქრისტესადმი შედგომა (მისდამი პირადი ერთგულების აღსარება):
- "შეუდგები ქრისტესა?" ... "მრწამსი" ... და შემდგომი;
7. კათაკმევლობის წესის დამამთავრებელი ლოცვა:
- "მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, , რომელმან მოუწოდე მონასა ამას შენსა"...;
1.სანთლების ანთება, სანათლავი ემბაზის კმევა;
2. ასამაღლებელი: "კურთხეულ არს მეუფება მამისა"...;
3. ა) მშვიდობიანი კვერექსი: - "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ" ...;
ბ) მღვდლის "მოსამზადებელი" (საიდუმლოდ აღსავლენი) ლოცვა:
- "რომელი მოწყალე და მწყალობელ ხარ";
შენიშვნა: საიდუმლო ლოცვა "რომელი მოწყალე და მწყალობელ ხარ" იკითხება დიდი კვერექსის აღსრულების თანადროულად, ხოლო ასამაღლებელი არ ეგება, არამედ ითქმის ამინ, რის შემდეგაც მღვდელი ხმამაღლა იტყვის ქვემომოხმობილ ლოცვას: "დიდ ხარ შენ უფალო" 3-გზის;
4. წყლის კურთხევის ლოცვები:
- "დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან" 3-გზის;
- "რამეთუ შენ, ნებითა შენითა";
- "შენ უკუე, კაცთმოყუარეო მეუფეო" 3-გზის;
- "და მოეც ამას მადლი გამოხსნისაი";
- "შეიმუსრენ ნიშითა და სასწაულითა ჯუარისაითა" 3-გზის (რის დროსაც მღვდელი 3-გზის შეჰბერავს და ხელგავლებით 3-გზის გამოსახავს ჯვარს წყალში;
- "და განმეშორენით ჩემგან ყოველნი";
- "რამეთუ შენ სთქუ, უფალო: განიბანენით,";
5. ა) ზეთის კურთხევა:
- მღვდელი 3-გზის შეჰბერავს და ჯვარს დასახავს ზეთის ჭურჭელს;
- "მეუფეო უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო" ...;
ბ) წყლის ცხება ნაკურთხი ზეთით:
- ალილუია 3-გზის და ზეთიანი ფუნჯის წყალში ჯვრის სახით 3-გზის გავლება;
- "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს"...;
გ) მოსანათლის სხეულის ნაწილებზე (ნაკურთხი) ზეთის ცხება:
- "იცხებს მონა ესე ღმრთისა" ...;
6. ნათლობა – წყალში 3-გზის შთაფლვა და საიდუმლოაღსრულებითი სიტყვები:
- "ნათელს იღებს მონა ღმრთისა"...;
7. 31-ე ფსალმუნის გალობა (კითხვა) 3-გზის:
- "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი" ...
8. ა) ახალნათელღებულის თეთრი სამოსით (კვართით) შემოსვა:
- "შეიმოსს მონა ღმრთისა" ...;
- ტროპარი ხმა 8: "მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე" ...;
ბ) ახალნათელღებულისათვის ჯვრის დაკიდება;
1. ა) მირონცხების წინა ლოცვა: - "კურთხეულ ხარ შენ, უფალო";
ბ) ახალნათელღებულის სხეულის ნაწილებზე მირონის ცხება, რის დროსაც წარმოითქმება საიდუმლოაღსრულებითი სიტყვები: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ";
2. სანათლავი ემბაზის ირგვლივ 3-გზის გარშემოვლა: "რაოდენთა ქრისტეს მიერ" 3-გზის;
3. წარდგომის, სამოციქულოსა და სახარების კითხვა;
4. ა) 3 ლოცვა განბანვის წინ:
- "რომელმან გამოხსნა ცოდვათაგან";
- "მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო";
- "რომელთა შეგიმოსეს შენ, ქრისტე";
ბ) წმიდა მირონის მობანვა (განბანვა): - "ნათელღებულ ხარ, განათლებულ ხარ,"...;
5. ა) 2 ლოცვა უწინარეს თმის აღკვეცისა:
- "მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ხატებითა";
- "უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან სავსებისაგან;
ბ) თმის აღკვეცა:
- "მოიკუეცს მონა ესე ღმრთისა"...;
6. მრჩობლი კვერექსი: "შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო"...
7. განტევება (ჯვრით ხელში):
- "რომელმან იორდანესა შინა ნათლისღება ინება";
შენიშვნა: ახლშობილის "ეკლესიად შეყვანება" რუსულად გადმოიცემა ტერმინით – "воцерковление".
1. მღვდელი: სტოაში შესასვლელი (დასავლეთის) კარის წინ, ჩვილით ჯვარს დასახავს 1-გზის და იტყვის:
"ეკლესიად მოვალს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ";
2. მღვდელი: ჩვილით ხელში შევა სტოაში და იტყვის:
"შევალს სახლსა შენსა და თაყუანის-სცემს ტაძარსა წმიდასა შენსა";
3. მღვდელი: მივა რა შუა ტაძარში, კვლავ ჩვილით ჯვარს დასახავს მე-2 გზის და იტყვის:
"ეკლესიად მოვალს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა, ეკლესიასა შინა გაქებდეს შენ";
4. მღვდელი: აღსავლის კარის წინ, ჩვილით კვლავ დასახავს მე-3 გზის ჯვარს და იტყვის:
"ეკლესიად მოვალს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ";
5. ამის შემდეგ მღვდელი, თუ ჩვილი:
ა) მამრობითი სქესისაა, სამხრეთის კარით შეიყვანს მას საკურთხეველში და წმიდა ტრაპეზთან (ჩრდილოეთის ან სამხრეთის მხრიდან) თაყვანს სცემს აღმოსავლეთით, გარშემოუვლის ტრაპეზს და გამოვა საკურთხევლიდან;
ბ) მდედრობითი სქესისაა, არ შეიყვანს მას საკურთხეველში, არამედ ჩამოვა ამბიონიდან;
6. მღვდელი: "აწ განუტევე მონაი შენი"...
1. მე-8 დღის სახელდების ლოცვა ("ლოცვაი აღბეჭდვასა ყრმისასა, ოდეს მიიღებდეს სახელსა დღესა მერვესა შობისა მისისასა) კათაკმევლობის განგების ლოცვებთან ერთად უნდა აღესრულოს. სახელდების ლოცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიტევება, თუ მოსანათლის გარდაცვალების საშიშროებაა და ნათლობა შემოკლებული წესით სრულდება. სხვა შემთხვევაში მისი გამოტოვება დაუშვებელია, განსაკუთრებით კი ზრდასრული ადამიანის ნათლობისას;
2. მე-40 დღის ლოცვების ბოლოს, კურთხევანში არის შემდეგი მითითება:
"უკუეთუ არს წული, თაყუანის-სცემს ხატსა მაცხოვრისასა და შეიყვანს საკურთხეველად, და უკუეთუ არს ასული, დაადგენს სამეუფოსა კარსა თანა, თაყუანის-სცემს ხატსა ყოვლად-წმიდისასა"...;
ხსენებული მითითება გარკვეულ განმარტებას საჭიროებს, რისთვისაც დავძენთ:
ა) თუ მე-40 დღის ლოცვები ჩვილის ნათლობამდე აღესრულება, მღვდელი აღსავლენი ლოცვებიდან არ წაიკითხავს შემდეგს:
I. "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მეორმოცესა"... -დან "რათა ღირს-იქმნას წმიდასა ნათლისღებასა შენსა. თანა-აღრაცხილ ყავ რჩეულთა სასუფეველისა შენისათა";
II. "ღმერთო და მამაო"... -დან "და ღირს-ყავ ჟამსა მარჯუესა, წყლისა მიერ და სულისა წმიდისა ნათლის-ღებითა მეორედ შობად";
III. "ეკლესიად მოვალს მონაიი ღმრთისაი" ... და შემდგომი. ანუ არ იკითხება "ეკლესიად შეყვანების" ლოცვები და პირდაპირ ჩამოლოცვა აღესრულება;
ბ) მე-40 დღეს ჩვილის "ეკლესიად შეყვანების" ლოცვები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღესრულება თუ იგი მონათლულია. ამდენად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებამდე არ ხდება ჩვილის "ეკლესიად შეყვანება", მსგავსად იმისა როგორც არ არის დასაშვები მონათვლამდე ზრდასრული ადამიანის სატაძრო მსახურებაზე დასწრება (მას ნათლობამდე ეს უფლება იმ შემთხვევაში მიეცემაა, თუ იგი მოძღვრის მიერ კათაკმევლად არის დადგენილი და კატეხიზაციის პროცესში იმყოფება);
3. მანდილოსნისათვის განწმენდის ლოცვების წაკითხვა შესაძლებელია ორმოცი დღის გასვლის შემდეგაც, ოღონდ ჩვილის ნათლობის აღსრულების შემდგომ;
4. რადგან ნათლობა სულიერი შობაა (ხოლო ადამიანი ერთხელ იბადება ამქვეყნად), ნათლისღების საიდუმლო არ მეორდება;
5. წმიდა ეკლესის განჩინებით ნათლობის საიდუმლო ტაძრებში უნდა აღესრულოს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რის დროსაც დასაშვებია მისი ბინაზე (ან მდინარეზე) აღსრულება;
6. ერთსა და იმავე ემბაზში რამდენიმე ბავშვის მონათვლაა შესაძლებელი, ისე რომ არ მოხდეს წყლის გამოცვალა. ამასთან, მომდევნო ნათლობისათვის წყალი თავიდან უნდა იკურთხოს. ამდენად ემბაზში ნაკურთხი წყლის შენახვა ერთი კვირის ან მეტი დღის განმავლობაში, მიუღებელია;
7. ნათლობის შემდგომ წყალი სუფთა ადგილას უნდა გადაიღვაროს;
8. ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები მიმრქმელთა რწმენით ინათლებიან, რომლებიც ვალდებულნი არიან სარწმუნოებრივად განსწავლონ ისინი, როცა საამისო ასაკს მიაღწევენ;
9. დაწყებული შვიდი წლიდან, ყოველი ადამიანი უნდა გამოიცადოს თუ რამდენად ჭეშმარიტად სურს მას ნათლობა და აცნობიერებს თუ არა ამ საიდუმლოს მნიშვნელობას;
10. ნათლობისას მიმრქმელად:
- არ დაიშვება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება;
- დედათა წესის მქონე მანდილოსნის მონაწილეობა უხერხულია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ნათლობის გადატანა სამი-ოთხი დღით, ან სხვა პიროვნების შერჩევა;
11. დიდ შაბათს წმიდა ეკლესია მაცხოვრის ხორციელად საფლავად ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების და ხსნას იხსენებს. ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან ნათვლადგანმზადებულნი, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც;
12. ადრე ნათელღებული ადამიანის სახელის შეცვლის თაობაზე რაიმე ზოგად-ეკლესიური განჩინება არ არსებობს, თუმცა არის მითითება, რომლის მიხედვითაც (ეკლესიურად მცხოვრებ) პიროვნებას მოძღვრისაგან მიეცემა ლოცვა-კურთხევა აღსარებასა და ზიარებაზე, და უშუალოდ მათი მღვდელმოქმედებისას წარმოთქმული სახელი იქნება კიდეც ამ პიროვნების ახალი სახელი;
13. თუ შემდგომად მე-8 დღის სახელდების ლოცვისა, ყრმის ნათლობისას აუცილებელია მისთვის ახალი სახელის დარქმევა, სახელდების ლოცვა თავიდან წაიკითხება;
14. დღევანდელ ლიტურგიკულ პრაქტიკაში, ყველა საეკლესიო მსახურებათაგან მხოლოდ სამი - ნათლობის განგება, ქორწინება და ევქარისტია (წირვა) იწყება უმთავრესი ასამაღლებლით: "კურთხეულ არს მეუფება მამისა"...;
15. სანათლავი ემბაზის არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სუფთა ჭურჭლის (თასის ან ქვაბის) გამოყენება, ოღონდ იმ პირობით, თუ ეს ჭურჭელი (ნათლობის შემდეგ) არ იქნება გამოყენებული საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ;
16. ნათლობა სრულდება შთაფვლით და არა სხურებით. თუმცა, როცა არ არის სხვა გამოსავალი და არც გარემოება იძლევა ამის საშუალებას, დასაშვებია თავზე წყლის გადავლებით (თავზე დასხმით) ნათლობაც;
17. ნათლისღებისას არ შეიძლება:
ა) ღამისთევის ლოცვაზე ნაკურთხი, ან ზეთის კურთხევის საიდუმლოში გამოყენებული ზეთის მოხმარება;
ბ) ღმრთის განცხადების დღესასწაულზე ნაკურთხი წყლის (დიდი აიაზმის, ან თუნდაც მცირე აიაზმის) გამოყენება;
18. მღვდელმსახურს საკუთარი შვილის მოსანათლად სხვა სასულიერო პირის მოწვევა უხმს, გარდა უკიდურესი შემთხვევისა, რის დროსაც თვითვე აღასრულებს ნათლობას;
19. თუ ზრდასრულ ადამიანს არ ახსოვს არის თუ არა მონათლული, ან ვერ დგინდება ერისკაცის მიერ (შემოკლებული წესით) ჩატარებული ჩვილის ნათლობის მართებულობა, ან ზოგადად, გაურკვეველია მონათლულია თუ არა პიროვნება, ნათლობის საიდუმლო აუცილებლად უნდა აღესრულოს. ამასთან, მოსანათლის წყალში 3-გზის შთაფვლისას წარმოსათქმელ ფორმულას უნდა დაემატოს სიტყვები: "უკეთუ ნათელღებულ არ იყოს". ამგვარად, საიდუმლოაღსრულებითი სიტყვები ასე წარმოითქმის:
- "ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), უკეთუ ნათელღებულ არ იყოს, სახელითა მამისათა, ამინ; და ძისათა, ამინ;
და სულისა წმიდისათა, ამინ;
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!;
20. ახალნათელღებულის მირონცხებისას საიდუმლოაღსრულებითი სიტყვები: "ბეჭედი მონიჭებულ არს" სხეულის ყოველ ნაწილზე ცხებისას წარმოითქმება;
21. მირონცხების წინ აუცილებელია გულმოდგინედ შევამშრალოთ ახალნათელღებული, განსაკუთრებით კი სხეულის ის ნაწილები სადაც მირონი უნდა ეცხოს, ხოლო შემდგომად მირონცხებისა არავინ არ უნდა შეეხოს მას განბანვამდე;
22. თმის აღკვეცისას თავდაპირველად კეფაზე მოიკვეცება თმა, შემდეგ წინ, ბოლოს მარჯვნივ და მარცხნივ (ისე თითქოს ჯვარს სახავდენ ნათელღებულ ის თავს);
23. თუ საღმრთო ლიტურგიაზე, ვიდრე დიდ შესვლამდე, მღვდელს ერთდროულად მოიწვევენ როგორც მძიმე ავადმყოფის მოსანათლად ისე მომაკვდავის საზიარებლად, იგი დაუყონებლივ უნდა გაეშუროს ზიარების აღსასრულებლად, ხოლო მოსანათლად ეკლესიურად მცხოვრები ერისკაცი გაუშვას;
24. ნათლობის წყალი უნდა იყოს სუფთა და ბუნებრივი წარმოშობის: წყაროს, მდინარის, ტბის, წვიმის, ასევე ზღვის, ან გამდნარი თოვლისგან და ყინულისგან მიღებული;
1. ნათლისღება არის საიდუმლო, რომლის აღსრულების დროსაც ადამიანი წყალში სამგზის შთაფვლისა და მისი მნათლავის მიერ ყოვლადწმი და სამების, მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელის მოწოდების დროს, ხორციელი, ცოდვილი ცხოვრებისათვის კვდება და სულიწმიდის მიერ სულიერი, წმიდა ცხოვრებისათვის იშვება;
2. ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოთა არსი, (ცოდვით დაცემული) ადამიანის, როგორც უფლის ქმნილებათა შორის ყველაზე სრულყოფილის, ყველაზე უმშვენიერესის განახლებასა და აღდგენაში მდგომარეობს. ამასთან, მადლი რომელიც მიეცემა ადამიანს ნათლობისას (ისე როგორც სხვა საიდუმლოთა აღსრულებისას), არის ნაყოფი უფლის მაცხოვნებელი ვნებისა და მკვდრეთით აღდგომისა;
3. წყალში შთაფვლის წინ მოსანათლის სამოსლისაგან განძარცვა, ძველიაღთქმისეული კაცისაგან განშორებას, მისი ცოდვიანი და არაღვთისნიერი ცხოვრებისაგან განდგომას ნიშნავს;
4. ნათლობისას მოსანათლი 3-გზის დაიფლება წყალში და განწმენდილი აღმოიყვანება ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი 3 დღე ხორციელად იმყოფებოდა საფლავად და მესმე დღეს მკვდრეთით აღსდგა;
5. ნაკურთხი ზეთით წყლისა და მოსანათლის სხეულის ნაწილების ცხებისას, ზეთი ქრისტეში ცხოვრების სისავსესა და უფალთან შერიგების სიხარულზე მიგვანიშნებს;
6. წრე მარადიულობის სიმბოლოა, ხოლო სანათლავი ემბაზის გარშემო სანთლებით 3-გზის გარშემოვლა ("რაოდენთა ქრისტეს მიერ" გალობით), ახალნათელღებულის უფალთან მარადიული კავშირის დამყარების მიმანიშნებელია;
7. ნათლობისას თმის აღკვეცა უფლისადმი მორჩილებისა და მსხვერპლის სიმბოლოა;
ა) მღვდლის მიერ აღსრულებული:
ასამაღლებელი: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა"...
- ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა";
- "მეუფეო ზეცათაო";
- "წმიდაო ღმერთო", "ყოვლადწმიდაო სამებაო", "მამაო ჩუენო";
ასამაღლებელი: "რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება" ...
- ამინ.
- უფლისა მიმართ ვილოცოთ.
1. წყლის კურთხევის (შემოკლებული) ლოცვა:
- "უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო";
2. წყლის ცხება ნაკურთხი ზეთით:
- ალილუია 3-გზის და ზეთიანი ფუნჯის წყალში ჯვრის სახით 3-გზის გავლება
- "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს"...;
3. მოსანათლის სხეულის ნაწილებზე (ნაკურთხი) ზეთის ცხება: "იცხებს მონა ესე ღმრთისა"...;
4. ნათლობა – წყალში 3-გზის შთაფლვა (ან სხურება);
- "ნათელს იღებს მონა ღმრთისა"...;
5. ახალნათელღებულის თეთრი სამოსით (კვართით) შემოსვა:
- "შეიმოსს მონა ღმრთისა"...;
6. ახალნათელღებულისათვის ჯვრის დაკიდება;
7. ახალნათელღებულის სხეულის ნაწილებზე მირონის ცხება:
- "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ";
8. სანათლავი ემბაზის 3- გზის გარშემოვლა:
- "რაოდენთა ქრისტერ მიერ"... 3-გზის გალობა;
9. განტევება (ჯვრით ხელში):
- "რომელმან იორდანესა შინა ნათლისღება ინება"...;
ბ) ერისკაცის მიერ აღსრულებული:
შენიშვნა: ავადმყოფის უეცრად გარდაცვალების საშიშროებიდან გამომდინარე, მღვდლის იმ მომენტში არ ყოფნის შემთხვევაში, ნათლობის საიდუმლო შემოკლებული წესით შეიძლება აღასრულოს: მედავითნემ, მგალობელმა ან რიგითმა ეკლესიურად მცხოვრებმა ადამიანმა (კაცმა ან ქალმა), ისიც იმ შემთხვევაში თუ დანამდვილებით არის ცნობილი პიროვნების სურვილი ნათლობის თაობაზე;
- "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა"...
- "ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა";
- "მეუფეო ზეცათაო";
- "წმიდაო ღმერთო", "ყოვლადწმიდაო სამებაო", "მამაო ჩუენო";
- "ნათლობა: წყალში 3-გზის შთაფლვა ან წყლის გადავლება, თავზე დასხმა და საიდუმლოაღსრულებითი სიტყვები: "ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა, ამინ;
და ძისათა, ამინ;
და სულისა წმიდისათა, ამინ;
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
შენიშვნა: ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობისას არ არის აუცილებელი ნაკურთხი წყლის გამოყენება.
1. "მიმრქმელი კაცი ასაკით უნდა იყოს არანაკლები 15 წლისა, ხოლო ქალი კი 13-ისა. აუცილებელია მოსანათლ კაცს ჰყავდეს ნათლიად ერთი მამაკაცი, ქალს კი ერთი მანდილოსანი. არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონიკას ისიც, თუ მოსანათლს ორი მიმქმელი (მამაკაცი და დედაკაცი) ეყოლება (რაც ჩანს VI მსოფლიო კრების 53 კანონიდანაც). თუ მოხდა ისე, რომ მიმქმელთა რაოდენობა ორზე მეტია, ნათლობის მოწმობაში მარტო ერთი წყვილი დაფიქსირდება და მხოლოდ მათზე გავრცელდება სულიერი (ნათელმირონობითი) ნათესაობა. გამონაკლის შემთხვევაში ნათლობა შეიძლება ჩატარდეს ნათლიის გარეშეც. ამასთან, მიმქმელი არ შეიძლება იყოს მონაზონი, და არც მოსანათლის მშობლები";
2. "საზოგადოდ, ცოლქმარი ვერ იქნება ერთი ბავშვის ნათლია, თუმცა მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე, ერთი მშობლების სხვადასხვა ბავშვი მონათლონ";
3. "გამონაკლის შემთხვევაში ნათლობა შეიძლება ჩატარდეს ნათლიის გარეშეც, და ამ შემთხვევაში თვით მღვდელი იქნება ნათლიმამა ახალ ნათელღებულისა";
4. "კურთხევანის მიხედვით, (ნათლობისას) აუცილებელად მიჩნეულია მხოლოდ ერთი მიმრქმელის (მონაწილეობა), მამაკაცი მამრობითი სქესის ნათლულისათვის, ან დედაკაცი მდედრობითი სქესის პიროვნებისათვის. ამასთან, ჩვეულებრივ მიმრრქმელი შეიძლება იყოს ორიც: მამაკაცი და დედაკაცი. მაგრამ, მიუღებელია ერთ ყრმას მიმქმელად ორი კაცი ან ორი ქალი ჰყავდეს";
5. "ყოველი შემთხვევისათვის, კანონმდებლობით ჯერ ჯერობით არ იკრძალება მიმრქმელად ორი პიროვნების დადგინება. ამდენად, მღვდელს არა აქვს უფლება უარი უთხრას იმ მშობლებს, ვისაც სურთ ნათლობაში ორი მიმქმელის: კაცისა და ქალის მონაწილეობა";
6. "მამრობითი სქესის ჩვილის ნათლობისას, ერთი მამაკაცი მიმქმელია საჭირო, ხოლო მდედრობითი სქესის ჩვილის ნათლობისას კი ერთი მანდილოსანი. ამასთან, ჩვეულებად იქცა ორი მიმქმელის: კაცისა და ქალის მოწვევა, რომელთაც ხალხურ ენაზე "ნათლიმამა" და "ნათლიდედა" ეწოდებათ";
7. "ჩვეულებრივ მიმრქმელნი არიან ორნი: მამაკაცი და დედაკაცი. ამასთან, მათი რიცხვი შეიძლება იყოს ორზე მეტიც, მაგრამ ყველა სხვა პირი, გარდა პირველი წყვილისა, მიმრქმელად არ ჩაითვლება, არამედ მხოლოდ ნათლობის მოწმედ";
8. "საეკლესიო განჩინებით მოსანათლს იმავე სქესის ერთი მიმრქმელი უნდა ჰყავდეს. ჩვეულებისაებრ, ასევე მიღებულია ორი ნათლიის ყოლაც (მამრობითი და მდედრობითი სქესისა)";
9. "საცნობელი გახლავთ ის რომ, წმიდა ნათლისღებისას მიმრქმელად ერთი მამაკაცი დაიშვება, უკეთუ მამრობითი სქესისა ინათლება, ხოლო თუ მდერობითი სქესისა, მარტო (ერთი) დედაკაცი. ამასთან, სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში, ნათლობა შეიძლება მიმქმელის გარეშეც ჩატარდეს";
10. "ნათლიასა და ნათლულს შორის სულიერი ურთიერთობიდან ყალიბდება სულიერი ნათესაობა, რომელიც ვრცელდება ახლო ნათესავებზეც და წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისათვის. იმისათვის, რომ გათვალისწინებული და თავიდან აცილებულ იქნას მსგავსი გართულებები, უმჯობესია ასევე მიმრქმელი იყოს ერთი. მაგრამ თუ ნათლისღებაში მონაწილეობს რამდენიმე, მიმრქმელად ითვლება ის, რომელიც მოსანათლავს ემბაზისაგან მიიქვამს. საგანგებო შემთხვევებში ეკლესიას შეუძლია დაუშვას ნათლობა მიმქმელების გარეშეც";
11. "ძველ საეკლესიო კანონებში ჩვეულებრივ ერთი მიმრქმელია მოხსენიებული და ისიც მოსანათლის სქესისა. აღნიშნული აიხსნება ძველი ეკლესიის პრაქტიკით, უმეტესწილად ზრდასრული ადამიანების მონათვლისა, და სხვა სქესისადმი სირცხვილის ბუნებრივი განცდის გამო ნათლობაზე მოპირდაპირე სქესის მიმრქმელის მონაწილების დაუშვებლობისა (მოციქულთა განჩინებანი, წიგნი 3, თავი 6).
მიუხედავად აღნიშნული კანონის (მითითებისა) არაერთგზის გამეორებისა, საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიებში (ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შემცირების გამო), საპირისპირო პრაქტიკა დაინერგა.
ქრისტიანულ საზოგადოებაში ძველთაგან ჩამოყალიბებული, მიმრქმელთა, როგორც ნათლულის სულიერ მშობელთა ხორციელ მშობლებთან ანალოგიის გამო, ჩვეულებად იქცა ნათლობისას ორი მიმრქმელის კაცისა და ქალის ყოფნა.
... თუ ნათლობაში მოწვეულია არა ერთი, არამედ მრავალი პირი, მაშინ:
ა) მიმქმელად ერთი წყვილი დაიშვება (უპირატესად მოსანათლის მშობელთა ან ნათესავთა შერჩევით);
ბ) მხოლოდ ეს მომქმედი წყვილი დაფიქსირდება ნათლობის მეტრიკაში, როგორც ნათლიმამა და ნათლიდედა;
გ) და მათზე გავრცელდება სულიერი (ნათელმირონობითი) ნათესაობა და მრავალი სხვა;
1. მკვდრად შობილის ან მოუნათლავად გარდაცვლილის მონათვლა დაუშვებელია;
2. 2000 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი (იხ. "საპატრიარქოს უწყებანი", #27 (129), 7-13 ივლისი 2001 წელი).
წმიდა სინოდმა განაჩინა: "პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა" (ინ. 3,3).
მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს X მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად "ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად". ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.
სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღებაი, რომელი მე ნათელვიღო, ნათელ-იღოთ"... (მთ. 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.
1. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი, ტ. I (გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი 2002);
2. ედიშერ ჭელიძე, დიდნი კურთხევანი, ტ. I (თბილისი 2006);
3. (გამომცემელი) დეკანოზი იოანე გივიშვილი - ამილახვარი, კურთხევანი ( თბილისი 2004);
4. (შემდგენელი) მირზა ტყეშელაშვილი, მცირე კურთხევანი – (თბილისი 1998);
5. მცირე კურთხევანი – (გამომცემლობა "ნათლისმცემელი", თბილისი 2004);
6. მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი - რედაქტორი დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (თბილისი 2010);
7. პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება – (თბილისი 1998);
8. პანაიოტის ი. ბუმისი, კანონიკური სამართალი (თბილისი 2007);
9. Настольная книга священнослужителя, т. IV (М. 1983г.) – გვ. 208-242;
10. К. Никольский – Учебный устав Богослужения (Санкт-Петербург - 1995г.); გვ. 661-682;
11. С.В. Булгаков – Настольная книга священно-церковно-служителя, т. II (Москва - 1993г.) გვ. 951-1009;
12. Протоиерей Геннадий Нефедов – Таинства и обряды православной Церкви (Москва - 2002г.) გვ. 23-68;
13. Новая скрижаль – (Санкт-Петербург 1998) – გვ. 367-388;
14. Н. Сильченков – Практическое руководство при совершений приходских треб (Киев – 2001г.) გვ. 17-47;
15. Архиепископ Аверкий – ЛИТУРГИКА - 2000г. გვ. 427-438;
16. Г.И. Шиманский – ЛИТУРГИКА (Таинства и обряды) - (Москва - 2003г.) გვ. 15-42;
17. А.Л. Катанский – Догматическое учение семи церковных таинствах - (Москва 2003) გვ. 58-60; 77- - 79; 94-101; 138-143; 198-202; 273-283; 335-349;
18. Малый ТРЕБНИК, Москва – 1883г. გვ. 18-58;
19. Павлов А. С. – Курс Церковного права ( Санкт-Петербург - 2002г.) გვ. 219-223;
20. Протоиерей В. Цыпин – Курс Церковного права (г. Клин - - 2004г.) გვ. 565-567;